თეგი: პოლ გობლი
მეთიუ ბრაიზა: მსოფლიომ უკრაინაში რუსეთის მეორედ შეჭრის შემდეგ გაიღვიძა, შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა გაკვეთილი ისწავლეს
ექსკლუზივი Europetime-თან ინტერვიუში დეტალურად იხსენებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის (2005–2009 წლებში) თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში კურირებდა აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, რუსეთმა პროვოკაციული ქმედებები ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე დაიწყო. „არასდროს დამავიწყდება ის დღე და 2008 წლის აგვისტო, როდესაც საგარეო საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა შემატყობინა, რომ რუსეთის ძალებმა და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტებმა ქართულ ჯარს ცეცხლი გაუხსნეს. სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი გზად იყო ვაშინგტონისკენ, მე ვიყავი მთავარი კოორდინატორი და რა თქმა უნდა, დავურეკე სახელმწიფო მდივან რაისს. მან მითხრა - „დავარწმუნოთ ქართველები, რომ საპასუხო სროლა არ განახორციელონ“. ამის შემდეგ, ისევ დავურეკე მინისტრ ტყეშელაშვილს, რომელმაც მიპასუხა - „კარგი, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ“. რამდენიმე საათის შემდეგ, მინისტრმა ისევ დამირეკა და შემატყობინა - „ჩვენ აღარ შეგვიძლია ცეცხლის შეკავება, რადგან საარტილერიო ჭურვებს ისვრიან ჩვენი ჯარების მიმართულებით, ინტენსივობა სულ უფრო და უფრო იზრდება, ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ რეაგირებას“. ჩემთვის ეს იყო მკაფიო ნიშანი, რომ სროლა და ომი საქართველოს არ დაუწყია. ეს იყო რუსეთი და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტები. უფრო ადრე, რუსეთი ცდილობდა საქართველოს პროვოცირებას. მე მახსოვს 2004 წლის ივნისი, როდესაც სარწმუნო ცნობა მივიღეთ, რომ რუსეთმა დაიწყო ტექნიკის გარკვეული გადაადგილება ტყისკენ, ჯავისა და „სამხრეთ ოსეთის“ ირგვლივ“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, კრემლის პროვოკაციები გრძელდებოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ სეპარატისტული რეგიონების „პასპორტიზაციით“. „შემდეგ, რუსეთის მთავრობამ ჩამოაგდო უპილოტო ქართული თვითმფრინავი ოკუპირებული აფხაზეთის თავზე. რუსეთი ბომბავდა და ესროდა საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემას საქართველოში, „სამხრეთ ოსეთის“ სიახლოვეს. თუ არ ვცდები, ეს 2008 წლის მაისში უნდა ყოფილიყო. 2008 წლის ივნისში ან ივლისში განალაგა ჯარები აფხაზეთში, კოდორში... ასე რომ, რუსეთი ემზადებოდა ომისთვის. და, ამ მზარდი დაძაბულობის პერიოდში, ჩემი ფრანგი, გერმანელი და ბრიტანელი კოლეგები საქართველოს ადანაშაულებდნენ პროვოკაციაში და მე მთხოვდნენ, მეპოვა გზა, საქართველოს ლიდერების დასამშვიდებლად. ვუთხარი, რომ რუსეთს სურს ომი და ჩვენ არ გვჭირდება ქართველების დამშვიდება და პირიქით, გვჭირდება ომის თავიდან ასაცილებლად იმის დემონსტრირება, რომ ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთს დიდი ფასის გადახდა მოუწევდა. ჩემი ეს ხედვა არ აღმოჩნდა პოპულარული და ჩვენ მუდმივად ვცილობდით, საქართველოს მთავრობა და განსაკუთრებით, პრეზიდენტი სააკაშვილი დაგვერწმუნებინა დაძაბულობის დეესკალაციაში, როდესაც სინამდვილეში, რუსეთი აკეთებდა ყველაფერს დაძაბულობის ესკალაციისთვის და იმედობნებდა, რომ საქართველო პირველი გახსნიდა ცეცხლს. ომის შემდეგ, ევროკავშირმა მალევე, გაკვეთილი ვერ ისწავლა და განაცხადა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ამრიგად, ტრანსატლანტიკური საზოგადოების დაუყოვნებლივი დასკვნა არასწორი აღმოჩნდა. ამ დროს, მახსოვს, 2008 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც მომლაპარაკებელი იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დოკუმენტის მიღებისას, (ეს დოკუმენტი სრულიად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ინტერესებს და რუსეთს აძლევდა ხელს) აღიარა, რომ რუსეთის ინტერვენცია საქართველში, რა თქმა უნდა, ცუდი ფაქტი იყო და თავის ერთ-ერთ ოპედში, რომელიც Washington Time-ში გამოქვეყნდა, ამბობდა, რომ თუ რუსეთი მომავალში შეიჭრებოდა უკრაინაში, მაშინ ევროკავშირი სერიოზულ ხარჯებს დაუწესებდა მოსკოვს. ამავე დროს, პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობდა, რომ ახლა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. შემდეგი კი, ყირიმი იქნებოდა“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. ბრაიზას შეფასებით, საფრანგეთმაც ვერ გამოიტანა სწორი დასკვნები და ამის ერთ-ერთ მაგალითად, „მისტრალის“ საკითხზე შეთანხმებას ასახელებს. „შეერთებული შტატების პასუხიც ძალიან ფრთხილი იყო. საქართველოს სჭირდებოდა თავდაცვის სისტემები, თავდაცვითი იარაღი, თუმცა ჩვენ მას „ჯაველინები“ და სატანკო სისტემები არ მივაწოდეთ. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საბოლოოდ, უკრაინას მივაწოდეთ „ჯაველინები“ (ამერიკული გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი ტანდემური კუმულაციური ქობინით). მსოფლიომ გაიღვიძა არა უკრაინაში რუსეთის პირველი შეჭრის შემდეგ, როდესაც სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ საკმაოდ სუსტი იყო, არამედ, საბოლოოდ, უკრაინაში მოსკოვის მეორედ შეჭრის შემდეგ. შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა გაკვეთილი ისწავლეს - კონკრეტულად, თუ პრეზიდენტი პუტინი არ შეჩერდება ბრძოლის ველზე, ის გააგრძელებს წინსვლას როგორც შეუძლია და დაემუქრება უფრო მეტ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ისევ საქართველოს და მოლდოვასაც. ასე რომ, ის უნდა შეჩერდეს.საბოლოოდ, ვფიქრობ, ამას აღიარებს როგორც შეერთებული შტატები, ისე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრობი, მაგრამ გერმანიას და საფრანგეთს ისევ სურთ, ბიზნეს ურთიერთობა რუსეთთან. და, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ცდილობს, შეინარჩუნოს სოლიდარულობა NATO-ს მოკავშირეებში, რათა აბსოლუტურად მკაფიო გახდეს რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომ ის ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში და არასოდეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინის შემდეგ დაემუქროს მოკავშირეებს და ალიანსის მთავარ პარტნიორებს, მათ შორის, საქართველოს“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ. სხვა ამერიკელ დიპლომატები და ყოფილ ოფიცილურ პირები, რომლებსაც Europetime ესაუბრა, თვლიან, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციის მნიშვნელობა და კრემლის საგარეო პოლიტიკის კიდევ უფრო აგრესიულობისკენ გადახრა, დასავლეთისთვის უფრო ცხადი გახდა მაშინ, როდესაც 6 წლის შემდეგ, 2014 წელს კრემლი უკვე უკრაინაში შეიჭრა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის უილიამ კორტნის შეფასებით, დასავლეთმა საქართველოში რუსეთის 2008 წლის ინტერვენციის მნიშვნელობა 2014 წელს უფრო მკაფიოდ იგრძნო, როდესაც კრემლი უკრაინაში შეიჭრა. ახლა კი, უილიამ კორტნის განცხადებით, უკრიანის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულმა მიმდინარე ომმა და დასავლეთის ძლიერმა მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, ყველაზე შესამჩნევი გახადა კიდევ ერთი ცვლილება - დასავლეთი უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. უილიამ ჰარისონ კორტნი - ამერიკელი დიპლომატი, რომელიც აშშ -ის წარმომადგენლად ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში მსახურობდა. 1997 წელს კორტნი პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს, რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებს უფროსი ხელმძღვანელის რანგში კურირებდა. მანამდე, უილიამ კორტნი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი იყო. უფრო ადრე კი, იგივე პოზიცია ყაზახეთში ეკავა. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის პირველი შეჭრის შემდეგ, უფრო ნათელი გახდა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა 2008 წელს, საქართველოში რუსეთის ინტერვენციას. ადრე დასავლეთი ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, რამდენად განსაკუთრებულ ფაქტთან ჰქონდა საქმე 2008 წელს საქართველოზე რუსეთის თავდასხმის სახით. ეს ალბათ, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამუდმებით მასხრად იგდებდა კრემლს და პირადად, პრეზიდენტ პუტინს. უკვე 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის იერიშის შემდეგ, დასავლეთმა საქართველოში შეჭრა აღიქვა, როგორც რუსეთის უწყვეტი ნაბიჯი სტაბილური ევოლუციის, უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკისა და უფრო რეპრესიული შიდა პოლიტიკის მიმართულებით. ერთად რომ ავიღოთ ეს ორივე ინტერვენცია, ასეთი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია: კრემლი თვლის, რომ დემოკრატიული პროგრესი მეზობელ ქვეყნებში, საფრთხეს უქმნის რუსების ტოლერანტულ დამოკიდებულებას ავტორიტარული მმართველობისა და შეზღუდული თავისუფლებების მიმართ. მეორე მხრივ, დასავლეთი უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. ეს ცვლილება მიმდინარე ომმა და დასავლეთის ძლიერმა მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, ყველაზე შესამჩნევი გახადა“, - მიიჩნევს უილიამ კორტნი. Europetime-თან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და მრჩეველი პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში, პოლ გობლი ამბობს, რომ დასავლეთისთვის ცხადი უნდა გახდეს, რომ 2008 წლის რუსეთის აგრესია საწყისი ნაბიჯია იმისა, რასაც კრემლი ახლა უკრაინის წინააღმდეგ აკეთებს. პოლ გობლი - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და მრჩეველი პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში. მას სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე ეკავა დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიცია. „ის, რაც პუტინმა საქართველოს გაუკეთა, დასავლეთმა უნდა განიხილოს საწყის ნაბიჯად იმისა, რაც რუსეთმა ახლა უკრაინის წინააღმდეგ გადადგა. ვშიშობთ, დასავლეთში ამ ხაზს ერთმანეთთან ცოტა ვინმე თუ აკავშირებს. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ლიდერები ხსენებულ საკითხს რაც შეიძლება მაღალ დონეზე წამოწევენ“, - ამბობს პოლ გობლი. ცნობისათვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.
პოლ გობლი: ის, რაც პუტინმა საქართველოს გაუკეთა, დასავლეთმა უნდა აღიქვას საწყის ნაბიჯად იმისა, რაც რუსეთმა ახლა უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა
ექსკლუზივი საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 14 წლის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების კვლავ გაანალიზება რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე გვიწევს. ამერიკელ დიპლომატები და ყოფილ ოფიცილურ პირები, რომლებსაც Europetime ესაუბრა, თვლიან, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციის მნიშვნელობა და კრემლის საგარეო პოლიტიკის კიდევ უფრო აგრესიულობისკენ გადახრა, დასავლეთისთვის უფრო ცხადი გახდა მაშინ, როდესაც 6 წლის შემდეგ, 2014 წელს კრემლი უკვე უკრაინაში შეიჭრა. უილიამ კორტნი: დასავლეთი ახლა უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს ამჟამად კი, ისევ ამ ქვეყანაში აწარმოებს ომს - ამან Europetime-ის რესპონდენტებს ახალი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა მისცა. მაგალითად, მიიჩნევენ, რომ დასავლეთი ახლა უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. აქვე ყურადღებას ამახვილებენ ერთ დეტალზე - მოსკოვის ინტერვენციები ადასტურებს ერთ რამეს - კრემლი თვლის, რომ დემოკრატიული პროგრესი მეზობელ ქვეყნებში, საფრთხეს უქმნის რუსების ტოლერანტულ დამოკიდებულებას ავტორიტარული მმართველობისა და შეზღუდული თავისუფლებების მიმართ. მეთიუ ბრაიზა: მსოფლიომ უკრაინაში რუსეთის მეორედ შეჭრის შემდეგ გაიღვიძა, შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა გაკვეთილი ისწავლეს Europetime-თან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და მრჩეველი პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში, პოლ გობლი ამბობს, რომ დასავლეთისთვის ცხადი უნდა გახდეს, რომ 2008 წლის რუსეთის აგრესია საწყისი ნაბიჯია იმისა, რასაც კრემლი ახლა უკრაინის წინააღმდეგ აკეთებს. „ის, რაც პუტინმა საქართველოს გაუკეთა, დასავლეთმა უნდა აღიქვას საწყის ნაბიჯად იმისა, რაც რუსეთმა ახლა უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა. ვშიშობ, დასავლეთში ამ ხაზს ერთმანეთთან ცოტა ვინმე თუ აკავშირებს. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ლიდერები ხსენებულ საკითხს რაც შეიძლება მაღალ დონეზე წამოწევენ“, - განუცხადა პოლ გობლმა Europetime-ს. ცნობისათვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.
პოლ გობლი: ომი დიდხანს, ან იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც მოსკოვში რეჟიმის შეცვლას დასჭირდება
ერევანში პელოსის ჩასვლის დღეს, ბლინკენი აზერბაიჯანულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ესაუბრა, რასაც ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც პელოსის სიტყვებს უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო და მოსალოდნელია, რომ კიდევ მოიგებს საქართველოს საფრთხეს უქმნის როგორც შიდა უთანხმოება, ისე, რუსეთი Europetime-თან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი განიხილავს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარების ესკალაციას, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს ერევანში, ასევე - რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომს და სხვა აქტუალურ საკითხებს. პოლ გობლი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიციაზეც მუშაობდა, ამბობს, რომ უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო და მოსალოდნელია, რომ კიდევ მოიგებს ET: მადლობა ინტერვიუსთვის. გამომდინარე იქედან, რომ ცოტა ხნის წინ დასრულდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტი ერევანში, ამ თემით დავიწყებთ. თქვენი აზრით, რას ნიშნავდა ნენსი პელოსის ჩასვლა სომხეთში ასეთ დროს და რა შეგიძლიათ თქვათ მის გზავნილებთან დაკავშირებით? სომხებს ბევრი ამერიკელი თანაუგრძნობს, განსაკუთრებით, გასული საუკუნის ტრაგედიების შემდეგ. ნენსი პელოსის ვიზიტი და მისი განცხადებები ერევანში, სწორედ ამ რეალობას ასახავს. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ერევანში მისი ჩასვლის დღეს, აშშ-ის მთავარმა დიპლომატმა, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანულ მხარეს დაურეკა და ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ესაუბრა. ამას ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც პელოსის სიტყვებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ უფრო მეტი ყურადღება მიიპყრეს. ET: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარის შემდეგ, მოვისმინეთ მოსაზრებები მათ შორის აშშ-ის ოფიციალური პირებისგან, რომ მოსკოვი შესაძლოა, შეეცადოს კონლიფქტის გაღვივებას. ამავე დროს, მას მოუწოდეს, გამოეყენებინა თავისი გავლენა რეგიონში, რათა მხარეებს დახმარებოდა მშვიდობიან გადაწყვეტაში. თქვენ როგორ ხედავთ რუსეთის როლს? მოსკოვის როლი უფრო მარგინალურია. მას არ აქვს არცერთი მხარის ნდობა და არც საკმარისი ჯარი, რომ პრობლემა ამ გზით გადაჭრას. ამან სხვა ქვეყნებს, მათ შორის, ევროკავშირს, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს, მეტი ბიძგი მისცა.ET: რაც შეეხება მიმდინარე ომს, უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ შეცვალა თუ არა თავდაპირველი პროგნოზი იმის შესახებ, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება? უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო და მოსალოდნელია, რომ კიდევ მოიგებს. მის ბრძოლას მოსახლეობა ერთგულად უჭერს მხარს და სხვა არჩევანი არ აქვს. რუსეთს კი, არაფერი აქვს, მაგრამ ის გაცილებით დიდია და უფრო მარტივად შეუძლია, იბრძოლოს ბევრად უფრო დიდხანს. მე მჯერა, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება, ან იმდენ ხანს, რამდენიც მოსკოვში რეჟიმის შეცვლას დასჭირდება. ET: ომი გადამწყვეტ ფაზაშია - აცხადებენ უკრაინის პარტნიორები, რა გადამწყვეტი მოქმედებებია საჭირო, თუნდაც დასავლეთიდან და რა იქნება ამ ეტაპზე უპირველესი საზრუნავი? დასავლეთს სურს უკრაინის გამარჯვება, მაგრამ არ სურს გააკეთოს ისეთი რამ, რაც პუტინს მიიყვანს დასკვნამდე, რომ მას სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ დანებდეს ან გამოიყენოს ბირთვული იარაღი. ასეთი, ერთგვარი შებოჭილობა არსებობს დასავლურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ET: რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო და როგორ შეიძლება მათი გადაჭრა ახლო სამეზობლოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზეც? საქართველოს საფრთხეს უქმნის როგორც შიდა უთანხმოება, ისე, რუსეთი. ჩემ მიერ ხსენებული პირველი საკითხის გადაწყვეტა მას თვითონ მოუწევს, მაგრამ ხელსაყრელი იქნება, თუ დასავლური ალიანსი რუსეთთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და მხარს დაუჭერს საქართველოს, რომ გახდეს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი. ეს უნდა იყოს თბილისის პოლიტიკის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი.
პოლ გობლი: უკრაინის ბრძოლას მოსახლეობა ერთგულად უჭერს მხარს და მას გამარჯვების გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს
Europetime-თან ინტერვიუში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი ჯეიმს ბეიკერი აცხადებს, რომ უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო და მოსალოდნელია, რომ კიდევ მოიგებს. „უკრაინის ბრძოლას მოსახლეობა ერთგულად უჭერს მხარს და სხვა არჩევანი არ აქვს. რუსეთს კი, არაფერი აქვს, მაგრამ ის გაცილებით დიდია და უფრო მარტივად შეუძლია, იბრძოლოს ბევრად უფრო დიდხანს. მე მჯერა, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება, ან იმდენ ხანს, რამდენიც მოსკოვში რეჟიმის შეცვლას დასჭირდება“, - აცხადებს პოლ გობლი Europetime-თან ინტერვიუში. ინტერვიუ სრულად
პოლ გობლი: საქართველო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ბელორუსის ელჩი გააძევოს
Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი აფასებს ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“. „ვფიქრობ, ლუკაშენკო ცდილობს, დაანახოს მოსკოვს, რომ თანამშრომლობს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხებთან მიმართებით, დიდად არ ჩქარობს. ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობას ალბათ იმედი აქვს, რომ ბელორუსი მათ „დამოუკიდებლობას“ აღიარებს. ჯონ ჰერბსტი: ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს, პუტინს ასიამოვნოს საქართველო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ თბილისიდან ბელორუსის ელჩი გააძევოს, მინსკიდან კი, თავისი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი გამოიწვიოს“, - განუცხადა პოლ გობლმა Europetime-ს. პრეზიდენტი: მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე და ხელი არ მომიწერია ბელორუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ცნობისთვის, ვალერი კვარაცხელიას ბელორუსში ელჩობის ვადა სექტემბერში ამოეწურა.
პოლ გობლი: სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე რუსეთის ძალები არ დატოვებენ უკრაინის მთელ ტერიტორიას
Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის სპეციალურ წარმომადგენელ და მრჩეველ პოლ გობლთან, რომელიც ასევე იკავებდა სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიციას. ET: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც საშუალებას აძლევს აშშ-ს, უფრო სწრაფად მიაწოდოს იარაღი უკრაინას. ლენდ-ლიზის აქტი თავდაპირველად პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა შემოგვთავაზა, მან ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ქვეყნებისთვის დახმარება რთული ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე შესაძლებელი გახადა. მაშინდელი მოვლენების მსგავსად, არის თუ არა ეს აქტი გარკვეულწილად გადამწყვეტი და რა როლი აქვს მას რუსეთ-უკრაინის ომში? ეს აქტი პირდაპირ ეხმარება უკრაინას, უფრო მარტივად მიიღოს მეტი იარაღი. ეს იმის ნიშანია, რომ მის უკან დასავლეთი დგას. რასაც ველოდები, ეს არის უკრაინელი ხალხის გმირობა და რუსეთის ძალების სწრაფი დეგრადაცია. ET: პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ „აშშ-ს სურს, რუსეთი დასუსტდეს“, რათა ხელახალი ინტერვენცია ვეღარ შეძლოს, მაგალითად, ზოგიერთმა ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ეს სიტყვები გასაკვირი იყო აშშ-ის თავდაცვის მდივნისგან და ის შესაძლოა, გულისხმობდა დასავლეთის სანქციებს, რომლებიც ამცირებს რუსეთის შესაძლებლობებს. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ გზავნილს? ვფიქრობ, თავდაცვის მდივნის ეს სიტყვები იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის დეგრადაციაზე მინიშნება. ეს იმის აღიარებაა, რომ რუსეთი მუდმივი პრობლემაა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მისი კონტროლი შესაძლებელია; როგორც მე, სხვებსაც სჯერათ, რომ მისი დაშლა შესაძლებელია. ვიდრე რუსეთი იმპერიულ მიზნებზე უარს არ იტყვის, ის იქნება საფრთხე სხვებისთვის, მათ შორის დასავლეთისთვისაც. გეთანხმებით, თავდაცვის მდივნისგან გასაკვირია მსგავსი რამის თქმა ასე ღიად, თუმცა თითქმის ყველამ იცის, რომ აშშ მხარს უჭერს დასუსტებულ რუსეთს, ვიდრე - დანაწევრებულს. ET: ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ამბობს, რომ სანქციები არ მოიხსნება, ვიდრე რუსეთი არ მოაწერს ხელს უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას, ზოგი ამბობს, რომ რუსეთის სანქციები შეიძლება, მოიხსნას თუ რუსეთის ძალები უკრაინის მთელ ტერიტორიას დატოვებენ. თქვენი აზრით, რუსეთის ქმედებების და მისი პოლიტიკის გათვალისწინებით, სანქციების მოხსნის საკითხი, ამ ეტაპზე, საერთოდ თუ უნდა დადგეს დღის წესრიგში? სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე რუსული ძალები არ დატოვებენ უკრაინის მთელ ტერიტორიას, მათ შორის ყირიმს და ვიდრე მოსკოვი არ აღიარებს, რომ დანაშაულებრივი ომი წამოიწყო და წააგო. მე არ ველოდები, რომ ეს მოხდება, ვიდრე პუტინი არ დატოვებს თანამდებობას, ან... ამაზე ნაკლები სხვა ნაბიჯი დიდად არ დაგვეხმარება. ET: _ამ ომში გმირი უკრაინელი ხალხის დამსახურებით და დასავლეთის უპრეცედენტო მხარდაჭერით უკრაინამ სამხედრო უპირატესობა მოიპოვა. თავის მხრივ, უკრაინა შეერთებულ შტატებს განიხილავს, როგორც ლიდერს უსაფრთხოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, როგორ გესახებათ ამ ომის დასასრული და უკრაინის შემდგომი როლი მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე? უკრაინელმა ხალხმა დაამტკიცა, რომ რუსეთი და თუ ვინმეს ეჭვი შეჰქონდა მათ გამარჯვებაში, ცდებოდნენ. არავის ეგონა, რომ მიაღწევდნენ იმას, რასაც მიაღწიეს. დიდი იმედი მაქვს, რომ გაიმარჯვებენ, რადგან ეს იქნება ყველას გამარჯვება - საქართველოსთვის, დასავლეთისთვის და ასევე, ჩემი ქვეყნისთვის. ET: რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში პრორუსული პოლიტიკური პარტიები ძალიან გააქტიურდნენ. რამდენად საშიშია ეს საქართველოსთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის 20% უკვე ოკუპირებულია რუსეთის მიერ? რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ შეუძლია აშშ-ს, დაეხმაროს საქართველოს რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში? ეს უკიდურესად სახიფათოა, რადგან მოსკოვი ირგვლივ ეძებს ადგილებს, სადაც თავდასხმას და მისი გავლენების განმტკიცებას შეძლებს. ქვეყნებში, სადაც ეგულება დასაყრდენი ჯგუფები, დასავლეთის დაუყოვნებლივი რეაგირების არარსებობის პირობებში რთული გახდება გამკლავება. ამიტომ, ასეთი პრორუსული ჯგუფები უნდა გამოაშკარავდეს და საქართველომ გააცნობიეროს მომდინარე რისკები, საჭიროა, თხოვნით მიმართოს ყველა პარტნიორს და მათ შორის შეერთებულ შტატებს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში დასახმარებლად. მე მხარს ვუჭერ NATO-ში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანებას. ეს რამდენიმე წლის წინ უნდა მომხდარიყო და გაწევრიანების პროცესი აღარ უნდა გადაიდოს.
უკრაინას NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირისკენ გზის დაჩქარება უნდა შესთავაზონ - პოლ გობლი
აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კორექტირებას ახდენს. დასავლეთი „რუსეთის აგრესიის ხასიათის ცვლილების“ ფონზე, შესაბამისად მოქმედების ეტაპზე გადადის. ერთ-ერთი პირველი ასეთი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან გაკეთდა. მდივანმა ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ ახლებურად დგამს ყველა ნაბიჯს და ტრადიციულად, ეს ხდება პარტნიორებთან და მოკავშირეებთან სრული კოორდინაციით. „ჩვენ ახლებურად ვდგამთ ყველა ნაბიჯს, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან, რათა დავეხმაროთ უკრაინის იმით, რაც ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა ბლინკენმა. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთიან პასუხში შესაძლო კორექტივების შეტანასა და მასში პარტნიორების განახლებულ როლზე, Europetime-მა სახელმწიფო დეპარტამენტს შეკითხვით 18 ოქტომბერს მიმართა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობს, მათ შორის გაეროში და ეს თანამშრომლობა მოიცავს ირანის მიერ რუსეთში იარაღის სახიფათო გავრცელების საწინააღმდეგო ქმედებებს. აშშ ასევე აგრძელებს ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს. აშშ-ის მკაფიო გზავნილია, რომ კიევზე თავდასხმები ვერ გატეხს უკრაინის სულისკვეთებას და შტატების გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას. ამასთან, აშშ მტკიცე მოუწოდებს სხვა ქვეყნებსა და პარტნიორებს, გააგრძელონ უკრაინისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება. გარდა ამისა, შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, შეთანხმებულად მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთის ფედერაციამ და ლუკაშენკოს რეჟიმმა ბელორუსში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო მძიმე ეკონომიკური და დიპლომატიური ფასი გადაიხადონ. უნდა მოდიფიცირდეს თუ არა კოორდინირებული პასუხი ომის ახალ ფაზაზე, ამ თემას Europetime-თან განიხილავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი. სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსის შეფასებით, დასავლეთმა უკრაინას უნდა შესთავაზოს NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირში გაწევრიანების გზის დაჩქარება. „დასავლეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რათა კიევმა თავი დაიცვას. ჩემი აზრით, მან (დასავლეთმა) უნდა შესთავაზოს უკრაინას NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირში გაწევრიანების გზის დაჩქარება. ეს პუტინისთვის იქნებოდა ერთგვარი გზავნილი, რომ დასავლეთი არ აპირებს უკრაინის მიტოვებას და რომ რუსეთი ახლა თავს ესხმის დასავლეთის სრულფასოვან წარმომადგენელს. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა მომავალში NATO-ს წევრი გახდება, თუმცა ჯერ ომი აქვს მოსაგები ეს ისეთივე შემზღუდავი ღონისძიება იქნებოდა, როგორც ვთქვათ, გარკვეული დროის განმავლობაში, ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში მოხდა“, - მიიჩნევს პოლ გობლი. Europetime-თან პოლ გობლი ომის ახალი ფაზის გათვალისწინებით, ასევე მიმოიხილავს, შეიცვალა თუ არა თავდაპირველი პროგნოზები საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით და როგორ და სად ხედავს იმ ეტაპს, როდესაც მოსკოვი ვეღარ განახორციელებს მსგავს თავდასხმებს უკრაინაზე. „ჩემი ვარაუდით, კრემლი გააგრძელებს შეტევებს, თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ზამთრის ამინდი გაართულებს სახმელეთო შეტევებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში, საჰაერო თავდასხმები გახდება ასე ვთქვათ, „დომინანტური“. ამრიგად, უკრაინა თავის მიღწევებს ასე სწრაფად ვეღარ გააგრძელებს, მოსკოვის მარცხიც აღარ დაჩქარდება. ომი 2023 წელსაც გაგრძელდება, თუ პუტინი „სცენიდან არ იქნება ჩამოშორებული“, - ამბობს პოლ გობლი Europetime-თან. Europetime-ზე ასევე გაეცანით უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორის ჯონ ჰერბსტის ხედვას. შეგახსენებთ, უკრაინის სამხედრო წარმატების ფონზე, 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის დედაქალაქის მასიურად დაბომბვა განაახლა. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. უკრაინის ცნობით, მოსკოვი მიზანმიმართულად აზიანებს კრიტიკულ ინფრასტუქტურას. კიევი იუწყება, რომ ელექტროსადგურების 30% განადგურებულია. მოსახლეობას ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვისკენ მოუწოდებენ. ამ პროცესების პარალელურად, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ რეგიონში „საომარი მდგომარეობა“ გამოაცხადა. აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის მოწინავე, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდებას აჩქარებს დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პოლ გობლი: ზამთრის ამინდი გაართულებს სახმელეთო შეტევებს, საჰაერო თავდასხმები გახდება „დომინანტური“
Europetime-თან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი Europetime-თან ინტერვიუში, ომის ახალი ფაზის გათვალისწინებით მიმოიხილავს, შეიცვალა თუ არა თავდაპირველი პროგნოზები საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით და როგორ და სად ხედავს იმ ეტაპს, როდესაც მოსკოვი ვეღარ განახორციელებს მსგავს თავდასხმებს უკრაინაზე. „ჩემი ვარაუდით, კრემლი გააგრძელებს შეტევებს, თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ზამთრის ამინდი გაართულებს სახმელეთო შეტევებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში, საჰაერო თავდასხმები გახდება ასე ვთქვათ, „დომინანტური“. ამრიგად, უკრაინა თავის მიღწევებს ასე სწრაფად ვეღარ გააგრძელებს, მოსკოვის მარცხიც აღარ დაჩქარდება. ომი 2023 წელსაც გაგრძელდება, თუ პუტინი „სცენიდან არ იქნება ჩამოშორებული“, - ამბობს პოლ გობლი Europetime-თან. ის აცხადებს, რომ „დასავლეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რათა კიევმა თავი დაიცვას“. ამასთანავე, სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსის შეფასებით, დასავლეთმა უკრაინას უნდა შესთავაზოს NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირში გაწევრიანების გზის დაჩქარება. „ჩემი აზრით, მან (დასავლეთმა) უნდა შესთავაზოს უკრაინას NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირში გაწევრიანების გზის დაჩქარება. ეს პუტინისთვის იქნებოდა ერთგვარი გზავნილი, რომ დასავლეთი არ აპირებს უკრაინის მიტოვებას და რომ რუსეთი ახლა თავს ესხმის დასავლეთის სრულფასოვან წარმომადგენელს“. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი იმედოვნებს, რომ დასავლური კომპანიები ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტიციის განხორციელებას სწრაფად დაიწყებენ. მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საქართველოს დაეხმარება განვითარებაში. ამ პორტის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოს, რომ რუსეთის გვერდის ავლით მოქმედი აღმოსავლეთ-დასავლეთის ქსელის ძირითადი ნაწილი გახდეს, რაც მხოლოდ მისასალმებელია. იმედი მაქვს, რომ დასავლური კომპანიები პროექტში ინვესტიციებს სწრაფად განახორციელებენ. ანალიტიკოსის შეფასებით, პროექტი თავის წვლილს შეიტანს შავი ზღვის უსაფრთხოებაში, თუმცა ეს ვერ იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი. თუ რატომ, პოლ გობლი ასეთ განმარტებას გვთავაზობს. „სამწუხაროდ, პორტების დაბლოკვა საკმაოდ მარტივად შეიძლება“, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი. პოლ გობლი, რომელიც ასევე იკავებდა სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიციას, საქართველოში ამერიკული ინვესტიციების და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე საუბრობს. ამ კონტექსტში კი ანაკლიის პროექტის განხორციელებაზე ამახვილებს ყურადღებას. „ანაკლიის პროექტის ჩაშლა, შეიძლება, არ იყო რუსეთის უმაღლესი პრიორიტეტი, მაგრამ აშკარად მისი დღის წესრიგის ნაწილი იყო. კანონის უზენაესობა გადამწყვეტია დასავლური ინვესტიციებისთვის. დასავლეთის წარმომადგენლებს არსად სურთ ინვესტირება, თუ ისინი დარწმუნებულნი არ არიან, რომ სასამართლო დაიცავს მათ და თავისი საქმიანობის წარმოების საშუალებას მისცემს. ამრიგად, სასამართლო სისტემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - აცხადებს პოლ გობლი Europetime-თან. Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, სენატორმა რობ პორტმანმა, საქართველოში პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. რობ პორტმანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, წახალისდეს უფრო მეტი ამერიკული პირდაპირი ინვესტიცია, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის პორტებში. სენატორი იმედოვნებს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შესაძლებელია. „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ განახორციელოს ინვესტიცია. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია გააკეთებს ამას. ზოგიერთი კომპანიის შეშფოთების მიზეზს სასამართლო სისტემა წარმოადგენს. ამიტომ, ეს არის ერთი მიზეზი, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რადგან მას საქართველოს მოქალაქისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, მეტი უცხოური ინვესტიცია მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს. ეს იქნებოდა ინფრასტრუქტურული პროექტი, განსაკუთრებით პორტის პროექტი, რომელიც უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის. ასევე არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობა სოფლის მეურნეობასა და სასაქონლო ჯგუფებში, მათ შორის არის მაინინგი და წარმოება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს დიდი შესაძლებლობაა მეტი ინვესტიციის განხორციელებისათვის, ქართველი ხალხის დასახმარებლად. ინვესტიცია კარგია და ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით. ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - აცხადებდა სენატორი რობ პორტმანი Europetime-თან კომენტარში. ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ცნობისათვის, რობ პორტმანი ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო აშშ-ის წარმომადგენელი ვაჭრობის საკითხებში. რობ პორტმანი არის სავაჭრო შეთანხმებების ინიციატორი სხვადასხვა ქვეყანასთან. შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერდა და უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას. კელი დეგნანის თქმით, ეს პროქტი მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციონირებისთვის შავ ზღვაზე. „საწყისი პროექტი, რომელიც არსებობდა, უნდა დასრულებულიყო წლევანდელ წელს, თუმცა ეს არ მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ანაკლიის პორტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის როლზე, როდესაც შესაძლებელი გახდება ცენტრალური აზიიდან ევროპაში სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მეშვეობით. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ამ პროექტს და მოვუწოდებდით მისი განხორციელებისკენ. მე როგორც ვიცი, მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე კვალიფიციური საპორტო ოპერატორი არსებობს, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნული პროექტით და მთავრობა შემდგომი წლის დასაწყისში გამოაცხადებს ტენდერს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, არამხოლოდ მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი განხორციელდეს ისე, რაც მოემსახურება ქვეყნის საუკეთესო ინტერესს“, - განუცხადა ელჩმა მედიას 28 ნოემბერს. 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების პერიოდი დაასახელა. ინფორმაციისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.
აშშ-ის მხარდაჭერა გაგრძელდება, ვიდრე კიევი რუსეთის ძალებს უკრანიდან არ განდევნის - პოლ გობლი
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ქვეყანაში 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინა პირველად 20-21 დეკემბერს დატოვა. რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი პირველი საერთაშორისო ვიზიტით, კიევის აქტიურ მხარდამჭერ სახელმწიფოში, აშშ-ის საჰაერო ძალების ბოინგით ჩავიდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ზელენსკი თეთრ სახლში მიიღო. უკრაინის ლიდერი ისტორიული სიტყვით წარსდგა კონგრესშიც. ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც ბაიდენმა ამერიკაში წლის ადამიანი უწოდა, ახლა „შინ კარგი ამბებით ბრუნდება“. მანამდე იყო კონგრესისადმი 25-წუთიანი მიმართვა, რომელშიც ვაშინგტონისადმი სამადლობელ სიტყვასთან ერთად ზელენსკიმ აღნიშნა: „თქვენი მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია გადამწყვეტ მომენტამდე მისვლისთვის. ჩვენ გვაქვს არტილერია, დიახ, მადლიერნი ვართ. ეს საკმარისია? სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არა“. „სირთულეებისა და ბნელი სცენარის მიუხედავად, უკრაინა არ დაცემულა, ის სიცოცხლეს აგრძელებს. ეს ბრძოლა არ შეიძლება, გაიყინოს, ან გადაიდოს. ეს არ შეიძლება, იგნორირებული იყოს, იმ იმედით, რომ ვინმე სხვა დაგვიცავს“, – განაგრძო უკრაინის პრეზიდენტმა. Patriot-ის თავდაცვის კომპლექსების გადმოცემა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის თავზე საჰაერო ფარის შესაქმნელად - ზელენსკი ზელენსკი ვაშინგტონში აშშ-ის საჰაერო ძალების ბოინგ C-40B-ით ჩავიდა კონგრესში მისვლამდე, უკრაინის ლიდერს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა აშშ-ის პრეზიდენტმა და დაუდასტურა, რომ უკრაინა მიიღებდა Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას, რასაც კიევი კრიტიკულად მნიშვნელოვნად თვლის რუსეთის მხრიდან ინფრასტრუქტურაზე გახშირებული თავდასხმის ფონზე. ბაიდენმა ზელენსკის განუცხადა, რომ ის მარტო არ არის და ყველას ესმის დღეს, რა დევს სასწორზე. ბაიდენი ზელენსკის: თქვენ აშშ-ში წლის ადამიანი ხართ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უკრაინისთვის, ახლა განსაკუთრებით მნიშნელოვნად მიიჩნევს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი. Europetime-თან ის ამბობს, რომ ზელენსკის ვიზიტი ადასტურებს აშშ-ის მიზანს, რომ შტატები მხარს დაუჭერს კიევს, ვიდრე უკრაინის რუსეთის ძალებს არ განდევნის ქვეყნის ტერიტორიიდან. სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსის შეფასებით, ზელენსკის ჩასვლა აშშ-ში, ვიზიტის სიმბოლურ დატვირთვაზე მიუთითებს. „ამ ვიზიტს ტრანსფორმაციულს ვერ ვუწოდებ. ეს უფრო აშშ-ის განზრახვის დადასტურებაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას, ვიდრე ის არ განდევნის რუსულ ძალებს უკრაინიდან. მნიშვნელობა აქვს სიმბოლიკასაც; კიდევ უფრო მნიშვნელოვანია Patriot-ის ტიპის რაკეტების მიწოდება“, - ამბობს პოლ გობლი. ის მიიჩნევს, რომ ზამთრის ამინდი გაართულებს სახმელეთო შეტევებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საჰაერო თავდასხმები გახდება „დომინანტური“. „წინ გვაქვს ზამთრის დღეები, ამიტომ ახლა ფლობას იმ იარაღისა, რომელიც განსაკუთრებით კარგად მუშაობს, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. მოხარული ვარ, რომ ზელენსკი აშშ-ში ჩამოვიდა და მიიღო საჭირო მხარდაჭერა. ეს გაცილებით რთული იქნება მათთვის, ვისაც სურს, შეეწინააღმდეგოს უკრაინისთვის მეტის გაღებას, რაც კიევს აუცილებლად სჭირდება“, - მიიჩნევს სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსი. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პოლ გობლი: საქართველოს 2023 წელს ისეთი პერსპექტივები აქვს, როგორც არასდროს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი საახალწლო გზავნილში ამბობს, რომ საქართველოს 2023 წელს ისეთი პერსპექტივები აქვს, როგორც არასდროს. პოლ გობლი საქართველოს ახალ წელს, ექსკლუზიურად, Europetime-დან ულოცავს. „2023 წელს საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას და სხვა ქვეყნის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, ასევე, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლას. მე ვფიქრობ, ეს რეალისტური სურვილებია. რეალურად, ორივე მიმართულებით, საქართველოს ამ წელს აქვს ისეთი პერსპექტივები, როგორც არასდროს. იმედი მაქვს, საქართველოს ექნება შანსი, შეუერთდეს საზოგადოებას, რომელსაც წარსულში, რუსულმა იმპერიალიზმმა დააშორა. ასევე იმედი მაქვს, საქართველოს ხალხს ექნება აყვავებული და წარმატებული მომავალი“.
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება - პოლ გობლი
Europetime-თან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომიდან ერთ წელს აჯამებს. პოლ გობლის შეფასებით, უკრაინაში შეჭრით რუსეთი დასუსტდა და იზოლირდა მთელი მსოფლიოსგან. ამ ფონზე კი, ანალიტიკოსის შეფასებით, ზოგიერთში არსებული შიშების მიუხედავად, დასავლეთმა ერთიანობა გამოავლინა და რუსეთი იმაზე სუსტად წარმოჩინდა, ვიდრე ბევრს ეგონა. „რუსეთი იზოლირდა და დასუსტდა თავისი შეჭრით უკრაინაში, ხოლო მოსკოვის იმედებისა და ბევრის შიშის მიუხედავად, დასავლეთი მის წინააღმდეგ გაერთიანდა. რუსეთი იმაზე ბევრად სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრს ეგონა, უკრაინამ კი, იმაზე ბევრად უფრო მეტი ქმედუნარიანობა და გმირობა გამოავლინა, ვიდრე ვინმე ელოდა წარსულის გათვალისწინებით“, - ამბობს პოლ გობლი Europetime-თან. პოლ გობლი კიევში ბაიდენის ვიზიტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტი დასავლეთის სიმტკიცეზე მიუთითებს. „დასავლეთი მტკიცედ დგას და, სავარაუდოდ, ასე იქნება სულ მცირე, მრავალი თვის განმავლობაში“, - აღნიშნავს პოლ გობლი. რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ საფრთხის დონეს, ანალიტიკოსის შეფასებით, მეტ საფრთხეს უნდა ველოდოთ, თუმცა ამის პარალელურად, ამერიკელი დიპლომატი საქართველოს მიმართ დასავლეთისგან მეტ მხარდაჭერას ელოდება. „იქნება მეტი საფრთხე, მაგრამ ასევე იქნება უფრო მეტი მხარდაჭერა დასავლეთიდან“, - ამბობს პოლ გობლი Europetime-თან. პენტაგონი: საქართველოსთვის 26 ტონა უსაფრთხოების დახმარების მიწოდება, ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება საქართველო აშშ-სგან დამატებით სამხედრო დახმარებას მიიღებს აშშ-მ საქართველოს 140 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადასცა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებულ მოლოდინებზე საუბრისას, პოლ გობლი არ ელის, რომ „ბრძოლები წელს ან მომავალ წელს დასრულდება“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.
პოლ გობლი: შავი ზღვის სტრატეგიაში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზეც, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს, დაეხმაროს ზღვისპირა ქვეყნებს რუსული იმპერიალიზმის დამარცხებაში
ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირები მიესალმებიან აშშ-ის მიერ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი მნიშვნელოვნად თვლის, რომ სტრატეგია განიხილებოდეს არამხოლოდ ზოგადად შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში, არამედ, ყურადღება გამახვილდეს კონკრეტულად ზღვისპირა სახელმწიფოებზე, რომლებსაც შეერთებული შტატები რუსული იმპერიალიზმის დამარცხებაში უნ და დაეხმაროს. „მოხარული ვარ, რომ აშშ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავებას აპირებს და მიიჩნევს, რომ ეს რეგიონი საკუთარ სტრატეგიულ დოკუმენტს იმსახურებს. ცხადია, ყურადღება უნდა გამახვილდეს როგორც რეგიონზე, ასევე, ზღვისპირა ქვეყნებზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს, დაეხმაროს რეგიონის სხვა ქვეყნებს რუსული იმპერიალიზმის დამარცხებაში“, - განუცხადა Europetime-ს პოლ გობლმა. რაზე იქნება ფოკუსირებული აშშ-ის ახალი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ თავის მხრივ, Europetime-თან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა განიხილავს, რას შეიძლება, რომ მოიცავდეს შეერთებული შტატების ახალი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ, რომელიც მალე შემუშავდება. ამერიკელი დიპლომატი ხაზს უსვამს, რომ პირველი რაზეც სტრატეგია ყურადღებას გაამახვილებს, უსაფრთხოების საკითხები იქნება. მეთიუ ბრაიზას შეფასებით, დემოკრატიული რეფორმები საქართველოში, სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი იქნება. მეთიუ ბრაიზა: როდესაც მე ვიყავი აშშ-ის მთავრობაში, ვცდილობდით, შეგვემუშავებინა სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ, ეს იყო იქამდე, ვიდრე რუსეთი შემოიჭრებოდა საქართველოში „რა თქმა უნდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრა მთავარი საკითხი იქნება. სავარაუდოა, რომ სტრატეგია ხელს შეუშლის რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო მოქმედების განხორციელებაში... ასევე, იმედი მაქვს, რომ სტრატეგია დაეხმარება საქართველოს, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში, ასევე, ხელს შეუწყობს ქვეყანას, გააძლიეროს და აღადგინოს პროგრესი ძლიერი დემოკრატიისკენ“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. მისივე თქმით, საქართველოსთვის ამ სტრატეგიის შემუშავება ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიგნალია იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მიენიჭა მოლდოვასა და უკრაინას, საქართველოს კი, რიგი რეკომენდაციების შესრულება მოუწევს მის მისაღწევად. „დარწმუნებული ვარ, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგია დიდწილად ასევე ფოკუსირებული იქნება საზღვაო დომენის მიმართულებაზე, ახალ ოპერაციებზე შავ ზღვაზე, მონტროს კონვენციის განხორციელებაზე, რომელიც ზღუდავს სამხედრო გემების გადადგილებას. მოგეხსენებათ, თურქეთი ასრულებს მონტროს კონვენციის პირობებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუსეთის შესაძლებლობების შეზღუდვის თვალსაზრისით. ამდენად, ვფიქრობ, ბევრი საკითხი იქნება ამ სტრატეგიაში, პირველ რიგში - უსაფრთხოება, ასევე, დემოკრატიული რეფორმები, განსაკუთრებით საქართველოში, და რასაკვირველია, ეკონომიკური განვითარება“, - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ Europetime-ს. შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის შემუშავება რა ეტაპზეა და როგორ დაეხმარება შეერთებულ შტატებს უფრო მეტად ჩართულობისთვის, ამ შეკითხვით მიმართა სენატორმა ჯინ შაჰინმა სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს საგარეო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. ბლინკენის თქმით, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ სტრატეგიას სავარაუდოდ, ივნისისთვის შეიმუშავებს. ჯინ შაჰინი: მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ „ჩვენ ორიენტირებული ვართ ბევრად უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მოგეხსენებათ, ექვსი ქვეყანაა, მათგან სამი NATO-ს წევრია და სხვები, როგორიცაა უკრაინა, აშკარად მნიშვნელოვანი მეგობრები არიან შეერთებული შტატებისთვის. სტრატეგია ფოკუსირებული იქნება არამხოლოდ უსაფრთხოების ასპექტებზე, არამედ, პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ეს საკითხები კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიული მდგრადობის შენება, რადგან რთული სამეზობლოა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. მისივე თქმით, რუმინეთმა უკვე წარადგინა თავისი შეხედულებები და გეგმები, რომლებიც აისახება შავი ზღვის ახალ სტრატეგიაში. ელჩი დეგნანი: შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში უძღვება ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც უნდა განსაზღვროს აშშ-ის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ. 22 მარტის საკომიტეტო მოსმენისას, როდესაც სენატორი შაჰინი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიით დაინტერესდა შუა დერეფანში სწორედ საქართველოს როლს გაუსვა ხაზი და ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე. ცნობილია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს რა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. სწორედ ამაზე საუბრობდა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი Europetime-თან: „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის გავლით ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივის აუცილებლობა გაჩნდა, და შეერთებული შტატები, ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთისა და ენერგიის გადაზიდვისთვის შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს. შუა დერეფნის განვითარებისთვის რეგიონული თანამშრომლობა საჭიროა, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი ინტეგრირების ჩათვლით. შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს ასევე მოუტანს სამუშაო ადგილებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს პროექტის ტენდერთან დაკავშირებით და კვალიფიციური დეველოპერსის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში წარიმართება. ამერიკული კომპანია Trammo კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს სასუქის ტრანსპორტირებას უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან. გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს. აშშ-ის მთავრობა ეძებს ახალ შესაძლებლობებს შუა დერეფნის მასშტაბით პარტნიორობისთვის. საქართველოში ეს ნიშნავს ახალი, ინფრასტრუქტურაში საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენას და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებისთვის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის გაზრდას, რათა საქართველოდან და საქართველოს გავლით მიწოდებული ტვირთის ეფექტიანობა და ღირებულება გაიზარდოს. ეს ინვესტიციები და პარტნიორობა საქართველოს უფრო დიდ გლობალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას და ქართველებისთვის უფრო სარფიანად დასაქმების შესაძლებლობებს გამოიწვევს. როგორც ყოველთვის, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან, მთავრობასთან და ბიზნეს საზოგადოებასთან, რათა დავეხმაროთ საქართველოს, სრულად ისარგებლოს ამ შესაძლებლობით. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უფრო ფართოდ დანერგვის გზაზე და ასევე დავეხმაროთ ქართველ მწარმოებლებს, რომ ჰქონდეთ რესურსები და უნარები, რათა გლობალურ ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია გასწიონ. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება ამრიგად, ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარების მიმართ გაზრდილ ინტერესს განიხილავს როგორც არსებითად მნიშვნელოვან შესაძლებლობას საქართველოს აყვავებული, დემოკრატიული, გლობალურად ინტეგრირებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა Europetime-ს. ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება. ეს საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. „რუსეთი და ირანი ქმნიან მდინარეების, ზღვებისა და რკინიგზის სატრანსპორტო ქსელს, რათა თავიდან აიცილონ სანქციები საქონლის ორ ქვეყანას შორის და მის ფარგლებს გარეთ გატანისას. ცხადია, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები და დავხუროთ ყველა ის შავი ხვრელი, რომლითაც რუსეთი და ირანი შეძლებენ სანქციების პროტოკოლების დარღვევას. მაგრამ დადგება დღე, როდესაც რუსეთი და ირანი სულაც არ იქნებიან ჩვენი მტრები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ ვისარგებლოთ ამ ახალი სავაჭრო მარშრუტით. ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიას, რომელიც მალე შემუშავდება შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის, შეუძლია ამის გათვალისწინება. საქართველოში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კი იქნება ამ სტრატეგიის მთავარი ნაწილი, რაც საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით“, - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა. ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო
პოლ გობლი აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე, ვილნიუსის სამიტსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი Eurupetime-თან ინტერვიუში საუბრობს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე, ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, უკრაინის კონტრშეტევასა და პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე. ზოგადად, როგორ შეაფასებდა აშშ-საქართველოს ურთიერთობას ახლა და ამ კონტექსტში რას ნიშნავს აშშ-ის გადაწყვეტილება, სავიზო აკრძალვა დაუწესოს ქართველ მოსამართლეებს. პოლ გობლი, ხსენებული შეკითხვის საპასუხოდ Europetime-თან ამბობს, რომ შტატების გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ყველაფერი არც ისე კარგადაა, თუმცა არც იმაზე მიუთითებს, რომ ყველაფერი ცუდად არის. ხსენებული პრობლემების მიუხედავად, აშშ-საქართველოს ურთიერთობები კვლავ კარგ ნიშნულზეა. არასოდეს უნდა ველოდოთ, რომ ქვეყნებს შორის კავშირები უპრობლემოდ და მღელვარების გარეშე წარიმართება. სავიზო აკრძალვები იმის ნიშანია, რომ ყველაფერი არც ისე კარგად არის, მაგრამ არც იმაზე მიუთითებს, რომ ყველაფერი ცუდადაა. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როდესაც სანქციები თითქმის პირველია პოლიტიკის შემქმნელთა „ინსტრუმენტთა საცავში“. თუ არ არსებობს აშკარა ალტერნატიული ნაბიჯი, სანქციები არის სწორი გზა იმის საჩვენებლად, რომ რაღაცით უკმაყოფილო ხარ. რამდენად შორს წავა ეს ყველაფერი, არ ვიცი, თუმცა ამ შემთხვევაში საკმაოდ შორს წავიდა. ჩემი აზრით, აშშ სათანადოდ განაწყენებულია იმით, რაც ზოგიერთმა ქართველმა მოსამართლემ გააკეთა და სანქციები, როგორც ჩანს, ერთადერთი კარგი გზა იყო ამის საჩვენებლად. არის თუ არა დრო, რომ NATO-მ ვილნიუსის სამიტზე კონკრეტული შეთავაზებით მიმართოს უკრაინას და საქართველოს? ამ საკითხის განხილვისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ 10 წელზე მეტია, ამ ორივე ქვეყნის გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს და ისურვებდა, რომ მსგავსი შეთავაზების ადრესატები გახდნენ საქართველო და უკრაინა. „ჩემი აზრით, ასეთი შეთავაზება უნდა გაკეთდეს. ათ წელზე მეტია, რაც ორივე ქვეყნის წევრობის დამცველი ვარ; მაგრამ ვშიშობ, რომ მათ მიღებამდე გარკვეული პერიოდი კიდევ გავა“. სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსი ჯერ კიდევ გასულ წელს აცხადებდა Europetime-თან, რომ დასავლეთმა უკრაინას უნდა შესთავაზოს NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირში გაწევრიანების გზის დაჩქარება. არსებული სიგნალებიდან გამომდინარე, რა მოსაზრება აქვს საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, ხედავს თუ არა საქართველოსთვის დაბრკოლებას კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში? და როგორ შეუძლია ქვეყანას, თავი დააღწიოს მას და გადაჭრას ეს შემაფერხებელი ფაქტორები. პოლ გობლი მიიჩნევს, რომ თბილისმა უფრო მეტი ერთგულება უნდა აჩვენოს ღირებულებების მიმართ. თბილისს ახლა არსებულზე უფრო მეტი ერთგულების დემონსტრირება მოუწევს დასავლური სამართლებრივი ღირებულებების მიმართ, თუ მას სურს, რომ კანდიდატის მიღების რაიმე იმედი ჰქონდეს. უკრაინელები გეგმავენ კონტრშეტევას. ამ ფონზე პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები გახმაურდა და აშშ ამბობს, რომ ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ურთიერთობაზე. ომის კიდევ ერთი ახალი ფაზა - როგორია პროგნოზები მის დასრულებასა და შედეგებზე? - სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, თავად ეს ფაქტი (საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა.რედ) კატასტროფულია, ურთიერთობების საფუძვლები არ შეცვლილა. დოკუმენტების გაჟონვის ფაქტი კატასტროფულია, რადგან მას რუსეთი და სხვები იყენებენ დასავლეთისა და მისი პარტნიორების დასასუსტებლად. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ურთიერთობების საფუძვლები არ შეცვლილა და ამიტომ, დასავლეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მე მინდა ვნახო, რომ ბევრს, ბევრად მეტს ვაკეთებთ. მაგრამ მე რეალისტი ვარ და არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ოდესმე საკმარისს გავაკეთებთ. საბედნიეროდ, უკრაინელები იბრძვიან ჩვენთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვერ იღებენ სრულ მხარდაჭერას, რასაც იმსახურებენ.
უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“
6 ივნისს, უკრაინაში, ნოვა კახოვკაში კაშხალზე მომხდარმა აფეთქებამ, საერთაშორისო საზოგადოებას ათქმევინა, რომ მომხდარი ადასტურებს რუსეთის მიერ წარმოებული ომის ახალ განზომილებას და რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. რის მიღწევას ცდილობს რუსეთი იმ დროს, როდესაც უკრაინა კონტრშეტევის საწყის ფაზაშია და ამის პარალელურად ხდება „დატბორვით დაშინება“, რომლის შესახებაც, კიევი დიდი ხნის წინ გამოდიოდა გაფრთხილებით და დიდი ალბათობით, უკრაინას სამოქმედო გეგმაც ექნებოდა. ამასთან, დაიწყო თუ არა ომის ახალი ფაზა, ამ საკითხების გარკვევას Europetime უცხოელ მკვლევრებთან შეეცადა. ასევე გაეცანით სტატიას: რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსი, პოლ გობლი Europetime-თან ამბობს, რომ მოსკოვს სურს, მსოფლიოს გაუგზავნოს სიგნალი, რომ მომავალში ბევრად უფრო დამანგრეველი თავდასხმის მოწყობა ძალუძს იმ იმედით, რომ უკრაინაში უკან დახევას გადაწყვეტენ, თუმცა ჯეიმს ბეიკერის ყოფილი მრჩეველი დარწმუნებულია, რომ კრემლის ეს „გეგმა“ არ იმუშავებს, და შესაბამისად, არც კიევი დაიხევს უკან. 6 ივნისს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს მოსაზრება დაადასტურა, როცა განაცხადა, რომ „ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებითა და სხვა რამით“. პოლ გობლი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ზიგიერთის მხრიდან, უკან დახევის გაფიქრებას, შესაძლოა, მოსკოვში ზოგიერთი ამ ეტაპზე „ერთადერთ ვარიანტად“ განიხილავდეს. „ვფიქრობ, მოსკოვი ცდილობს, გაგზავნოს სიგნალი, რომ მომავალში შეიძლება, ბევრად უფრო საზიანო თავდასხმებში ჩაერთოს, ვიდრე ეს წარსულში გააკეთა, იმ იმედით, რომ ზოგიერთი უკრაინაში უკან დახევას გადაწყვეტს. თუმცა მეეჭვება, რომ ეს იმუშავებს, მაგრამ იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ამ ვითარებაში, მოსკოვში ზოგიერთმა, მაინც შეიძლება, ეს მიიჩნიოს ერთადერთ ვარიანტად. მას შეეძლო უკან დახევა, მისი შეჭრის გაზრდა ან ბირთვული იარაღის გამოყენება, მაგრამ კიევის უკან დახევას, (რედ.) ახლა როგორც ჩანს, ყველაზე სავარაუდო შესაძლებლობად თვლის“, - ამბობს პოლ გობლი Europetime-თან. სახეზეა ომის ახალი ტალღა, კონლიფქტის ახალი განზომილება - ეს თავის მხრივ, ფაქტია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე (ევრაზიის საკითხებში), მეთიუ ბრაიზასთვის, რომელიც Europetime-თან საუბრისას ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას - კერძოდ, თუ როგორ იმუშავებს მომხდარი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ: „ეს კაშხალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებლებისთვის, რადგან ხელს უწყობს წყლის ნაკადების შენარჩუნებას ყირიმში, ამიტომ, მისი აფეთქება სხვა მხრივ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა. საერთაშორისო საზოგადოებამ ნოვა კახოვკის კაშხალზე თავდასხმას ომის დანაშაული უწოდა ის დარწმუნებულია, რომ ახლა რუსი სამხედრო მეთაურები შეშფოთებულნი არიან და სურთ, რომ უკრაინას გაურთულონ ჯავშანტექნიკით თავდასხმები: „დიახ, რუსეთს ეშინია უკრაინის მომავალი კონტრშეტევის. როგორც კიევის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, კაშხლის აფეთქება იყო სასოწარკვეთის ნიშანი, რადგან რუსეთის სამხედრო მეთაურები პანიკაში იყვნენ და სურდათ უკრაინის კონტრშეტევის შენელება, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება, ყირიმის მცხოვრებლებისთვის სირთულეების გამწვავებას ნიშნავდეს. ისინი დაზარალდებიან, როცა წყალი აღარ ექნებათ“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი. Europetime-ს კახოვკის ირგვლივ შექმნილ სურათზე ასეევ ესაუბრა ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი. ბრიტანელი დიპლომატი განიხილავს, რა რეალობა შექმნა მომხდარმა როგორც რუსეთის, ისე, უკრაინისთვის. რას იღებს ამით მოსკოვი და რა შედეგებთან გამკლავება მოუწევს კიევს. ლატვიაში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის შეფასებით, თუ რუსებმა განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და ეს ვერ გამართლდება რაიმე „სამხედრო აუცილებლობით“. თუმცა როგორც იან ბონდი აღნიშნავს, მაშინაც კი, თუ კაშხალი ჩამოინგრა მანამდე წარმოებული ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანების გამო, ეს იქნება რუსეთის პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც მოხდა ბოლო 15 თვის განმავლობაში, „რადგან რუსეთს რომ არ განეხორციელებინა უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს ტრაგედია ვერასოდეს მოხდებოდა“. „ამ ეტაპზე კაშხლის განადგურების შესახებ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შემიძლია, რადგან ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა. BBC-მ გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოები, რომლებიც გვთავაზობენ, რომ წყალმა შესაძლოა, კაშხლის სრულ ჩამონგრევამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო დინება. ვიცით, რომ რუსები აკონტროლებდნენ კაშხალს ომის დასაწყისიდანვე, ზოგიერთმა რუსულმა წყარომ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ მათ დანაღმული ჰქონდათ კაშხლის ტერიტორია და რომ მათ ახლა უფრო მეტი სარგებლის მიღება შეუძლიათ მისი განადგურებით, ვიდრე უკრაინას. რას იღებს რუსეთი? უპირველეს ყოვლისა, უკრაინას მოუწია ომიდან ყურადღების გადატანა და ხერსონის სამაშველო სამუშაოზე ფოკუსირება. მეორე - უკრაინა ცდილობდა დასაყრდენის შექმნას დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე ნოვა კახოვკასა და ქალაქ ხერსონს შორის; ნებისმიერი პოზიციები, რომლებიც უკრაინამ იქ განსაზღვრა, აღარ იარსებებს და დატბორილ რაიონებში ჯარისკაცებს ჯავშანტექნიკით შესვლა გარკვეული დროის განმავლობაში გაუჭირდებათ. მესამე - სახეზე იქნება გრძელვადიანი ზიანი უკრაინის ეკონომიკისთვის - ბევრად უფრო გრძელვადიანი ზიანი, ვიდრე უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე წინა თავდასხმებმა მოუტანა მას. უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი სარწყავი წყლის გარეშე დარჩება. როგორი გეგმებიც არ უნდა ჰქონდეს კიევს ამ დანაკარგის ზემოქმედების შესამცირებლად, ის მაინც გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს. თუ რუსებმა განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული - მე ვერ ვიფიქრებ რაიმე „სამხედრო აუცილებლობაზე“, რომელიც ასეთ ქმედებას გაამართლებდა, იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენას მოახდენს ის მშვიდობიან მოსახლეობაზე. მაგრამ მაშინაც კი, თუ კაშხალი ჩამოინგრა მანამდე წარმოებული ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანების გამო, ეს იქნება რუსეთის პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც მოხდა ბოლო 15 თვის განმავლობაში, რუსეთს რომ არ განეხორციელებინა უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს ტრაგედია ვერასოდეს მოხდებოდა“, - განუცხადა იან ბონდმა Europetime-ს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
„პრიგოჟინის მარში“ ჰგავდა „რენტგენოგრამას“, რომელმაც პუტინის დანაშაულებრივი ქცევის შედეგები გამოააშკარავა - პოლ გობლი
Europetime-თან საუბარში, პოლ გობლი აფასებს „პრიგოჟინის ამბოხს“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსის, პოლ გობლის შეფასებით, „ვაგნერის“ დამფუძნებლის მარშმა პუტინის დანაშაულების შედეგები გამოააშკარავა. პოლ გობლის შეფასებით, შეიქმნა სურათი,როდესაც რუსეთის საზღვრებში ვერავინ იგრძნობს თავს დაცულად, ვიდრე პუტინს და მისი „კამარილას“ არ „გააძევებენ“. „პრიგოჟინის მარში წააგავდა ერთგვარ რენტგენოგრამას, (x-ray) რომელმაც ყველასთვის ცხადი გახადა და გამოააშკარავა ის, რაც პუტინის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად უკვე მოხდა“, - ამბობს გობლი. ამერიკელი მკვლევრის თანახმად, ამ დანაშაულების შედეგია რუსული სახელმწიფოს ნგრევა, კანონის უზენაესობის მოშლა: „ასევე - ისეთი ვითარების შექმნა, როდესაც რუსეთის საზღვრებში ვერავინ იგრძნობს თავს დაცულად, ვიდრე პუტინი და მისი კამარილია არ დატოვებენ ხელისუფლებას“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალურმა წარმომადგენელმა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველმა, პოლ გობლმა. როგორც აფასებენ „პრიგოჟინის ამბოხს“ ISW, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის სამსახურები შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან. „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“,- განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერს პრიგოჟინი. უკან დახევის შემდეგ, კრემლი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყვეტს. უკრაინის პოზიცია „დროა, დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა, ან ბიზნესი, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. უკრაინა აუცილებლად შეძლებს ევროპის დაცვას რუსული ძალებისგან და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მეთაურობს მათ - ზელენსკი „მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. 24 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ბაიდენი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთში არსებული ვითარების განხილვისას, ბლინკენმა კულება დაარწმუნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას. „ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩსმა Twitter-ზე. თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. „შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერდა. მე ასევე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, არ იმოგზაურონ რუსეთის არცერთ მხარეში", - დაწერა კალასმა Twitter-ზე. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთში არსებული ვითარების გამო, ბლოკმა თავისი კრიზისის ცენტრი გააქტიურა. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", - დაწერა ბორელმა Twitter-ზე 24 ივნისს. ჯოზეფ ბორელის თქმით, „ვაგნერის ამბოხება“ მოსკოვის სამხედრო ძალაში ბზარებს აჩენს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. მან რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე
არაღიარებულ მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, Europetime გთავაზობთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენლისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის, პოლ გობლის შეფასებას. ამერიკელი ანალიტიკოსის თქმით, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ სომხები ყარაბაღიდან მასობრივად დაიწყებენ გასვლას, რაც რეპუტაციულად აზერბაიჯანს დააზიანებს. რაც შეეხება რუსეთს, გობლის შეფასებით, რუსეთი უკმაყოფილებას გამოხატავს, მაგრამ შეეცდება, დარწმუნდეს, რომ მისი სამხედროები, ე.წ. სამშვიდობოები არანაირად არ ჩაერთვებიან პროცესებში. „არსებობს მნიშვნელოვანი რისკი იმისა, რომ სომხების დიდი რაოდენობა დატოვებს ტერიტორიას. ასეთი რამ ნამდვილად დააზარალებს ბაქოს რეპუტაციას. რუსეთი, სავარაუდოდ, დაიჩივლებს, მაგრამ შეეცდება, დარწმუნდეს, რომ არცერთი მისი სამხედრო ე.წ. სამშვიდობო არ იყოს ჩართული (პროცესებში, რედ.),“ - აღნიშნავს პოლ გობლი. ვითარება ყარაბაღში - ბოლო ცნობები და საერთაშორისო გამოხმაურება მან დღეს ამ თემაზე აზერბაიჯანულ მედიასთანაც ისაუბრა. კერძოდ, რაც შეეხება არსებული პრობლემის გადაწყვეტის გზებს, გობლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე მხარემ უნდა გააგრძელოს საუბარი: „ამ ბოლო დროს სომხეთის ურთიერთობა რუსეთთან და ირანთან არც ისე კარგია. რუსეთი კარგავს თავის პოზიციას სამხრეთ კავკასიაში. ირანს შეუძლია, პრობლემები შექმნას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩაერიოს,“ - აღნიშნა პოლ გობლმა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს, 19 სექტემბერს განაცხადა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო ცენტრში 80 დაჭრილი და ხუთი გარდაცვლილია. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის 15 მშვიდობიანი მოქალაქეა. ამის შესახებ BBC-ის რუსული რედაქცია იუწყება, თუმცა აზუსტებს, რომ ინფორმაციას დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს. შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.
რას ცვლის რეგიონისთვის სომხეთის დაახლოება NATO-სთან
რას ცვლის რეგიონისთვის სომხეთის დაახლოება NATO-სთან, რა სიგნალია ეს რუსეთისთვის, რა მიზანი დაისახა სომხეთმა, ამ თემებზე Europetime-ს საკუთარ მოსაზრებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი უზიარებს. ამერიკელი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სომხეთის გაუმჯობესებული კავშირები დასავლეთთან, დაეხმარება დასავლეთს, რომ აზერბაიჯანზე მეტი ზეწოლა მოახდინოს. „ერევანს სურს უფრო მჭიდრო კავშირები დასავლეთთან საიმისოდ, რომ მას მთლიანად რუსეთის ან შესაძლოა, ირანის თავდაცვაზე დამოკიდებულება არ მოუწიოს. თუ სომხეთი უფრო ახლოს იქნება დასავლეთთან, დასავლეთი თავის მხრივ, აზერბაიჯანის შებოჭვაზე იმუშავებს,“ამბობს პოლ გობლი Europetime-თან.. რას ნიშნავს სომხეთის მისწრაფება საქართველოსთვის, რომელიც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველომ და სომხეთმა 26 იანვარს სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს. „ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსაც უფრო დიდი ინტერესი ექნება დასავლეთთან მოკავშირეობის,“ - უპასუხა ამერიკელმა ანალიტიკოსმა Europetime-ის შეკითხვას. ინფორმაციისთვის, NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს. შეგახსენებთ, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, სომხეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უახლოვდება. „ძალიან გამამხნევებელია სომხეთის გადაწყვეტილება, რომელიც საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაში მიიღეს, ცვლილება, რომლის მიღებაც გადაწყვიტეს. ვიცი, ეს არის გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც რთულია და ალბათ, დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახალისებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ დაგვიახლოვდნენ და სომხეთ სწორედ ამას აკეთებს," – განაცხადა კოლომინამ სომხურ მედიასთან ინტერვიუში. გარდა ამისა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს, რადგან არ შეუძლია, ეს თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთთან განახორციელეს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. შეგახსენებთ, გასული წლის 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა ამერიკელი მაღალჩინოსნის შემდეგ, სომხეთში ხავიერ კოლომინა ჩავიდა რა ფორმატებში თანამშრომლობს სომხეთი NATO-სთან ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთი აღარ შეიძლება, იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი