თეგი: პირდპაირი ფრენები
„არა რუსულ ფრენებს" - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტთან შეკრებილები, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქციას მართავენ. მოითხოვენ, სასწრაფოდ აიკრძალოს პირდაპირი ავიარეისები რუსეთიდან. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც 19 მაისს, რუსეთიდან პირველი ავიარეისი შესრულდა. რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა დღევანდელ აქციაზე არ იქნება სიტყვით გამოსვლები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „არა რუსულ ფრენებს". არა რუსულ ფრენებს - სალომე ზურაბიშვილი
მეთიუ მილერი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის სანქცირებული ქალიშვილი საქართველოში აღმოჩნდა და ავიამიმოსვლა ორმხრივად განახლებულია, სად იყო ამ დღეებში აშშ, რადგან არანაირი რეაქცია და სანქციები არ არის. ამ შეკითხვით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ პრესსპიკერ, მეთიუ მილერს უწყებაში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე. მისი კოლეგების მსგავსად, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა „ამ რეჟიმს და ახლა არ არის დრო რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის“. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საჰაერო სივრცეში შესვლას. შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ კომპანიები საქართველოს აეოპორტებში, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. ჩვენ - მთელი დასავლური საზოგადოება დავშორდით ამ რეჟიმს და ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, 16 მაისს კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა, როგორ ხედავს აშშ პროცესს და არის თუ არა რისკები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. განმარტეს, რომ ვითარებას აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ დამატებით ზომებს. რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენებზე: ევროპელ მეგობრებს ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას. პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
„აზიმუტმა“ და „ჯორჯიან ეარვეისმა“ მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენის სიხშირე გაზარდეს - მედია
რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ და ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ გაზარდეს მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენის სიხშირე. რადიო თავისუფლების თანახმად, „აზიმუტმა“ ფრენების რაოდენობა გააორმაგა - ამიერიდან ავიაკომპანია კვირაში 7 რეისის ნაცვლად 14-ს განახორციელებს. კომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ დამატებითი რეისები 5 ივლისიდან იფრენს. „ჯორჯიან ეარვეისმა“, რომელიც მაისიდან ყოველდღიურ ფრენებს ასრულებს რუსეთში კვირაში სამი რეისი დაამატა. ოფიციალურად ავიაკომპანიას ამის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა საიტზე უკვე შესაძლებელია ამ რეისებზე ბილეთების შეძენა. ახალი ფრენები ორშაბათს, ხუთშაბათს და კვირას დაემატება. შესაბამისად, მოსკოვსა და თბილისს შორის კვირაში 24 რეისი შესრულდება. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი რეისები აღადგინა, სანქციები დაუწესდა. Georgian Airways-ის საფრენოსნო სამსახურის უფროსი, თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ „უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში მისი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა“. რა სახის სანქციები დაუწესა უკრაინამ „საქართველოს ავიახაზებსა“ და თამაზ გაიაშვილს