თეგი: რეზა ფეჰლავი

1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შედეგად ჩამოგდებული შაჰის დევნილი ვაჟი ისრაელს ეწვევა - Reuters

1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შედეგად ჩამოგდებული შაჰის დევნილი ვაჟი ისრაელს ეწვევა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახენ ისრაელის მთავრობამ განაცხადა. სააგენტო წერს, რომ ისრაელსა და ირანს შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი შაჰის დროს, თბილი კავშირები ჰქონდათ, თუმცა მას შემდეგ მტრები გახდნენ.ისრაელის მთავრობამ თავის განცხადებაში განმარტა, რომ რეზა ფეჰლავის ვიზიტი მიზნად ისახავს, შექმნას "ხიდი ისრაელსა და ირანელ ხალხს შორის და გამოხატოს ერთობლივი წინააღმდეგობა აიათოლას რეჟიმის მიმართ". მისივე თანახმად, რეზა ფეჰლავი ყველაზე მაღალი სტატუსის მქონე ირანელი პირია, რომელიც ოდესმე წვევია ისრაელს საჯაროდ“. ინფორმაციისთვის, ირანის რევოლუციის შედეგად, ირანი კონსტიტუციური მონარქიიდან სახალხო თეოკრატიულ ისლამურ რესპუბლიკად იქცა; შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ შეცვალა. რევოლუცია ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე ლიბერალთა, მემარცხენეთა და რელიგიურ ჯგუფთა ალიანსმა შაჰის მმართველობა დაამხო; მეორე ეტაპზე, რომელსაც ისლამურ რევოლუციასაც უწოდებენ, აიათოლა მოვიდა მართვის სათავეში. შემდგომ პერიოდში ისლამური კულტურული რევოლუცია განხორციელდა. „დემოკრატიული ირანი შეეცდება, განაახლოს თავისი კავშირები ისრაელთან და ჩვენს არაბ მეზობლებთან. ჩემი აზრით, ეს დღე უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე“. - ამბობს ფაჰლავი ისრაელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ვიზიტის დროს ფეჰლავი მონაწილეობას მიიღებს ჰოლოკოსტთან დაკავშირებულ ცერემონიაში. დაგეგმილ ვიზიტზე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერსაც დაუსვეს შეკითხვა. „არც ის ადამიანი, რომელიც თქვენ ახსენეთ (რეზა ფეჰლავი) და არც ამ მოგზაურობის მიზანი, არც ადგილი, სადაც მას სურს გამგზავრება, არ არის განხილვის ღირსი“, - განაცხადა ნასერ ქანაანმა.