თეგი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
საქსტატი: საქართველოში 2022 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2 097.9 მლნ დოლარი შეადგინა
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 097.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებლებზე 1.7-ჯერ მეტია, 2022 წლის წინასწარ მონაცემებს კი, 4.9 პროცენტით აღემატება. ამასთან, საქსტატმა დააზუსტა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2018 წლიდან. ორი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2022 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 38.0 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა 20.8 პროცენტით (437.0 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზე - ესპანეთი 17.2 პროცენტით (360.5 მლნ. აშშ დოლარი), მესამეზე - ნიდერლანდები 9.4 პროცენტით (196.2 მლნ. აშშ დოლარი). 2022 წელს ორი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 43.1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 538.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 25.6 პროცენტია. მეორე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი 366.5 მლნ. აშშ დოლარით (17.5 პროცენტი), მესამეზე - წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა 197.2 მლნ. აშშ დოლარით (9.4 პროცენტი).
TOP-10 ინვესტორი საქართველოში
2022 წლის სტატისტიკით საქართველოს №1 ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა. საქსტატის მიერ 15 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში 437.0 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 097.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია, ხოლო 2022 წლის წინასწარ მონაცემებს 4.9 პროცენტით აღემატება.