თეგი: რამშტეინ 7
ცნობილია 6 სახელმწიფო, რომლებიც უკრაინას ახალ შეიარაღებას გადასცემენ
რამდენიმე ქვეყანამ, უკრაინის თავდაცვისთვის საკონტაქტო ჯგუფის მე-7 შეხვედრაზე (რამშტეინის ფორმატი) უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდების შესახებ განაცხადა. კანადა უკრაინას $34 მილიონით დაეხმარება. კერძოდ, საუბარია სამხედროებისთვის ზამთრის აღჭურვილობაზე, დრონების კამერებზე, სატელიტურ სურათებზე. შვედეთი უკრაინას, სამხედრო დახმარების სახით 287 მილიონ ევროს გამოუყოფს. დახმარების პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის სისტემები. ესპანეთი უკრაინას დამატებით 2 ერთეული Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემასა და რაკეტებს გადასცემს. საბერძნეთი უკრაინას, 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს მიაწვდის. გერმანია განაგრძობს უკრაინისთვის, საჰაერო თავდაცვის სისტემების, არტილერიისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას. პოლონეთი უკრაინას მიაწოდებს საარტილერიო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს. „თავისუფალი სამყარო ჩვენთანაა მანამდე, ვიდრე ჩვენ გავიმარჯვებთ. უკრაინის სიძლიერე ახლა არის: გაზრდილი ეკონომიკური პოტენციალი, უკრაინის არმიის უკეთესი მომზადება, თანამედროვე ლოგისტიკა. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ახალი ინიციატივების მხარდაჭერისთვის", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა, Twitter-ზე დაწერა.