თეგი: ჟპზეფ ბორელი
ჟოზეფ ბორელი: გავაგრძელებთ ჩვენს ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის აგრესიას
ზელენსკის აქვს ბევრი მხარდაჭერა, კარგი სიტყვები კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია პრაქტიკული საკითხები, მეტი სამხედრო შესაძლებლობა აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელიმ NATO-ს მინისტერიალის დაწყების წინ განაცხადა. როგორც ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად კიევში ჩასვლას გეგმავს. „ყველამ იცის, იმ სისასტიკეების შესახებ, რომლებიც აღმოჩენილია ბუჩაში და სხვა ახლომდებარე დასახლებებში კიევის ოლქში. უახლოეს დღეებში ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად ჩავალთ კიევში, შევხვდებით პრეზიდენტ ზელენსკის, თავდაცვის მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენ გავიგებთ უკეთესად, რა ხდება იქ“, – განაცხადა ბორელმა. ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას