თეგი: რეკორდი
ამერიკელებმა „შავ პარასკევს“ ონლაინ შოპინგისას რეკორდული თანხა დახარჯეს
აშშ-ში მომხმარებლებმა, მადლიერების დღის შემდეგ „შავ პარასკევს“ ონლაინ შოპინგისას $9,12 მილიარდი დახარჯეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC ავრცელებს. აღნიშნულია, რომ მთლიანი ონლაინ გაყიდვები ამ დღეს, წელიურ ჭრილში 2,3%-ით გაიზარდა, განსაკუთრებით ელექტრონიკის სექტორში. ელექტრონიკის სექტორში ონლაინ გაყიდვები ოქტომბრის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 221%-ით გაიზარდა. კიდევ ერთი პოპულარული კატეგორია იყო სათამაშოები, სადაც გაყიდვები 285%-ით გაიზარდა, ასევე ფიტნეს აღჭურვილობა 218%-ით. თუმცა ბევრი მყიდველი დათანხმდა განვადებით გადახდას ფასების ზრდისა და ინფლაციის გამო. ამ გადახდის სქემით შესყიდვების რაოდენობა გასულ კვირასთან შედარებით 78%-ით გაიზარდა. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ წელს ასევე სმარტფონების შესყიდვაზე, ონლაინ შოპინგისას - 48%-ი დაიხარჯა, გასულ წელს გახარჯული თანხის მაჩვენებელმა 44%-ი შეადგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ირაკლი როსტომაშვილმა აზიდვებში ახალი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და გინესის სარეკორდო შედეგი კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ნფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 60 სმ პლათფორმიდან 1 წუთის განმავლობაში შეასრულა აზიდვების 124 მოძრაობა. მისი ახალი რეკორდი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა და უახლოეს დღეებში აღნიშნული შედეგი გინესის მსოფლიო რეკორდების ფედერაციის ოფისში გაიგზავნება. ირაკლი როსტომაშვილისთვის სხვადასხვა სტილით აზიდვებში დამყარებული რიგით მეოთხე მსოფლიო რეკორდია და შესულია გინესის რეკორდების წიგნში. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის სარეკორდო გამოსვლა ტექნიკურ-მატერიალური ბაზით უზრუნველყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
დიდი რაოდენობით პირადი ქონების დაკარგვის გამო ილონ მასკი, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა
SpaceX-ის, Tesla-სა და Twitter-ის მფლობელი, აშშ-ში მცხოვრები მილიარდერი ილონ მასკი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. Bloomberg: ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელმაც $200 მილიარდი დაკარგა ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მასკმა 2022 წელს დაკარგული პირადი ქონების მოცულობით, მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ Business Insider ორგანიზაციის პრესრელიზზე დაყრდნობით იუწყება. „ილონ მასკმა, პირადი სიმდიდრის ყველაზე დიდი დანაკარგით მსოფლიო რეკორდი დაამყარა“, - ნათქვამია გინესის რეკორდების წიგნში. ილონ მასკმა 2022 წელს $140 მილიარდი დაკარგა, თუმცა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეორეა 2022 წლის მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი ცნობილია - forbes ორგანიზაციამ თავისი გადაწყვეტილება Forbes-ის მონაცემებით გაამართლა, რომლის მიხედვითაც მასკის პირადი კაპიტალი მხოლოდ ერთ წელიწადში $183 მილიარდით შემცირდა. ილონ მასკამდე წინა რეკორდსმენი იყო იაპონელი მეწარმე, Softbank-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მასაიოში სონი. 2000 წელს მან $58,6 მილიარდი დაკარგა. „არ ინერვიულოთ, მიუხედავად იმისა, რომ მასკმა დაკარგა მეტი ფული, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ადამიანმა ისტორიაში, ის მალე არ მოკვდება შიმშილით. ის მსოფლიოში კვლავ მეორე უმდიდრესი ადამიანია“, - ნათქვამია გინესის რეკორდების წიგნში.