თეგი: პურის ფასი
„პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე: მაისამდე პურის ფასი არ შეიცვლება
მაისამდე პურპროდუქტებში თავის ტკივილი არ გვექნება. მაისამდე ქვეყანა არის უზრუნველყოფილი იმით, რომ პურზე ფასი არ შეიცვლება და მარაგიც არის, - ამის შესახებ საქართველოს „პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „თუ ერთი ტომარა ფქვილის ფასი დაახლოებით 70 ლარამდე იქნება, ამ შემთხვევაში პურის ფასს გაძვირება არ მოუწევს, მაგრამ თუ ამ ნიშნულს გადასცდა, შემდეგ ალბათ, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ჩაერთვება ან სხვა სიტუაცია იქნება. უფრო ადვილია სუბსიდირება ფქვილზე, ან ხორბალზე გაკეთდეს და არა პურზე, იმიტომ, რომ პურის დამამზადებელი ქვეყანაში საკმაოდ ბევრია, დაახლოებით 2400-ზე მეტი. ამიტომ პურის სუბსიდირება ძალიან რთული გასაკეთებელი იქნება და უფრო ადვილია, თუ ფქვილზე გაკეთდება“ - განაცხადა მალხაზ დოლიძემ. ასევე წაიკითხეთ: სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე: ქვეყანაში სასურსათო დეფიციტის ნიშნებიც კი არ შეინიშნება
„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე: მაისიდან პურის ფასი დაახლოებით 20 თეთრით გაიზრდება
„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, სავარაუდოდ, მაისიდან პურის ფასი გადაიხედება და დაახლოებით 20 თეთრით გაიზრდება. ამის შესახებ დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, დოლიძის თქმით, თონეებში ქართული პურის ფასი უკვე გაიზარდა. „ფასის გადახედვა მოხდება. არ ვამბობ, რომ ისე მოემატება ფასი, როგორც შაქარს ან ცხიმს მოემატა - უსაშველოდ, მაგრამ ჩვენი გადაანგარიშებით ფასის მატება დაახლოებით 20 თეთრის ფარგლებშია მოსალოდნელი. თუ რუსეთიდან უფრო დაბალი ფასის ფქვილი შემოვიდა, ამ ფასს შეგვანარჩუნებინებს. თუ ისევ 75 ლარზე დაფიქსირდება, ფასის ცვლილება საჭირო იქნება. ქვეყანაში ორთვიანი მარაგი ყოველთვის არის, მაგრამ საუბარია ფასზე - მარაგი არის, მაგრამ მაღალფასიანის. როდესაც წარმოებას მაღალფასიანი ფქვილი შემოუვა, წაგებაზე ხომ ვერ იმუშავებს?! ამიტომ, ზუსტად რიცხვს ვერ გეტყვით, მაგრამ, სავარაუდოდ, მაისის თვეში გადაიხედება ფასწარმოქმნა“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, გაიზრდება თუ არა პურის ფასი
„პურის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არის. თუ გარემო ფაქტორები შეიცვლება, ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ქვეყანაში ფქვილი არის, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, ქვეყანას პრობლემა არ აქვს. ჩვენთვის მთავარი ამოსავალია, რომ მოსახლეობისთვის პურზე ხელმისაწვდომობა იყოს და იყოს რაც შეიძლება ხელმისაწვდომი ფასები. მათი გაზრდა მთავრობის და საზოგადოების ინტერესში არ არის. ფქვილის იმპორტზე ხელოვნური ბარიერების შექმნა მიუღებელია, ამაზე დღეს პრემიერმა განცხადება გააკეთა. მთავარია, გვქონდეს, დეტალური მონიტორინგი იმის, რომ ჩვენი ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა მოვახერხოთ“, - განაცხადა დავითაშვილმა. მისივე თქმით, დღეს ქვეყანას ხორბლის გარკვეული მარაგი აქვს. „საქართველო დღეს ტრანზიტული ქვეყანაა, რომლის საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით დაინტერესებულია მათ შორის ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნები, ჩვენს დერეფანში ხორბალი მოძრაობს და აქედან გამომდინარე, ის უსაფრთხოების საკითხები, რომლებზეც თქვენ (რედ. ჟურნალისტები) საუბრობთ, გათვალისწინებულია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში ხორბლის მარაგის შემცირებას ადასტურებს მსოფლიო ბაზარზე ხორბალთან დაკავშირებით გლობალურად გართულებული მდგომარეობა რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდება. რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია, ხოლო უკრაინა - სიდიდით მეხუთე. ჯამურად რუსეთი და უკრაინა გლობალურ ბაზარზე ხორბლის ექსპორტის თითქმის 30%-ს უზრუნველყოფენ. გაეროს ცნობით, მაისის დასაწყისში, უკრაინის პორტებში დაახლოებით 4,5 მილიონი ტონა მარცვლეული იყო დაბლოკილი.
„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე: პურის ფასის კონტროლის ქვეშ მოსაქცევად, წამლების მსგავსად, რეფერენტული ფასები პურზეც უნდა დაწესდეს
"პურის ფასის კონტროლის ქვეშ მოსაქცევად, წამლების მსგავსად, რეფერენტული ფასები პურზეც უნდა დაწესდეს", - ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, პურის ფასის დაკლება დაახლოებით, 10 თეთრის ფარგლებში მოხდეს. „რეფერენტული ფასები უნდა შემოვიდეს. კონტროლი უნდა იყოს იმისა, რომ მე რომ მაღაზიას პური მივაწოდე, მან ეს თანხა თავის მოგებაში კი არ უნდა ასახოს, არამედ მოსახლეობას იმ ფასად მიაწოდოს, რა ფასადაც მიწოდებულია. რა თმა უნდა, შიგნით თავის მოგება უნდა ჩადოს, მაგრამ არა ისეთი მაღალი, რომ მოსახლეობაზე აისახოს. ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და ა.შ. ფასებში ფოკუსირდება, ამიტომ თუ გვექნება შესაძლებლობა, ჩვენ ყოველთვის წავალთ იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, ეს პურის ფასში ავსახოთ, მითუმეტეს ტენდენცია ისეთია, რომ დღეს ფქვილის ფასები დაბლა მოდის. მეწარმის სურვილი ყოველთვის არის, რომ მეტი პურის რეალიზაცია მოხდეს, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ თუ ამის შესაძლებლობა იქნება, ფასის დაკლება დაახლოებით, 10 თეთრის ფარგლებში მოხდეს, “ - განაცხადა მალხაზ დოლიძემ. ამასთან, დოლიძის განცხადებით, წელს მოსავალი უკეთესია.
„საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე: პური შესაძლოა, ათი თეთრით გაიაფდეს
ახლა ამ პერიოდს ჰქვია ალოობა, ანუ ხორბლის აღების პერიოდი. ალბათ მოხდება ფასების სტაბილიზაცია და დაბლა წამოსვლა. შესაძლებელია, 10 თეთრის ფარგლებში მოხდეს ფასის ცვლილება კლებისკენ, - ამის შესახებ „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განაცხადა. საქსტატი: პური და პურპროდუქტები 32.4 პროცენტით არის გაძვირებული ამასთან, დოლიძე იმედოვნებს, რომ ადგილობრივი წიქსვილებიც ამუშავდება. „ახლა ამ პერიოდს ჰქვია ალოობა, ანუ ხორბლის აღების პერიოდი. ამ პერიოდში ალბათ მოხდება ფასების სტაბილიზაცია და დაბლა წამოსვლა. შარშანდელ პერიოდს თუ შევადარებთ, ხორბალთან დაკავშირებით მსოფლიო ბირჟებზე 500 დოლარი და კიდევ მცოცავი საბაჟო გადასახადი იყო და ძალიან დიდი ფასები არსებობდა, წელს დაახლოებით 340 დოლარია. გვაქვს იმედი, რომ ამუშავდება ადგილობრივი წიქსვილებიც. პატარები უკვე ამუშავდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფქვილის კონკურენციაც იქნება. კონკურენციამ ფასების დაბლა წამოსვლა იცის. მოდით, სიმართლეს შევხედოთ, რაოდენობას ყოველთვის განსაზღვრავს ფასი, რადგან როდესაც ფასი შედარებით დაბალია, მაშინ უფრო მეტი იყიდება. რა თქმა უნდა, მეწარმე ყოველთვის დაინტერესებულია, რომ მას მეტი პროდუქცია გაეყიდოს. აქედან გამომდინარე, საუბარია იმაზე, რომ შესაძლებელია, 10 თეთრის ფარგლებში მოხდეს ფასის ცვლილება კლებისკენ“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
ქართულ ბაზარზე პურის ფასი მცირდება
ქართულ ბაზარზე პურის ფასი მცირდება. როგორც ცნობილია, კომპანიების ნაწილმა პროდუქტზე ფასები 10 თეთრით უკვე შეამცირა. ამასთან, პურის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ფასების კლების ფონზე, საქართველოს ბაზარზეც ხორბლის ფასმა და შესაბამისად, ფქვილის ფასმაც დაიკლო. "ამ ფონზე მეპურეების მხრიდან გამოიკვეთა მზაობა, რომ პურის ფასმა, პირველადი მოთხოვნილების სეგმენტზე დაიწიოს", - აცხადებენ პურის მწარმოებელთა ასოციაციაში.
10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება - „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე
„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, 10 აპრილიდან პურის ფასი 10 თეთრით გაიაფდება. „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება. ვადასტურებ, რომ პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. რაც პრემიერმა გამოაცხადა ამას შევასრულებთ. ფასის დაკლება არ აისახება პურის წონაზე. მე მჯერა, რომ ქსელურ მაღაზიებში პრობლემა არ იქნება და ფასის დაკლება ორგანიზებულად მოხდება. უბნის და საოჯახო მაღაზიებში ვერ ვიქნები გარანტი, არ ვიცი, როგორ მოიქცევიან. ფასების ლიბერალიზაციიდან გამომდინარე, ფასნამატს თვითონ ადებენ. იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა იქ შეიძენს პურს, სადაც იაფი იქნება",- აღნიშნავს მალხაზ დოლიძე მედიაცენტრ „მთავარში“.