თეგი: პრეზიდენტი
პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, თავისი ძალა, ხმა გამოაჩინოს, მოთხოვნები დააყენოს, რასაც გადაეჩვია
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ხედავს მსვლელობას, თუმცა არ იცის, როგორ დასრულდება ეს პროცესი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, შედეგია ის, რომ მის მიერ წამოწყებული შეხვედრებით პარტიების წარმომადგენლებთან, საზოგადოებას მაგალითი აჩვენა, რომ თურმე ყველასთან შეიძლება საუბარი. პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, თავისი ძალა, ხმა გამოაჩინოს, პრინციპები, რეკომენდაციები, მოთხოვნები უნდა დააყენოს და შემდეგ უკვე ეს გადადის პოლიტიკურ პროცესში. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი სურვილია, გააძლიეროს საზოგადოებრივი პლატფორმა და ეს პროცესი ვიღაცების „შერიგება-გარიგებით, ჯადოსნურად“ არ გადაწყდება. „ძალიან ბევრი კითხვა წარმოიშვა ეროვნული თანხმობის პროცესზე. მიღებებზე მქონდა საშუალება, აქცენტები, სხვადასხვა კუთხით, ამ პროცესის შესახებ გამეკეთებინა. მინდა ვთქვა, რომ ეს პროცესი არის ჩემი გადაწყვეტილება იმაზე, რაც ბოლო პერიოდში ყველასთვის აშკარა გახდა. საზოგადოება დაიღალა, გადაიღალა და ორი თემა არის რეალურად საზოგადოებაში: 1. რა გვეშველება და 2. როგორ და რამ უნდა გვიშველოს. მგონი, ჩვენ თუ რაღაც არ ვიღონეთ და ვიარეთ ერთ ჯადოსნურ წრეზე, ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ წავა წინ. ეს არის ჩემი დასკვნა ამ სამი წლის განმავლობაში, რაც ჩემი საპრეზიდენტო მანდატი გავიდა. კიდევ სამი წელი რჩება. მიმაჩნია, რომ ამ საზოგადოების განცდას წარმოვადგენ. ეს დაპირისპირება, რაც ჩვენს ქვეყანაში გროვდება, რაღაცნაირად საქმიან ურთიერთობაში უნდა გადავიდეს. ეს არ იქნება „ჯადოსნური ერთიანობა“, რომელიც ერთ დღეში შეიქმნება; ეს არ არის პოლიტიკური პარტიების შერიგება; ეს არ არის ჩემი პროცესი და ჩემი ინიციატივა. ეს არის ჩემი დაწყებული და ინიცირებული პროცესი, რომელიც იქნება საზოგადოებრივი პროცესი და რომელშიც ყველა უნდა იყოს ჩართული“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. ჟურნალისტმა პრეზიდენტს მედიასთან მთავრობის ურთიერთობაზე და მის როგორც ეროვნული თანხმობის ერთ-ერთ ასპექტად ქცევაზე დაუსვა შეკითხვა, ასევე იმაზე, თუ რას გააკეთებს პრეზიდენტი იმისთვის, რომ საზოგადოების ხმა იყოს განხორცილებადი. „მე ვარ ხელისუფლების ნაწილი, მაგრამ არ ვარ მთავრობა. ასე რომ, თქვენ უნდა მიმართოთ... ჩემი მიზანი არ არის, რომ მე შევარიგო პოლიტიკური პარტიები, მათ ეს თავად უნდა იკისრონ და მე ვიქნები მხოლოდ ერთგვარი შუამავალი რგოლი, როცა საზოგადოება თავის პოზიციებს ჩამოაყალიბებს, რომ მე წარვუდგინო პოლიტიკურ პარტიებს, პარლამენტს, მთავრობას და ვიქნები საზოგადოების ერთგვარი ზურგი ამ შემთხვევაში. მაგრამ მე არ დავიწყებ... მათ უნდა იცოდნენ, რა არის საზოგადოების წინაშე მათი პასუხისმგებლობა და თუ საზოგადოება არ ეტყვის გარკვეულად და ხმას არ ამოიღებს, შეიძლება ვერ გაიგონ, ვერ მოისმინონ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი სატელევიზიო მედიის წარმომადგენლებს ხვდება.
იტალიის პარლამენტმა შესაძლოა, დღეს პრეზიდენტი აირჩიოს
იტალიის პარლამენტი დღეს მეშვიდე ცდაზე პრეზიდენტის არჩევას შეეცდება. მეექვსე კენჭისყრა, წინ ხუთის მსგავსად, ასევე უშედეგოდ დასრულდა. დღესვე პარლამენტში საჭიროების შემთხვევაში მერვე კენჭისყრა გაიმართება. პროცესი გაგრძელდება ყოველდღიურად, დღეში ორი კენჭისყრით, ვიდრე ქვეყანას ახალი პრეზიდენტი არ ეყოლება. მეოთხე ტურის შემდეგ გამარჯვებისთვის 505 ხმის მიღებაა საკმარისი. მეექვსე კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა მოქმედმა პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიიღო, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, რომ თანამდებობის მეორე ვადით დაკავება აღარ სურს. იტალიის პარლამენტი სერჯო მატარელას მემკვიდრის არჩევას 24 იანვრიდან ცდილობს.
პრეზიდენტი ბოიკოტის შეწყვეტაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას მიესალმა
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს საპარლამენტო საქმიანობას. შესაბამის განცხადებას ადმინისტრაცია ავრცელებს. დემოკრატიული პროცესისათვის აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი სცეს საკუთარი ამომრჩევლის ნებას და გამოიყენოს ის ნდობა და მანდატი, რომელიც მინიჭებული აქვს არჩევნების საფუძველზე. პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს პოლარიზაციის დაძლევას, ასევე მოითხოვს, რომ პარლამენტში სრულად იყოს ათვისებული პოლიტიკური დებატების, დიალოგისა და დისკუსიის სივრცე. ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა~, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა.
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის წლიური ანგარიშის 5 მარტს წარდგენას მხარი არ დაუჭირა
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით 5 მარტს აღარ წარდგება. ბიურომ პრეზიდენტის მიმართვას მხარი არ დაუჭირა. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს ანგარიშის წარდგენის თარიღად 15 მარტს სთავაზობს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ევროსაბჭოსა და ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც მან ქვეყნის გლობალური უსაფრთხოების, მშვიდობის პროცესში არსებული გამოწვევებისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პარტნიორობასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გამართა და ჰქონდა ხალხისათვის ანგარიშის წარდგენის სურვილი. მან ხაზი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გაუსვა. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იცვლება სიტუაცია ყოველწამიერად, პრეზიდენტის თხოვნაა, პლენარული სხდომა 5 მარტს ჩატარდეს და თარიღი არ შეიცვალოს. „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ ვიზიტებთან დაკავშირებულ საკითხებზე სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა დახურულ სამუშაო ფორმატში გაიმართოს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბიუროს სხდომაზე მიღებულ დღევანდელ გადაწყვეტილებას გააცნობს და შესთავაზებს კონსულტაციებს პარლამენტში წლიური ანგარიშის მოხსენების თარიღთან დაკავშირებით. „ჩვენი რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის უნდა შეთანხმდეს ყოველწლიური მოხსენების თარიღი. ამავე დროს, მზად ვარ, მას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შევხვდე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მას საუბარი შესაძლოა, ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით სურდეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებას უკავშირდება და ამ დროს, ქვეყანაში პოლიტიკური სიმშვიდე და სტაბილურობა მნიშვნელოვანია. რეგლამენტის მიხედვით, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს ისმენს. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს წლიური ანგარიშით პარლამენტში მისვლას 15 მარტს სთავაზობს
პრეზიდენტი პარლამენტს წლიური ანგარიშით 14 მარტს მიმართავს
პრეზიდენტი პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით 14 მარტს მიმართავს. ამასთან, 9 მარტს ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც 14 მარტისთვის პლენარული სხდომის მოწვევის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ცნობითვის, გუშინ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის ამ საკითხზე კონსულტაცია გაიმართა.
კობახიძე გვარამიას შესაძლო შეწყალებაზე: სალომე ზურაბიშვილი უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს
„ის, ვინც ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, არ შეიძლება, შეწყალების საგანი გახდეს“, ამის შესახებ ,„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც „მთავარი არხის“ დირექტორის შესაძლო შეწყალებაზე დაუსვეს შეკითხვა. „როდესაც გვარამია ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის მიმართ, ეს არის ბილწსიტყვაობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. თუ ასეთ პირობებში სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, გამოდის რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს, ის უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს. სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწსიტყვაობა არის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ბილწსიტყვაობა და ამის გატარება არ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოგვეშლება. ის, ვინც ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, არ შეიძლება შეწყალების საგანი გახდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ირაკლი კობახიძე: 2017 -2019 წლებში, საელჩოების განცხადებებმაც მისცა საშუალება ნიკა გვარამიას, დამატებით განეგრძო „რუსთავი 2-ის“ ძარცვა. სამწუხაროდ, დღესაც იგივეს ვხედავთ 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას საჯელად შეუფარდა 50 000 ლარის ჯარიმა. საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორი ზურაბ იაშვილი სასამართლომ გაამართლა.
კობახიძის თქმით, ელჩების დავით ბაქრაძისა და კახა იმნაძის დანიშვნაზე პრეზიდენტმა უარი განაცხადა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რას ეხება მთავრობის სარჩელი, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს. კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს საქმე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არ გახდება და ამ თემაზე საუბარი სპეკულაციაა. ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნასთან დაკავშირებით, მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა „პირველ რიგში, მთავრობის სარჩელი მხოლოდ და მხოლოდ ელჩებს და არავითარ შემთხვევაში ვიზიტებს არ შეეხება. ვიზიტები არის განყენებული თემა, მხოლოდ ელჩების დანიშვნის საკითხს შეეხება მთავრობის სარჩელი. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეს კონკრეტული საქმე ვერავითარ შემთხვევაში ვერ და არ გახდება იმპიჩმენტის საფუძველი. შესაბამისად, დღეს ეს არის სპეკულაცია. ერთადერთი, რასაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააკეთებს, ეს არის ნორმის განმარტება ანუ, განმარტავს იმას, თუ როგორ უნდა დაინიშნონ ელჩები, ვისი მატერიალური პრეროგატივაა ელჩების დანიშვნა. ამით შემოიფარგლება საკონსტიტუციო სასამართლო. ეს საქმე იმპიჩმენტის საფუძველი არ გახდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, სარჩელი შეეხება 2 თანამდებობის პირის დანიშვნას და ამასთან დაკავშირებით უნდა გამოიტანოს დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლომ. „პრეზიდენტისთვის შეთავაზებული იყო 3 გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან. ერთი იყო დავით ბაქრაძის დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, რაზეც პრეზიდენტმა უარი განაცხადა. მიზეზი გაუგებარია. ასევე იყო კახა იმნაძის, მოქმედი მუდმივი წარმომადგენლის გადასვლა კანადაში, ამაზეც უარი ითქვა. იმნაძის ვადამდე გათავისუფლება ტექნიკური საკითხი იყო, ივნისში ისედაც ეწურება ვადა. ამ 3 შეთავაზებაზეც უარი ითქვა. ერთი იმაზე, რომ იმნაძეს 2 თვით ადრე შეწყვეტოდა უფლებამოსილება და კანადაში გადასულიყო და ბაქრაძე გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დანიშნულიყო. ეს წარდგინება შევიდა პრეზიდენტთან და საქართველოს პრეზიდენტმა უარი თქვა. სარჩელი შეეხება ამ 2 თანამდებობის პირს და ამასთან დაკავშირებით უნდა გამოიტანოს დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლომ. აქ რეალობა ძალიან მარტივია, საპარლამენტო რესპუბლიკებში ელჩის დანიშვნის მატერიალური უფლებამოსილება მთავრობას ეკუთვნის“, - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, სარჩელს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ მომავალში არ დაიბლოკოს ელჩების დანიშვნა, რაც კობახიძის შეფასებით, უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს. „არავითარი საფუძველი არ არსებობდა იმისთვის, რომ პრეზიდენტს ეს ადამიანები არ დაენიშნა. გვახსოვს სხვა შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტმა ვიღაც დანიშნა, კომპეტენცია არ აღმოაჩნდა და ა.შ. ეს არის მთლიანად მთავრობისა და პოლიტიკური გუნდის პრეროგატივაა. როდესაც საჭიროდ ჩაითვალა, მაშინ შევიდა ეს სარჩელი იმიტომ, რომ რაღაც კულმინაციას მიაღწია პრობლემამ, ეს მოხდა ახლა, რამდენიმე თვის წინ, როდესაც უარი ითქვა ბაქრაძისა და იმნაძის დანიშვნაზე. პრობლემამ კულმინაციას მიაღწია და ამ დროს მთავრობის რეაგირება უნდა ყოფილიყო სარჩელის ფორმით. სარჩელი სხვა არაფერია, თუ არა თხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, რომ კონკრეტული ნორმა განმარტოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს მოუწოდებენ, ვეტო დაადოს „ფარული მიყურადების გაუარესებულ კანონმდებლობას“
არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს მოუწოდებენ, ვეტო დაადოს „ფარული მიყურადების გაუარესებულ კანონმდებლობას“. მათივე განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები არაერთი ხარვეზით ხასიათდება. „2022 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად მნიშვნელოვნად უარესდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის სტანდარტი. მიღებული კანონი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმებს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. საკანონმდებლო ცვლილებები არაერთი ხარვეზით ხასიათდება, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადასთან და პირისათვის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეტყობინებასთან დაკავშირებული ახალი წესები, კერძოდ, ფარული მოსმენები 77 დანაშაულზე შეიძლება უვადოდ განხორციელდეს და რიგი დანაშაულების შემთხვევაში პირმა შესაძლოა 30 წელიც ვერ შეიტყოს, რომ მის მიმართ ფარული მიყურადება ხორციელდებოდა. შესაბამისად, ვერასდროს გამოიყენოს გასაჩივრების უფლება, ვერ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ვერ დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მაქსიმალური ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება და დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელზეც ფარული თვალთვალი შეიძლება განხორციელდეს, 27 ნაკლებად მძიმე დანაშაულიც ემატება. მიღებული კანონი აზრს უკარგავს იმ დადებით ცვლილებებს, რომელიც კანონმდებლობაში 2014 წელს განხორციელდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ევროპის საბჭოს ექსპერტების აქტიური ჩართულობით. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას ისედაც არაერთი ხარვეზი ახასიათებს, რაც, მათ შორის, ვერც 2014 წლის რეფორმით იქნა გადაჭრილი. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს 300-მდე მოქალაქემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობა. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე არსებითად უკვე განიხილა, თუმცა, 4 წელია სასამართლო საბოლოო გადაწვეტილების მიღებას აჭიანურებს. ამ ფონზე კანონმდებლობაში ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტების კიდევ უფრო გაუარესება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული განვითარების კუთხით. აღნიშნულზე მიუთითებს ევროკავშირის დელეგაციის მიერ 8 ივნისს გავრცელებული განცხადება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და ვეტო დაადოს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს ის პარლამენტს“,- აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED); „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI); „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC); „ლიბერალური აკადემია“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI); „უფლებები საქართველო“; „ღია საზოგადოების ფონდი“.
საქმეს - „საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქმეს - „საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ განიხილავს. საქმე ეხება დავას, რომლის საგანიც „საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობაა. „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დასაბუთებული წინადადება, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების თანამდებობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე უარის თქმის კონსტიტუციურობის შეფასება მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებების ფარგლების განმარტებას. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკისა და საგარეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებების ფარგლების განსაზღვრამ შესაძლოა, წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პლენუმმა მიიჩნია, რომ მართებულია №1711 კონსტიტუციური სარჩელი განხილულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ“, – აცხადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში. ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დავის საგანია საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობა.
BBC: შრი-ლანკის პრეზიდენტი თანამდებობას მომავალ კვირას დატოვებს
შრი-ლანკის პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაკსა თანამდებობას 13 ივლისს დატოვებს. აქციის მონაწილეებმა, შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრის სახლი დაწვეს შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი თანახმაა, პროტესტის ფონზე გადადგეს BBC-ის ცნობით, რაჯაპაკსამ თანამდებობის დატოვების შესახებ პარლამენტის სპიკერს შეატყობინა. შრი-ლანკის პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი დაიწყო. შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა შრი-ლანკა კრიზისის ფონზე რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს დემონსტრანტები, შრი-ლანკის ხელისუფლების გადადგომას, მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ითხოვენ. ქვეყანაში რეკორდული ინფლაციაა, არ არის საკმარისი საკვები, მედიკამენტები და საწვავი.
შრი-ლანკის პრეზიდენტი გადადგა BBC-ის ცნობით, შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა გოტაბაია რაჯაპაქსამ გადადგომა დაადასტურა. აქციის მონაწილეებმა, შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრის სახლი დაწვეს შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი თანახმაა, პროტესტის ფონზე გადადგეს BBC: შრი-ლანკის პრეზიდენტი თანამდებობას მომავალ კვირას დატოვებს გამოცემის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის სასახლე და პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია ამ დრომდე დაკავებული აქვთ და უარს აცხადებენ ტერიტორიის დატოვებაზე, ვიდრე ლიდერები არ გადადგებიან. შრი-ლანკის პარლამენტის თავმჯდომარემ შაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტი თანამდებობას 13 ივლისიდან დატოვებს. რაჯაპაქსას ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია, მაგრამ სამხედრო წყაროებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდზე შრი-ლანკის ტერიტორიულ წყლებში იმყოფება. შეგახსენებთ, ათასობით დემონსტრანტი, რომელიც შრი-ლანკაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას აპროტესტებს, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის რეზიდენციებში შაბათს შეიჭრა. შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა შრი-ლანკა კრიზისის ფონზე რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს დემონსტრანტები, შრი-ლანკის ხელისუფლების გადადგომას, მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ითხოვენ. ქვეყანაში რეკორდული ინფლაციაა, არ არის საკმარისი საკვები, მედიკამენტები და საწვავი.
ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისა და შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ, განკარგულება დღეს გამოსცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. კონკურსი ცხადდება 2022 წლის აგვისტოში ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით. „ზემოაღნიშნული პოზიციებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2022 წლის 26 ივლისის ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო ყუთის მეშვეობით) ან გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: info@president.gov.ge ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ"-,,ვ" ქვეპუნქტებისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
შრი-ლანკის პრეზიდენტი ქვეყანიდან გაიქცა
Reuters-ის ცნობით, პრეზიდენტმა გოტაბაია რაჯაპაქსამ შრი-ლანკა გადადგომის შესახებ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. გამოცემა ქვეყნის საჰაერო ძალების ინფორმაციას ეყრდნობა და წერს, რომ რაჯაპაქსა მალდივებზე გაფრინდა. გოტაბაია რაჯაპაქსა თანამდებობის დატოვებაზე განაცხადების გაეთებას 13 ივლისს გეგმავდა. ამის შესახებ ოთხი დღის წინ შრი-ლანკის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაჰინდა იაპა აბეივარდენამ განაცხადა. CNN: შრი-ლანკის პრეზიდენტს და მისი ოჯახის 14 წევრს აეროპორტის თანამშრომლებმა ქვეყნის დატოვების საშუალება არ მისცეს „ვარაუდობენ, რომ რაჯაპაქსა გადადგომის ოფიციალურ განცხადებამდე გაფრინდა, რათა თავიდან აიცილოს დაკავება, - წერს Al Jazeera. 9 ივლისს, შრი-ლანკაზე ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მისი გაგადგომის მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასა და ოფისში, ათასობით მომიტინგე შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, გოტაბაია რაჯაპაქსას ევაკუაცია განხორციელდა. მომიტინგეებმა ასევე დაიკავეს პრემიერ-მინისტრის რანილ ვიკრამასინგეს სახლი (რომელიც პრეზიდენტის მსგავსად თანამდებობიდან გადადგომაზე დათანხმდა) და ცეცხლი წაუკიდეს შენობას. პოლიციასთან შეტაკებისას 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 20 ივლისს შრი-ლანკის პარლამენტი ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევას გეგმავს.
მედია: შრი-ლანკის ყოფილი პრეზიდენტი თავშესაფარს სინგაპურში მიიღებს
ადგილობრივი მედიის ცნობით, შრი-ლანკის პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაქსა მალდივებიდან სინგაპურში გაფრინდება, სადაც თავშესაფარს მიიღებს. შრი-ლანკის პრეზიდენტი ქვეყანიდან გაიქცა რაჯაპაქსამ 12 ივლისს ხელი მოაწერა გადადგომის განცახდებას და ქვეყანა დატოვა. 9 ივლისს, შრი-ლანკაზე ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, გოტაბაია რაჯაპაქსას გაგადგომის მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასა და ოფისში, ათასობით მომიტინგე შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, გოტაბაია რაჯაპაქსას ევაკუაცია განხორციელდა. მომიტინგეებმა ასევე დაიკავეს პრემიერ-მინისტრის რანილ ვიკრამასინგეს სახლი (რომელიც პრეზიდენტის მსგავსად თანამდებობიდან გადადგომაზე დათანხმდა) და ცეცხლი წაუკიდეს შენობას. პოლიციასთან შეტაკებისას 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 20 ივლისს შრი-ლანკის პარლამენტი ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევას გეგმავს.
ინდოეთში პრეზიდენტად ერთ-ერთი ადგილობრივი ტომის წარმომადგენელი დრაუპადი მურმუ აირჩიეს
ინდოეთში ქვეყნის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტად ერთ-ერთი ადგილობრივი ტომის წარმომადგენელი დრაუპადი მურმუ აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. დრაუპადი მურმუს ამომრჩეველთა 51%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი. ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, ორშაბათს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 4500-ზე მეტმა დეპუტატმა, ხმების დათვლა კი ხუთშაბათს განხორციელდა. დრაფადი მურმუს გაპრეზიდენტება ერთ-ერთმა პირველმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ მიულოცა.
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს ნათია წიპტაურისა და გიორგი მარსაგიშვილის კანდიდატურები წარუდგინა.
პრემიერის საქმიანობას 28% კარგად აფასებს, 35% - ცუდად, პრეზიდენტის საქმიანობას ცუდ შეფასებას 40% აძლევს, კარგს - 12% - NDI
საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას, 40% ცუდად აფასებს, პარლამენტისას 41%, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობას 35%, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია აღნიშნული. რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, გამოკითხულთა 35% ცუდად აფასებს, 33 საშუალოდ, 28% კარგად, ხოლო 4%-ს არ აქვს კითხვაზე პასუხი. ამავე კვლევაში შეფასებულია საქართველოს პარლამენტის საქმიანობაც, გამოკითხვის მიხედვით, პარლამენტის საქმიანობას 45% საშუალოდ აფასებს, 41% ცუდად, 9% კარგად, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 4%-მა. ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს მოსახლეობის 76% რუსეთს დიდ საფრთხედ აღიქვამს - NDI მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის, ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას - NDI
პრეზიდენტის განკარგულებით, ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად, კონკურსი გამოცხადდა
პრეზიდენტის განკარგულებით, ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად, კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. პრეზიდენტის განკარგულებით 9 კაციანი შემადგენლობით საკონკურსო კომისია უკვე დაამტკიცებულია. კომისიამ დღეს, 22 სექტემბერს, ორბელიანების სასახლეში პირველი სხდომა გამართა, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა და საკონკურსო პირობები დაადგინა. კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მწერლები, პოეტები და კრიტიკოსები ზაზა აბზიანიძე უხელმძღვანელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ნათია სულავას განცხადებით, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში: პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა, უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. პრემია გაიცემა 2 წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს ერთისა, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება 2022 წლის 22 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
სალომე ზურაბიშვილი: არ არის გამორიცხული რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის პირობებს გადახედოს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა მოლდოვაში ვიზიტისას, მაია სანდუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი: ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებითა და ჩვენი ევროკავშირში გაერთიანებით „რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს შემოსვლას საქართველოში, ეს ნამდვილად არის გამოწვევა. არ ვიტყოდი საფრთხეს, მაგრამ გამოწვევა არის. მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში იმ სიტუაციის გამო, რაც რუსეთში არსებობს. მაგრამ ასევე არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო შემოდიან საქართველოში. აქ მთავარია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ კონტროლის ყველა მექანიზმია გამოყენებული, რათა საფრთხე არ გაჩნდეს. მგონია, რომ ამისთვის მეტი კომუნიკაცია და მეტი ინფორმირებაა საჭირო ჩვენი საზოგადოების, რომ ყველა შესაძლო საფრთხე და საკითხი არის რეალურად გათვალისწინებული ხელისუფლების მიერ და მიღებულია ყველა ზომა. სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის მიზანია, შეგვიცვალოს მომავალი და ამას ჩვენ არ დავუშვებთ ასევე არ არის გამორიცხული სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერაა გადასაწყვეტი საზოგადოებასთან ერთად მისი ინფორმირებით. ყველაზე მთავარი, ალბათ, ეს არის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი მოლდოვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს, პრეზიდენტის სახელით ჯილდოები გადაეცათ
ვეტერანთა დღეს ვულოცავ ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისათვის მაგალითსა და საყრდენს წარმოადგენენ და გაიგივებული არიან არამხოლოდ ისტორიასთან და წარსულთან, არამედ მომავალთანაც, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მილოცვის წერილში. სალომე ზურაბიშვილი ვეტერანებს ვეტერანთა დღეს ულოცავს. 17 ოქტომბერი, ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა „დღემდე სწორედ ვეტერანების ბრძოლამ და თავდადებამ შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას საბრძოლო სულისკვეთება, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ!“,- აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის მილოცვაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტმა, ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, სამხედრო მოსამსახურეები (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის I, II და III ხარისხის ორდენებით და „მხედრული მამაცობისთვის“ მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართა და პრეზიდენტის სახელით, სახელმწიფო ჯილდოები დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს საქართველოს პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, დავით თევზაძემ და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა შეწყალების, მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და სამართლებრივ საკითხებში ანგი ხუციშვილმა გადასცა. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ: ბონდო ბენიძე – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის ათეულის მეთაური; თენგიზ გაბედავა – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მძღოლი-მექანიკოსი; ტრისტან დარახველიძე – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მეთაურის მოადგილე; ჟორა თუთისანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; გოჩა კუხალაშვილი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; რომეო სილაგაძე – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; ვახტანგ ჩაკვეტაძე – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; გელა ჩხეტიანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მე-2 ასეულის მეთაური; ველოდი ხეცურიანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით: გივი აბაშიძე – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; ალექსანდრე ბებია – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; რეზო ბებია – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; ვალერი ბენდელიანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 243-ე მოტომსროლელი ბატალიონის ათეულის მეთაური; ხვიჩა ბენდელიანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მძღოლი-მექანიკოსი; დემურ თუთისანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 243-ე მოტომსროლელი ბატალიონის მძღოლი-მექანიკოსი; ვარდენ ირემაძე – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; ვასილ კილაძე – საქართველოს ეროვნული გვარდიის ბატალიონის „ორბის“ სანიტარიული ინსტრუქტორი; თენგიზ კოპალიანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 243-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; ცეზარ კოპალიანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 243-ე მოტომსროლელი ბატალიონის ასეულის მეთაური; როინ ლეჟავა – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის საინჟინრო სამსახურის უფროსი; ემზარ მეშველიანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის ათეულის მეთაური; მურმან მეშველიანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მეტყვი-ამფრქვევე; ბეჟან სვანიძე – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; რომან სილაგაძე – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; ბიქტორ საღინაძე – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის ასეულის მეთაური; მედეა ურიდია – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მედდა; ემზარ ფუტკარაძე – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 243-ე მოტომსროლელი ბატალიონის მეთაურის მოადგილე; ჯანსუღ ყურაშვილი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; ალეკო ჩაკვეტაძე – მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-3 მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; არჩილ ცხვირავაშვილი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; გია ხეცურიანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; ველოდი ხეცურიანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; რაჯი ხეცურიანი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი; ზურაბ ჯიდოშვილი – მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 243-ე მოტომსროლელი ბატალიონის მებრძოლი. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით კი: გრიგორ ბიჩინაშვილი – ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის პოლკის მებრძოლი; გიორგი გვაზავა – მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის პირველი ასეულის მეთაურის თანაშემწე; ფრიდონ (სპირიდონ) თირქია – მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეული სარემონტო-აღდგენითი ბატალიონის მეთაუ-რის მოადგილე პირად შემადგენლობასთან მუშაობის დარგში; იოსებ შოშიტაიშვილი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უშიშროების სამმართველოს სწრაფი რეაგირების მოიერიშე 115-ე ბატალიონის კავშირგაბმულობის უფროსი; გია ჩლაჩიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ოპერატიული პოლკის მებრძოლი; მალხაზ ხარაზიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ოპერატიული პოლკის მებრძოლი. მედლით „მხედრული მამაცობისათვის“: სერგო სვეტკოვი – საქართველოს ეროვნული გვარდიის ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის „შავნაბადას“ მებრძოლი და კაკო წიფიანი – მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეული სარემონტო-აღდგენითი ბატალიონის სატრანსპორტო დანაყოფის ათეულის მეთაური.
სალომე ზურაბიშვილმა თანამედროვე ბერძნული ლიტერატურის კლასიკოსს, დიმიტრი დიმიტრიადის უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თანამედროვე ბერძნული ლიტერატურის კლასიკოსს, მწერალ დიმიტრი დიმიტრიადისსა და რეჟისორ მიხეილ მარმარინოსს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა. ბერძენი მწერლები და დრამატურგები საქართველოში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც წელს საქართველო – საბერძნეთის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავად, საბერძნეთის თანამედროვე დრამატურგიასა და თეატრს მიეძღვნა. დიმიტრი დიმიტრიადისმა პრეზიდენტს საჩუქრად ქართულ ენაზე თათია მთვარელიძის მიერ ნათარგმნი საკუთარი ნაწარმოები „ვკვდები როგორც ქვეყანა“ გადასცა. „საქართველოსთვის დიდი პატივია უმასპინძლოს თანამედროვე ბერძნული ლიტერატურის კლასიკოსს. მოხარული ვარ, რომ ეს შემოქმედებითი ურთიერთობები საქართველოსთან გაგრძელდება და კიდევ უფრო განვითარდება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ფესტივალის დირექტორმა და რეჟისორმა ქეთი დოლიძემ პრეზიდენტს მომავალი წლის ფესტივალის გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ფესტივალის მასშტაბმა წელს მის ხარისხზე გავლენა ვერ მოახდინა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსთვის, როგორც მონათესავე კულტურისთვის შთამაგონებელია ის მუდმივი განახლებისა და შემოქმედებითი ენერგიის გენერირების უნარი, რომლის მეშვეობითაც „უმკლავდება“ თანამედროვე ბერძნული კულტურა უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის სიმძიმეს. მიხეილ მარმარინოსმა საქართველოს პრეზიდენტი საბერძნეთში კულტურული პროგრამის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ქალაქ ელევსინში მიიწვია. ელევსინი 2023 წელს ევროპის კულტურულ დედაქალაქადაა გამოცხადებული.
პირც მუსარი, სლოვენიის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
სლოვენიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნატაშა პირც მუსარმა გაიმარჯვა. ამას მოწმობს კენჭისყრის წინასწარი შედეგები. ამ დროისთვის ბიულეტენების 92,65%-ი დათვლილია. მუსარი ბალკანეთის ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. ადვოკატმა და ყოფილმა ტელეწამყვანმა, ნატაშა პრიც მუსარმა ხმების 53,98% მიიღო. მისმა მთავარმა კონკურენტმა, სლოვენიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ანჟე ლოგარამ კი ხმების 46,02%-ი. არჩევნების პირველი ტური 23 ოქტომბერს გაიმართა. 50 პროცენტიანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.
პრეზიდენტი: მივდივართ ევროპის გზაზე და სხვა გზა ჩვენთვის არ არსებობს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პროექტი „რეგიონები ორბელიანების სასახლეში“ საზეიმოდ გახსნა. პროექტი საზეიმოდ ,,სვანეთს დღეებით“ გაიხსნა. პრეზიდენტის სიტყვას, პრესსამსახური ავრცელებს. „დღევანდელი დღე, ერთი მხრივ, სიახლის დღეა, მეორე მხრივ კი, გაგრძელეებაა იმ პოლიტიკისა, რასაც პირველივე დღიდან პრეზიდენტის როლში რეგიონებთან და მათ განვითარებასთან დაკავშირებით ვახორციელებ. ჩემი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად საქართველოს რეგიონები დავისახე. კოვიდის მიუხედავად, ჩემს ადმინისტრაციასთან ერთად, ძალიან აქტიურად მოვიარეთ რეგიონები, გავეცანით მათ საქმიანობას, ქალ მეწარმეებს, რადგანაც ისინი ჩვენს რეგიონებში, დღეს ერთ-ერთ ძალიან მდგრად და ცოცხალ ნაწილს წარმოადგენენ, რომლებიც კიდე უფრო უნდა განვითარდნენ, მათ კიდევ მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ. რეგიონები მნიშვნელოვანია და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არ კმარა მხოლოდ ჩვენი ჩასვლა რეგიონებში და იქ, ადგილზე სხვადასხვა მიმართულების გაცნობა, მაგრამ საჭიროა, რომ აქაც, დედაქალაქშიც, მათ დავუთმოთ სივრცე და ეს სასახლე ამ ფორმით, სწორედ, იმისთვის იქნა მოგონილი, რომ ეს იყოს სივრცე საზოგადოებისთვის და სივრცე, სადაც ყველაფერი შესაძლებელია: გამოფენები, კულტურის წარმოჩენა, საზოგადოებრივი დიალოგი და ყველაფრის წარმოჩენა. მიმაჩნია, რომ ჩვენი მხრიდან ეს რეგიონებისთვის ძალიან კარგი შემოთავაზება იყო, ჩვენ ყველას მივწერეთ, მივმართეთ - ჩამოდით, ჩვენ გითმობთ ამ სასახლეს, კიდევაც ვაფინანსებთ თქვენს ჩამოსვლას და რაც აუცილებელია, იმისთვის, რომ ეს არ იყოს მხოლოდ სიტყვა და შესაძლებლობას ახლდეს თან. ჩამობრძანდით, ეს თქვენი ადგილია. როგორც გინდათ ისე მოაწყვეთ, ვინც გინდათ ის გამოიყვანეთ და ამგვარად გამოაჩინეთ თქვენი თავი ამ ქვეყანაში, და არამხოლოდ, ასევე ქვეყნის გარეთაც. მე, მაგალითად, ვაპირებ რომ მომავალი, 2023 წლიდან, სხვადასხვა ქვეყნაბში ჩემი ოფიციალური ვიზიტებისას, რომელიმე რეგიონის წარმომადგენელი წავიყვანო ჩემთან ერთად, რათა მათ სხვა ქვეყნებთან შეძლონ იმ ურთიერთობების დამყარება, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. 23 ნოემბერს, ,,სვანეთის დღეების“ ბოლო დღეს, მიღებაზე გვეყოლება დიპლომატებიც. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მოვიწვიოთ რეგიონების წარმომადგენლები, მათთან დავამყაროთ ურთიერთობა და აქ, რეგიონი გახდეს არა ჩვენი სტუმარი, არამედ მასპინძელი. არ არის ნორმალური, როცა ასეთი შეთავაზება არსებობს პრეზიდენტისგან, რომელიც (ხაზი მინდა გავუსვა) არანაირად არ არის დაკავშირებული შიდა პოლიტიკასთან, აქ რეგიონების წარმომადგენლების მიმართ არანაირი მოთხოვნა არ იყო და იყო სრული თავისუფლება. მე ძალიან მიკვირს, რომ რეგიონის ოფიციალური პირებიდან, ან არავინ წამოვიდა, ან ვერ გაბედა წამოსვლა. თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები. რადგან ძალიან გვიან მივიღეთ ზოგი პასუხი, ჩვენც ცოტა მოგვიანებით მოგვიწია თბილისში ოფიციალური პირებისთვის მოწვევების გადაცემა, მაგრამ ამის მიუხედავად, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ოფიციალური პირებიდან, რომლებიც ყველანაირად უნდა იყვნენ დაინტერესებული ჩვენი რეგიონების გავითარებაში, აქაც არავინაა. თქვენ გამოიტანეთ დასკვნა. ამის მიუხედავად, ეს იქნება ძალიან ცოცხალი სამი დღე. სვანეთი, არ მიწყინონ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, ტრადიციულად, ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი რეგიონია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და იქნება ყოველთვის, სვანეთისთვის თვითმმართველობა და ეს იქნება ერთ-ერთი თემა, რომელიც გაჟღერდება ამ სასახლეში, რამეთუ რეგიონების თვითმმართველობა, ჯერ ჩვენთან არ არის რეალურად განვითარებული. ქაღალდზე არის, მაგრამ გაცოცხლებული თვითმმართველობა არ გაქვს, იმ მხრივ, რომ რეგიონებს არ აქვთ იმ გადაწყევტილებების მიღების უფლება, რომელიც ქმნის რეალურ თვითმმართველობას - ფინანსური თვითმმართველობა და დამოუკიდებელობა და საშუალება, რომ მიიღოს გადაწყევტილებები როგორ დაიხარჯოს ეს თანხები, ეს არის თვითმმართველობის ღერძი და ჯერ არ ვართ აქ მისული. ამაზე დისკუსია ძალიან საინტერესო იქნება. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი სვანეთის მემკვიდრეობაში ეს არის მათი სამართალი, რაც არ ვიცით ისე კარგად, როგორც უნდა ვიცოდეთ. იმ დროს, როცა ძალიან ბევრი საუბარია როგორ უნდა გადადგას საქართველომ რეფორმის ნაბიჯები, რომელიც ახლოს ევროპულ სამართალთან მიგვიყვანს და ამ დროს, ჩვენ ისეთი ტრადიციები გვაქვს, რომლებიც თავის დროზე ევროპაში არ არსებობდა, ჩვენთან კი უკვე იყო დამკვიდრებული. მაგალითად, მედიატორის ინსტიტუტი, ამაზეც გვექნება საუბრები. მე მგონი, ეს ყველასთვის ძალიან საინტერესო იქნება. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, როცა მივდივართ ევროპის გზაზე და სხვა გზა ჩვენთვის არ არსებობს. როცა მივდივართ ამ გზაზე, უნდა წავიდეთ ჩვენივე ბირთვით, გამოცდილებითა და ცოდნით - ეს გზაში არ უნდა დაგვეკარგოს. კულტურაში სვანეთი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეალურად იყო ჩვენი საგანძურის დამცველი და ძალიან სერიოზული თავისივე კულტურის შემქმნელი. ამ ორივე კუთხით, უნდა განვიხილოთ ის, რაც შეგვინარჩუნა, გადაგვრიჩინა სვანეთმა დღემდე და რითაც ერთ-ერთი ძალიან მიმზიდველი ტურისტული და კულტურული რეგიონი გახდა. ეს მხოლოდ მთა არ არის, ეს მთა და კულტურა ერთადაა, რაც ძალიან იშვიათია. ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ძალიან იშვიათია, რომ მთასთან ერთად ასეთი განვითარებული, ადგილობირივი კულტურა იყოს და ამას კიდევ ერთხელ ემატება ის, რომ ჩვენი დიდი საგანძურის ნაწილი ნამდვილად იქაა შემორჩენილი და გადარჩენილი. სვანური ენა - დღევანდელ მსოფლიოში, დღევნადელ ევროპაში, როცა ხარ ქვეყანა, რომელსაც ასეთი სიმდიდრე გაგაჩნია, რასაც სვანური, მეგრული, აფხაზური ენა ჰქვია, უფლება არ გვაქვს, რომ ჩვენ ეს ყველაფერი არ შევინარჩუნოთ, არ გავიტანოთ გარეთ და მსოფილიოს არ ვაჩვენოთ, ენები, რომლებიც ოდიდან მოდის და რომელიც ნამდვილად ჩვენი ძალიან დიდი სიმდიდრეა. პირველ რიგში, ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ და მერე ყველა ის ზომა უნდა მივიღოთ, რაც ამ ენებს დაიცავს, განავითარებს და ჩვენ შემდეგ თაობებს დაუტოვებს. ეკონომიკა - როცა სვანეთზე ვსაუბრობთ მხოლოდ წარსულზე და მის მნიშვნელობაზე არ შეიძლება ვისაუბროთ. ეს საქართველსოთვის მომავლის რეგიონია, რამეთუ იქ ჩვენი მთავარი სიმდიდრეა. ბევრი რესურსი არ გაგვაჩნია, მაგრამ ჰიდრორესურსები ძირითადად სვანეთთანაა დაკავშირებული და დღეს თუ ვინმემ არ გაიგო, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა დამოკიდებულია ჩვენს ენერგოდამოკიდებულებაზე, იმან ვერაფერი ვერ გაიგო დღევანდელი გეოპოლიტიკური მოცემულობისა და იმისა, რა ხდება დღეს მსოფლიოში. ბევრმა ქვეყანამ გვიან, მაგრამ უკვე გაიგო და ჩვენ ეს მოსახლეობასთან უნდა განვიხილოთ, რომ ის მოძრაობები, რაც არსებობდა, რომელიც ამ განვითარებას ხელს უშლიდა, ეს ყველაფერი დისკუსიისა და ინფორმაციის საგანია. გასაგებია, რომ მოსახლეობის მოსაზრებები და ბუნების დაცვა უნდა იყოს გათვალისიწინებული, მაგრამ არანაკლებ ვიდრე, ქვეყნის ინტერესი და ქვეყნის დამოუკიდებლობა. ენერგორესურსები სამომავლო, ეკონომიკური, ძალიან დიდი პოტენციალია. უზარმაზარი პოტენციალია ასევე, სამთო-სათხილამურო მიმართულება და ალპინიზმი. მე, როგორც გიორგი ნიკოლაძეს ოჯახის წევრს, არ შეიძლება არ გავიხსენო, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში ალპინიზმს, რამდენად სჭირდება ამ დარგს მხარდაჭერა და განვითარება. სვანეთი ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი რეგიონია, სადაც ყველაფერია - კულტურა, სპორტი, ტურიზმი, ბუნება და ასე შემდეგ. და არ შეიძლება, არ ვახსენოთ, სხვა ბუნებრივი რესურსები, პირველ რიგში, ტყე, რომელიც ჩვენი გადასარჩენია, ჩვენი დასაცავია ეკოლოგია და ბიომრავალფეროვნება. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ტყის რესრუსრსი და დიდი წილი სწორედ სვანეთს უკავშრდება. ეხლა მოდის საშობაო პერიოდი და უცხოეთში მილიონობით იყიდება ჩვენი ნაძვის ხე, რომელიც სვანეთიდან და რაჭიდან მოდის - ნორდმანი. მთელი ევროპა მოცულია ამ ნორდმანის ჯიშის ხეებით. ძალიან ძვირადღირებულია და ჩვენ რატომღაც, არ ვაქცევთ ამას ყურადღებას. ამიტომ, ესეც ერთ-ერთი პოტენციალია. სასახლეში იქნება გამოფენები, სვანეთიდან ჩამოსული გუნდის კონცერტი, თეატრალური წარმოდგენა. ,,სვანეთის დღეები“ პირველი მცდელობაა და ეს ყველაფერი სხვადასხვა რეგიონების მოპატიჟებით მომავალ წელსაც გაგრძელდება. იმედი მაქვს, რომ მათი ოფიციალური პირები ცოტა უფრო რეაქტიული იქნებიან და არ შეეშინდებათ აქ ჩამოსვლა. ეს სასახლე ყველასია. ამას ყოველთვის ვამბობ და ხაზს ვუსვამ. ეს არ არის ჩემი, ეს არ არის ჩემთან დაკავშირებული და თუ მე ვიღაცებისთვის უხერხული ვარ, ეს სასახლე არ უნდა იყოს უხერხული. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი თავისუფალი, ღია ადგილი და ასეთად უნდა დარჩეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ალენ ბერსე შვეიცარიის პრეზიდენტად აირჩიეს
შვეიცარიის შინაგან საქმეთა მინისტრი ალენ ბერსე შვეიცარიის პრეზიდენტად აირჩიეს. ქვეყნის პარლამენტში კენჭისყრისას ბერსემ 140 ხმა მიიღო. მის კანდიდატურას 31-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 46-მა კი თავი შეიკავა. ის პრეზიდენტ იგნაციო კასისს ჩაანაცვლებს. ახალი პრეზიდენტი თანამდებობას 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიკავებს. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ვიოლა ამჰერდი დაიკავებს, რომელიც თავდაცვის, საზოგადოებრივი დაცვისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობს.
პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი დინა ბოლუარტე გახდა
პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი დინა ბოლუარტე გახდა. როგორც ცნობილია, დინა ბოლუარტემ, რომელიც მანამდე ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ფიცი უკვე დადო. შეგახსენებთ, რომ პერუს ყოფილი პრეზიდენტი, პედრო კასტილო ამ ეტაპზე პატიმრობაში იმყოფება.
პრეზიდენტი: საზოგადოება მისი ყველა წევრის უფლებების დაცვით ამოიცნობა
პრეზიდენტმა ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ მთავარი რეჟისორი ირინა კოხრეიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ორბელიანების სასახლეში, ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, დღეს ინკლუზიური თეატრის პექტაკლის ჩვენება მოეწყო, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო და თეატრის რეჟისორს სახელმწიფო ჯილდო პირადად გადასცა. პრეზიდენტმა ირინა კოხრეიძე საქართველოში თანამედროვე ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების განვითარებაში, საზღვარგარეთ მის აღიარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, შშმ პირთა თვითრეალიზაციის მნიშვნელოვანი ხელშეწყობისა და წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა. „დღეს, ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ. ეს ყველასთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ჩვენ ამ უფლებების დაცვით ვართ საზოგადოების ნაწილი და საზოგადოება მისი ყველა წევრის უფლებების დაცვით ამოიცნობა. ამ დღის აღსანიშნავად აქ [ორბელიანების სასახლეში] არაჩვეულებრივი დასის ,,კონტაქტი“ მოყვანა გადავწყვიტეთ. თეატრი, რომლის პერფორმანსსაც შარშან დავესწარი და აღვფრთოვანდი. ეს, მართლაც, უდიდესი საქმეა, რადგან შშმ პირებს ეძლევათ შემოქმედებაში ჩართვის შესაძლებლობა. ამ ახალგაზრდებს თქვენ აძლევთ იმის საშუალებას, რომ ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, თვითონ გახდნენ შემოქმედები. კულტურა არის ის, რაც ამის საშუალებას გვაძლევს. მინდა, ამისათვის ამ ახალგაზრდებს, მადლობა გადავუხადო, მაგრამ პირველ რიგში, მინდა, მადლობა მოვახსენო ქალბატონ ირინა კოხრეიძეს - თქვენ უნდა გადმოგცეთ ჯილდო იმ წამოწყებისათვის, რომელიც ყველას გვეამაყება. როცა ჩვენ ვუყურებთ, ამ ახალგაზრდებთან ერთად მიღწეულ თქვენს ასეთ შედეგებს, ვხედავთ რომ თვითონ არიან შემოქმედებითი პირები და ჩვენც მათთან ერთად ამ უდიდესი სიამოვნებას, ამისთვის მინდა, რომ ყველას სახელით, დიდი მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ინკლუზიური თეატრი „კონტაქტი“ 2015 წელს, ირინა კოხრეიძისა და გიორგი მიქაბერიძის ერთობლივი გადაწყვეტილებით შეიქმნა და მაყურებლის წინაშე უკვე მეშვიდე საავტორო სპექტაკლი წარადგინა. თეატრის დამფუძნებლის გიორგი მიქაბერიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გადმოცემული სახელმწიფო ჯილდო დასის თითოეული წევრისათვის დიდი სტიმულის, დიდი დაფასებისა და დადებითი ენერგიის მომცემია. ,,ამისათვის მადლობას ვუხდით ყველას, განსაკუთრებით, საქართველოს პრეზიდენტს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ეს სპექტაკლი ორბელიანების სასახლეშიც გვეთამაშა“, - განაცხადა გიორგი მიქაბერიძემ.
ჩეხეთის პრეზიდენტად გადამდგარი გენერალი პეტრ პაველი აირჩიეს
ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, გადამდგარმა გენერალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ პეტრ პაველმა გაიმარჯვა. ყოფილი პრემიერი და გადამდგარი გენერალი ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ ამის შესახებ ჩეხეთის ტელევიზიამ ხმების საბოლოო დათვლის დროს განაცხადა. „ჩეხეთის ახალ პრეზიდენტად პიტერ პაველი აირჩიეს“, - აღნიშნა სატელევიზიო გადაცემის წამყვანმა. უახლოეს მომავალში პრაღაში ჩეხეთის არჩეული პრეზიდენტის პრესკონფერენციაა მოსალოდნელი. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში პაველის გამარჯვება დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა ყოფილმა-პრემიერ მინისტრმა, მილიარდერმა ანდრეი ბაბიშმა და NATO-ს გენერალმა, პეტრ პაველმა მიიღეს. ამასთან, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი და თაღლითობაში ბრალდებული ყოფილი პრემიერი სასამართლომ გაამართლა.
პრეზიდენტის მრჩეველი ნახატების წაღებაზე: პოლიტიკური თავდასხმაა
განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში სალომე ზურაბიშვილის მრჩეველი ამბობს, რომ ორბელიანების სასახლიდან სვიმონ დადიანის 5 ექსპონატის გატანა თავდასხმაა პრეზიდენტის ინსტიტუტზე. ნახატები ადმინისტრაციაში დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ეკიდა. ორბელიანების სასახლეში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა კონსტანტინე ნაცვლიშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს დიდი წვლილი აქვს ნახატების სამშობლოში დაბრუნებაში. მისთვის გაუგებარია რა გახდა მიზეზი ნახატები კულტურის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას წაეღო. "ის მცირედი დაზიანება, რომელზეც ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, ვერ დგინდება როდის იქნა მიყენებული ნამუშევრისთვის, ჩვენთან, თუ ზოგადად დაზიანებული მოვიდა სასახლეში. ჩვენი მემორანდუმი იყო პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე, და შესაბამისად, ეს ეს სასახლე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახელმწიფო შენობა საქართველოში, რომელსაც იცავს საქართველოს უშიშროების სამსახურიდან დაწყებული სპეციალური დანიშნულების ორგანიზაციები, ამიტომ მე ვერ ვხედავ რაიმე საფრთხეს, თუ რა ვადით იქნებოდა ეს ნამუშევრები ორბელიანების სასახლეში გამოფენილი. ნებისმიერი ფაქტი, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტს და წარმოადგენს ან თავდასხმას ან მცდელობას პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმის, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური. მე ვფიქრობ, რომ თავდასხმაა, იმიტომ არის ასევე თქვენი ინტერესი ფართოდ გამოხატული", - თქვა მრჩეველმა კონსტანტინე ნაცვლიშვილმა. ცნობისთვის, კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ორბელიანების სასახლეში დღეს მივიდა.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში სახელმწიფო დროშა დაეშვა. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტმა 2010 წელს გამოაცხადა. დღეს საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წელი შესრულდა. საქართველოს საბჭოთა ოლუპაციიდან 102 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. საქართველომ საბჭოთა ოკუპაციისგან გათავისუფლება 70 წლის შემდეგ მოახერხა.
ცვლილებები, რომლებიც ახლა ხორციელდება, გვაშორებს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
ის ცვლილებები, რომლებიც ახლა ხორციელდება, გვაშორებს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან, რეკომენდაციებისგან, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „ის ცვლილებები, რომელიც ახლა ხორციელდება მიმართულია პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვისკენ. ეს პირველი მცდელობა არ არის. საინტერესოა, ამ ცვლილების განმარტებით ბარათში წერია, რომ ეს ცვლილება ემსახურება 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რაც პირიქით არის. ეს გვაშორებს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან, იმ რეკომენდაციებისგან, რომელიც ევროკავშირმა მოგვცა. არ შეიძლება 1 ნაბიჯი გადადგა წინ და ორი ნაბიჯი უკან, ამით ვინმეს დაუახლოვდე, პირიქით, იქაც ვეღარ იქნები, სადაც იყავი, უკან იქნები. პრეზიდენტი, როდესაც საჭიროდ ჩათვლის, მოგახსენებთ თავის პოზიციას", - აღნიშნავს მსხილაძე. პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ყველა ქართველს აქვს უფლება, მოქალაქეობა დაიბრუნოს - სალომე ზურაბიშვილი
მიმაჩნია, რომ წარმოშობით ყველა ქართველს აქვს უფლება, დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თქვენ სამშობლოს განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ფიქრი და ტკივილი ხართ - პატრიარქი დიასპორის წარმომადგენლებს „აგერ იყო ნათქვამი, რომ ერთი მილიონი [ქართველი] არის რუსეთში, აღარ არის ერთი მილიონი რუსეთში, ეს კარგად ვიცით. დაახლოებით, ნახევარი მილიონი თუ არის და ისინიც ნახევრად ქართველები და ნახევრად რუსები. მაგრამ დათვლა ძალიან რთულია იმიტომ, რომ დათვლილი არალეგალები არ არიან არსად. მაგრამ დანარჩენ მსოფლიოში, ალბათ მილიონს უახლოვდება და ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ მათთან შევინარჩუნოთ ყველანაირი კავშირი და არ დავკარგოთ ჩვენი მოქალაქეები თუ თანამემამულეები. ამის ერთი მაგალითი მსოფლიოში, რომელმაც ძალიან კარგად შეძლო თავის დიასპორასთან ურთიერთობა და მისი გაძლიერება, როგორც თავის თავის გაძლიერება, არის ისრაელი. ისრაელს აქვს ამ მხრივ ძალიან ბევრი ჩვენთვის სასწავლებელი, რომ ჩვენ მივყვეთ ამ გზას და ამითი ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი დიასპორა, ე.ი. ჩვენი თავი იმიტომ, რომ ეს არის კავშირი იმ ყველა ქვეყანასთან, რომელსაც გვინდა, რომ დავემსგავსოთ“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
რა საკითხებზე ისაუბრეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 11 სექტემბერს, ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ორბელიანების სასახლეში, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ლელო საქართველოსთვის" წევრი, სალომე სამადაშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები: ანა ბუჩუკური და ნათია მეზვრიშვილი, ასევე, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი, ხატია დეკანოიძე. ანა ბუჩუკურის თქმით, შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეხვედრების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. „ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ შეიძლება, დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყანას, ევროინტეგრაციას, ამ ყველაფრის ფონზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს. კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, იმედს ვიტოვებთ, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ევროკავშირის კარი არ დაიხურება. იმპიჩმენტთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა,“ - ამბობს ანა ბუჩუკური. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აცხადებენ, რომ საუბრის მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია იყო. „მსჯელობის თემა არის ის, თუ რა შეიძლება გააკეთოს საზოგადოებამ ხალხმა იმისთვის, რომ ჩვენ ეს ისტორიული შანსი არ დავკარგოთ და ქვეყანამ მიუხედავად „ქართული ოცნების“ საბოტაჟისა, კანდიდატის სტატუსი მიიღოს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. პრეზიდენტი ასევე შეხვდა„ევროოპტიმისტების" წევრს, ხატია დეკანოიძეს. საუბრის თემა ქვეყნის ევროინტეგრაცია და სტატუსის მიღება იყო. როგორც ხატია დეკანოიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტთან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ის პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. „საუბარი შეეხებოდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ეტაპი, რაზეც დღეს ვართ. მათ შორის, ხშირად ვუზიარებთ და გვიზიარებს ხოლმე ამ მიმართულებით საქართველოს პრეზიდენტი და ნამდვილად მისი მთავარი ძალისხმევა, როგორც თქვა, მიმართულია იმისკენ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მე ვუთხარი პირადად, ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომ მე არ დავუჭერ იმპიჩმენტს მხარს,“ - განუცხადა მედიას ხატია დეკანოიძემ. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.
როგორ აფასებენ NDI-ის მიერ გამოკითხულები პრეზიდენტისა და პრემიერის საქმიანობას
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უმრავლესობა პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს. კვლევის თანახმად, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასება მსგავსია სხვადასხვა ჯგუფს შორის, თუმცა სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კაცები უფრო კრიტიკულად აფასებენ, ვიდრე ქალები. უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის საქმიანობას, პასუხები ასე განაწილდა: 16% - კარგად 41% - საშუალოდ 30% - ცუდად 11% - უარი პასუხზე 1% - არ ვიცი კითხვას როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა დადებითად 29%-მა შეაფასა, 37%-მა საშუალოდ, 26%-მა კი ცუდად შეაფასა. მარტის თვესთან შედარებით, გამოკითხვის მაჩვენებლები მცირედით არის შეცვლილი. NDI-ს შეფასებით, თბილისელები, ახალგაზრდები და ოპოზიციის მხარდამჭერები პრემიერს ოდნავ უფრო კრიტიკულად აფასებენ. ყველაზე კარგად კი პრემიერის საქმიანობას სოფელში აფასებენ, აქ მის საქმიანობას 36% იწონებს, 36% საშუალოდ აფასებს და მხოლოდ 22%-ს არ მოსწონს. სოფლების შემდეგ პრემიერის მუშაობით ყველაზე კმაყოფილები პატარა ქალაქებში არიან, სადაც მან გამოკითხულთა 34%-ის დადებითი შეფასება დაიმსახურა, 38%- მის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 24% კი -ცუდად. რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, პრემიერ მუშაობა ყველაზე მეტად 55 წელს ზემოთ მყოფ გამოკითხულებს მოსწონთ, რომელთა 37% მთავრობის მეთაურის მუშაობას კარგად აფასებს. რომ ოპოზიციის ამომრჩევლების თითქმის ნახევარი და გადაუწყვეტელი ამომრჩევლების უმრავლესობა პრემიერის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს. კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.