თეგი: რამშტეინი
რამშტეინის ფარგლებში, უკრაინის დასახმარებლად მეშვიდე შეხვედრა გაიმართება
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი დღეს, 16 ნოემბერს რამშტეინის ფორმატში მეშვიდე შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა. „უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეშვიდე შეხვედრას, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ოსტინი და გაერთიანებული შტაბის უფროსი მილი უხელმძღვანელებენ“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენელმა. შეხვედრა ვირტუალურად და პენტაგონის მოდერატორობით გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 50-მდე ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელების წინა, მეექვსე შეხვედრა რამშტეინის ფორმატში, ოქტომბერში ბრიუსელში გაიმართა. ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდება იყო.