თეგი: პროგნოზი
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
5 თებერვალს ქუთაისში ხანმოკლე წვიმა და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსი იქნება, თოვლჭყაპი, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს ფოთშიც, დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით წვიმა და +4 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. მესტიაში თოვლი და -7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -14 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა დღისით +0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, მოსალოდნელია თოვლი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს.
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
7 თებერვალს ქუთაისში თოვლი და +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, აქაც თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია ნავარაუდევი ფოთშიც. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. მოთოვს ზუგდიდშიც. დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმშიც თოვლს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. რუსთავში ნაწილობრივ მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 3-4 პროცენტის ფარგლებში იქნება
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. წინა პროგნოზებით, 2022 წელს 5 %-იანი ზრდა იყო მოსალოდნელი, თუმცა როგორც მარეგულირებელში აღნიშნავენ, დღევანდელი გადმოსახედიდან, ზრდის ტემპი 3-4%-ის ფარგლებში იქნება. ამ ფონზე, სებ-ში აღნიშნავენ, რომ ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელი შენელების ფონზე, ერთობლივი მოთხოვნიდან ინფლაციური ზეწოლა მცირე იქნება და წლის განმავლობაში დომინანტი კვლავ მიწოდების ფაქტორები დარჩება. ამასთან, როგორც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მოსალოდნელია, რომ საკრედიტო აქტივობა, მიუხედავად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა და ბოლო პერიოდში მიღებული მაკროპრუდენციული ზომებისა, წლის განმავლობაში ზომიერად მაღალი იქნება. მთავრობამ 2022 წლის ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკური ზრდაზე დაგეგმა, თუმცა უკვე თავადაც აღიარებს, რომ ამ მაჩვენებლის მიღწევა შეუძლებელი იქნება. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საქართველოს ეკონომიკამ შესაძლოა 1 მილიარდი დოლარით იზარალოს. ასევე წაიკითხეთ: ფინანსთა მინისტრის მოადგილე: საქართველოს ეკონომიკამ შესაძლოა მილიარდი დოლარით იზარალოს
IMF: უკრაინის ეკონომიკა 35%-ით შემცირდება, რუსეთის - 8.5%-ით
IMF-ის შეფასებით საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის ფედერაციაზე უმძიმესი გავლენა ექნება და 2022 წლის ბოლოს რუსეთის ეკონომიკა, სავარაუდოდ, 8.5%-ით შემცირდება. ორგანიზაცია ომით დაზარალებული უკრაინის ეკონომიკის 35%-ით შემცირებას ვარაუდობს. სავალუტო ფონდს უკრაინის შესახებ მშპ-ის ვარდნის პროგნოზის გარდა, სხვა ეკონომიკური პარამეტრების პროგნოზირება უჭირს, რის გამოც ცხრილში ეკონომიკური პარამეტრების უმეტესობაზე საკუთარ პროგნოზს არ წერს, მათ შორისაა მშპ ერთ მოსახლეზე, ინფლაცია და სხვა პარამეტრები. უმუშევრობა რუსეთში 9,3%-მდე გაიზრდება. 2021 წელს უმუშევრობის დონე 4,8%-ს შეადგენდა. რუსეთის ეკონომიკა 2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოსა და მესამე კვარტალში სტრუქტურული ტრანსფორმაციის აუცილებლობის წინაშე დადგება. მოსალოდნელია ფასების ზრდა გარკვეულ პროდუქტებზე და მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ 18 აპრილს, სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას განაცხდა. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ რუსეთში სამომხმარებლო ფასები მკვეთრად, 17.5%-ით გაიზარდა და რუსი ხალხის შემოსავლებზე ინფლაციის გავლენის შემსუბუქების მიზნით, მთავრობას გადასახადების ინდექსირებისკენ მოუწოდა. თუმცა, მისი მტკიცებით, დასავლეთმა ეკონომიკური სანქციების დაწესებით თავის გეგმას მაინც ვერ მიაღწია. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 18 აპრილს საკუთარ ბლოგში დაწერა, რომ დედაქალაქის 200 000 მცხოვრები სამუშაოს დაკარგვის საფრთხის წინაშეა, იმ ფონზე, როცა დასავლეთის კომპანიებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში ქვეყანა დატოვეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ მოსკოვის მერი: ადგილობრივი ბაზრიდან დასავლეთის კომპანიების გასვლის შემდეგ, საფრთხეშია 200 000 სამუშაო ადგილი
მსოფლიო ბანკი: 2022 წელს ენერგორესურსები 50%-ით, საკვები პროდუქტები 23%-ით გაძვირდება
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ენერგორესურსებსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა 2024 წლამდე გაგრძელდება. ამის მიზეზია წარმოებასა და ვაჭრობაში შექმნილი შეფერხება, წერს Bloomberg-ი. მოსალოდნელია, რომ ენერგორესურსებზე ფასები 2022 წელს 50% -ით გაიზრდება, რაც 1973 წლის ნავთობის კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და მეტალებზე ფასი 20%-ით გაიზრდება 2022 წელს. „მთლიანად, ეს ყველაზე დიდი სასაქონლო შოკია, რომელიც ბოლოს 1970 წელს გამოვცადეთ“, - აცახდებს „მსოფლიო ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი ინდერმიტ გილი. ანგარიშის თანახმად, ომმა შესაძლოა გამოიწვიოს ხანგრძლივი ინფლაცია და სუფთა ენერგიაზე გადასვლის შეფერხება, რადგან ქვეყნები ეძებენ ალტერნატიულ სავაჭრო გზებს და ზრდიან საქონლის წარმოებას. ენერგეტიკული ფასების ზრდამ და შედეგად სასუქების გაძვირებამ, შეიძლება გამოიწვიოს საკვების დეფიციტი და შეანელოს სიღარიბის შემცირების პროგრესი. ასევე წაიკითხეთ გუტიერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა