თეგი: რაკეტა
ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი რაკეტა გამოსცადა
BBC-ს ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი რაკეტა გამოსცადა. იაპონიისა და სამხრეთ კორეის ოფიციალური უწყებების ცნობით, რაკეტამ 30 წუთის განმავლობაში იფრინა, 2 000 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია და გაშვების ადგილიდან 800 კილომეტრში, იაპონიის ზღვაში ჩავარდა. შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს „თავი შეიკავოს შემდგომი დესტაბილიზაციისგან“. იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა მიმდინარე თვეს უკვე მეშვიდე გაშვება დაგმეს. აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფო რეგულარულად ეწინააღმდეგება აკრძალვას. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ თავისი ქვეყნის თავდაცვას გააძლიერებს.
ჩრდილოეთ კორეამ რაკეტის გამოცდა ფოტოებით დაადასტურა
ჩრდილოეთ კორეამ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც 2017 წლის შემდეგ, მისი ყველაზე დიდი რაკეტის გაშვების დროს არის გადაღებული. BBC-ს ცნობით, კოსმოსიდან გადაღებულ უჩვეულო სურათებში ნაჩვენებია კორეის ნახევარკუნძულის ნაწილები და მიმდებარე ტერიტორიები. ფხენიანმა დაადასტურა, რომ გამოსცადა Hwasong-12 საშუალო მოქმედების ბალისტიკური რაკეტა (IRBM). მხოლოდ გასულ თვეში ფხენიანმა ჩაატარა რეკორდული რაოდენობის, შვიდი რაკეტა გაუშვა - ინტენსიური აქტივობა მკაცრად დაგმეს აშშ-მ, სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და სხვა ქვეყნებმა.
NASA-მ რაკეტა SLS-ის სტარტი მეორედ გადადო
აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ ზემძიმე მზიდი რაკეტა SLS-ის სტარტი, რომელსაც ხომალდი Orion-ი მთვარისკენ უნდა წაეყვანა, ხუთ დღეში მეორედ გადადო. NASA-მ გიგანტური რაკეტის გაშვება ტექნიკური პრობლემის გამო შეაჩერა ახალი სავარაუდო სტარტის თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა, YouTube-ზე ღონისძიების ოფიციალურ ტრანსლაციას ახალი თარიღად 5 სექტემბერი აქვს მითითებული. NASA-მ აღიარა, რომ SLS-ის სტარტი შესაძლოა, ოქტომბრამდე გადაიდოს. მანამდე SLS-ის გაშვება 29 აგვისტოს იყო დაგეგმილი. რაც SLS-ის პირველი ეტაპის ცენტრალური ბლოკის ერთ-ერთ ძრავთან შესაძლო პრობლემების გამო გაუქმდა.
უკრაინის მიერ მოგერიებული რუსული რაკეტა მოლდოვაში ჩამოვარდა
ორშაბათს დილით, რუსეთის მხრიდან გასროლილი ერთ-ერთი რაკეტა, რომლის მოგერიებაც უკრაინის საჰაერო ძალებმა შეძლეს, მოლდოვის სოფელ ნასლავჩასთან ჩამოვარდა. „დღეს დილით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ ჩამოგდებული რაკეტა, მოლდოვის რესპუბლიკის სოფელ ნასლავჩასთან ცამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს", - იუწყება მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრო. შედეგად რამდენიმე სახლის მინები ჩაიმსხვრა, თუმცა არავინ დაშავებულა. რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი შემოსაზღვრეს. ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.
ჩრდილოეთ კორეამ ყვითელი ზღვის მიმართულებით მცირე სიშორის ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ ყვითელი ზღვის მიმართულებით მცირე სიშორის ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. გამოცემის ცნობით, ზღვაში დაცემამდე რაკეტებმა 130 კილომეტრი იფრინეს. ამ ეტაპზე, ამერიკული და სამხრეთკორეული სპეცსამსახურები მომხდარის დეტალებს სწავლობენ.
ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ახალი სატელიტური რაკეტა გამოსცადა
ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ახალი სატელიტური რაკეტა გამოსცადა, ამის შესახებ სახელმწიფო მედია იუწყება. Ghaem 100, ირანის პირველი სამსაფეხურიან მზიდ რაკეტას შეუძლია, 80 კგ მასის თანამგზავრები დედამიწის ზედაპირიდან 500 კმ -ის(300 მილის) მანძილზე, ორბიტაზე განათავსოს. რევოლუციური გვარდიის საჰაერო კოსმოსური განყოფილების ხელმძღვანელმა, ამირალი ჰაჯიზადემ, რომელმაც შექმნა Ghaem 100, განაცხადა, რომ ახალი რაკეტის მეშვეობით, კოსმოსში სატელეკომუნიკაციო თანამგზავრ Nahid-ის გაყვანაა დაგეგმილი. აშშ-ის ოფიციალურმა პირმა Reuters-თან განაცხადა, რომ ირანის ეს ქმედება „ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას (UNSCR) 2231, რომელიც მოუწოდებს ირანს, არ განახორციელოს რაიმე ქმედებები ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით, რომლებიც შექმნილია ბირთვული იარაღის განვითარებისთვის, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიის გამოყენებით“.
ანდჟეი დუდა: ჯერ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ ისროლა რაკეტა პოლონეთის მიმართულებით
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ისროლა რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა, თუმცა გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა, რაკეტა რუსული წარმოების იყო. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს „გამოძიება მოკავშირეებთან ერთად ჩატარდება. ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, ვინ გაუშვა რაკეტა. ეს არის რუსული წარმოების რაკეტა, მაგრამ გამოძიება გრძელდება", - განაცხადა დუდამ. მედია NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედების შესახებ იუწყება პოლონეთის პრეზიდენტმა ყველას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. „არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ შემდგომი მოვლენების ესკალაცია მოხდება. პოლონელი ჯარისკაცები ადგილზე არიან. ჩვენ გვაქვს მოკავშირეების მხარდაჭერა, ვალდებულებები სრულდება. ჩვენ ვმუშაობთ. დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა - ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. ყველას ვთხოვ სიმშვიდე შევინარჩუნოთ“, - განაცხადა დუდამ. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
ერდოღანი პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნაზე: არ მგონია, ამ ფაქტს კავშირი ჰქონდეს რუსეთთან
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, აშშ და სხვა ქვეყნები ამბობენ, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა, რუსეთის მიერ არ იყო გასროლილი. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს ამის შესახებ მან G20-ის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მე პატივი უნდა ვცე რუსეთის განცხადებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა თქვა „ამ საქმეს ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს", - განაცხადა ერდოღანმა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ რუსეთი და უკრაინა გავაერთიანოთ ერთ მაგიდასთან, არ არის საჭირო ამ ომში მესამე მონაწილის ძებნა“, - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
სალომე ზურაბიშვილი: სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობასა და ხალხს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის ფაქტს, Twitter-ზე გამოეხმაურა. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს „თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე პერიოდში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობას და პოლონელ ხალხს ხალხს. პოლონეთი ევროპის გულია. ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს!“.- წერს საქართველოს პრეზიდენტი. ანდჟეი დუდა: ჯერ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ ისროლა რაკეტა პოლონეთის მიმართულებით უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
NATO-ს წყარო: ბაიდენის თქმით, პოლონეთში აფეთქება, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ გამოიწვია
Reuters-ი NATO-ს წყაროზე დარდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ (G7) და ნატოს პარტნიორებს უთხრა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს მანამდე, 16 ნოემბერს ჯო ბაიდენმა საჯაროდ თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთიდან ნასროლი ყოფილიყო. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: უკრაინას თავდაცვის სრული უფლება აქვს
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, პოლონეთში მომხდარ ინციდენტზე სპეციალური განცხადება გააკეთა. „ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ წინაღმდეგობას პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას განცხადებასთან, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, აფეთქება უკრაინის საზენიტო რაკეტამ გამოიწვია, რომელიც სამწუხაროდ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა“, - ნათქვამია აშშ-ის ნაციონალური საბჭოს პრესმდივნის, ედრიენ უოტსონის სახელით გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ენდობა პოლონეთს, რომელიც ამ საქმეს იძიებს და ამ ფონზე მიიჩნევს, რომ წინმსწრები განცხადებების გაკეთება ნაადრევია. ამასთან, ადმინისტრაცია აცხადებს, რომ გამოძიებით რა შედეგიც არ უნდა დადგეს, ამ ტრაგიკულ შემთხვევაში რუსეთია დამნაშავე, რადგან უკრაინის ინფრასტრუქტურაზე მიიტანა იერიში. „უკრაინას აქვს, ჰქონდა და ყოველთვის ექნება თავდაცვის უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. 16 ნოემბერს, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ გამოთაქვა ეჭვი, რომ „დიდი ალბათობით“ რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაისროლა. მოგვიანებით, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პოლონეთში მომხდარი ინციდენტის გამო, NATO-ს ქვეყნები არ აპირებენ აამოქმედონ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი, რომელიც გარე საფრთხეზე რეაგირების მექანიზმია. Reuters-მა NATO-ს წყაროზე დარდნობით დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ (G7) და NATO-ს პარტნიორებს უთხრა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია. თუმცა მანამდე, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს.
ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინას „სარაკეტო ინციდენტის“ შესახებ სრულ ინფორმაციას უზიარებს
შეერთებული შტატები უკრაინას უზიარებს სრულ ინფორმაციას პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩავარდნასთან დაკავშირებით. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბანგკოკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ რეგულარულ კონტაქტზე ვიყავით ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან. ჩვენ ვუზიარებთ ინფორმაციას, რაც გვაქვს", - განაცხადა ბლინკენმა. ბლინკენმა აღნიშნა, რომ გამოძიება გრძელდება, მაგრამ აშშ-ს „ჯერჯერობით არაფერი აქვს ისეთი, რაც ეწინააღმდეგება პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჯეი დუდას წინასწარ შეფასებას, რომ სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შედეგად, სამწუხაროდ, პოლონეთში ჩავარდა რაკეტა. მისივე თქმით, რაც არ უნდა იყოს ამ ინციდენტის დეტალები, რუსეთი არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა“, მოსკოვის აგრესიული სარაკეტო დარტყმებისა და ომის გაგრძელების გამო. 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვოში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკუბ კუმოჩმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა რაკეტის ნარჩენები შეისწავლა და ტრაექტორია გამოთვალა. როგორც კუმოჩმა განაცხადა, არსებობს მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული რაკეტა. უკრაინული მედიის ცნობით, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინ ადანაშაულებს უკრაინას პოლონეთის ტერიტორიაზე განზრახ დარტყმაში, რადგან „რუსეთმა, იმ დღეს დაბომბა უკრაინა და სწორედ რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა“. 16 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო NATO-სა და პოლონეთის განცხადება იმის შესახებ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ერთობლივი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, „რუსული კვალის მტკიცებულებები წარადგინოს“.
ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბალიზე, G20-ის სამიტზე ვიზიტისას, განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთში აფეთქდა, სავარაუდოდ, რუსეთის ტერიტორიიდან არ იყო ნასროლი. „არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რაც ამას ადასტურებს. არ მსურს ამაზე საუაბრი, სანამ სრულად არ გამოვიძიებთ, მაგრამ ტრაექტორიით ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის რუსეთიდან გაესროლათ. თუმცა, ვნახავთ“, - განაცახდა ბაიდენმა შეკითხვის საპასუხოდ, იყო თუ არა პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთიდან ნასროლი. მანამდე, პოლონეთისადმი მხარდამჭერი პირველი განცხადება ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გააკეთეს. NATO-ს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩავარდნის შესახებ ცნობებზე, ალიანსის გენმდივანმა პირველი კომენტარი პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლონეთმა მსხვერპლისა და აფეთქების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა რა მოხდა კონკრეტულად, ვარშავას ოფიციალურად არ განუცხადებია და რუსული რაკეტების შესახებ, არც მედიაში გავრცელებული თავდაპირველი ცნობები დაუდასტურებია. ცნობისათვის, NATO-ს მე-4 მუხლი ბოლოს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამოქმედდა. ალიანსის ისტორიაში, მე-4 მუხლი სულ შვიდჯერ გამოიყენეს. უფრო ადრე მისი ამოქმედება თურქეთმა მოითხოვა.
ჩრდილოეთ კორეამ 4 საკრუიზო ფრთოსანი რაკეტა გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ წვრთნების დროს ოთხი საკრუიზო ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. რაკეტებმა 2000 კმ-ის მანძილის დაფარვის შემდეგ, სამიზნე გაანადგურეს. ადგილობრივი მედის ცნობით, რაკეტების გაშვება იმის დემონსტრირებაა, რომ ქვეყანას მტრული ძალების წინააღმდეგ ბირთვული კონტრთავდასხმის შესაძლებლობა გააჩნია.
სამხრეთ კორეის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გაუშვა
სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ ყვითელ ზღვის მიმართულებით რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „დეტალებს სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები აანალიზებენ,“ - ნათქვამია სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის განცხადებაში. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონია შორი რადიუსის რაკეტების შემუშავების გამო, რეგიონში დაძაბულობის გამწვავებაში დაადანაშაულა. შეგახსენებთ, აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ერთად სანქციები 31 აგვისტოს დააწესა რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ორი მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ ფხენიანის მიერ მასობრივი განადგურების იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების უკანონო განვითარებაში. სეული და ვაშინგტონი, ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. დაახლოებით ერთი თვის წინ, მხარეებმა სეულში, ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, (USS Kentucky) სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, პუსანის პორტს ეწვია. საპასუხოდ, ჩრდილოეთ კროეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
ფხენიანმა 12 საათში ორი რაკეტა გამოსცადა
სამხრეთ კორეის და იაპონიის თავდაცვის სამინისტროები იუწყებიან, რომ დღეს, 18 დეკემბერს დილით, ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. ფხენიანის რაიონიდან გაშვებულმა შორ მანძილზე მოქმედების რაკეტამ 73 წუთში დაახლოებით 1000 კილომეტრის მანძილი დაფარა და იაპონიის კუნძულ ხოკაიდოსთან, ეკონომიკური ზონის საზღვრებს მიღმა, ზღვაში ჩამოვარდა. 17 დეკემბერს, საღამოს ჩრდილოეთ კორეამ გამოცადა მოკლე მანძილზე მოქმედების ბალისტიკური რაკეტაც, რომელმაც ზღვაში ჩამოვარდნამდე დაახლოებით 570 კილომეტრის მანძილზე იფრინა. ბალისტიკური რაკეტების გამოცდა სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაგმეს და ფხენიანი კვლავ დაადანაშაულეს გაეროს რეზოლუციების დარღვევასა და რეგიონისთვის საფრთხის შექმნაში. ჩრდილოეთ კორეამ, რომელსაც რაკეტების გამოცდა გაეროს რეზოლუციებით აკრძალული აქვს, მხოლოდ 2023 წელს 20-მდე გამოცდა ჩაატარა. ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეაში, პუსანის პორტში შევიდა