თეგი: პიტერ ფიშერი

გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი იქნება

გერმანიის ახალი ელჩის ვინაობა ცნობილია. ჰუბერ ქნირშს პიტერ ფიშერი შეცვლის. „რამდენიმე პირადი სიახლე: აგვისტოს ბოლოს მე და მარია თბილისში გადავდიართ. მექნება პატივი, ვიმსახურო საქართველოში გერმანიის ელჩად“, - წერს მომავალი ელჩი Twitter-ზე. 2018 წლის ივლისიდან ამ დრომდე ფიშერი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩი იყო. მანამდე გახლდათ ენერგეტიკის, კლიმატის პოლიტიკისა და ექსპორტის კონტროლის მიმართულების დირექტორი ბერლინში, გერმანიის ფედერალურ საგარეო ოფისში. საქმიანობის სფერო მოიცავდა გლობალურ ენერგეტიკასა და კლიმატის პოლიტიკას, ასევე ექსპორტის კონტროლს და საერთაშორისო სანქციებს. ელჩი ფიშერი არის კარიერული დიპლომატი, რომელიც ფედერალურ საგარეო უწყებას 1986 წელს შეუერთდა. მისი პროფესიული გზა ეკონომიკურ პროგრესსა და მდგრადობაზე იყო ფოკუსირებული. მას ეკავა რამდენიმე თანამდებობა ბერლინის ფედერალურ საგარეო საქმეთა ოფისში, მათ შორის იყო საერთაშორისო გარემოსდაცვითი პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი და მთავარი ეკონომისტი. პიტერ ფიშერი ფედერალური პრეზიდენტის აპარატში, საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩევლად მუშაობდა.  მსახურობდა გერმანიის დიპლომატიურ მისიებში ვაშინგტონში, როგორც ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, თელ-ავივში ელჩის მოადგილედ, ასევე ლონდონში, შანხაისა და სინგაპურში. ელჩი ფიშერი ერთი წლით იყო გაგზავნილი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისში, სადაც ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მუშაობდა. ის რამდენიმე თვით იყო მივლენილი საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სამინისტროშიც.  მომავალი ელჩი ფლობს მაგისტრის ორ ხარისხს: ისტორია/პოლიტოლოგია ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი; მმართველობა/საერთაშორისო ურთიერთობები - ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, აშშ. (ფულბრაიტის პროგრამით). ასევე, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიით, სწავლობდა პარიზში, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. რაც შეეხება ჰუბერტ ქნირშს, ის საქართველოში ელჩად 2018 წლის 18 სექტემბრიდან მუშაობდა. გაეცანით ჰუბერტ ქნირშის ექსკლუზიურ ინტერვიუს Europetime-თან.

გერმანიის ელჩი: ბურთი საქართველოს მოედანზეა - შანსი ახლა გვაქვს და გამართლების შესაძლებლობაც არსებობს

საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა და ევროგაერთიანება საქართველოს დაეხმარება, რომ თამაში მისთვის წარმატებით წარიმართოს. პიტერ ფიშერის განცხადებით, მომავალი წლის მეორე ნახევარში, ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ გაივლის კონსულტაციას საქართველოს ევროპის მომავალი გზის შესახებ. საქართველომ განაცხადა, რომ უნდა ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ ეს მოხდება და საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. სპორტულად რომ აგიხსნათ, ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა. ჩვენ ევროგაერთიანება დავეხმარებით საქართველოს იმისთვის, რომ თამაში მისთვის წარმატებით წარიმართოს. ჩემი რჩევა იქნებოდა, თუ საქართველოსთვის პრიორიტეტული თემაა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ შემთხვევაში კონცენტრირდეს ამ თემაზე. შანსი ახლა გვაქვს და გამართლების შანსიც არსებობს“, - განაცხადა პიტერ ფიშერმა. ელჩის თქმით, ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც საქართველო 12-პუნქტიან რეკომენდაციებს შეასრულებს. „ევროპა არის პლურალისტური დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება. ძალიან მწიფე სახალხო ეკონომიკით, სწორედ ამიტომ ევროპის საბჭომ საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია დაუწესა. ამ პუნქტების შესრულების შემდეგ იქნება ლაპარაკი კანდიდატის სტატუსზე, შემდეგ იწყება გრძელი და რთული გზა იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს”, - განაცხადა ელჩმა ფიშერმა. შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციებს, რომლებიც მიესალმება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე სწრაფ გადაწყვეტილებას და ევროკავშირს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების 2030 წლისთვის დასრულებისკენ მოუწოდა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ევროკავშირი: ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

შესაძლებლობები განსაკუთრებით ახლა ჩნდება - გერმანიის ელჩი შავი ზღვის კაბელის პროექტზე

შავი ზღვის კაბელის პროექტი ყველასთვის მომგებიანია, რადგან ჩვენ გვჭირდება მწვანე ელექტროენერგია, სამხრეთ კავკასიის რეგიონს, საქართველოს და მის მეზობლებს კი, მისი წარმოების პოტენციალი აქვთ. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. ევროკავშირი შავი ზღვის კაბელის პროექტში, €2.3 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის წარმომადგენელი, როგორ აფასებთ ამ პროექტის მნიშვნელობას საქართველოსთვის და შავი ზღვის რეგიონისთვის? ამ შეკითხვით მიმართა Europetime-მა გერმანიის ელჩს. „ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ დიდი სტრატეგიული ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის, რაც საქართველოს აქვს. ეს არის შესაძლებლობა, სამხრეთ კავკასიის რეგიონი გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ეს შესაძლებლობები განსაკუთრებით ახლა ჩნდება. ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ აზიას და არა ჩრდილოეთის დერეფანზე, რომელიც რუსეთში მიდის. შავი ზღვის კაბელის პროექტი მხოლოდ ტრანსპორტს არ ეხება, ეს ერთი საკითხია, მაგრამ არის სხვა ბიზნესები, სხვა სერვისები. ეს პროექტი ყველასთვის მომგებიანია, რადგან ჩვენ გვჭირდება მწვანე ელექტროენერგია, სამხრეთ კავკასიის რეგიონს, საქართველოს და მის მეზობლებს კი, მისი წარმოების პოტენციალი აქვთ. თქვენ შეგიძლიათ, აწარმოოთ განახლებადი ენერგია და გამოგვიგზავნოთ შავი ზღვის კაბელის პროექტის საშუალებით, ჩვენ მას თქვენგან შევიძენთ. შავი ზღვის კაბელების პროექტი არის უდიდესი მნიშვნელობის პროექტი იმ უდიდესი შესაძლებლობებისთვის, რომლებიც საქართველოს აქვს. ამ შესაძლებლობების გამოყენება მას არამხოლოდ თავისთვის შეუძლია, არამედ, ეს შეიძლება, მთელ რეგიონზეც გავრცელდეს. ელჩი პეტერ ფიშერი: ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, დამაკავშირებელი ჰაბი გახდეს სახელმწიფო დეპარტამენტი: ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ცნობისათვის, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება.

პიტერ ფიშერი: ჩვენ გვსურს, რომ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი დავინახოთ

„ჩვენ გვსურს, რომ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი დავინახოთ“, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა. ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა და მედიის თავისუფლება. პიტერ ფიშერმა ახსნა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ვენეციის კომისიის რეკომენდაცია უნდა იყოს გათვალისწინებული. გერმანიის ელჩის შეფასებით, ისტორიული შესაძლებლობის გამოსაყენებლად, პოლარიზაციის გამოწვევის გადაჭრა მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, ვენეციის კომისიის შეფასებით, საქართველოს კანონპროექტი ფოკუსირებულია ეგრეთ წოდებულ „პერსონალურ“ (დასჯის) მიდგომაზე, რომელიც ცდილობს ე.წ. „ოლიგარქების“ იდენტიფიცირებას კონკრეტული კრიტერიუმების მეშვეობით, მაგალითად, როგორიცაა, სიმდიდრე, მედიამფლობელობა და ასე შემდეგ. ეს მიდგომა, ვენეციის კომისიის აზრით, შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ რისკებს, რაც პოტენციურად ზიანს აყენებს პოლიტიკურ პლურალიზმს. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად  

დღეს ვიხსენებთ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სისხლიან დარბევას - გერმანიის საელჩო

გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა რუსთაველზე გვირგვინით შეამკო 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგო ყველას, ვინც თავისუფლებისადმი სწრაფვითა და სიმამაცით ქვეყანას დამოუკიდებლობისაკენ მიმავალი გზა გაუკვალა. შესაბამის ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს. დღეს ვიხსენებთ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სისხლიან დარბევას.  

გერმანიის ელჩი: ახლა არ არის შესაფერისი დრო რუსეთთან ახალი ეკონომიკური აქტივობის გასახსნელად

ჩვენი აზრით, ალბათ, ახლა არ არის შესაფერისი დრო რუსეთთან ახალი ეკონომიკური აქტივობის გასახსნელად - ამ სიტყვებით ეხმაურება გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის თაობაზე ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირი ყველანაირად ცდილობს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა შეზღუდოს. „ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვები ვცდილობდით უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას. როგორ? რუსეთისთვის იმის ახსნით, რომ მათ ეს ძვირად დაუჯდებათ და ამას სანქციების საშუალებით ვაკეთებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვით. ასე რომ, ჩვენი აზრით, ალბათ, ახლა არ არის შესაფერისი დრო რუსეთთან ახალი ეკონომიკური აქტივობის გასახსნელად, რაიმე დამატებითის გასაკეთებლად, როდესაც მთელი ძალისხმევა მის შესაზღუდად არის მიმართული და რუსეთს ვუთხრათ, თუ გინდა ჩვენთან კარგი ურთიერთობა გქონდეს, შენს მეზობლებს არ უნდა დაესხა თავს. არ შეიძლება საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფა, არ შეიძლება საზღვრების ძალით შეცვლა. სანამ ამას აკეთებენ, ეკონომიკური აქტივობა შეზღუდული ექნებათ და ჩვენ მათთან ახალ საკითხებს არ განვიხილავთ“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.  

პეტერ ფიშერი: არ ვიცი, რომელია „გლობალური ომის პარტია“, ნაგულისხმებია გერმანია? ევროკავშირია ნაგულისხმები? - ეს სისულელე იქნებოდა, ზოგიერთი განცხადება ანტიდასავლურია

არ ვიცი, რომელია „გლობალური ომის პარტია“, ნაგულისხმებია გერმანია? ევროკავშირია ნაგულისხმები? - ეს სისულელე იქნებოდა. ზოგიერთი განცხადება ანტიდასავლურია, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს. ელჩი „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის" სურვილის თაობაზე ნარატივს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დასავლეთის მიზანი არა ომის ესკალაცია, არამედ მისი დასრულებაა. „მე ამას ასე არ გამოვხატავდი. ჩვენ გვესმის ასეთი სახის განცხადებები, ზოგჯერ რაღაც „გლობალური ომის პარტიაზე“. არ ვიცი, ვინ არის „გლობალური ომის პარტია.“ ნაგულისხმებია გერმანია? ევროკავშირია ნაგულისხმები? მე ვკითხავდი იმ ადამიანებს, ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს. ეს ასე ვერ იქნება. ეს სისულელე იქნებოდა, რადგან ჩვენი მიზანი იყო ამ ომის თავიდან აცილება და როცა რუსეთის აგრესიის გამო ომი დაიწყო, ჩვენ ვცდილობდით მის შეზღუდვას და არა გაფართოებას. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის საქართველოს სისუსტეები და შეზღუდვები და პატივს ვცემთ მათ. ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ ზოგიერთი განცხადება ანტიდასავლურია და ეხება რაღაც „გლობალური ომის პარტიას“, „მეორე ფრონტს“ და იმას, რომ ვიღაც ცდილობს ამის მოწყობას. არ ვიცი ვის გულისხმობენ. არ მგონია, ეს იყოს დასავლეთი,“ - განაცხადა გერმანიის ელჩმა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში.  

გერმანიის საელჩო: შუა დერეფანი და შავი ზღვის სანაპიროზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარას საინტერესო ეკონომიკურ არეალად აქცევს

შუა დერეფანი და შავი ზღვის სანაპიროზე მიმდინარე თუ დაგეგმილი მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საინტერესო ეკონომიკურ არეალად აქცევს, მათ შორის გერმანული და ევროპული პროექტებისთვის. გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აჭარას სტუმრობს. „შუა დერეფანი და შავი ზღვის სანაპიროზე მიმდინარე თუ დაგეგმილი მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საინტერესო ეკონომიკურ არეალად აქცევს, მათ შორის გერმანული და ევროპული პროექტებისთვის. ბათუმში გერმანიის ელჩმა დაათვალიერა ქალაქის წყლის ინფრასტრუქტურა, რომელიც ბოლო 16 წლის განმავლობაში 138 მილიონი ევროს ოდენობის გერმანული მხარდაჭერით შეიქმნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ელჩმა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა. სარფის სასაზღვრო პუნქტთან, სადაც გერმანიის ელჩი ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილს შეხვდა, მას შესაძლებლობა ჰქონდა, ადგილზე გასცნობოდა საბაჟო უწყების მუშაობას, რომელიც შუა დერეფნის გასწვრივ არსებული ტვირთბრუნვის მუდმივ ზრდას უმკლავდება“, - აღნიშნუა გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში: ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, დამაკავშირებელი ჰაბი გახდეს როგორც ცნობილია, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა.  ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.  კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.

პეტერ ფიშერი: არ ვიწყებთ ურთიერთობის ახალ თავს რუსეთთან, პირიქით, ვხურავთ, ეს არის ის ჩარჩოები, რომლიდანაც ვუყურებთ რუსეთთან ფრენების აღდგენას

„ჩვენი ამოცანაა, შევაფასოთ, რა პოზიცია უჭირავს საქართველოს ევროკავშირის მიმართ მიმდინარე წლის დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, 2023 წლის დეკემბერში დიდი ისტორიული შესაძლებლობაა საქართველოსთვის და ასევე ევროკავშირისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ პროცესი მოიცავს 12 რეკომენდაციის შესრულებას და ასევე იმას, თუ როგორ უყურებს საქართველო ევროკავშირის მიზნებს, ღირებულებებს და, მთლიანობაში, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. „ამჟამად ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთმა წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ არალეგალური თავდასხმითი ომი და ამიტომ ჩვენ ვზღუდავთ ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთან. ჩვენ არ ვიწყებთ რუსეთთან ურთიერთობის ახალ თავს, პირიქით, ვხურავთ, რათა რუსეთს დავანახოთ, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. ომს თუ არ დაასრულებს, ფასის გადახდა მოუწევს. ეს არის ის ჩარჩოები, რომლიდანაც ვუყურებთ ფრენების აღდგენას“, – განაცხადა ელჩმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, 16 მაისს კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა, როგორ ხედავს აშშ პროცესს და არის თუ არა რისკები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. განმარტეს, რომ ვითარებას აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ დამატებით ზომებს. რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენებზე: ევროპელ მეგობრებს ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

გერმანიის ელჩი: ევროკავშირთან დაახლოების სიჩქარე და ხარისხი იმ სახელმწიფოების ხელშია, რომლებიც ჩვენ გვიახლოვდებიან

გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შეფასებით, ევროკავშირთან დაახლოების სიჩქარე და ხარისხი იმ სახელმწიფოების ხელშია, რომლებიც ბლოკს უახლოვდებიან. ელჩი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზადაა დასახმარებლად. მისივე თქმით, დეკემბრის შუა რიცხვებში ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. „საბჭოში 27 სახელმწიფოს მეთაურია და სწორედ ისინი მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება კი, მათ ერთსულოვნად უნდა მიიღონ, ყველა მათგანმა უნდა თქვას დიახ, მე საქართველოს კანდიდატის სტატუსს მხარს ვუჭერ. ნოემბრის დასაწყისში ევროკომისია წარადგენს ანგარიშს, რომელშიც ნათქვამი იქნება ის, თუ რა პროგრესი აქვს საქართველოს, კონკრეტულად 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. სწორედ ეს ანგარიში იქნება 27 სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ჩემი სურვილია, რომ რაც შეიძლება მშვიდად მივიდეთ პოზიტიურ გადაწყვეტილებამდე. მაგრამ, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირთან დაახლოების სიჩქარე და ხარისხი იმ სახელმწიფოების ხელშია, რომლებიც ჩვენ გვიახლოვდებიან. ასე რომ, ეს საქმე საქართველომ უნდა გააკეთოს. ჩვენ მზად ვართ დასახმარებლად. იმედი მაქვს, რომ პასუხი იქნება - დიახ,“ - განაცხადა პეტერ ფიშერმა მედიასთან. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.