თეგი: რეცესია
ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიაშია
ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა დღეს აღიარა, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიაშია. ბრიტანეთის ეკონომიკა მომავალ წელს 1,4%-ით შემცირდება. ჰანტმა განმარტა, რომ ეკონომიკაზე გავლენას ახდენს გლობალური ფაქტორები, კერძოდ, უკრაინის ომი, რასაც ენერგორესურსებსა და სურსათზე ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა. მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთი ნაკლებად იყო მზად იყო ასეთ შოკებთან გამკლავებისთვის, ვიდრე მისი ზოგიერთი კონკურენტი. მთავრობა პროგნოზირებს, რომ დიდ ბრიტანეთს ექნება შედარებით ზედაპირული, მაგრამ გაჭიანურებული რეცესია, რაც გავლენას მოახდენს ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუ ინგლისის ბანკის ინდივიდუალური პროგნოზები ახდება, უმუშევრობის დონემ შესაძლოა, 6,5%-ს მიაღწიოს და სამუშაოს გარეშე კიდევ მილიონი ადამიანი დარჩეს.
2023 წელს მსოფლიო ეკონომიკის მესამედი რეცესიაში იქნება - სავალუტო ფონდი
გლობალური ეკონომიკის მესამედი წელს რეცესიაში იქნება, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა. მისივე თქმით, 2023 წელი „უფრო რთული“ იქნება, რადგან აშშ-ის, ევროკავშირის და ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ნელდება. IMF-ის ხელმძღვანელის პროგნოზით, ევროპისთვის რეცესია გარდაუვალია, აშშ კი მის ზღვარზეა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბაზისო მაჩვენებელი თავიდან აიცილებს გლობალურ რეცესიას მომდევნო წლის განმავლობაში, ამის შანსები არასასიამოვნოდ მაღალია. ევროპა ვერ გადაურჩება რეცესიას და აშშ ზღვარზეა", - განაცხადა გრეგორევამ. საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანებულია მსოფლიოს 190 ქვეყანა. გეორგიევას კომენტარები საგანგაშო იქნება მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით აზიაში, რომელმაც მძიმე წელი გადაიტანა 2022 წელს. ინფლაცია სტაბილურად იზრდება მთელ რეგიონში, ძირითადად უკრაინის ომის გამო, ხოლო მაღალი საპროცენტო განაკვეთებით ასევე დაზარალდება შინამეურნეობები და ბიზნესი.