თეგი: რეჯეფ თაიფ ერდოღანი
მედიის ცნობით, პუტინი თურქეთს შესაძლოა, თებერვლის მეორე ნახევარში ეწვიოს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, თურქეთს თებერვლის მეორე ნახევარში ეწვიოს, იუწყება ტელეარხი A haber. მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტი თურქეთში შესაძლებელია, პეკინის ოლიმპიადის გახსნის შემდეგ განხორციელდეს. რუსეთის ლიდერის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი ისარგებლებს პრეზიდენტ თაიფ ერდოღანის მიწვევით, როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და განრიგი ამის საშუალებას მისცემს.
ერდოღანი უკრაინაშია
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია. Twitter-ზე განთავსებულ პოსტში ერდოღანი აღნიშნავს, რომ იმედი აქვს, შეხვედრები ხელშესახებ შედეგებს მოიტანს ორივე ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. „ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს უკრაინის წინაშე მდგარი გამოწვევებს და დაძაბულობას რეგიონში. თურქეთი, როგორც შავი ზღვის ქვეყანა, მოუწოდებს ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებით და დიალოგით შეინარჩუნონ მშვიდობა რეგიონში. ნათელია, რომ კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. თურქეთი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს თავის რეგიონში მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში“, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი. ერდოღანი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაესწრება ორმხრივი მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს მე-10 შეხვედრას. ის და მისი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, ხელს მოაწერენ სხვადასხვა შეთანხმებას და ერთობლივ პრესკონფერენციას გამართვენ.
ერდოღანმა კიევში გამგზავრების წინ, თურქეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის დეტალებზე ისაუბრა
უკრაინაში გამგზავრების წინ, თურქეთის რეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთში რუსეთის ლიდერის ვიზიტზე ისაუბრა. ჟურნალისტებთან საუბრისას ერდოღანმა აღიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთს ჩინეთში ვიზიტის შემდეგ ეწვევა. პუტინის ვიზიტი 3 თებერვალს არის დაგეგმილი ჩინეთში, სადაც ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4-დან 20 თებერვლამდე უნდა გაიმართოს. რაც შეეხება უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებას, ერდოღანის თქმით, თურქეთი მჭიდროდ ადევნებს თვალს მოვლენებს. „ყველა პლატფორმაზე ჩვენ ვაცხადებთ თურქეთის მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა. ერდოღანმა ყველა მხარეს მოუწოდა, გამოიჩინონ თავშეკავება და დიალოგში ჩაერთონ რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ერდოღანი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაესწრება ორმხრივი მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს მე-10 შეხვედრას. ის და მისი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, ხელს მოაწერენ სხვადასხვა შეთანხმებას და ერთობლივ პრესკონფერენციას გამართვენ. პრეზიდენტმა ერდოღანმა 3 თებერვალს ასევე განაცხადა, რომ ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ოფიციალური თურქეთს ვიზიტით მარტში ეწვევა. ასევე წაიკითხეთ: ისრაელის პრეზიდენტი თურქეთს ეწვევა მედიის ცნობით, პუტინი თურქეთს შესაძლოა, თებერვლის მეორე ნახევარში ეწვიოს
რა საკითხები განიხილეს ზელენსკიმ და ერდოღანმა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ყირიმის პლატფორმაში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ზელენსკიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, ყირიმის პლატფორმაში აქტიური მონაწილეობისთვის ყირიმის გათავისუფლებისა და ყირიმის მცხოვრებლების უფლებების დაცვის მიზნით. ჩვენ ვსაუბრობთ ყირიმელი თათრების მხარდაჭერასა და დევნილთა საცხოვრებლის მშენებლობაზე. ამ საკითხში ნამდვილად არის პროგრესი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მალე იქნება შედეგი და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება ხერსონში, მიკოლაივსა და კიევში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკიმ ასევე გამოხატა მადლიერება ერდოღანის ინიციატივისთვის, გახდეს შუამავალი უკრაინასა და რუსეთს შორის აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დასრულების გზაზე. „უკრაინაში მშვიდობისთვის ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ყველა პლატფორმასა და ყველა ფორმატში. არ აქვს მნიშვნელობა, სად შეგვიძლია დავასრულოთ ომი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა გულწრფელად იყოს მზად ამისთვის", - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხანა აშენდება უკრაინამ და თურქეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს
ერდოღანი ზელენსკის: თურქეთი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის დასასრულებლად
თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობის დასასრულებლად თავისი წვლილი შეიტანოს, ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. უკრაინისა და თურქეთის ლიდერებმა სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში განიხილეს რეგიონში განვითარებული მოვლენები და ორმხრივი ურთიერთობები. „ხაზგასმით აღვნიშნე, რომ თურქეთი სიამოვნებით უმასპინძლებს სამიტს (რუსეთსა და უკრაინას შორის) ლიდერების დონეზე, ან დისკუსიებს ტექნიკურ დონეზე“, - განაცხადა ერდოღანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის, მათ შორის ყირიმის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას“. „ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ კრიზისი დასრულდება მშვიდობიანად და დიპლომატიური გზით, საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე, მინსკის პროტოკოლის შესაბამისად“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმერ ზელენსკი: რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უსაფრთხოება და მშვიდობა იყო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, კიევში თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უსაფრთხოება და მშვიდობა იყო. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი ცხადყოფს, თუ ვინ არის უკრაინის მეგობარი. "ეს ნათლად აჩვენებს, ვინ არის უკრაინის მეგობარი, რომელიც ყოველთვის მზადაა ჩვენს გვერდით დადგეს და დაგვეხმაროს. უკრაინა ამას არასდროს დაივიწყებს. მაგრამ გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი მეგობრობა გაძლიერდება არა საერთო საფრთხეებით, არამედ მხოლოდ საერთო გამარჯვებებით“, - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.
თურქეთის პრეზიდენტი: დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის მოგვარების საქმეში წვლილი ვერ შეიტანეს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის მოგვარების საქმეში წვლილი ვერ შეიტანეს, ხოლო ევროპაში არ არიან ლიდერები, რომლებსაც ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობის დასრულებაში. „სამწუხაროდ, დასავლეთს აქამდე არანაირი წვლილი არ შეუტანია ამ საკითხის მოგვარებაში. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი მხოლოდ აუარესებენ სიტუაციას. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ საკითხთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას იმიტომ, რომ ზელენსკისთან შეხვედრაზე დავინახე, რომ ჩვენ უკვე გვქონდა შეთანხმება ამ საკითხებზე. ამ დროისთვის ევროპაში სერიოზული პრობლემაა ამ საკითხის მოგვარების კუთხით. როდესაც შეერთებულ შტატებში არსებულ ვითარებას ვაკვირდებით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯერ ვერ შეძლო ამ პროცესისადმი დადებითი მიდგომის გამოვლენა. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებზე ჯერჯერობით შედეგისკენ პროგრესი არ დაფიქსირებულა. ჩვენ ამას ნათლად ვხედავთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
NATO-ს გენმდივანმა და თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინის საკითხი განიხილეს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის საკითხი განიხილეს. სატელეფონო საუბრის შესახებ სტოლტენბერბმა Twitter-ზე დაწერა. „ვესაუბრე პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო გაძლიერებაზე. მადლობა გადავუხადე მას აქტიური მხარდაჭერისა და პირადი ჩართულობისთვის პოლიტიკური გადაწყვეტის მოძებნაში. მივესალმე უკრაინის მიმართ თურქეთის მტკიცე და პრაქტიკულ მხარდაჭერას. NATO კვლავ მზადა დიალოგისთვის“, - წერს იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. ასევე წაიკითხეთ ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა რას სთავაზობს NATO რუსეთს ენტონი ბლინკენი ლავროვს: ყველა ქვეყნის უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები რუსეთს გავლენის სფეროებში არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს და მოლდოვის დაბრუნება სურს. პუტინი ცდილობს, შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების რუკა პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.
ენტონი ბლინკენმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ უკრაინის საკითხი განიხილეს
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა განიხილეს NATO-ს შემდგომი კოორდინაციის გზები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი ესკალაციისა და აგრესიის საფრთხის წინააღმდეგ. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთო ვალდებულებას და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს დიპლომატიურ გადაწყვეტას. პირველმა დიპლომატებმა ასევე განიხილეს აშშ-სა და თურქეთს შორის ძლიერი ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნების შესაძლებლობები. ბლინკენმა და ჩავუშოღლუმ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზეც ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მხარეებმა განიხილეს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი და დამატებითი ნაბიჯები, რომლებიც აშშ-ს შეუძლია ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად გადადგას.
ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა
თურქეთის პრეზიდენტი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (UAE) 14 თებერვალს გაემგზავრება. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის და აბუ-დაბის საამიროს მმართველის ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანის მოწვევით ხორციელდება, ნათქვამია თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის გავრცელებულ განცხადებაში. ვიზიტისას თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების ნაბიჯები განიხილება. მხარეები ასევე გაცვლიან მოსაზრებებს რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებზე, ყურადღებას გაამახვილებენ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისა და შენარჩუნების საკითხზე. ორი ლიდერი დაესწრება სხვადასხვა შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონიას პირისპირ და დელეგაციების შეხვედრების შემდეგ. შეთანხმებები მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მათ შორის ინვესტიციებს, თავდაცვას, ტრანსპორტს, სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვასა და მედიას. თურქეთის ლიდერი 15 თებერვალს ასევე ეწვევა ექსპო 2020-ს დუბაიში, სადაც თურქეთის ეროვნული დღე აღინიშნება.
ზელენსკიმ ერდოღანს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთის ბოლო გადაწყვეტილებები განიხილეს. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ერდოღანს ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რომელიც ითვალისწინებს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების სამიტის ჩატარებას უკრაინის, თურქეთისა და გერმანიის მონაწილეობით. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის Twitter გვერდზე განთავსდა. სატელეფონო საუბარი მქოონდა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, მადლიერება გამოვხატე უკრაინის პოზიციის მხარდაჭერისთვის რუსეთის ბოლო პროვოკაციულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ასევე, მადლობა გადავუხადე ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რომ ჩატარდეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების სამიტი უკრაინის, თურქეთისა და გერმანიის მონაწილეობით. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ამასთან, ევროკავშირის მხრიდან 21 თებერვალს დაანონსდა, რომ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება.
ანკარა: ერდოღანმა პუტინს ხაზგასმით განუცხადა, რომ თურქეთი არ აღიარებს მოსკოვის ბოლო ნაბიჯებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. თურქული მედიის ცნობით, პუტინთან საუბარში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის დეესკალაციისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად და ანკარაში უმასპინძლოს პრეზიდენტ პუტინს. ინფორმაციას თურქული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა არ აღიარებს მოსკოვის ბოლო ნაბიჯებს, რომლებიც არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამასთან, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის დავის გადაწყვეტის მნიშვნელობას მინსკის შეთანხმებების საფუძველზე. თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება დიალოგის გზით დავის მოგვარებისკენ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ინარჩუნებს კონსტრუქციულ პოზიციას NATO-ს ფარგლებში. პუტინი-ერდოღანის საუბრის შემდეგ, კრემლმაც გამოაქვეყნა ცალკე განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ორმა ლიდერმა მოსაზრებები გაცვალა რუსეთის მიერ ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარების შესახებ. ნათქვამია, რომ პუტინმა ეს ნაბიჯი ახსნა "დონბასში უკრაინის ხელისუფლების აგრესიით და მათი კატეგორიული უარით მინსკის შეთანხმების შესრულებაზე". პუტინმა ასევე გამოხატა იმედგაცრუება აშშ-სა და NATO-ს რეაქციით და განაცხადა, რომ მათ „რუსეთის ლეგიტიმური შეშფოთების და მოთხოვნების“ იგნორირება მოახდინეს“. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
ერდოღანი: რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით, NATO-ს უფრო გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადაედგა
დასავლეთს და მის ინსტიტუტებს, განსაკუთრებით NATO-ს, უფრო გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადაედგათ რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით, - თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ფრო კონკრეტული მხარდაჭერა სჭირდება, ვიდრე დასავლეთის დედაქალაქების რჩევები. ერდოღანის განცხადება NATO-ს ლიდერების ვირტუალურ სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე გაკეთდა. ონლაინსამიტს თურქეთის პრეზიდენტიც დაესწრება. „დასავლეთი დღემდე უამრავ რჩევას აძლევდა უკრაინას და კვლავ აგრძელებს რჩევების შეთავაზებას... „რა გააკეთე აქამდე? არანაირი ნაბიჯი არ არის გადადგმული. სწორედ ამიტომ ვანიჭებ მნიშვნელობას NATO-ს შეხვედრას. NATO-ს უფრო გადამწყვეტი ნაბიჯები მართებს“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს სტამბოლში.
ანკარა: ერდოღანმა ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რაც შეიძლება მალე მიღწევას ცდილობს
თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს სატელეფონო საუბარი გამართეს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ანკარის ცნობით, ერდოღანმა ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინაში ზავის რაც შეიძლება მალე მიღწევას ცდილობს. „მოლაპარაკებების დროს, მხარეებმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები და რუსეთის სამხედრო ინტერვენციის საკითხი განიხილეს. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ცდილობს უზრუნველყოს ზავის რაც შეიძლება მალე გამოცხადება, რაც გარანტიას იძლევა, რომ აღარ იქნება სიკვდილი და უკრაინა აღარ დაზარალდება“, - განუცხადეს ჟურნალისტებს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ერდოღანსა და ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. პრეზიდენტებმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია განიხილეს. განხილვის თემა უკრაინასა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებებიც იყო. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლუკაშენკოს განუცხადა, რომ ანკარა გააგრძელებს ძალისხმევას ომის შესაჩერებლად და მშვიდობის აღსადგენად. ერდოღანმა ორშაბათს განაცხადა, რომ თურქეთი არ გაწყვეტს მის კავშირებს რუსეთთან ან უკრაინასთან და რომ ანკარა აამოქმედებს მონტრეს პაქტს ომის მომავალი ესკალაციის პრევენციისთვის.
ისრაელის პრეზიდენტი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
თურქეთში ისრაელის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ჰერცოგი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. თურქული მედია წერს, რომ მრავალი წლის შემდეგ, ისრაელის სახელმწიფოს მეთაურის პირველი ვიზიტი თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილება.
ოლაფ შოლცი თურქეთს ეწვევა
გერმანიის კანცლერი თურქეთს 14 მარტს ეწვევა. ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს. ოლაფ შოლცი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. მხარეები ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონულ პროცესებს განიხილავენ. ეს ოლაფ შოლცის პირველი ვიზიტი იქნება მას შემდეგ, რაც ის 2021 დეკემბერში გერმანიის კანცლერად აირჩიეს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს უმასპინძლა. ლიდერებმა შეხვედრა ანკარაში გამართეს. შეხვედრის დეტალები არ გავრცელებულა, თუმცა According to APA, the press service of the AR President informed about it. The details of the meeting were not disclosed. Erdoğan and Ilham Aliyev have been in close dialogue in a bid to thaw the Ukrainian crisis. As Turkey assumed a mediator role between the two warring parties thanks to its close ties with both Ukraine and Russia, the Turkish president has been holding several phone conversations with his interlocutors. Erdoğan was also scheduled to talk with U.S. President Joe Biden on late March 10 after Daily News went press. The phone call comes on the day of a tripartite meeting of Russian, Ukrainian and Turkish foreign ministers on the sidelines of the Antalya Diplomacy Forum. Meanwhile, Erdoğan had a telephone conversation with Ursula von der Leyen, the president of the European Commission, on March 9, and they discussed Turkey-EU relations and Russia’s attack on Ukraine. Greek Prime Minister Kyriakos Mitsotakis will be in Istanbul at the weekend and Erdoğan will host him on March 13. Turkey will also host German Chancellor Olaf Scholz on March 14 to discuss bilateral ties and the ongoing Russian invasion of Ukraine.
ერდოღანმა ბაიდენს განუცხადა, რომ ლავროვისა და კულებას შეხვედრის ორგანიზება დიპლომატიური გამარჯვებაა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ანკარისთვის მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან, რათა თავიდან აიცილოს მათი კონფლიქტის გამწვავება. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ერდოღანმა ასევე განუცხადა ბაიდენს, რომ თურქეთის, როგორც ფასილიტატორის როლი კონფლიქტის გადაწყვეტის მცდელობაში, მნიშვნელოვანი იყო. ბაიდენთან საუბრისას ერდოღანმა განაცხადა, რომ ლავროვსა და კულებას შორის შეხვედრის ორგანიზება თავისთავად დიპლომატიური გამარჯვებაა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მისი უკრაინელი კოლეგა დიმიტრო კულება 10 მარტს, ანტალიაში შეხვდნენ.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი დასავლურ სამყაროს 2014 წელს ყირიმში რუსეთის შეჭრაზე „არასაკმარისი რეაგირების“ გამო აკრიტიკებს
თურქეთის პრეზიდენტმა დასავლური სამყარო მკაცრად გააკრიტიკა 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციაზე არასაკმარისი პასუხის გამო და განაცხადა, რომ უფრო ძლიერ პასუხს შესაძლოა, დღევანდელი ომი თავიდან აეცილებინა. ერდოღანმა აქვე აღნიშნა, რომ ყირიმის ოკუპაციაზე გაჩუმებულები ახლა რაღაცას ამბობენ. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, კიდევ უფრო გართულდა დევნილთა ისედაც მნიშვნელოვანი პრობლემები. ერდოღანი მიიჩნევს, რომ გლობალური უსაფრთხოების ახალი სტრუქტურა უნდა ჩამოყალიბდეს. თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, რაც შეიძლება მალე, სიმშვიდე და საღი აზრი გაიმარჯვებს. ერდოღანმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმებისკენ თავისი მოწოდება ისევ გაიმეორა. „განა სამართლიანობა მსოფლიოს ერთ ნაწილში მოქმედებს და მეორე ნაწილში უმოქმედოა? ეს რა მსოფლიოა? სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობამ არ გამოავლინა სათანადო მიდგომა და არ გამოხატა აუცილებელი მხარდაჭერა ამ უსამართლობის აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. „უკრაინა მარტო დარჩა თავის სამართლიან ბრძოლაში. დღეს ჩვენ ვეჯახებით პრობლემის დამანგრეველ და მტკივნეულ შედეგებს, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელია დიპლომატიური გზით, თუკი დროულად გამოვავლენთ ძლიერ ნებას. როდესაც ვხედავთ, როგორ ტოვებენ მშვიდობიანი მცხოვრებლები სახლებს, როდესაც ბავშვები შეშინებულები არიან, ქალაქები ნანგრევებშია, უდანაშაულოები იღუპებიან, ჩვენი მწუხარება იზრდება გეომეტრიული პროგრესით“ , - დაამატა თურქეთის პრეზიდენტმა.
ნურსულთან ნაზარბაევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს
ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში მოლაპარაკებები გამართა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან. ნაზარბაევის პრესსამსახურის ცნობით, მან მადლობა გადაუხადა ერდოღანს ანტალიაში, საერთაშორისო ფორუმზე მიწვევისთვის და ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას მიმდინარე გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების კონტექსტში.თავის მხრივ, ერდოღანმა აღნიშნა ნურსულთან ნაზარბაევის მნიშვნელოვანი წვლილი ყაზახეთ-თურქეთის ურთიერთობების განვითარებაში. შეხვედრაზე მხარეებმა შეხედეულებები გაცვალეს საერთაშორისო დღის წესრიგის ყველაზე აქტუალურ საკითხზე, ხაზი გაუსვეს უკრაინაში არსებული სიტუაციის დიპლომატიური გზით მოგვარებისა და სახელმწიფოთაშორისი დიალოგის აღდგენის მუდმივი ძალისხმევის მნიშვნელობას.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თურქეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიღო. ერდოღანთან ორმხრივი მოლაპარაკებების წინ, შოლცი პირველად ეწვია მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს და გვირგვინით შეამკო ათათურქის საფლავი. თურქული მედიის ცნობით, შოლცი ბერლინში ორშაბათს უნდა დაბრუნდეს. „ორმხრივი კავშირების გარდა, მოსალოდნელია აზრთა გაცვლა სხვა რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე, პირველ რიგში, უკრაინის საკითხსა და თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე“, - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაში. ცნობისთვის, თურქეთის ძალისხმევის შემდეგ, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები გასულ კვირას შეხვდნენ ანტალიაში, სადაც ომის დაწყების შემდეგ პირველი პირისპირ შეხვედრა გამართეს.
თურქეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში განვითარებულ პროცესებზე, უკრაინაში მინდინარე ომსა და შედეგად შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარემოზე. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით აღინიშნა თურქეთის მიერ გაწეული აქტიური ძალისხმევის მნიშვნელობა ცეცხლის შეწყვეტის გზების ძიებისა და არსებული კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით. „სატელეფონო საუბრისას დეტალურად განიხილეს საქართველოს წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა. თავის მხრივ, თურქეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევი მხარდაჭერა და დაგმო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არალეგიტიმური ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. მინისტრებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, მათ შორის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს ჩატარების შესაძლებლობა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ინტენსიური დიალოგის გაგრძელებისა და ორმხრივი ვიზიტების განსახორციელებლად“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
შოლცმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. თურქეთი და გერმანია დიპლომატიური გადაწყვეტისთვის ძალისხმევას აძლიერებენ
თურქეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთკენ მიმართულ ძალისხმევას შეინარჩუნებს, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, თურქეთი და გერმანია შეთანხმდნენ, დიპლომატიური გადაწყვეტისთვის ძალისხმევა გააძლიერონ. თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი უკრაინასთან. „ჩვენ სრულად ვთანხმდებით, რომ ცეცხლი რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს, რადგან ახლა მნიშვნელოვანია, საფრთხე არ შეექმნას მეტ სიცოცხლეს. უნდა გვახსოვდეს - ყოველი დღე და ყოველი ბომბი რუსეთს მსოფლიო საზოგადოებისგან სულ უფრო აშორებს. ჩვენი საერთო მიმართვა რუსეთის პრეზიდენტისადმი შემდეგია: გაჩერდით, ამ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. „ჩვენ, როგორც NATO-ს ორმა მოკავშირემ, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო შეხედულებები და შეშფოთება. შევთანხმდით, რომ დიპლომატიური ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს“, - განაცხადა თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა. ერდოღანის თქმით, ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ, მიიღონ ზომები ევროპის უსაფრთხოების დასაცავად. „ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობას რეგიონულ საკითხებზე. ჩვენს რეგიონში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაამტკიცა, რომ თურქეთს აქვს საკვანძო როლი ბევრ სფეროში, განსაკუთრებით უსაფრთხოებასა და ენერგეტიკაში", - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის ძალისხმევის შემდეგ, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები გასულ კვირას ანტალიაში შეხვდნენ. „ასეთი შეხვედრის ორგანიზება, თავისთავად მნიშვნელოვანი დიპლომატიური მიღწევა იყო“, - განაცხადა ერდოღანმა. შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თურქეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. მისი თქმით, გერმანიას და მის ახალ მთავრობას სურთ, შეაფასონ თურქეთთან უკეთესი ურთიერთობების პოტენციალი. მანვე დაამატა, რომ გააქტიურდება მაღალი დონის დიალოგის ფორმატები თურქეთსა და ევროკავშირს შორის და ასევე, გაგრძელდება მოლაპარაკებები 1995 წლის საბაჟო კავშირის განახლებაზე.
ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას მასპინძლობს. დისკუსიების მთავარი თემა უკრაინაში ომი იყო. დუდამ მადლობა გადაუხადა ერდოღანს მშვიდობის დამყარების მიზნით გაწეული ძალისხმევისთვის. როგორც ცნობილია, რუსეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ომის პერიოდში სწორედ ანტალიაში შეხვდნენ პირველად. „თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოა რეგიონში. მას დიდი წვლილი მიუძღვის და დიდ როლს ასრულებს მშვიდობისთვის", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, შეუერთდნენ ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის. თავის მხრივ, ერდოღანმა აღნიშნა, რომ NATO-ს ორმა მოკავშირემ უკრაინის საკითხზე გაცვალეს მოსაზრებები. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ძალისხმევის დაჩქარების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ, რათა დასრულდეს რუსეთის აგრესია უკრაინაში. „ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. საგარეო საქმეთა მინისტრი (მევლუთ ჩავუშოღლუ) დღეს მოლაპარაკებებს მართავს მოსკოვში. ის ხვალ უკრაინაში გაემგზავრება“, - აღნიშნა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი და პოლონეთი მიზნად ისახავენ, შექმნან მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭო კავშირების შემდგომი გაძლიერების მიზნით.
ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს
თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა გააგრძელებს ძალისხმევას მშვიდობის დასამყარებლად. თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების სამსახურის დირექტორატის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უახლესი მოვლენები განიხილეს. ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავს მშვიდობის აღსადგენად და მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტას რაც შეიძლება მალე. „ხაზგასმით აღინიშნა, რომ თურქეთი განაგრძობს უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას როგორც უკრაინაში, ასევე მეზობელ ქვეყნებში, პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა ჰუმანიტარული დერეფნების ეფექტური ფუნქციონირების მნიშვნელობას“, - ნათქვამია განცხადებაში. იმავდროულად, ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინის მეგობარს ესაუბრა ტელეფონით. მან ერდოღანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ესაუბრა რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის ბრძოლასა და მშვიდობიანი დიალოგის მნიშვნელობაზე. ამ სატელეფონო საუბარს წინ უძღვის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მოსკოვში. ჩავუშოღლუ რუსეთიდან უკრაინაში ჩადის. პარალელურად, 16 მარტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პოლონეთის პრეზიდენტს უმასპინძლა. ასევე წაიკითხეთ: რა საკითხები განიხილეს თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს აშშ უკრაინას კიდევ $800 მილიონის ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო იარაღს გადასცემს მევლუთ ჩავოშუღლუ: თურქეთს მკაფიო პოზიცია აქვს რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულ კრიზისზე თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 15 მარტს განაცხადა, რომ ამ კვირაში გზავნის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს მოსკოვსა და კიევში, როგორც თურქეთის შუამავლობის მცდელობის ნაწილი, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. NATO-ს წევრი თურქეთი იზიარებს საზღვაო საზღვარს უკრაინასა და რუსეთთან შავ ზღვაში, აქვს კარგი კავშირები ორივესთან და მათ შუამავლის როლი შესთავაზა. მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, მაგრამ ასევე ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის სანქციებს. გასულ კვირას ანტალიაში, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გამართულმა მოლაპარაკებებმა, რომელსაც ჩავუშოღლუც ესწრებოდა, კონკრეტული შედეგი არ გამოიღო.
რა საკითხები განიხილეს თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა
ანკარამ „რუსეთ-უკრაინის კრიზისზე“ თავიდანვე მკაფიო, დაბალანსებული და ობიექტური პოზიცია დაიკავა კანონმდებლობის დაცვის ფარგლებში, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თურქული მედიის ცნობით, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, თურქეთი პოზიტიურ პოზიციას ინარჩუნებს უკრაინასა და რუსეთთან მიმართებით და პატიოსანი შუამავლის როლშია. ამასთან, მედიის ცნობით, ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა, რომ ახლა აუცილებელია ყველაფრის გაკეთება, რათა უკრაინის კრიზისი მშვიდობიანი გზით გადაიჭრას. ჩავუშოღლუმ მიუთითა ლავროვს, რომ თურქეთი განაგრძობს მონტრეს კონვენციის ყველა წესისა და პირობის დაცვას. საპასუხოდ, ლავროვმა აღნიშნა, რომ მონტრეს კონვენციის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით, ანკარის პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას აფასებს. რუსმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარას და მოსკოვს უკრაინის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა აქვთ, თუმცა ანკარის „გაწონასწორებული პოზიცია“ დასაფასებელია. ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა თურქეთისა და რუსეთის განსაკუთრებულ ორმხრივ ურთიერთობებს. მან მადლობა გადაუხადა რუსეთს, რომ მოსკოვმა ორი რუსული გემის ბოსფორის სრუტეში შეყვანაზე თავად თქვა უარი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 თებერვალს, სატელეფონო საუბრისას, თავის თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, აღნიშნა, რომ „შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო გემების გატარებაზე აკრძალვა ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. „შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გასვლის აკრძალვა და მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანუტარული დახმარება უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. უკრაინელი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს“, – აცხადებდა ვოლოდიმირ ზელენსკი. მანამდე, უკრაინამ, 24 თებერვალს სთხოვა თურქეთს, დაეკეტა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისთვის, ამის შესახებ ანკარაში უკრაინის ელჩმა, მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთმა მეზობელზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმები განახორციელა. 25 თებერვალს, Reuters-მა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ციტატა გაავრცელა, რომლის თანახმად, „თურქეთს არ შეუძლია, რუსული სამხედრო ხომალდების წვდომის შეჩერება შავ ზღვაზე თავისი სრუტეების მეშვეობით ისე, როგორც ამას უკრაინა ითხოვს, რადგან ხომალდებს საკუთარ ბაზაზე დაბრუნების უფლებას საერთაშორისო ხელშეკრულება აძლევს“. 27 თებერვალს, მევლუთ ჩავუშოღლუმ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. ბრიტანული სააგენტო Reuters-ი წერდა, რომ NATO-ს წევრმა თურქეთმა შეცვალა თავისი რიტორიკა და რუსეთის „თავდასხმას უკრაინაზე“, „ომი“ უწოდა. ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთმა პირობა დადო, რომ განახორციელებს საერთაშორისო პაქტის ნაწილებს, რომლებიც პოტენციურად შეზღუდავს რუსული ხომალდების ტრანზიტს ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში. „ის, რაც ახლა ხდება, არ არის რამდენიმე საჰაერო დარტყმა, სიტუაცია უკრაინაში ოფიციალურად ომია - ჩვენ განვახორციელებთ „მონტრეს კონვენციას", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ CNN-თან საუბრისას. მინისტრმა განმარტა, რომ თურქეთს არ შეუძლია, შავ ზღვაში შესვლაში ხელი შეუშალოს რუსეთის ყველა გემს, ვინაიდან, კონვენციის თანახმად, არ შეიძლება იმ გემების შეკავება, რომლებიც საკუთარ ბაზებზე ბრუნდებიან. ცნობისთვის, 1936 წლის შეთანხმების თანახმად, თურქეთს აქვს კონტროლი ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებზე და არეგულირებს საზღვაო ხომალდების ტრანზიტს. ის ასევე უზრუნველყოფს მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო გემების თავისუფალ გადაადგილებას და ზღუდავს იმ გემების გადაადგილებას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შავი ზღვის ქვეყნებს. მონტრეს საერთაშორისო კონვენციის თანახმად, NATO-ს წევრი თურქეთი აკონტროლებს გემების გადასასვლელს ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვას შორის, რაც მას პოტენციურ საკვანძო მოთამაშედ აქცევს რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 15 მარტს განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს მოსკოვსა და კიევში გზავნის, როგორც თურქეთის შუამავლობის მცდელობის ნაწილი, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. NATO-ს წევრი თურქეთი იზიარებს საზღვაო საზღვარს უკრაინასა და რუსეთთან შავ ზღვაში, აქვს კარგი კავშირები ორივესთან და მათ შუამავლის როლი შესთავაზა. მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, მაგრამ ასევე ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის სანქციებს. გასულ კვირას ანტალიაში, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გამართულმა მოლაპარაკებებმა, რომელსაც ჩავუშოღლუც ესწრებოდა, კონკრეტული შედეგი არ გამოიღო. ასევე წაიკითხეთ: ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს აშშ უკრაინას კიდევ $800 მილიონის ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო იარაღს გადასცემს თურქეთი რუსეთის სამხედრო გემებს შავ ზღვაში შესვლას შეუზღუდავს - Reuters უკრაინამ თურქეთს სთხოვა, რუსული გემები არ გაატაროს ზელენსკი ერდოღანს: შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვა უკრაინსითვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია
ერდოღანმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა
თურქეთის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა შეთავაზება იმის შესახებ, რომ თავის რუს და უკრაინელ კოლეგებს დიპლომატიური გადაწყვეტის მოსაძებნად უმასპინძლოს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს და რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ იტყობინება. თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შექმნილი ვითარება და ადგილზე არსებული ჰუმანიტარული სიტუაცია განიხილეს. ერდოღანმა განუცხადა პუტინს, რომ ცეცხლის შეწყვეტა რუსეთსა და უკრაინას შორის, გრძელვადიან გადაწყვეტას გაუხსნის გზას. მისივე თქმით, თურქეთი ინარჩუნებს თავის გულწრფელ მიდგომას, რომელიც ომის დაწყებიდანვე გამოიჩინა რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი არცერთ მხარეს არ მოუტანს სარგებელს. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დიპლომატიას უნდა მიეცეს შანსი. ერდოღანმა ასევე ხაზი გაუსვა ადგილზე ჰუმანიტარული სიტუაციის დაკვირვებისა და ორივე მიმართულებით ჰუმანიტარული დერეფნების ეფექტიანად ფუნქციონირების აუცილებლობას. ცნობისთვის, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა; ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ცნობით, სულ მცირე 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1252 დაშავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება რთულია. ასევე წაიკითხეთ შოლცმა და მაკრონმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ კვლავ მოუწოდეს რა საკითხები განიხილეს თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა
დმიტრო კულება თურქეთს „დიპლომატიური ძალისხმევისთვის“ მადლობას უხდის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თურქ კოლეგას სოლიდარობისა და ომის დასრულებისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევისთვის მადლობას უხდის. შესაბამისი ტექსტი კულებას Twitter გვერდზე განთავსდა. „ვუმასპინძლე ჩემს თურქ კოლეგას და მეგობარს. თურქეთის სოლიდარობა ურყევი რჩება. მადლობელნი ვართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც თურქეთის დიპლომატიური ძალისხმევისთვის, რათა ბოლო მოეღოს რუსეთის გამანადგურებელ ომს უკრაინის წინააღმდეგ“. ცნობისთვის, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა; ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ცნობით, სულ მცირე 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1252 დაშავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება რთულია. ასევე წაიკითხეთ ერდოღანმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა რა საკითხები განიხილეს თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
მევლუთ ჩავუშოღლუ რუსეთსა და უკრაინაში ვიზიტის შემდეგ: ცეცხლის შეწყვეტის უფრო დიდი იმედი გაჩნდა
თურქეთის დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინას ეწვია. მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრის შესაძლებლობა არსებობს, თუ ისინი შეთანხმდებიან საკითხებზე, რომლებზეც ანკარა პოზიციების დაახლოების პერსპექტივას ხედავს. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს. ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის უფრო დიდი იმედი გაჩნდა როგორც რუსეთში, ასევე, უკრაინაში ვიზიტების შემდეგ. თურქმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე და რომ თურქეთი „პირველივე დღიდან აძლიერებს ძალისხმევას ამ მიმართულებით“. „ამ მიზნით, ჩვენ შევახვედრეთ ჩემი მეგობარი კულება და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ანტალიაში. მსურს, მადლობა გადავუხადო კულებას კონსტრუქციული მიდგომისთვის ამ შეხვედრაზე", - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. ასევე წაიკითხეთ რა საკითხები განიხილეს თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა ცნობისთვის, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა; ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ცნობით, სულ მცირე 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1252 დაშავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება რთულია. ასევე წაიკითხეთ სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს რას მოიცავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების მეოთხე პაკეტი რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ორგანიზაციასა და რუსეთის 345 მოქალაქეს სანქციები დაუწესა ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა
მედია: ერდოღანმა გამოაცხადა პრინციპული თანხმობა, რომ თურქეთი გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს, თუმცა ეს საკითხი დეტალურად დასაზუსტებელია. ამის შესახებ უკრაინული მედია თურქულ არხ NTV-ზე დაყრდნობით წერს. ერდოღანის განცხადებით, სტამბოლში მოლაპარაკებებზე უკრაინის მიერ რუსეთისთვის წერილობით გადაცემულმა წინადადებებმა ომის შეწყვეტის შესახებ, ამ პროცესს „მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა“. ერდოღანის თქმით, ის მზადაა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს მოლაპარაკებისთვის უმასპინძლოს. „ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ერთ-ერთი გარანტორი ქვეყანა უკრაინის უსაფრთხოებისთვის, თუმცა ამ საკითხზე დეტლები უნდა დაზუსტდეს“, - აღნიშნა ერდოღანმა. მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, „თუმცა ომი გრძელდება და მშვიდობიან მოლაპარაკებებზე გარღვევა ჯერ არ დაფიქსირებულა“. ბრიტანეთი უკრაინის თხოვნის საფუძველზე განიხილავს შესაძლებლობას, რომ ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორი გახდეს, თუმცა გამორიცხავს ვალდებულების აღებას, რასაც NATO-ს წევრები ალიანსის ფარგლებში ფლობენ. 29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა. უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. საგულისხმოა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ მედინსკი: სტამბოლში უკრაინა „არსებითად“ დათანხმდა რუსეთის „პრინციპულ მოთხოვნებს“
ზელენსკი: მადლობა თურქეთს მზადყოფნისთვის, გახდეს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დღეს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან 29 მარტს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინიის დელეგაციების შეხვედრისა და მოლაპარაკების საკითხი განიხილა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. „მორიგი საუბარი მქონდა ნამდვილ მეგობართან, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან. აღვნიშნე სტამბოლში, დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების ორგანიზების მაღალი დონე. მშვიდობისკენ გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე შევთანხმდით. მადლობა თურქეთს მზადყოფნისთვის, გახდეს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი“, - განაცახდა ზელენსკიმ. ერდოღანმა თავის მხრივ გამოთქვა მზადყოფნა სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ. 31 მარტს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს. 29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა. უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. საგულისხმოა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ მედია: ერდოღანმა გამოაცხადა პრინციპული თანხმობა, რომ თურქეთი გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი მედინსკი: სტამბოლში უკრაინა „არსებითად“ დათანხმდა რუსეთის „პრინციპულ მოთხოვნებს“
ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება
ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება, ქვეყნის პრეზიდენტმა ორშაბათს ხაზი გაუსვა რვაკვირიანი ომის დასასრულებლად ცეცხლის შეწყვეტის და შემდეგ გრძელვადიანი მშვიდობის აუცილებლობას. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. უკრაინასა და რუსეთს შორის ჯერ ზავის და შემდეგ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება იქნება „კაცობრიობის სახელით შესრულებული ყველაზე სასარგებლო ქმედებები“, განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში ელჩების ჯგუფთან შეხვედრისას. „მთელი გულით მჯერა, რომ მშვიდობიანი გადაწყვეტა შეიძლება მოიძებნოს დიალოგის გზით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების საფუძველზე", - ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა. ვლადიმერ პუტინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. რუსულმა ჯარმა უკრაინის დასავლეთიდან უკან დაიხია და მთელი აქცენტი უკრაინის აღმოსავლეთით გადაიტანა. პუტინი ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესი კიევმა ჩაშალა „ყალბი განცხადებებით“ და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნით. უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის" ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ რუსეთის განცხადებებისგან განსხვავებით, უკრაინული მხარე სტამბულის შეთანხმების ერთგულია და პოზიცია არ შეუცვლია. „ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ უკრაინულმა მხარემ არ გაითვალისწინა ყველა დამატებითი საკითხი, რაც არ იყო სტამბოლის შეხვედრაზე დღის წესრიგში დაყენებული. ალბათ, ამან გამოიწვია მოლაპარაკებების პროცესის ამჟამინდელი მდგომარეობის არასწორი ინტერპრეტაცია“, განაცხადა არახამიამ ტელეგრამზე გავრცელებულ განცხადებაში. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმში გრძელდება. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტი ანტონიო გუტერეშს მასპინძლობს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორშაბათს ანკარაში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შეხვდა. პრეზიდენტის კომპლექსში გამართული შეხვედრა პრესისთვის დახურული იყო. თურქეთში ვიზიტის შემდეგ, გუტერეში სამშაბათს გაემგზავრება მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმeრ პუტინთან შესახვედრად, შემდეგ კი კიევში, სადაც ხუთშაბათს შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. გაეროს დესპანმა მარტინ გრიფითსმა 18 აპრილს განაცხადა, რომ თურქეთი ღირებული მასპინძელია უკრაინასა და რუსეთს შორის ჰუმანიტარული მოლაპარაკებებისთვის. ასევე 18 აპრილს, ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 28 აპრილს კიევს ეწვევა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. მანამდე კი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 26 აპრილს მოსკოვში ჩადის, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ერდოღანმა ჯო ბაიდენი სომეხთა გენოციდის შესახებ განცხადების გამო გააკრიტიკა
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისი ამერიკელი კოლეგის ჯო ბაიდენის ბოლოდროინდელი განცხადებები 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, სიცრუესა და დეზინფორმაციას ეფუძნება. „ბატონმა ბაიდენმა უნდა ისწავლოს და იცოდეს სომხების ისტორია. ჩვენ არ შეგვიძლია, ვაპატიოთ თურქეთის წინააღმდეგ წაყენებული ეს ბრალდებები“, - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ. გუშინ, 24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, სომეხთა გენოციდთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. 2021 წლის 24 აპრილს, ჯო ბაიდენმა სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი და საუდის არაბეთი კავშირების გასაძლიერებლად საერთო ნებას ავლენენ
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარამ და რიადმა ორმხრივი ურთიერთობების უმაღლეს დონეზე განვითარებისთვის საერთო ნება გამოავლინეს. საუდის არაბეთიდან დაბრუნებისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი და საუდის არაბეთი მოწადინებულნი არიან, გააგრძელონ ეს ძალისხმევა საერთო ინტერესებისა და რეგიონის სტაბილურობისთვის. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ორმხრივი ძალისხმევა სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას და რეგიონს. „მჯერა, რომ ჩემი ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ეპოქის მაუწყებელია, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს. საუდის არაბეთში ორდღიანი ვიზიტისას ერდოღანი საუდის არაბეთის მეფეს სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს, ასევე, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა და სხვადასხვა საერთაშორისო, რეგიონული და ორმხრივი საკითხი განიხილა. „ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ერთობლივ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც შეგვიძლია ჩვენი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მომავალში... მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ჩვენი მხარდაჭერა საუდის არაბეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ“, - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა ბოლო წლებში გაუარესდა, მაგრამ ორივე ქვეყანა ახლა ურთიერთობების განვითრებას ცდილობს. ერდოღანი საუდის არაბეთს, ხაშოგის მკვლელობის შემდეგ პირველად ეწვია.
ერდოღანი: დროა, უკრაინაში ომთან დაკავშირებით, ევროკავშირმა ახალი ისტორია დაწეროს
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ომის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს თურქეთს ევროკავშირისთვის ბევრ სფეროში, რეჯეფ თაიფ ერდორანმა მაგალითად, გამოყო უსაფრთხოება, მიგრაცია, მიწოდების ჯაჭვები და განსაკუთრებით ენერგეტიკა. თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი და ევროკავშირი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და საერთო გამოწვევების დასაძლევად უნდა ფოკუსირდნენ საერთო ღირებულებებზე და არა განსხვავებებზე. „დროა, ევროკავშირმა, რომელიც ჩამოშორდა თავის დამფუძნებელ პრინციპებს და ბოლო წლებში წევრი ქვეყნების მოკლევადიანი პოლიტიკის გავლენის ქვეშაა, უკრაინაში ომთან დაკავშირებით საკუთრი, ახალი ისტორია დაწეროს“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მან ასევე შეაქო ევროკავშირის პროექტის წარმატება, რომელიც 1950 წლის 9 მაისს, შუმანის დეკლარაციის გამოცხადებით დაიწყო. „შუმანის დეკლარაციის მიღმა არსებულმა იდეებმა საშუალება მისცა ევროპის ქვეყნებს, გვერდზე გადაედოთ უთანხმოება, მტრობა და გაერთიანდნენ მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობისთვის ომის შემდეგ, რომელიც ანგრევდა მთელ მსოფლიოს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია
თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ოფიციალურად უჭერს მხარს გაფართოებას, მისმა წინააღმდეგობამ შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას შვედეთსა და ფინეთს, რადგან ახალი წევრების მიღებას ერთსულოვანი გადაწყვეტილება სჭირდებათ. „შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ვაკვირდებით, მაგრამ პოზიტიური შეხედულებები არ გვაქვს“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს სტამბულში და დაამატა, რომ თავის დროზე, საბერძნეთის წევრად მიღება NATO-ს შეცდომა იყო. „ჩვენ, თურქეთს, არ გვინდა მსგავსი შეცდომების გამეორება. გარდა ამისა, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია", - განაცხადა ერდოღანმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს იენს სტოლტენბერგი: თუ ფინეთი გააკეთებს განაცხადს, მას თბილად მიესალმებიან NATO-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი ზელენსკი NATO-ში გაწევრიანებაზე ფინეთის მზადყოფნას მიესალმა სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანება სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარას მისი უსაფრთხოების შესახებ კონკრეტული ნაბიჯების ხილვა სურს და არა, დიპლომატიური განცხადებების. თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა აღნიშნა, რომ NATO-ს გაფართოების პოლიტიკა ძირითადი უსაფრთხოების პრინციპების პრიორიტეტების განსაზღვრის გარეშე, არც თურქეთისთვისა რის კარგი და არც NATO-სთვის. ერდოღანის თქმრომ NATO-ს გაფართოების პოლიტიკა ძირითადი უსაფრთხოების პრინციპების პრიორიტეტების განსაზღვრის გარეშე, არც თურქეთისთვისა რის კარგი და არც NATO-სთვის.
თურქეთმა ათენთან სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა გააუქმა
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარამ ათენთან სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა საბერძნეთის პრემიერის მიცოტაკისის განცხადებების გამო გააუქმა. „საბერძნეთის პრემიერის კომენტარებმა თურქეთთან დაკავშირებით, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დროს ის ფაქტობრივად არარაობად აქცია. ჩვენ შევთანხმდით (კირიაკოს მიცოტაკისთან), რომ არ ჩავრთავდით მესამე ქვეყნებს ჩვენს დავაში. მიუხედავად ამისა, გასულ კვირას, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დროს პრემიერმა კონგრესში ისაუბრა, რომ F-16 საბრძოლო თვითმფრინავები თურქეთისთვის რ მიეყიდათ“, - განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, აშშ, ამ საკითხს სავარაუდოდ, საბერძნეთის პრემიერთან კონსულტაციის გარეშე გადაწყვეტს. ერდოღანმა განაცხადა, რომ ბერძენი ლიდერის ამ განცხადებების გათვალისწინებით, თურქეთი საბერძნეთთან სტრატეგიული საბჭოს შეხვედრას აჩერებს. საბერძნეთი NATO Tiger Meet 2022-ს მასპინძლობს. რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საჰაერო წვრთნებში
ერდოღანმა და მაკრონმა ფინეთისა და შვედეთის NATO გაწევრიანების საკითხზე ისაუბრეს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფინეთისა და შვედეთის განაცხადები NATO გაწევრიანების შესახებ, სატელეფონო საუბრისას განიხილეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. საფრანგეთის პრეზდენტის ოფისის ცნობით, მაკრონმა ხაზი გაუსვა ფინეთისა და შვედეთის სუვერენული არჩევანის პატივისცემის მნიშვნელობას, რომელიც მისი თქმით, დემოკრატიული პროცესის შედეგია. მაკრონის შეფასებით, უსაფრთხოების გარემოს ევოლუციაზე ფინეთმა და შვედეთმა რეაქცია მოახდინეს. თურქეთის პრეზიდენტმა უთხრა მაკრონს, რომ „შვედეთისა და ფინეთის კონტაქტები პირებთან და ე.წ. ორგანიზაციებთან, რომლებიც აკონტროლებენ ტერორისტულ ორგანიზაციას PKK/YPG არ იქნება თავსებადი ალიანსის სულისკვეთებასთან, ნათქვამია თავის მხრივ, თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში. დიდი ბრიტანეთი უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე რუსეთის ბლოკადის მოსახსნელად სამხედრო ხომალდების გაგზავნას განიხილავს - Times ორი ლიდერი ასევე შეეხო სასურსათო უსაფრთხოების კრიზისს და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გადაუდებელ აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, იტყობინება საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი და აღნიშნავს, რომ მხარეებმა ტრანსპორტირების სხვადასხვა შესაძლო გზა განიხილეს და შეთანხმდნენ, დარჩნენ კონტაქტზე, რათა სწრაფად იპოვონ გამოსავალი. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია.
ერდოღანი: თურქეთისა და აზერბაიჯანის ორმხრივი კავშირები სამაგალითოა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის
თურქეთი და აზერბაიჯანი „შუშoს დეკლარაციის“ საფუძველზე, სტრატეგიულ ალიანსს იზიარებენ. თურქეთი, აზერბაიჯანის ძალისხმევას, სომხეთთან ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მიზნით, მტკიცედ უჭერს მხარს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, ორმა ქვეყანამ ორმხრივი კავშირები იმ დონემდე მიიყვანა, რომ ის სამაგალითოა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი მიზნად ისახავს გრძელვადიანი მშვიდობის, ნდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას და ასევე რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებას. „ჩვენ ვინარჩუნებთ მჭიდრო სოლიდარობას, კონტაქტს და კოორდინაციას აზერბაიჯანთან ამ მიზნების განსახორციელებლად“, - განაცხადა ერდოღანმა. „შუშoს დეკლარაციას“ 2020 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი. ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და ახალი სატრანსპორტო მარშრუტების შექმნაზე ამახვილებს ყურადღებას. ადასტურებს ორი არმიის ერთობლივ ძალისხმევას საგარეო საფრთხეების წინაშე და მათი შეიარაღებული ძალების რესტრუქტურიზაციასა და მოდერნიზაციაზე.
ერდოღანი უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარს გამართავს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარს გამართავს. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თურქეთი დიალოგისა და დილომატიის არხებს მხარს უჭერს და ამ მიზნით, მხარეებთა მოლაპარაკებებს განაგრძობს. „ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი რაც შეიძლება მალე დასრულდება, მაგრამ ახლა როგორც ჩანს, ვითარება დღითიდღე უარესდება. ორშაბათს, სატელეფონო ზარები მექნება როგორც რუსეთთან, ასევე, უკრაინასთან", - განაცხადა ერდოღანმა. რამდენიმე დღის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის საჯარო განცხადებების მიუხედავად, მოლაპარაკებებისთვის რუსეთის მზადყოფნაზე არაფერი მიუთითებს და ფაქტები ცხადყოფს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ომის გაგრძელება სურს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ერდოღანი შვედეთთან და ფინეთთან მოლაპარაკებებში პროგრესს ვერ ხედავს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთთან და ფინეთთან მოლაპარაკებები გასულ კვირას „სასურველ დონეზე“ ვერ შედგა. ამის შესახებ ერდოღანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მანამდე, თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შვედეთსა და ფინეთს დედაქალაქ ანკარაში შეხვედრის დროს განუცხადა, რომ მათი NATO-ში გაწევრიანების პროცესში პროგრესი არ იქნება, თუ ანკარას უსაფრთხოების მოთხოვნები კონკრეტული ნაბიჯებითა და გარკვეული ვადით არ დაკმაყოფილდება. უფრო ადრე: ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება ანკარაში, საპრეზიდენტო კომპლექსში თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციების მოლაპარაკებები 25 მაისს გაიმართა. თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.
ერდოღანი პუტინს სტამბოლში უკრაინა-გაერო-რუსეთის შეხვედრას სთავაზობს
თურქეთი მზადაა, უკრაინა-გაერო-რუსეთის შეხვედრის ორგანიზებასა და მონიტორინგის მექანიზმის შესაძლო ჩამოყალიბებაში თავისი როლი შეასრულოს. ეს თემა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბრისას განიხილეს. საუბრისას ერდოღანმა ხაზი გაუსვა ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ომის ნეგატიურ შედეგებს და გააძლიერებს ნდობას რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის საფუძვლების რაც შეიძლება მალე აღდგენით. ერდოღანი უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარს გამართავს ლიდერებმა ასევე განიხილეს თურქეთ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობები და სირიაში არსებული ვითარება. ერდოღანმა აღნიშნა, რომ PKK/YPG ტერორისტული ორგანიზაციების თავდასხმები თურქეთისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სირიაში გრძელდება და აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ ტერიტორიებზე უსაფრთხოების ზომების გატარება. რამდენიმე დღის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის საჯარო განცხადებების მიუხედავად, მოლაპარაკებებისთვის რუსეთის მზადყოფნაზე არაფერი მიუთითებს და ფაქტები ცხადყოფს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ომის გაგრძელება სურს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ერდოღანმა პუტინთან საუბრის შემდეგ, მოლაპარაკებები ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა განიხილეს. ერდოღანმა პუტინთან საუბრის შემდეგ, სატელეფონო საუბარი ზელენსკისთან გამართა. ერდოღანი პუტინს სტამბოლში უკრაინა-გაერო-რუსეთის შეხვედრას სთავაზობს ერდოღანი უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარს გამართავს „თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დიალოგი გრძელდება. აგრესორის მხრიდან სასურსათო უსაფრთხოებისადმი საფრთხეები და უკრაინის პორტების განბლოკვის გზები განვიხილეთ. გაიმართა დისკუსია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ერთხმად შევთანხმდით მშვიდობის აღდგენის აუცილებლობაზე. ჩვენ ვაფასებთ თურქეთის დახმარებას ამ პროცესში“, - აღნიშნავს ზელენსკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
NATO-ს გენმდივანმა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხი ერდოღანთან განიხილა
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხი თურქეთის პრეზიდენტთან განიხილა. სტოლტენბერგმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარს კონსტრუქციული უწოდა. „თურქეთი ღირებული მოკავშირეა. ჩვენ ვისაუბრეთ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე და გავაგრძელებთ დიალოგს“, - წერს სტოლტენბერგი Twitter-ზე. სტოლტენბერგი, რომელიც აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა, ასევე შეხვდა ფინეთის პრემიერ-მინისტრს. ინფორმაციისთვის, თურქეთი, რომელიც NATO-ს წევრია 1952 წლიდან, ვეტოს უფლებას იყენებს, რათა შვედეთსა და ფინეთს პოლიტიკის შეცვლა აიძულოს. კერძოდ, თურქეთი ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა ეთნიკური ქურთული ჯგუფების მხარდაჭერა შეწყვიტონ, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს. შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ექსტრადირებას იმ თურქების, რომელთაც 2016 წელს, წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ, შვედეთსა და ფინეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიეცათ. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.
თურქეთის პრეზიდენტმა მარცვლეულის ექსპორტის საკითხი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან განიხილა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა უკრაინაში არსებული ვითარება და მარცვლეულის ექსპორტის საკითხი განიხილეს. ერდოღანი: გაეროს გეგმით მარცვლეულის უსაფრთხო დერეფნის შესაქმნელად, დროა ნაბიჯები გადავდგათ თურქეთის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, ერდოღანმა აღნიშნა, რომ „დროა, გაერომ იმოქმედოს შავი ზღვის გავლით უსაფრთხო დერეფნების შექმნის გეგმისთვის“. კრემლმა განაცხადა, რომ ლიდერებმა ისაუბრეს „შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებისა და მსოფლიო ბაზრებზე მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველსაყოფად ძალისხმევის კოორდინაციის შესახებ“. ამასთან, აღნიშნულია, რომ ორმა ლიდერმა „განსაკუთრებული ყურადღება“ დაუთმო „ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გააქტიურებას“ ვაჭრობისა და ენერგეტიკის საკითხებში. ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან, უკრაინული პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის საკითხები განიხილა თუმცა თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაში არაფერია ნათქვამი თურქეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ და აღნიშნულია, რომ თურქეთი მზადაა, „ყველა სახის მხარდაჭერა გაუწიოს მოლაპარაკებების პროცესის აღორძინებას“. 2022-07-06 ერდოღანის თქმით, რუსეთი და უკრაინა შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არიან თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გამართა სატელეფონო საუბარი უკრაინელ კოლეგასთან. ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ თურქეთს მშვიდობა სურს უკრაინაში და უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის შესახებ გაეროს გეგმაზე აქტიურად მუშაობს. ჩვენ ვაფასებთ თურქეთის მხარდაჭერას. განვიხილეთ პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის განახლების მნიშვნელობა“, - დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრის შემდეგ. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
თურქეთი და იტალია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ
თურქეთი და იტალია მზად არიან, გააღრმავონ თანამშრომლობა თავდაცვის ინდუსტრიაში, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა სამშაბათს, იტალიის პრემიერ-მინისტ მარიო დრაგის ანკარაიში მასპინძლობისას განაცხადა. ერდოღანის აზრით, ორმხრივი თავდაცვითი თანამშრომლობის გაღრმავება ემსახურება ორმხრივ ინტერესებს და ამ საკითხზე ორივე ქვეყანა თანმხდება. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა და რომი მზად არიან, SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემის პროექტზე შეთანხმებას ხელი რაც შეიძლება მალე მოაწერონ. „დღევანდელ შეხვედრაზე კვლავ განვიხილეთ ეს საკითხი და ჩვენმა თავდაცვის მინისტრებმაც იმსჯელეს. ჩვენი სურვილია, ხელი მოვაწეროთ SAMP/T-ს რაც შეიძლება მალე. ჩვენს შეთანხმებაში პრობლემა არ არის. ჩვენ ასევე გვაქვს შეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ) მაკრონთან“, - აღნიშნა ერდოღანმა. პრესკონფერენციის წინ, თურქეთმა და იტალიამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ ცხრა შეთანხმებას, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, თავდაცვის და ვაჭრობის საკითხებს. ორმა ლიდერმა ასევე განიხილა თურქეთი-ევროკავშირის ურთიერთობები. „მინდა განვაცხადო, რომ დრაგის მადლობა გადავუხადე იტალიის იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის გამოხატა. ჩვენს რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თურქეთი მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, ბევრ სფეროში“, - დაამატა თურქეთის პრეზიდენტმა. ამავე თემაზე ერდოღანის თქმით, რუსეთი და უკრაინა შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არიან
ერდოღანი: თურქეთმა და ირანმა სოლიდარობის პრინციპით უნდა იბრძოლონ ტერორისტულ დაჯგუფებებთან
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ტერორისტული ორგანიზაციები, როგორიცაა, PJAK, FETO, PKK პრობლემაა როგორც ანკარისთვის, ისე თეირანისთვის. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარამ და თეირანმა სოლიდარობის პრინციპით უნდა განაგრძონ ბრძოლა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ. ერდოღანმა და ირანის პრეზიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ცნობილი გახდა, რომ ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სულ რვა შეთანხმებას ვაჭრობის, სოციალური უსაფრთხოებისა და სპორტის სფეროებში. ერდოღანი დარწმუნებულია, რომ თურქეთი და ირანი ორმხრივი ვაჭრობის მოცულობას 30 მილიარდ დოლარამდე გაზრდიან. „შესაძლებელია ამ პროცესის დაჩქარება იმ ნაბიჯებით, რომლებსაც ჩვენ გადავდგამთ თავდაცვის ინდუსტრიაში. ამის დაჩქარება ასევე შესაძლებელია კონკრეტული ნაბიჯებით ნავთობისა და ბუნებრივი გაზის საბადოებთან დაკავშირებით", - აღნიშნა ერდოღანმა. შეგახსენებთ, ერდოღანი და რაისი დღეს რუსეთის პრეზიდენტს შეხვდებიან. ირანში პუტინის ვიზიტს წინ უძღვის თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი ემზადება, რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ჯერ უცნობია, განიხილება თუ არა ეს საკითხი ხსენებული ვიზიტისას, თუმცა ირანმა უარყო აშშ-ის ბრალდებები რუსეთისთვის ირანული უპილოტო თვითმფრინავების შესაძლო გადაცემის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ სფეროში თანამშრომლობას ბოლო დროს განსაკუთრებული განვითარება არ ჰქონია.
ერდოღანი: თურქეთი ელის, რომ რუსეთი და ირანი მხარს დაუჭერენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სირიაში
თურქეთს რუსეთისა და ირანის მხარდაჭერის იმედი აქვს სირიაში „ტერორიზმთან“ ბრძოლაში, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თეირანში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სიტყვები საკმარისი არ არის“ და რომ ანკარა განაგრძობს ბრძოლას ქურთული ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებსაც ის „ტერორისტულ ორგანიზაციებს“ უწოდებს. „ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, აღმოვფხვრათ ბოროტი ჯგუფების საქმიანობა, რომელთა სამიზნესაც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება წარმოადგეს , - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანის დედაქალაქ თეირანში რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან და ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისთან სამმხრივი შეხვედრის წინ. თურქული მედიის ცნობით, ლიდერები მე-7 სამიტზე ასტანას ფორმატში შეიკრიბნენ, რათა სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა განეხილათ. განსაკუთრებით, იგულისხმება YPG/PKK და Daesh/ISIS, რომლებიც „საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას“. ერდოღანის თქმით, PYD/PKK ტერორისტული ორგანიზაცია ცდილობს სირიის გაყოფას გარე მხარდაჭერით. „მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვეს რეგიონში ტერორიზმის გაფართოებისთვის ადგილი არ არის“.
ერდოღანი: თურქეთი ირანიდან ნავთობისა და გაზის იმპორტს გაზრდის
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ირანიდან ნავთობისა და გაზის იმპორტს გაზრდის. თურქულ რადიოსთან ინტერვიუში ერდოღანმა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში თავის ბოლო ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ირანსა და თურქეთს შორის რვა ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. აქვე დაამატა, რომ ანკარას თეირანიდან ენერგიის იმპორტი უკვე გადაწყვეტილი აქვს. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობა გაგრძელდება, განსაკუთრებით, სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში. თურქეთს რუსეთისა და ირანის მხარდაჭერის იმედი აქვს სირიაში „ტერორიზმთან“ ბრძოლაში, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თეირანში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე, 20 ივლისს განაცხადა. თურქული მედიის ცნობით, ლიდერები მე-7 სამიტზე ასტანას ფორმატში შეიკრიბნენ, რათა სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი განეხილათ. განსაკუთრებით, იგულისხმება YPG/PKK და Daesh/ISIS, რომლებიც „საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას“. ერდოღანის თქმით, PYD/PKK ტერორისტული ორგანიზაცია ცდილობს სირიის გაყოფას გარე მხარდაჭერით. „მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვეს რეგიონში ტერორიზმის გაფართოებისთვის ადგილი არ არის“.
დღეს ერდოღანი და პუტინი სოჭში მოლაპარაკებებს გამართავენ
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, დღეს სოჭში ჩავა, სადაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას გამართავს. ორი ქვეყნის ლიდერი ბოლო 17 დღის განმავლობაში ერთმანეთს მეორედ ხვდება. მოლაპარაკების დღის წესრიგში პრიორიტეტული საკითხია თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან სირიის ჩრდილოეთით, ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციის მომზადება. ამასთან, ერდოღანი და პუტინი რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებსა და „ხორბლის დერეფნის“ საკითხებსაც განიხილავენ. თურქული მედიის ცნობით, უკრაინის ომის თემასთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს ანკარას მზადყოფნაზე, სისხლისღვრის დასრულებასა და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში თავისი წვლილი შეიტანოს. და ბოლოს, თურქეთისა და რუსეთის ლიდერები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაზრდის, თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის ენერგეტიკისა და თავდაცვის მრეწველობის და სტრატეგიული პროექტების განხორციელებას.
რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებებში ერდოღანი შუამავლად სურს - Bloomberg
მოსკოვი, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინასთან მოლაპარაკებებში, პოტენციურ შუამავლად განიხილავს. ამის შესახებ Bloomberg წერს. გამოცემა ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ თურქეთი დიდი ხანია დაჟინებით ითხოვდა შუამავლის როლს, უკრაინაში სამშვიდობო მოგვარების საქმეში. რუსეთი ჯერ კიდევ თავშეკავებით უყურებდა ამ იდეას, თუმცა, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს ეგრეთ წოდებული „მარცვლეულის შეთანხმების“ დადებამ, რისთვისაც პუტინმა ერდოღანს დღეს პირადად მადლობა გადაუხადა. ერდოღანის თქმით, თურქეთი-რუსეთის მოლაპარაკებები სირიის შესახებ, რეგიონისთვის შვების მომტანი იქნება თუმცა, რუსეთს ჯერ არ შეუმსუბუქებია თავისი პირობები უკრაინასთან საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით და შეფერხებული სამშვიდობო მოლაპარაკებები ნაკლებად სავარაუდოა, რომ განახლდეს, თუ სამხედრო ბალანსში პუტინის სასარგებლოდ მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება, წერს Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით. ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად სოჭში ჩავიდა NATO-ს სხვა წევრების მსგავსად, თურქეთი ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში, თუმცა ამ ქვეყანას იარაღი არ მიაწოდა. ამავდროულად, ანკარამ ომის გამო თავი შეიკავა რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ისა და ევროპის სანქციებთან შეერთებისგან. Bloomberg-ის წყარო თურქეთის ხელისუფლებაში ამას იმით ხსნის, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შეერთება ზიანს აყენებს ანკარას ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს - ზარალი $35 მილიარდადაა შეფასებული. თურქეთისთვის რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიან მოგვარებაში მონაწილეობა საკვანძო საკითხია. გარდა ამისა, შუამავლის როლი გაზრდის ერდოღანის საერთაშორისო ავტორიტეტს – თითქმის 80%-იანი ინფლაციის ფონზე. ამასთან, ის 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.
ერდოღანი და პუტინი სოჭში გამართული შეხვედრის დეტალებზე ერთობლივ განცხადებაში საუბრობენ
რუსეთის ქალაქ სოჭში ოთხსაათიანი შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებაში თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტები, მედიის ცნობით, ადასტურებენ, რომ ანკარასა და მოსკოვს შორის კონსტრუქციულმა ურთიერთობამ თავისი როლი ითამაშა გასული თვის ისტორიული შეთანხმების მიღწევაში, რაც უკრაინის პორტებიდან მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების უსაფრთხო ტრანსპორტირებას გულისხმობს. „სოჭის შეხვედრისას ხაზი გასვა სტამბოლის შეთანხმების სრულად განხორციელების აუცილებლობას, მათ შორის, რუსეთის მარცვლეულისა და სასუქის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ექსპორტის საჭიროებას. ერდოღანმა და პუტინმა ასევე ხაზი გაუსვეს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობას ომით განადგურებულ სირიაში გრძელვადიანი გადაწყვეტის მისაღწევად და დაადასტურეს თავიანთი სწრაფვა, იმოქმედონ ტერორისტულ ჯგუფებთან საბრძოლველად. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, რომ მიუხედავად არსებული რეგიონული და გლობალური გამოწვევებისა, „ურთიერთპატივისცემის საფუძველზე“ განავითარონ ორმხრივი ურთიერთობები. რუსული მხარის ინფორმაციით, ერდოღანი და პუტინი ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ მოლაპარაკებების დროს ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაზრდასა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ლიდერებმა ასევე ხაზი გაუსვეს მათ მტკიცე ერთგულებას ლიბიის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ერთიანობის მიმართ. სოჭში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ თურქეთ-რუსეთის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს შემდეგი შეხვედრა თურქეთში გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით.
ერდოღანი: ბოლო 21 წლის განმავლობაში, თურქეთი უფრო დემოკრატიული და თავისუფალი გახდა
დღეს თურქეთი უშიშრად იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს ყველა პლატფორმაზე, მათ შორის, გაეროსა და NATO-ში და აღწევს შედეგებს თავისი ეფექტიანი დიპლომატიის საშუალებით“, - ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამართლიანობისა და განვითარების (AK) პარტიის შეხვედრაზე განაცხადა. მმართველი პოლიტიკური გაერთიანება დაარსებიდან 21 წლისთავს აღნიშნავს. ერდოღანმა დაამატა, რომ თურქეთმა გააძლიერა საგარეო პოლიტიკა და მოიპოვა პრესტიჟი და თავდაჯერებულობა. მისივე თქმით, თურქეთმა თავისი ძლიერი არმიით, ანტიტერორისტული ოპერაციები ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად, „სხვების თანხმობის მოთხოვნის გარეშე“ ჩაატარა და ბოლო 21 წლის განმავლობაში, თურქეთი გახდა „უფრო დემოკრატიული და თავისუფალი" ქვეყანა, რომელიც მოქალაქეებს თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს.
ერდოღანი უკრაინას ეწვია
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის ქალაქ ლვოვს, სადაც თავის უკრაინელ კოლეგას და გაეროს ხელმძღვანელს შეხვდება. ერდოღანი პრეზიდენტ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს და სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე თურქეთ-უკრაინის ურთიერთობების ყველა ასპექტს განიხილავს. ორმხრივ მოლაპარაკებებს მოჰყვება სამმხრივი სამიტი გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრისას განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზითა და უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის შექმნილი მექანიზმის აქტივობის გაზრდით. გაეროს გენმდივანი ვოლოდიმირ ზელენსკის და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება გაეროს გენერალური მდივანი მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განსახილველად, 19 აგვისტოს ოდესაში გაემგზავრება. 20 აგვისტოს კი, სტამბოლს ეწვევა.
თურქული მედიის ინფორმაციით, ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტს პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიფ ერდოღანი ლვოვში ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს. ამის შესახებ ტელეკომპანია A Haber დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. თავის მხრივ, CNN Turk-ი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პუტინი და ზელენსკი შესაძლოა, უკრაინის საგზაო რუკის შესაქმნელად შეხვდნენ. „რუსულმა მხარემ თქვა, რომ ლიდერებს შეუძლიათ, განიხილონ და განსაზღვრონ საგზაო რუკა. ამის შემდეგ დელეგაციებს შეუძლიათ, დაიწყონ მუშაობა ამ საგზაო რუკის რეალიზებისთვის“, - წერს გამოცემა. ვიზიტისადმი მიძღვნილ განცხადებაში თურქეთი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ერდოღანის ერთდღიანი ვიზიტი უკრაინაში, ომის დასრულებას ისახავს მიზნად. მედიის ცნობით, მხარეები განიხილავენ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებას. ერდოღანი უკრაინაში 18 აგვისტოს ჩავიდა. ის პრეზიდენტ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს და ასევე განიხილავს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე თურქეთ-უკრაინის ურთიერთობების ყველა ასპექტს. ორმხრივ მოლაპარაკებებს მოჰყვება სამმხრივი სამიტი გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრისას განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზით. საუბარი იქნება უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის შექმნილი მექანიზმის გააქტიურებაზეც. გაეროს გენმდივანი ვოლოდიმირ ზელენსკის და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება გაეროს გენერალური მდივანი მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განსახილველად, 19 აგვისტოს ოდესაში გაემგზავრება. 20 აგვისტოს კი, სტამბოლს ეწვევა.
თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოთანი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ლვოლვში ხვდება. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლვოვში ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს. ამის შესახებ ტელეკომპანია A Haber დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ვიზიტისადმი მიძღვნილ განცხადებაში თურქეთი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ერდოღანის ერთდღიანი ვიზიტი უკრაინაში, ომის დასრულებას ისახავს მიზნად. მედიის ცნობით, მხარეები განიხილავენ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებას. ერდოღანი უკრაინაში 18 აგვისტოს ჩავიდა. ის პრეზიდენტ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს და ასევე განიხილავს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე თურქეთ-უკრაინის ურთიერთობების ყველა ასპექტს. ორმხრივ მოლაპარაკებებს მოჰყვება სამმხრივი სამიტი გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრისას განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზით. საუბარი იქნება უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის შექმნილი მექანიზმის გააქტიურებაზეც. გაეროს გენმდივანი ვოლოდიმირ ზელენსკის და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება გაეროს გენერალური მდივანი მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განსახილველად, 19 აგვისტოს ოდესაში გაემგზავრება. 20 აგვისტოს კი, სტამბოლს ეწვევა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ერდოღანის ვიზიტი მხარდაჭერის ძლიერი გზავნილია
უკრაინის პრეზიდეტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი მხარდაჭერის ძლიერი გზავნილია. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ზელენსკის Facebook-ზე განთავსდა. „განვიხილეთ მარცვლეულის ექსპორტის თაობაზე ინიციატივის კიდევ უფრო გააქტიურების შესაძლებლობა, ასევე, ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი ვითარება, ოკუპანტების მიერ ბირთვული შანტაჟი და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ მარცვლეულის ფართო მასშტაბით ქურდობა“, - წერია უკრაინის პრეზიდენტის გზავნილში. მისივე თანახმად, მოლაპარაკებების დროს ასევე შეეხნენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და უკრაინა-თურქეთს შორის ურთიერთობების შემდგომი გაფართოების საკითხებს. თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს დღესვე უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენმდივანს შეხვდა, რის შემდეგაც მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში გაგრძელდა. ვიზიტისადმი მიძღვნილ განცხადებაში თურქეთი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ერდოღანის ერთდღიანი ვიზიტი უკრაინაში, ომის დასრულებას ისახავს მიზნად. ერდოღანი უკრაინაში 18 აგვისტოს ჩავიდა.
ერდოღანი: ჩვენ არ გვინდა ახალი ჩერნობილი
თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინაში, ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა. დღეს ერდოღანი, ზელენსკი და გუტერეში უკრაინის ქალაქ ლვოვში შეიკრიბნენ, რათა ხსენებული საკითხის გარდა განეხილათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დიპლომატიური საშუალებებით და გააქტიურონ მექანიზმი, რომელიც ახლახან შეიქმნა უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის. „ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვინდა ახალი ჩერნობილი, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და გაეროს გენერალურ მდივანთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ. ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ვითარება კრიტიკულ ზღვარს უახლოდება, უკრაინა ყველაზე უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC პრეზიდენტების ერდოღანის, ზელენსკისა და გაეროს გენმდივნის შეხვედრა ლვოვში, მედიისთვის დახურულ ფორმატში ჩატარდა საერთაშორისი საზოგადოება მოსკოვს მოუწოდებს, გაიყვანოს ძალები ხსენებული ტერიტორიიდან, რადგან მის მიერ განხორციელებული დაბომბვები ბირთვული ავარიის რისკებს ზრდის. გაერო ადგილზე მისი ექსპერტების დაშვებას მოითხოვს.
ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია, თუ რუსეთის ჯარი უკრაინას დატოვებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ რუსეთის ფედერაციის ნდობა არ შეიძლება და რუსეთთან მოლაპარაკებები მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც რუსული ჯარები უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან გავლენ. ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მას განუცხადა, რომ ხორბლის ექსპორტის შესახებ მიღწეული შეთანხმება „დიპლომატიურ ფანჯარას ხნის“ ომის დასრულებისკენ, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ შესაძლებლობის ამ ფანჯარაში რუსული იარაღი ჩანს“. „მე ვუთხარი ჩემი მოსაზრება თურქეთის პრეზიდენტს, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართ ნდობა არ არსებობს. მიმაჩნია, რომ შესაძლებლობის ამ ფანჯარაში რუსული იარაღია გამოყოფილი. ძალიან მიკვირს, რომ რუსეთი მზადაა, რაიმე სახის მშვიდობისთვის. ადამიანებს, ვინც ყოველდღე კლავენ, აუპატიურებენ, ფრთოსან რაკეტებს უშენენ ჩვენს ქალაქებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, არ შეიძლება, მშვიდობა სურდეთ. ამიტომ, ჩემი აზრით, ჯერ მათ უნდა დატოვონ ჩვენი ტერიტორიები“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მანამდე, თურქული მედია წერდა, რომ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტს პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს.
„შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის
თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები აქტიურ ფაზაშია. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე დაპირისპირებულ მხარეებს შორის პირველი შეხვედრა მოლაპარაკების მაგიდასთან სტამბოლში შედგა. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის აქტიური მონაწილეობით გაიხსნა „მარცვლეულის დერეფანი“ და უკრაინის პორტებიდან 24 თებერვლის შემდეგ დაბლოკილი ხორბლის გადაზიდვა დაიწყო. ორი კვირის წინ, სოჭში, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა შედგა. რის შედეგადაც გაირკვა, რომ თურქეთი რუსულ ბანკებთან ითანამშრომლებს და გაზის საფასურს ნაწილობრივ რუბლში დაფარავს. მოგვიანებით კი ერდოღანმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, კრემლთან მოლაპარაკებების გამართვა კვლავ სტამბოლში შესთავაზა. რა როლი აქვს თურქეთს მსოფლიოში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და რა სცენარით შეიძლება განვითარდეს ურთიერთობები ანკარასა და მოსკოვს შორის, ამ და სხვა საკითხებზე Europetime „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" დამფუძნებელ, დავით გოჩავას ესაუბრა. ET: უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ვხედავთ, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები აქტიურ ფაზაშია. რასთან გვაქვს საქმე? როგორ ფიქრობთ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, როგორც ზედაპირზე ჩანს მხოლოდ „მარცვლეულის დერეფნის“ ფარგლებში აქტიურობს, თუ რუსეთთან ურთიერთობების „კვალი“ უფრო ღრმად მიდის? როდესაც სოჭიდან სახლში ბრუნდებოდა, ერდოღანმა მედიასთან განაცხადა, რომ აქვს სურვილი, იყოს „შანხაის ხუთეულის“ წევრებთან და მათთან, ვინც ამ ორგანიზაციას დამკვირვებლად ან დიალოგის პარტნიორის სტატუსით შეუერთდება - „მაგალითად, საუდის არაბეთი და ყატარი. ჩვენი მიზანია მათთან ერთად ყოფნა“, - თქვა ერდოღანმა. აქ ეს არის მთავარი გზავნილი. ერდოღანი ამბობს, რომ „შანხაის ხუთეულის“ წევრებთან და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრებთან ურთიერთობა ურჩევნია. ამას თურქეთის პრეზიდენტი ღიად და თამამად აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში. ET: რატომ არის „შანხაის ხუთეული“ თურქეთისთვის ასეთი მნიშვნელოვანი? „შანხაის ხუთეულის“ წევრები არიან ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი, (შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია 2001 წელს დაარსდა. მონღოლეთი, ირანი, ინდოეთი ავღანეთი და პაკისტანი ამ ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით არიან, ბელორუსი და თურქეთი კი, „პარტნიორი დიალოგის საკითხში" თანამშრომლობენ). შესაძლოა, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანდეს ირანიც. ამ შეხვედრაზე რუსეთი ეპატიჟება თურქეთსაც. შორი არაა ის დრო, როცა თურქეთი ამ ორგანიზაციის წევრი გახდება. „შანხაის ხუთეულის“ წევრი სახელმწიფოების მოსახლეობა, დაახლოებით, პლანეტის მოსახლეობის ნახევარია და ამ ქვეყნებში მსოფლიოს შიდა პროდუქტის მესამედი იქმნება. ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ვაჭრობენ ევროპასთან. აქ უკრაინის ომიდან გამომდინარე გაჩნდა ამ ქვეყნებში შექმნილი საქონლის ტრანსპორტირების პრობლემა. ეს საკითხი შესაძლოა, იმის მიხედვით გართულდეს, თუ როგორ და რა მოცულობით გაიზრდება სანქციები. ET: ამ შეფასებიდან გამომდინარე ე.ი. რუსეთი ეძებს პარტნიორს, რომელიც დაპირისპირებულ დასავლეთთან დააკავშირებს? დიახ, რუსეთი ეძებს ქვეყანას, რომელიც ამ დაპირისპირებულ დასავლეთთან კავშირს დაამყარებს და კომუნიკაციას შეძლებს, როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით. რუსეთის ეკონომიკა რომ გადარჩეს, ამისთვის დანარჩენ მსოფლიოსთან უნდა ივაჭროს. იყო ასეთი გეგმა, რომ ის გახდებოდა ჩინეთის ე.წ. ნედლეულის დანამატი, მაგრამ ეს არ გამოვიდა. რადგან ჩინეთს აშშ-თან ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებით და დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდა. ჩინეთმა დასავლეთზე გააკეთა აქცენტი და უფრო ევროპის კავშირთან და აშშ-თან არსებული სავაჭრო ურთიერთობების განვითარება განიზრახა, ვიდრე ის, რომ რუსეთიდან ბუნებრივი რესურსები იაფად მიიღოს. ET: იმ ფონზე როცა მთელი მსოფლიო პუტინის რუსეთს უპირისპირდება, რას ეყრდნობა ერდოღანის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, ესაა ტაქტიკური ნაბიჯები თუ კონკრეტული სტრატეგია? რუსეთი ეძებს პარტნიორს. თურქეთი ვრცელი ქვეყანაა ევროპასა და აზიას შორის. ხელსაყრელია მისი გეოგრაფიული მდებარეობა. ახლა ქვეყანაში რთული ვითარებაა, იმ გაგებით, რომ ინფლაციამ 70%-ს გადააჭარბა. ასევე, 2023 წელს თურქეთში არჩევნებია და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თურქეთს რუსეთი სჭირდება როგორც ჰაერი. თავის მხრივ კი, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს დასავლეთთან გართულებული ურთიერთობების განეიტრალება სურს. ET: აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებული შტატები ანკარას აფრთხილებს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად თურქეთის გამოყენებას ცდილობს. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს გარკვეული მინიშნება, რომ სანქციების საფრთხე არსებობს და დასავლეთს თურქეთთან მიმართებით გარკვეული ეჭვები აქვს. თუ ასეა, მაშინ რატომ რისკავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი? პრობლემები მოსალოდნელია, მაგრამ პოლიტიკა სწორედ ეს არის, რომ შესაძლებლობების ზღვარზე გადის. ერდოღანი რუსეთთან მიმართებით რისკავს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება პუტინთან მისი ურთიერთობა. ფაქტია, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა მოცემულ მომენტში არის უნიკალური. ერთადერთი ადამიანი, რომელიც რაღაც საკითხში მაინც აღწევს შეთანხმებას პუტინთან, არის ერდოღანი. ET: ცნობილია, რომ თურქეთი NATO -ს წევრია და ამ ალიანსში აშშ-ის შემდეგ რესურსით მეორეა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მადრიდში, ბოლო შეხვედრისას დაამტკიცა განვითარების სტრატეგია, რომელის თანახმადაც უპირველესი მტერი არის რუსეთი. ამ ფონზე როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები? ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყანა „მეგობრობს“ და თანამშრომლობს NATO-ს უპირველეს მტერთან. რა თქმა უნდა ეს არის რისკი, ხიფათი, საშიშროება. რა თქმა უნდა თურქეთს ემუქრება სანქციები. თუმცა, როგორც ჩანს, თურქეთი მზად არის საპასუხოდ. დააკვირდით, როგორ ლავირებს. ფაქტი ერთია, შექმნილ ვითარებაში, რუსეთთან რიგ საკითხებზე შედეგს თუ მიაღწია ვინმემ, აქ არის თურქეთის პრეზიდენტის ფაქტორი. ერდოღანმა არსებული პრობლემა, ან შეარბილა, ან გადაწყვიტა. ამასთან, დასავლეთის ინტერესშიცაა, რომ პუტინთან ვიღაცას ჰქონდეს ასეთი ურთიერთობა. ომის ზღვარზეა მსოფლიო და ვინმეს თუ შეუძლია სიტყვა უთხრას პუტინს, ეს ერდოღანია და ის ამით სარგებლობს. ხომ ნახეთ, ერდოღანი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაერთიანების წინააღმდეგ წავიდა. თურქეთს ჰქონდა თავისი მოთხოვნები და დასავლეთმა ეს მოთხოვნები დაუკმაყოფილა. ჯერჯერობით, ფინეთთან და შვედეთთან მიმართებით გადაწყვეტილება არაა მიღებული. ამ საკითხის რატიფიცირება უნდა მოხდეს. ანუ თურქეთი ვაჭრობს, ერდოღანი პოლიტიკოსია. იმასაც ეთამაშება და ამასაც... თურქეთს სარგებლის მიღება უნდა შექმნილი ვითარებიდან და მისი სარგებელი უზარმაზარია. ET: რა სარგებელს ელის თურქეთი რუსეთთან ურთიერთობაში და რა არის ამ ვითარებაში მისი მთავარი ბონუსი? „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრები, აზიის ქვეყნები, რომებიც ვაჭრობენ ევროპასთან და ევროპა, რომელიც თავისთავად ვაჭრობს აზიასთან, ამ ტვირთნაკადმა უნდა გაიაროს თურქეთზე. ეს ქვეყანა დიდი ხანია, ემზადებოდა ამისთვის. თურქეთი ქმნიდა ლოგისტიკურ ცენტრებს, ავითარებდა სატრანსპორტო სისტემას. (სამგზავრო მიმოსვლა იქნება ეს თუ სატვირთო გადაზიდვები). სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტი მსოფლიოში უდიდესია. 12 ლოგისტიკური ცენტრი შენდება და ექსპლუატაციაში 2023 წლისთვის უნდა შევიდეს. თურქეთი ემზადებოდა და ემზადება იმისთვის, ეს საკითხები უზრუნველყოს და ევროპასა და აზიას შორის ლოგისტიკური ჰაბი გახდეს. მან უნდა შეასრულოს შუამავლის ფუნქცია და როლი. ამას ხედავს დასავლეთი. მე არ ვიცი როგორ დამთავრდება ერდოღანსა და პუტინს შორის ურთიერთობა, მაგრამ ფაქტია, მოცემულ მომენტში, „მარცვლეულის დერეფანი“ რომ გაიხსნა უკრაინის პორტებიდან, ერდოღანის დამსახურებაა. მან შეძლო უკრაინისა და რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა და მიაღწია ამ შეთანხმებას. დასავლეთი ამას ხომ ვერ უგულებელყოფს. არის სანქციების საფრთხე, მაგრამ არის კიდევ სარგებელი, რაც პუტინისა და ერდოღანის ურთიერთობებიდან მოდის. ET: კიდევ ერთი საკითხი - თურქეთი და საქართველო. ეს ქვეყანა საქართველოს მთავარი სავაჭრო და სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს ქვეყანასთან ყველაზე მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებში თანამშრომლობს. თურქეთის ახლო კავშირების შედეგად რუსეთთან, საქართველოსთან მიმართებით, გარკვეული საფრთხეები ხომ არ იკვეთება? ჩვენ ხომ არ ვაქტიურობთ. დააკვირდით საქართველოს ქცევას. ჩვენ არ ვაქტიურობთ არცერთ ფრონტზე. ჩვენი ინტერესი რომელიმე საკითხზე ნათლად და მკაფიოდ გამოხატული ბოლოს როდის ნახეთ? ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება. საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე არ დაუსვამს არცერთი მწვავე საკითხი. ET: „საქართველოს რომ არავინ არაფერს ეკითხება“, ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ? მაგალითად 2019 წელს, ანკარაში ერთმანეთს შეხვდნენ თურქეთის, რუსეთის და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელები და ერთმანეთთან გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი, ტარიფების დაწესების, ტვირთების მოზიდვისა და „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების განვითარების შესახებ. ამ ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს გარეშე ხვდებიან და იხილავენ საკითხს, რომელიც ეხება უშუალოდ ჩვენს ტერიტორიაზე გამავალ სარკინიგზო ტვირთებს. ეს იყო ოფიციალური ვითარება, თორემ არაოფიციალური კავშირები და კომუნიკაცია ქართულ მხარესთან ამ საკითხზე პასუხისმგებელ პირებთან აუცილებლად შედგებოდა. საგულისხმოა, რომ „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზით გადაიზიდებოდა აბრამოვიჩის მეტალურგიული კომბინატის ტვირთები, თურქეთის მიმართულებით. ინფორმაციას ავრცელებდა თურქული მხარე. აზერბაიჯანული მხარე, ხანდახან, ოფიციალურად აქვეყნებდა ინფორმაციას აბრამოვიჩის კომბინატის მიერ გამოშვებული პროდუქციის გადაზიდვის შესახებ. შესაძლოა, ეს ტვირთები ახლაც „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზით გადაიზიდება. ვიღაცები შეთანხმდნენ და ჩვენი ქვეყნის გავლით გადააქვთ ტვირთები. საფრთხეა, როცა არ გვეკითხებიან და ისე წყვეტენ საკითხებს, საქართველოს გავლით რა გადაიტანონ.
ერდოღანი: ჩვენი მიზანია, პუტინსა და ზელენსკის მოლაპარაკებები თურქეთში შედგეს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჟეფ თაიფ ერდოღანმა განაცახადა, რომ თურქეთი არ იშურებს ძალისხმევას, იმისთვის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდეს და უკრაინაში მშვიდობამ დაისადგუროს. „ჩვენი მიზანია, პრეზიდენტ პუტინსა და ზელენსკის შორის მოვაწყოთ მოლაპარაკებები თურქეთში, რათა მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას", - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა. ამ საკითხზე ერდოღანმა, თურქეთის მთავრობის სხომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. უკანასკნელად რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა პირისპირ მოლაპარაკებები მარტის ბოლოს სტამბულში გამართეს. შეხვედრის შემდეგ ორივე მხარემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს. მაისში დელეგაციებმა შეაჩერეს მოლაპარაკებები და ერთმანეთი პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულეს.
ერდოღანის თქმით, თურქეთი მხარს უჭერს სამართლიან მშვიდობას, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე
თურქეთი არ აღიარებს ყირიმის ანექსიას და ამ ნაბიჯს უკანონოდ მიიჩნევს, თურქეთის ლიდერმა ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეებს ონლაინ რეჟიმში მიმართა. ერდოღანის თქმით, თურქეთი მხარს უჭერს სამართლიან მშვიდობას, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე. მისი თქმით, ანკარა დიდ ძალისხმევას დებს დიპლომატიური არხების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, რისი გამოვლინებაც იყო თურქეთის, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა ანტალიაში, ასევე - რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე მნიშვნელოვანი და კონკრეტული წარმატება უწოდა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას. „18 აგვისტოს, ლვოვში ჩვენი ვიზიტისას, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ თურქეთის პოზიცია. თუმცა იმპულსის შენარჩუნება და მისი გრძელვადიან შედეგებად გადაქცევა, დიდწილად თავად მხარეების მშვიდობიან ნაბიჯებზეა დამოკიდებული. თურქეთი მოწოდებულია, გადადგას ნაბიჯები უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად“, - ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა.
ერდოღანი ბალკანეთის ქვეყნებს ეწვევა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომავალ კვირას ბალკანეთის ქვეყნებს ეწვევა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. „ბოსნია-ჰერცეგოვინაში არსებული ვითარება იქნება ჩვენი დღის წესრიგის სათავეში. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ ახალი კონფლიქტი ბალკანეთის შუაგულში", - განაცხადა ჩავუშოღლუმ. ჩავუშოღლუ ბელგრადში ორდღიანი ვიზიტით პირველ სექტემბერს ჩავიდა.
ერდოღანმა კორუფციული სკანდალის გამო, მრჩეველი გაათავისუფლა - Bloomberg
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მისი ერთ-ერთი უფროსი მრჩეველი სერქან თრანოღლუ თანამდებობიდან გაათავისუფლა. საუბარია კორუფციულ სკანდალზე, რომელშიც Bloomberg-ის ინფორმაციით, შესაძლოა, თურქეთის ლიდერის გარემოცვის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი. ერდოღანმა ხსენებული გადაწყვეტილება იმ დღეს მიიღო, როცა თურქეთის ოპოზიციურმა პარტიებმა კორუფციული სქემის გამოძიების მოთხოვნით, კოლექტიური სარჩელი მოამზადეს. თურქეთის პროკურატურას ჯერ არ გადაუწყვეტია, დაიწყოს თუ არა გამოძიება. მედია ვარაუდობს, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც ივნისში უნდა გაიმართოს, ერდოღანზე ზეწოლა შესაძლოა, გაიზარდოს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: დასავლეთის პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით მცდარია
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სერბიაში ვიზიტისას უკრაინაში შექმნილი ვითარება შეაფასა. „თურქეთი, უკრაინასა და რუსეთთან მიმართებით, დაბალანსებული პოლიტიკის მომხრეა და ასე იქნება მომავალშიც. ანკარა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდის. თუმცა მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ ომი სწრაფად არ დასრულდება“, - განაცხადა ერდოღანმა. მისი თქმით, ვინც რუსეთს სერიოზულად არ აღიქვამს, ცდება. „რუსეთი არ არის ასეთების რიცხვში“. ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინასთან მიმართებით, დასავლეთის მიდგომებს არ ეთანხმება. „ღიად ვამბობ, რომ [რუსეთ-უკრაინის] ომთან მიმართებით, დასავლეთის პოზიცია მცდარია. სახეზეა დასავლეთის ქმედება, რაც მხარეების პროვოცირებაზეა დაფუძნებული. აცხადებენ სამხედრო მხარდაჭერაზე. თუმცა ფაქტია, რომ დასავლეთში ბევრია ჯართად ქცეული იარაღი, რასაც უკრაინაში გზავნიან“, -აღნიშნა ერდოღანმა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ სანამ არსებობს საომარი მოქმედებების პროვოცირების პოლიტიკა, სამშვიდობო ინიციატივების ეფექტურობა მინიმალურია. „შეგიძლიათ გითხრათ, რომ ამ მომენტში ერთი მხარე იმარჯვებს? არა! ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებულები, მაგრამ ბევრია დამარცხებული. უამრავი ადამიანი იღუპება და ფინანსურ მხარეზე საუბარი არ არის მიზანშეწონილი“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
გაეროს ხელმძღვანელი მისიის უსაფრთხო დაშვებას მოითხოვს ოლენივკაში, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ლვოვში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის (MİT) ხელმძღვანელი ჰაკან ფიდანი და პრეზიდენტის პრესმდივანი იბრაჰიმ კალინი. ლვოვში პრეზიდენტების ერდოღანის, ზელენსკისა და გაეროს გენერალური მდივნის გუტერეშის სამმხრივი სამიტი მიმდინარეობს თურქული მედიის ცნობით, შეხვედრა პოტოცკის სასახლეში პრესისთვის დახურული იყო და 40 წუთს გაგრძელდა. CNN-ის ცნობით, მანამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განიხილა გაეროს ძალისხმევა, შექმნას ფაქტების დამდგენი მისია თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც, ივლისის ბოლოს, ოლენივკაში 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა. მისივე თქმით, ასეთი მისიის იდეა უკრაინასა და რუსეთსაც გაუზიარეს. გუტერეშის თქმით, მისიის ხელმძღვანელად დანიშნა ბრაზილიელი გენერალი კარლოს დოს სანტოს კრუზი, რომელსაც სამშვიდობო ოპერაციებში დიდი გამოცდილება აქვს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმის შემდეგ მაშინვე განაცხადა, რომ გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC) ადგილის დასათვალიერებლად იწვევდა, მაგრამ ICRC-მ მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა. მხარეები თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ, მაგრამ CNN-ის ცნობით, მის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მომხდარის რუსული ვერსია ნაკლებად სარწმუნოა. გუტერეშმა განაცხადა, რომ გაერო „ახლა გააგრძელებს მუშაობას საჭირო გარანტიების მისაღებად, რათა ადგილზე უსაფრთხო წვდომა უზრუნველყოს“. „გუნდს უნდა შეეძლოს საჭირო ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი. უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს უსაფრთხო და შეუზღუდავ წვდომას ადგილებსა და მტკიცებულებებზე, ნებისმიერი მხარის ჩარევის გარეშე", - დაამატა გუტერეშმა. მხარეებმა დღეს მარცვლეულის ექსპორტის საკითხი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული არასტაბილური ვითარება განიხილეს და თითქმის ექვსთვიანი ომის დასასრულებლად საჭირო ძალისხმევაზე იმსჯელეს. სამმხრივ სამიტს წინ უძღოდა უკრაინისა და თურქეთის პირველი პირების ორმხრივი შეხვედრა. ზელენსკი ასევე შეხვდა გაეროს გენმდივანს.
ერდოღანის განცხადებით, თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი დააკავეს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთში ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბაშარ ხათაბ ღაზალ ალ-სუმეიდანის დაკავების შესახებ, (კოდური სახელით აბუ ზეიდი), განაცახდა. ბალკანეთის ტურნედან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტისა და ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის (MİT) წარმატებული ოპერაციის შედეგად დააკავეს. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ალ-სუმეიდანი, აბუბაქრ ალ-ბაღდადისა და აბდულა კარდაშის ლიკვიდაციის შემდეგ, ISIS-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიდერია.
ერდოღანი ალიევს: მოძმე თურქეთი ყოველთვის აზერბაიჯანის გვერდით დგას
დღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დაურეკა, იტყობინება აზერბაიჯანული სააგენტო. სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა ღრმა მწუხარება გამოუცხადა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანელი ჯარისკაცების დაღუპვის გამო. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის მოძმე აზერბაიჯანთანაა, აზერბაიჯანი კი თავის მხრივ, ყოველთვის მოძმე თურქეთის გვერდით დგას. საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ძმური ურთიერთობები და სტრატეგიული ალიანსი წარმატებით ვითარდება ყველა სფეროში. თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე
ერდოღანს ბაშარ ალ-ასადთან შეხვედრა სურდა - მედია
თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა გამოთქვა სურვილი, შეხვედროდა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, თუ სირიის ლიდერი უზბეკეთის სამიტს დაესწრებოდა. ამის შესახებ Reuters-ი თურქულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს. თუმცა ასადი არ ესწრებოდა სამიტს. მანამდე, Reuters-ს წყარომ განუცხადა, რომ ბოლო კვირებში, თურქეთის დაზვერვის უფროსმა სირიელ კოლეგასთან დამასკოში ბევრი შეხვედრა გამართა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთის, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის „ხიდის“ პოზიცია, დიდ შესაძლებლობებს ხსნის
თურქეთი რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მომხრეა, მათ შორის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრ ქვეყნებთან. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევს სამარყანდში SCO-ს სამიტზე გამოსვლისას განაცხადა. SCO-ს 22-ე სამიტი სამარყანდში პირველია ორგანიზაციის ისტორიაში, სადაც თურქეთი პრეზიდენტის დონეზეა წარმოდგენილი. თურქეთის ლიდერი სამიტში "სპეციალური სტუმრის" სტატუსით მონაწილეობს. სამიტის მონაწილეებს სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა თავისი ქვეყნის გეოპოლიტიკური პოზიციის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. „თურქეთის, როგორც „ხიდის“ პოზიცია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხსნის დიდ შესაძლებლობებს. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა სფეროში: ეკონომიკიდან ენერგეტიკამდე, ტრანსპორტიდან ტურიზმამდე“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. მისი თქმით, „დიალოგის პარტნიორის“ სტატუსმა საშუალება მისცა თურქეთს, ბოლო 10 წლის განმავლობაში SCO პლატფორმა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის „ფანჯარად“ გამოიყენოს. „გლობალური თანამშრომლობა და მჭიდრო ურთიერთქმედება არის ჩვენი დროის პრობლემებისა და გამოწვევებისგან გამოსავლის გასაღები. ანკარას მიზანია ჰუმანიზმის ღირებულებებზე დაფუძნებული დიპლომატიური ძალისხმევით მშვიდობის სარტყელი ჩამოაყალიბოს როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. სამარყანდში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტი მიმდინარეობს.
მედიამ დაასახელა ორი საკითხი, რომელიც ერდოღანმა და პუტინმა სამარყანდში შეხვედრისას განიხილეს
მოლაპარაკებები თურქეთისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერებს შორის, სამარყანდში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის“ მოედანზე პრესისთვის დახურულ რეჟიმში 40 წუთს გაგრძელდა. როგორც თურქული მედია წერს, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდორანმა „მარცვლეულის შეთანხმებისა“ და აუკიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი განიხილეს. მედიის ცნობითვე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის თურქ კოლეგასთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში საკვების უმეტეს ნაწილს უღარიბესი ქვეყნები მიიღებენ. ამის შესახებ თურქული მედია წერს. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსმა ოპერატორებმა მიიღეს ნიშანი, რომ თავიანთი პროდუქციის ექსპორტი თურქეთის გავლით შეუძლიათ. რაც შეეხება აკუიუს ატომური ელექტროსადგურის პროექტს, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ „დიდი სურვილი აქვს, პირველი ბლოკი დროულად, 2023 წელს ამოქმედდეს“.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ყარაბაღის ზანგელანის რეგიონს ეწვევა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად აეროპორტს გახსნის
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 20 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ყარაბაღში ზანგელანის აეროპორტის გახსნას დაესწრება, იტყობინება სააგენტო Anadolu. „ილჰამ ალიევმა გვთხოვა ვიზიტის თარიღის დადგენა. ზანგელანში აეროპორტის გახსნის შემდეგ გავემგზავრებით ჯაბრაილში, სადაც საზეიმო ცერემონია გაიმართება. შესაბამისი შეთანხმება მიღწეულია. არ გამოვრიცხავ მონაწილეობას“, - განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, რაც შეეხება ყარაბაღის საკითხს, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის ყველა ქვეყანამ უპირობო და მტკიცე მხარდაჭერა გამოხატოს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.
ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. აღინიშნა ბოლო წლებში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგები, მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური დინამიკა და რეგიონულ-გეოსტრატეგიული ხასიათის პროექტებში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ჩართულობა და აქტიური თანამშრომლობა. განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინაში მიმდინარე ომი და, შედეგად, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული უსაფრთხოების ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, აღინიშნა ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასულ წელს მიღწეული შეთანხმება, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი, აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია ასევე რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. შეხვედრასთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველო და თურქეთი დიდი ხნის პარტნიორები და კარგი მეზობლები არიან და მათ მტკიცედ იკისრეს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება. „თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შევხვდი. განვიხილეთ ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი დღის წესრიგის საკითხები. საქართველო და თურქეთი დიდი ხნის პარტნიორები და კარგი მეზობლები ვართ, რომლებმაც მტკიცედ ვიკისრეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ტერიტორიები, რომლებზეც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება
„თუკი უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, რა თქმა უნდა, ინტერვენციის შედეგად დაკავებული მიწის დაბრუნება ნამდვილად მნიშვნელოვანი გახდება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, უნდა მიეცეს თუ არა უფლება რუსეთს, შეინარჩუნოს ტერიტორიის ნაწილი, რომელიც უკრაინაში, თებერვალში შეჭრის შემდეგ დაიკავა და უნდა იყოს თუ არა ეს ამ კონფლიქტის გადაწყვეტის ნაწილი? „არა, უდავოდ არა. როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთშეთანხმებაზე, სწორედ ამას ვგულისხმობთ. თუკი უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, რა თქმა უნდა, ინტერვენციის შედეგად დაკავებული მიწის დაბრუნება ნამდვილად მნიშვნელოვანი გახდება. ეს არის ის, რაც მოსალოდნელია. ეს არის ის, რაც სასურველია. ბატონმა პუტინმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა. ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ტერიტორიები, რომლებზეც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება. უნდა მიეცეს თუ არა რუსეთს ყირიმის შენარჩუნების უფლება? - ამ შეკითხვის საპასუხოდ, ერდოღანმა განაცხადა, რომ 2014 წლის შემდეგ პუტინს სთხოვს, რომ ყირიმი მის კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნოს. „2014 წლიდან ამაზე ვესაუბრებით ჩემს ძვირფას მეგობარ პუტინს და სწორედ ამას ვითხოვდით მისგან“, - განაცხადა ერდოღანმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი საკუთარ თავზე იზრუნებს, თუ აშშ-დან F-16 გამანადგურებლებს არ მიიღებს
თურქეთსა და აშშ-ს შორის F-16 გამანადგურებლების საკითხი კვლავ გადაუწყვეტელია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეარხ PBS-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ, ანკარა F-16 გამანადგურებლებს ვერ მიიღებს, შეძლებს „საკუთარ თავზე ზრუნვას“. ამასთან, PBS-თან ინტერვიუში ერდოღანმა აშშ-თურქეთის ურთიერთობებიც განიხილა. „თავდაცვის ინდუსტრიაში ჩვენ არ ვართ იმ დონეზე, როგორიც გვინდა. მაგალითად, ჩვენ გვაქვს გადაუჭრელი საკითხი F-16-თან დაკავშირებით... მიიღება გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლის შედეგიც თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. ეს არ შეეფერება ორ მეგობარ ქვეყანას“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მან განმარტა, რომ თურქეთმა F-16 გამანადგურებლების შეძენის საკითხში „რესპუბლიკელების მხარდაჭერა მიიღო“. „რას ვაპირებთ, თუ ვერ მივიღებთ აშშ-ს შედეგებს F-16-ზე? რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე ვიზრუნებთ“, - დასძინა ერდოღანმა. ივლისში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა თურქეთისთვის F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვის შეზღუდვებს. თურქეთი ამ გამანადგურებლების შესყიდვის პროგრამიდან იმის გამო გარიცხეს, რომ რუსეთისგან S-400 Triumph სარაკეტო სისტემები იყიდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და თურქეთის პრეზიდენტმა შესაძლოა, ეს საკითხი სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილონ. გაზეთ Milliyet-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ F-16 გამანადგურებლების მიწოდებაზე უარს იტყვის, თურქეთის ხელისუფლება მზადაა, რუსული სუ-57-ები იყიდოს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას უსაფრთხოების საკითხები განიხილა. ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა, იტყობინება Ukrinform-ი. „სატელეფონო საუბარი მქონდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. განვიხილეთ უსაფრთხოების აქტუალური საკითხები", - განაცხადა ზელენსკიმ. როგორც ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პუტინს სურს უკრაინასთან ომის რაც შეიძლება მალე დასრულება.
თურქეთისა და ისრაელის ლიდერებმა 2008 წლის შემდეგ პირველი შეხვედრა გამართეს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, იაირ ლაპიდს ნიუ-იორკში შეხვდა. Anadolu-ს ცნობით, შეხვედრა გაეროს შტაბ-ბინასთან მდებარე ანუ თურქეთის სახლში გაიმართა. დახურული შეხვედრა 2008 წლის შემდეგ პირველად გაიმართა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების ფონზე. ისრაელი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე მიდმინარე წლის აგვისტოში შეთანხმდნენ. ლაპიდის ოფისის ცნობით, ისრაელის პრემიერი მიესალმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენას. ერდოღანის ოფისს შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას კი, ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა მოწოდებულია, განაგრძოს ურთიერთობები ისრაელთან არამხოლოდ რეგიონის, არამედ ისრაელისა და პალესტინის მომავლის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.
ერდოღანის თქმით, ნენსი პელოსის სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენის ბერკეტი არ აქვს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის არ აქვს რაიმე გავლენის მოხდენის ბერკეტი, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე. „დარწმუნებული ვარ, მისმა ვიზიტმა ბევრგან შეშფოთება გამოიწვია. არ არის საჭირო ამ თემისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება“, - განაცხადა ერდოღანმა. ნენსი პელოსი სომხეთში ვიზიტით გასულ შაბათ-კვირას იმყოფებოდა.
ერდოღანის თქმით, ტყვეთა გაცვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომის დასრულებისკენ
თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ტყვეთა გაცვლა, რომელიც რუსეთისა და უკრაინის მიერ, თურქეთის შუამავლობით განხორციელდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომის დასრულებისკენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ერდოღანმა ნიუ-იორკში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაცვლა მოხდა დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, რომელიც მან აწარმოა ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ვოლოდიმირ ზელენსკი: ტყვეთა გაცვლის შედეგად გათავისუფლებული 5 უკრაინელი მეთაური ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩება „თურქეთმა ახლა მიიღო დიალოგისა და დიპლომატიის ძალის რწმენის შედეგი“, - განაცხადა ერდოღანმა. NATO-ს წევრ თურქეთს მჭიდრო კავშირები აქვს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან და ცდილობს ურთიერთობების დაბალანსებას, არ მიუერთდა სანქციებს, თუმცა აკრიტიკებს რუსეთის შეჭრას და ამარაგებს კიევს თვითმფრინავებით.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი შესაძლოა, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდეს
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ოქტომბრის დასაწყისში, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდეს, იუწყება Trend-ი. „2022 წლის 6 ოქტომბერს, პრაღაში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობა სამიტს გამართავს. ახლა ჩვენ, სამიტზე დასწრების შესაძლებლობას განვიხილავთ. შესაძლოა, სამიტს ესტუმროს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ფაშინიანიც. შესაძლოა, ჩვენ მოვახერხოთ მასთან საუბარი“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში.
ერდოღანი: თურქეთი პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის მომხრეა
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცახდა, რომ თურქეთს სურს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება, რათა „ომი სწრაფად დასრულდეს“. დმიტრო კულება: რუსეთთან „მოლაპარაკებები“ ბრძოლის ველზე მიმდინარეობს ამასთან, მან განაცხადა, რომ თურქეთი რუსეთის ფედერაციასა და უკრაინასთან მოლაპარაკებებს განაგრძობს და გარკვეულ დიპლომატიურ წარმატებებსაც აღწევს. რეზნიკოვის თქმით, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკების შესახებ რეკომენდაციას არ იღებს და სრულ დეოკუპაციას ითხოვს მისი თქმით, მნიშვნელოვანია „ხორბლის დერეფნის“ შეთანხმება. „ამ დროისთვის უკვე ექსპორტირებულია 5 მილიონ ტონაზე მეტი აგროპროდუქცია“, - აღნიშნა ერდოღანმა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ერდოღანი: „რეფერენდუმი" უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მცდელობებს ძირს უთხრის
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ჩატარებული „რეფერენდუმი“ გაართულებს „დიპლომატიური პროცესის“ წინსვლის მცდელობებს. ერდოღანის ოფისის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, უზრუნველყოს ყოველგვარი მხარდაჭერა კონფლიქტის დარეგულირებისთვის, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით". სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ერდოღანს „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე პრინციპული პოზიციისთვის უკანონო ფსევდორეფერენდუმების არაღიარების შესახებ, რომელიც რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატარა". 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს.
რა საკითხები განიხილეს ერდოღანმა და პუტინმა
თურქეთის პრეზიდენტმა ხუთშაბათს გამართულ სატელეფონო საუბარში თავის რუს კოლეგას მოუწოდა, უკრაინასთან მოლაპარაკებებს კიდევ ერთი შანსი მისცეს. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმეორა თურქეთის მზადყოფნა, შეასრულოს ფასილიტატორის როლი უკრაინაში ომის დასასრულებლად. ერდოღანმა ასევე გამოხატა კმაყოფილება პატიმართა გაცვლის გამო და ასევე მარცვლეულის ექსპორტზე სტამბოლის შეთანხმების მოქმედებით. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა რეგიონში დაძაბულობის შესამცირებლად ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა. მისივე თქმით, რუსეთისგან ელიან ნაბიჯების გადადგმას, განსაკუთრებით უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის საკითხზე.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ერევანმა მშვიდობის შანსი უნდა გამოიყენოს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „სომხეთმა სრულად უნდა ისარგებლოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის შანსით“. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჟენევაში შეხვდებიან ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ვადამდელ შეხვედრას არ გამორიცხავს. 13 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე
რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ნიკოლ ფაშინიანი ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზაციაზე, მოლაპარაკებებს გამართავენ
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზაციაზე პრაღაში მოლაპარაკებებს გამართავენ. როგორც ცნობილია, შეხვედრის ინიციატორი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანია. ცნობისთვის, 6-7 ოქტომბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი შეხვედრა გაიმართება.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პირველი პირისპირ შეხვედრა პრაღაში, ხუთშაბათს, 6 ოქტომბერს იგეგმება. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. „ხვალ, თურქეთის დროით 19:00 საათზე, პრეზიდენტი ერდოღანი პრაღაში ორმხრივ შეხვედრას გამართავს სომხეთის პრემიერ-მინისტრ პაშინიანთან“, - წერს გაზეთი Milliyet. Sabah-ის ცნობით, შეხვედრის დროს თურქეთის პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შესთავაზებს სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრების გამართვას ორმხრივი ურთიერთობების დასარეგულირებლად თურქეთსა და სომხეთში და არა მესამე ქვეყნებში. გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რეგიონში დაძაბულობის შესამცირებლად სომხეთმა „პროვოკაციებისგან თავი შეიკავოს, ასევე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი“, - წერს გაზეთი. სომხურ მხარეს ფაშინიან-ერდოღანის მოახლოებული შეხვედრის შესახებ ჯერ ოფიციალურად არ გაუცხადებია. მანამდე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა განაცხადეს, რომ ასეთი შეხვედრა სავარაუდოა.
ერდოღანმა და ფაშინიანმა პრაღაში, პირისპირ შეხვედრა გამართეს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრაღაში შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. დახურული შეხვედრა პრაღის სასახლეში, პირველი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე სხვა ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. მანამდე, ერდოღანმა, ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოკლე საუბარი გამართეს სამიტის წინ. სომხეთის პრემიერ-მინისტრი დღეს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ოთხმხრივი შეხვედრა ჰქონდათ. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ეს თურქეთისა და სომხეთის ლიდერების პირველი შეხვედრაა განვლილი 13 წლის განმავლობაში. ბოლოს ერთმანეთს აბდულა გული და სერჟ სარქსიანი შეხვდნენ.
სომხური მხარე საუბრობს, რა თემები განიხილეს ფაშინიანმა და ერდოღანმა პრაღაში გამართულ შეხვედრაზე
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი და ამ მიმართულებით შემდგომი შესაძლო ნაბიჯები განიხილეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ორი ლიდერის შეხვედრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლების დისკუსიის შედეგად მიღწეული შეთანხმებების უმოკლეს ვადაში განხორციელების აუცილებლობას. ერდოღანმა და ფაშინიანმა პრაღაში, პირისპირ შეხვედრა გამართეს კერძოდ, საუბარია მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვრის გახსნაზე, სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე.მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონულ პროცესებზე. ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ოთხმხრივი შეხვედრა ჰქონდათ.
ერდოღანი შვედეთსა და ფინეთს სთავაზობს, NATO-ში სხვადასხვა დროს გაწევრიანდნენ
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთს და ფინეთს NATO-ში სხვადასხვა დროს გაწევრიანება შესთავაზა. თურქეთი და უნგრეთი არიან ქვეყნები, რომლებსაც ჯერ არ აქვთ რატიფიცირებული სკანდინავიური ქვეყნების ალიანსში გაწევრიანება. ერდოღანის თქმით, თურქეთი არ იქნება შვედეთის მომხრე, ვიდრე ტერორისტული ორგანიზაციები მის ქუჩებსა და პარლამენტში პოზიციონირებენ. მისივე თქმით, თურქეთს უკეთესი ურთიერთობა აქვს ფინეთთან, რადგან ის არ არის ქვეყანა, სადაც ტერორისტები თავისუფლად მოძრაობენ. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ ჰელსინკი შვედეთთან ერთად ალიანსში გაწევრიანების მომხრეა. ერდოღანის კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც შვედეთმა განაცხადა, რომ გააუქმებს იარაღზე ემბარგოს, რომელიც თურქეთს 2019 წელს დაუწესდა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: გლობალური მსოფლიო წესრიგის ცვლილება გარდაუვალია
21-ე საუკუნემ, სტაბილურობისა და სამართლიანობის შესახებ კაცობრიობის იმედები არ გაამართლა და კრიზისებისა და კონფლიქტების უწყვეტ ხაზად გადაიქცა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს ანკარაში 2022-23 სასწავლო წლის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. მისი თქმით, „ცივი ომის დასრულების შემდეგ კაცობრიობას მშვიდობის, განვითარებისა და თავისუფლების იმედი ჰქონდა, მაგრამ ამ ატმოსფერომ, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ისევ შიშისა და შეშფოთების ადგილი დატოვა, ხოლო რიგი ქვეყნების მაგალითზე - ფაშიზმის“. ერდოღანის თქმით, ამჟამინდელი მსოფლიო წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულთა ინტერესებზე, ბოლო 70 წლის ყველაზე დიდ კრიზისს განიცდის. „ესაა დამახინჯებული სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნების მცირე ჯგუფის გამდიდრებას. სიღარიბე იზრდება მთელ მსოფლიოში. მდიდარი მდიდრდება, ღარიბი კი ღარიბდება. მილიარდობით ადამიანი, აფრიკიდან - აზიამდე, საკუთარ თავს ძირითადი საკვებით ვერ უზრუნველყოფს“, - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები მხოლოდ მოკლევადიანი პრობლემებით არიან შეშფოთებულნი, რაც პრაღაში გამართულ ბოლო სამიტზეც დადასტურდა. „ბევრი ლიდერს, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინის ომზე საღი აზრი არ აქვს. მათი ერთადერთი საზრუნავი პრაღაში, მომავალი ზამთარი იყო. ფაქტობრივად, ყველაზე ღარიბი ქვეყნები ომისგან ყველაზე დიდ დარტყმას იღებენ. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ომის თემამ მხოლოდ დროებით გააჩინა გლობალური პოლიტიკური სისტემის რადიკალური რეფორმის თემა. ტრანსფორმაციები გარდაუვალია!“ - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა საჯაროდ აცხადებს, რომ არსებობს სამართლიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების შანსი. „ბოლო წლებში თურქეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ მსოფლიო გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთზე მეტი მუდმივი წევრია. ჩვენ ყველა პლატფორმაზე ხაზს ვუსვამთ, რომ კაცობრიობის გაჭირვება უიმედო არ არის. წარმოიდგინეთ, რომ დღეს თურქეთის გავლით მსოფლიო ბაზარზე 7 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული გავიდა. სხვა ქვეყნები არ აქტიურობენ, ჩვენ კი ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაში“, - განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანმა გამოთქვა იმედი, რომ ეს საუკუნე გადაიქცევა „თურქეთის საუკუნედ“ და „ეს სიტყვები მალე ყველა სფეროში ახდება“.
მედია: თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ასტანაში შეხვდებიან
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 12 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ AFP-ს თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. ორი პრეზიდენტის შეხვედრა ასტანაში დსთ-ს სამიტის ფარგლებში გაიმართება. ბოლოს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით 7 ოქტომბერს ისაუბრეს. სატელეფონო საუბრებისას უკრაინაში განვითარებული მოვლენები, ასევე რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები განიხილეს. 12-14 ოქტომბერს ყაზახეთი დსთ-ს სამიტს მასპინძლობს. მოსალოდნელია, რომ ყაზახეთის დედაქალაქს ცენტრალური აზიისა და დსთ-ს 11 სახელმწიფოს მეთაური ეწვევა. მთავარი დეკლარირებული თემებია რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.
რა საკითხები განიხილეს ერდოღანმა და პუტინმა ასტანაში გამართულ შეხვედრაზე
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს თავის თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შესთავაზა, თურქეთში ბუნებრივი აირის ჰაბის აშენება. ყაზახეთში შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთში ჰაბის აშენება ფასების რეგულირებას, საბაზრო ფასებში გაზის გაყიდვას შეუწყოს ხელს. სტამბულის შეთანხმება მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ უნდა შენარჩუნდეს და გაძლიერდეს, მათ შორის რუსული მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტის მიმართულებით. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამ საკითხს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას შეეხო, იუწყება Ukrinform თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით. რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ასტანაში, დღეს ერთმანეთს შეხვდებიან „ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, გავაძლიეროთ და გავაფართოოთ სტამბოლის შეთანხმება ამ კუთხით და რუსული მარცვლეულისა და სასუქების ტრანსპორტირება განვითარებად ქვეყნებში, როგორც თქვენ თქვით, თურქეთის გავლით. ჩვენ ვახორციელებთ ამ ტრანსპორტირებას განვითარებად ქვეყნებში ჩვენი მეშვეობით. ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ და განსაზღვრეთ ეს ქვეყნები“, - განაცხადა ერდოღანმა. როგორც უკრაინის ელჩმა თურქეთში ვასილ ბოდნარმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კარგად იცის უკრაინის პოზიცია რუსეთთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით: „ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები ჩვენი გარეშე შეუძლებელია. მათი აღდგენის პირობა უნდა მოიცავდეს რუსული ჯარების გაყვანას მთელი უკრაინის ტერიტორიიდან, მანამდე პუტინთან არავინ ისაუბრებს“. ანალოგიური პირობა დღესვე გაიმეორე უკრაინის პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი ონლაინ მიმართვისას.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანს ეწვევა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანში 20 ოქტომბერს ჩავა. ამის შესახებ თურქეთის ელჩმა აზერბაიჯანში კაჰიტ ბაღჩიმ, დღეს განჯაში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თვითმფრინავი აზერბაიჯანის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მეორედ დაეშვება“.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება
ერდოღანის თქმით, რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან ბოლო შეხვედრაზე გაზის საკითხზე კონსენსუსამდე მივიდნენ. ფატიჰ დონმეზი: თურქეთი მზადაა, ევროპის ქვეყნებს გაზის დეფიციტის შევსებაში დაეხმაროს ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათს ანკარაში მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ შევქმნით რუსული გაზის ჰაბს თურქეთში. თავად პუტინმა თქვა, რომ ევროპას შეუძლია გაზის შეძენა თურქეთის გავლით“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ერდოღანის თქმით, დღეს ევროპის ქვეყნები აქტიურად ეძებენ გაზის შესყიდვის გზებს, თურქეთს კი მსგავსი პრობლემები არ აქვს. ასევე წაიკითხეთ: „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის
ერდოღანმა და ალიევმა, ზანგილანის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს
თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანში ზანგილანის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს. თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი აეროპორტი აზერბაიჯანისა და მთლიანად მსოფლიოსთვის სასარგებლის მომტანი იქნება. ქალაქი ზანგილანი, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ირანის საზღვრებთან მდებარებს და მსოფლიოს საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით დაუკავშირდება. ამ ტერიტორიაზე კონტროლი აზერბაიჯანმა, სომხეთთან 2020 წლის კონფლიქტის შემდეგ დაამყარა. ზანგილანის აეროპორტი 2021 წლის 26 აპრილს დაიგეგმა, პირველი ტექნიკური რეისი აეროპორტამდე, სამგზავრო თვითმფრინავით 9 სექტემბერს განხორციელდა. აეროპორტის ასაფრენი ბილიკი 3 კმ სიგრძისა და 60 მეტრი სიგანისაა. მისი ტერმინალი საათში 200 მგზავრსა და 8 თვითმფრინავს მოემსახურება. მანამდე, აზერბაიჯანულმა მხარემ, 2021 წლის 26 ოქტომბერს მთიან ყარაბაღში, ფიზულში პირველი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: შუშაში გენერალურ საკონსულოს გავხსნით
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ზანგელანში აეროპორტის გახსნის შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთი აზერბაიჯანში, მთიან ყარაბაღში მდებარე ქალაქ შუშაში გენერალურ საკონსულოს გახსნის. „ჩვენ ასევე ვხსნით გენერალურ საკონსულოს შუშაში", - განაცხადა ერდოღანმა აზერბაიჯანში ვიზიტიდან დაბრუნებისას, ჟურნალისტებთან ინტერვიუში. „ვფიქრობ, რომ ერთი წლის შემდეგ შუშაში ვიზიტები ბევრად გაადვილდება. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მომავალი წლისთვის დიდი თანხები გამოიყო. ჩვენი თურქული კომპანიების წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ თუ გეგმები განხორციელდება, აქ მუშაობა 1-1.5 წელში დასრულდება. რა თქმა უნდა, რკინიგზის გარდა არის მაგისტრალებიც. მათ გადაწყვეტილი აქვთ, დაასრულონ ისინი. როგორც კი დასრულდება ეს სამუშაოები, შუშასკენ მიმავალი გზა გაიხსნება. ეს ადგილები გამოცოცხლდება როგორც ადგილობრივით, ასევე უცხოელი ტურისტებით“, - აღნიშნა ერდოღანმა.
ერდოღანი: თურქეთი რუსული გაზის ევროპაში განაწილებას უზრუნველყოფს
ანკარა, „თურქული ნაკადის“ გაზსადენის გავლით, რუსული გაზის ევროპაში განაწილებას უზრუნველყოფს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ანკარაში მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წევრებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მანამდე, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის საკითხი განიხილეს, რომლის მეშვეობითაც, რუსეთის ფედერაცია გაზის ტრანზიტის „ჩრდილოეთის ნაკადიდან“ შავი ზღვის რეგიონში და თურქეთში გადატანას გეგმავდა. ასევე წაიკითხეთ: „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის
ერდოღანი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან მოლაპარაკებების გამართვას აპირებს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გამართვას უახლოეს მომავალში აპირებს. საუბრის თემა უკრანული მარცვლეულის ექსპორტი იქნება. ინფორმაციას უკრაინული მედია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განაცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი გაეროსთან ერთად პროცესს აკვირდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაბრკოლებების მოსახსნელად. ამ დროისთვის დატვირთულ გემებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის. იმისათვის, რომ მარცვლეულის ტრანსპორტირება გაგრძელდეს, პრობლემები უნდა დაიძლიოს“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში იგეგმება. 29 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში მონაწილეობას აჩერებს. მოსკოვი ამ ნაბიჯის გამართლებას სევასტოპოლში, დრონების თავდასხმით ცდილობს, რაშიც უკრაინას და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გამოვიდა, უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა 15-მა ხომალდმა დატოვა.
ერდოღანმა პუტინს მოუწოდა, გააგრძელოს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობა
თურქეთი გააგრძელებს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას, მათ შორის ყველა მხარესთან აუცილებელი ინიციატივების წამოჭრით, განუცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში ნათქვამია, რომ ერდოღანმა და პუტინმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს რეგიონული საკითხები, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული უახლესი მოვლენები. Reuters-ის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა სამშაბათს გამართული სატელეფონო საუბრის დროს, თავის თურქ კოლეგას განუცხადა, რომ რუსეთს შეუძლია, განიხილოს შეთანხმების განახლება მხოლოდ ყირიმის საზღვაო პორტზე, სევასტოპოლზე დრონების თავდასხმების გამოძიების დასრულების შემდეგ. თავის მხრივ, უკრაინული მედიის ცნობით, ერდოღანმა პუტინს მოუწოდა, გააგრძელოს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობა. 29 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში მონაწილეობას აჩერებს. მოსკოვი ამ ნაბიჯის გამართლებას სევასტოპოლში, დრონების თავდასხმით ცდილობს, რაშიც უკრაინას და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს. კიევს არ დაუდასტურებია თავდასხმაში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გამოვიდა, უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა 15-მა ხომალდმა დატოვა. დასავლეთი პუტინს შიმშილის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს. თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მარცვლეულის გადაზიდვის ინიციატივა კონფლიქტის პირობებს უნდა გამოეყოს პირველ ნოემბერს, უკრაინა, თურქეთი და გაერო შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის დერეფნით, გემების გადაადგილება 2 ნოემბრისთვის არ დაგეგმონ.
იენს სტოლტენბერგი თურქეთში ვიზიტისას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
3-5 ნოემბერს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თურქეთს ეწვევა. ალიანსის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტოლტენბერგი შეხვდება თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოჯანს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს, თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აკარს და სხვა ოფიციალურ პირებს. იენს სტოლტენბერგი თურქეთს ეწვევა 3 ნოემბერს, გენერალური მდივანი პრესკონფერენციას ჩავუშოღლუსთან ერთად გამართავს. 4 ნოემბერს, სტოლტენბერგი სტამბულში შეხვდება თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს.
აზერბაიჯანული გაზი თურქეთის, როგორც ენერგო ჰაბის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს - ერდოღანი
თურქეთი ნაბიჯებს დგამს, რათა ენერგეტიკული ცენტრი გახდეს. აზერბაიჯანული გაზი ამაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ადგილობრივ ATV არხთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დამატებითი გაზი, რომელსაც TANAP-ი უზრუნველყოფს. „ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ გავხდეთ ენერგეტიკული ჰაბი. საჭიროა წყაროების და მარშრუტების დივერსიფიკაცია. ეს არ არის ერთი წყარო და ერთი მარშრუტი, ჩვენ ის უნდა მივაწოდოთ გარკვეულ რეგიონებს. გვაქვს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ნავთობისა და გაზის მილსადენები, რომლებიც დაკავშირებულია აზერბაიჯანთან. ეს საკითხი დეტალურად განვიხილეთ პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს“, - განაცხადა ერდოღანმა.
იენს სტოლტენბერგი მევლუთ ჩავუშოღლუს: დროა, მივესალმოთ ფინეთს და შვედეთს, როგორც NATO-ს სრულუფლებიან წევრებს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთი ალიანსის ძალიან ღირებული მოკავშირეა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო უსაფრთხოებაში. სტოლტენბერგი ჩავუშოღლუს ანკარაში შეხვდა. მისივე თქმით, NATO ასევე ხელს უწყობს თურქეთის უსაფრთხოებას, მისი საჰაერო თავდაცვის გაზრდით, საჰაერო და საზღვაო ყოფნით აღმოსავლეთ ხმელთაშუა და შავ ზღვაში. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ჩამოთვალა ის საკითხები, რომლებიც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილა. „დღეს ჩვენ განვიხილეთ მრავალი საკითხი, მათ შორის სიტუაცია ეგეოსის ზღვაში, ჩვენი ბრძოლა ტერორიზმთან, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება და ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მან მიუღებელი უწოდა ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას. თურქეთს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თურქეთში შექმნილი უახლესი დრონები და გემები ეხმარებიან უკრაინას თავდაცვაში. სტოლტენბერგი მიესალმა „მარცვლეულის ინიციატივის“ გაგრძელებას და თურქეთის როლს გაუსვა ხაზი. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრისას ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროცესი განიხილეს. „როგორც თქვენ თქვით, მევლუთ, თქვენ გაქვთ მნიშვნელოვანი მოლოდინი, რომ მემორანდუმის პირობები, რომლებზეც თურქეთი, ფინეთი და შვედეთი შეთანხმდნენ, მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს თურქეთისთვის. მე ვაღიარებ თქვენს შეშფოთებას. ამავდროულად, ცხადია, რომ ფინეთმა და შვედეთმა შეასრულეს მემორანდუმის პირობები და მზად არიან თურქეთთან გრძელვადიანი პარტნიორობისთვის. ფინეთმა და შვედეთმა მნიშვნელოვნად გაზარდეს თანამშრომლობა თურქეთთან, ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ისინი აშკარად მოწოდებულნი არიან თურქეთთან გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის, თქვენი უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად. იენს სტოლტენბერგი თურქეთში ვიზიტისას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება ასე რომ, დროა, მივესალმოთ ფინეთს და შვედეთს, როგორც NATO-ს სრულუფლებიან წევრებს. მათი გაწევრიანება ჩვენს ალიანსს გააძლიერებს. ამ სახიფათო დროში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მათი გაწევრიანების დასრულება. მოსკოვში რაიმე გაუგებრობის ან არასწორი გათვლების თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა და დაამატა, რომ მნიშვნელოვანია მოსკოვისთვის მკაფიო გზავნილის გაგზავნა: „ალიანსის კაი ღია რჩება“.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, გლობალური დონის წარმატებული ენერგოპროექტია
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, გლობალურ დონეზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული პროექტია. ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტს იწყებს ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, 11 ნოემბერს სამარყანდში, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის IX სამიტზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ UTC განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას: „სასარგებლო იქნება თურქეთის საინვესტიციო ფონდის სწრაფად დაარსება. მე მჯერა, რომ ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას.” თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება UTC ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში. 1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის BTC მილსადენი ექსპლუატაციაშია 2006 წლის ივნისიდან. ამჟამად, BTC მილსადენს აზერბაიჯანიდან გადააქვს ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნაშლიდან (ACG) და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან. ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე
ერდოღანი, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან გაზის ჰაბის შექმნის საკითხს განიხილავს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაზის ჰაბის შექმნის საკითხს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან დეკემბრის დასაწყისში, აშხაბადში ვიზიტისას განიხილავს. აზერბაიჯანული გაზი თურქეთის, როგორც ენერგო ჰაბის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს - ერდოღანი ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა ინდონეზიაში G20-ის სამიტზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება „რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა ოფიციალურმა პირებმა, უკვე გააკეთეს განცხადებები თურქეთში ენერგეტიკული ჰაბის შექმნასთან დაკავშირებით. იმ ნაბიჯების წყალობით, რომელიც იგეგმება, თურქეთი ბუნებრივი აირის განაწილების ცენტრი გახდება. გაზის ჰაბის შექმნის საკითხის განხილვა მომავალი თვის დასაწყისში თურქმენეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, აშხაბადში ვიზიტისას იგეგმება. იმედი მაქვს, რომ დადებით შედეგს მივაღწევთ“, - განაცხადა ერდოღანმა. ასევე წაიკითხეთ: „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის
ერდოღანი პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნაზე: არ მგონია, ამ ფაქტს კავშირი ჰქონდეს რუსეთთან
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, აშშ და სხვა ქვეყნები ამბობენ, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა, რუსეთის მიერ არ იყო გასროლილი. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს ამის შესახებ მან G20-ის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მე პატივი უნდა ვცე რუსეთის განცხადებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა თქვა „ამ საქმეს ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს", - განაცხადა ერდოღანმა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ რუსეთი და უკრაინა გავაერთიანოთ ერთ მაგიდასთან, არ არის საჭირო ამ ომში მესამე მონაწილის ძებნა“, - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
ერდოღანი: ანკარაში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენელთა მოლაპარაკებების შემდეგ მაცნობეს, რომ ბირთვულ იარაღს არცერთი მხარე არ გამოიყენებს
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მიმდინარე კვირის დასაწყისში, ანკარაში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრობს. ერდოღანის თქმით, მას აცნობეს, რომ ბირთვულ იარაღს არც ერთი მხარე არ გამოიყენებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „დიდი ოცეულის“ სამიტიდან დაბრუნებისას გაკეთებულ განცხადებაში ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ-ის შორის შეხვედრები ხშირად უნდა გაიმართოს, რათა ახალი მსოფლიო ომი თავიდან იქნას აცილებული. შეგახსენებთ, ორშაბათს, ანკარაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს სერგეი ნარიშკინს შეხვდა.
ერდოღანის თქმით, თურქეთი სირიის ჩრდილოეთში მორიგი სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გეგმავს
თურქეთს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ტანკებითა და სამხედროებით მალე შეუტევს ქურთ მებრძოლებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „რამდენიმე დღეა, ტერორისტებს ვანადგურებთ ჩვენი თვითმფრინავებით, ქვემეხებითა და იარაღით. ჩვენ ყველა მათგანს რაც შეიძლება მალე ამოვძირკვავთ“, - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთმა, სტამბოლში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში მდებარე სამიზნეებზე იერიშები მიიტანა. თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ბაზები დაბომბეს. თურქეთის თავდაცვის უწყება აცხადებდა, რომ „ზუსტ დარტყმებს ახორციელებენ ტერორისტების კერების გასანადგურებლად“. შეგახსენებთ, სტამბოლის ცენტრში 13 ნოემბერს მომხდარ აფეთქებაზე, ანკარა პასუხისმგებლობას „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ (PKK) და სირიელ ქურთებთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს აკისრებს. თავის მხრივ, ქურთი მებრძოლები მომხდარში მონაწილეობას უარყოფენ.
ერდოღანი: თურქეთი გააგრძელებს ტერორიზმთან ბრძოლას მის საზღვრებში და მის ფარგლებს გარეთ, ვიდრე საფრთხე არ აღმოიფხვრება
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი გააგრძელებს ტერორიზმთან ბრძოლას მის საზღვრებში და მის ფარგლებს გარეთ, ვიდრე საფრთხე არ აღმოიფხვრება. ერდოღანის თქმით, თურქეთის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ ტერორისტულ „ბუდეებს“ ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში. „სადაც არიან ტერორისტები, იქ იქნება სახელმწიფოს უსაფრთხოების ორგანიზაცია თავისი პოლიციით, სამხედროებით და უსაფრთხოების ძალებით“, - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთმა კვირას განაცხადა, რომ დაიწყო ოპერაცია ტერორისტული ჯგუფის PKK/YPG-ის წინააღმდეგ. თურქეთის ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ოპერაცია შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას და ერის თავდაცვის უფლებას, რომელიც გაეროს რეზოლუციებს შეესაბამება.
ერდოღანი: თურქეთს აქვს უფლება, თავისი უსაფრთხოება უზრუნველყოს
ვერავინ შეუშლის ხელს თურქეთს ისარგებლოს საკუთარი უსაფრთხოების უფლებით. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ერაყსა და სირიაში თურქეთის არმიის ბოლო ანტიტერორისტული ოპერაციების კომენტირებისას განაცხადა. „თურქეთს აქვს უფლება განახორციელოს ნებისმიერი ქმედება ტერიტორიებზე, რომლებიც მის საზღვრებს გარეთ და შიგნით, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მონიშნა“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა სტამბულში გამოსვლისას. მისი თქმით, ოპერაცია Pençe Kilit-ის დაწყებიდან თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ჩრდილოეთ ერაყში PKK/YPG-ის 480 ტერორისტი გაანეიტრალეს.
ერდოღანის თქმით, თურქეთი უპილოტო გამანადგურებლების წარმოებას იწყებს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქული უპილოტო გამანადგურებლის წარმოების დაწყების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, თურქული უპილოტო გამანადგურებლის Bayraktar Kızılelma-ს წარმოება 2023 წლის ბოლოსთვის დაიწყება. უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar Kızılelma, რეაქტიული ძრავითაა აღჭურვილი. პირველი მოდელი თურქეთში, მიმდინარე წლის აგვისტოში, ქალაქ სამსუნში Teknofest Karadeniz-ის ავიაკოსმოსური ფესტივალის ფარგლებში წარადგინეს.
სტამბულში, ერდოღანისა და გაზპრომის ხელმძღვანელის დახურული შეხვედრა შედგა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარე ალექსეი მილერი მიიღო. ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსული გაზის საფასურის ნაწილს რუბლში დაფარავს თურქული მედიის ცნობით, შეხვედრა სტამბულში, ვაჰტედინის რეზიდენციაში შედგა. ერდოღანი: თურქეთი რუსული გაზის ევროპაში განაწილებას უზრუნველყოფს მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მანამდე, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის საკითხი განიხილეს, რომლის მეშვეობითაც, რუსეთის ფედერაცია გაზის ტრანზიტის „ჩრდილოეთის ნაკადიდან“ შავი ზღვის რეგიონში და თურქეთში გადატანას გეგმავდა. ასევე წაიკითხეთ: „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის
ერდოღანმა მიანიშნა, რომ 2023 წლის არჩევნებზე ბოლოჯერ იყრის კენჭს - მედია
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ის 2023 წლის არჩევნებზე ბოლოჯერ იყრის კენჭს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, დროა ადგილი ახალგაზრდებს დაუთმოს. „იმედია, 2023 წელს ჩვენ დავიწყებთ თურქული საუკუნის მშენებლობას იმ ძალით, რომელსაც ბოლოჯერ მივიღებთ ჩვენი ერის მხარდაჭერით“, - ცოტორებს ერდოღანს Euronews-ი. თურქეთში სახალხო არჩევნები 2023 წელს უნდა ჩატარდეს. ერდოღანის პარტია ხელისუფლებაშია 2003 წლიდან.
რა საკითხები განიხილეს ერდოღანმა და პუტინმა
ანკარას და მოსკოვს შეუძლიათ დაიწყონ მუშაობა, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის გავლით, სხვა საკვები პროდუქტებისა და საქონლის ექსპორტზე. ამის შესახებ თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს ეძღვნება. მისივე თანახმად, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ 13 მილიონ ტონაზე მეტმა მარცვლეულმა შავი ზღვის მარცვლეულის საექსპორტო შეთანხმების ფარგლებში მიაღწია ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებამდე. ერდოღანმა ასევე „გამოხატა თავისი გულწრფელი სურვილები ომის „რაც შეიძლება მალე“ დასრულების შესახებ“. 22 ივლისს თურქეთმა, გაერომ, რუსეთმა და უკრაინამ, სტამბოლში მოაწერეს ხელი საეტაპო შეთანხმებას უკრაინის შავი ზღვის სამი პორტიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ, რომელიც ომის გამო შეჩერებული იყო. მარცვლეულის საეტაპო შეთანხმება კიდევ 120 დღით, 19 ნოემბრიდან გაგრძელდა. გარდა ხსენებული საკითხებისა, თურქეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას, თურქეთ-სირიის საზღვარზე, 30 კილომეტრიანი უსაფრთხოების დერეფნის შექმნა მოითხოვა.
პუტინთან კომუნიკაციის შემდეგ, ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარცვლეულის დერეფნის შესაძლო გაფართოების საკითხი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განიხილა. სატელეფონო საუბრის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა. „თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დიალოგი გაგრძელდა. მადლობა უკრაინელი ბავშვებისთვის თავშესაფრის გამოყოფისა და ასობით გენერატორის მოწოდებისთვის რა საკითხები განიხილეს ერდოღანმა და პუტინმა ხაზგასასმელია თურქეთის მხარდაჭერა უკრაინული მარცვლეულის ინიციატივისთვის. ასევე განვიხილეთ შემდგომი სამუშაო და მარცვლეულის დერეფნის შესაძლო გაფართოება“, - აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერების პირველი სამიტი იმართება
თურქმენეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი თურქმენელი კოლეგა სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოთხშაბათს თურქმენეთში შეხვდნენ და ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული საკითხებსი განიხილეს. დახურული შეხვედრა დასავლეთ თურქმენეთის ქალაქ ავაზაში თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერების პირველი სამიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ერდოღანმა ასევე მოლაპარაკება გამართა პარლამენტის ზედა პალატის, თურქმენეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან. თურქეთის ლიდერი მოგვიანებით, სამიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება.
ერდოღანი: თურქეთი ომის დასრულების მიზნით, რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აგრძელებს
თურქეთი ომის დასრულების მიზნით, რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აგრძელებს. „მარცვლეულის შეთანხმებასა და ტყვეთა გაცვლასთან ერთად, ჩვენ მოწმენი ვიყავით, რომ მშვიდობის გზა შეიძლება, გაიხსნას, თუ დიპლომატიას მიეცემა შესაძლებლობა“, - განაცხადა ერდოღანმა თურქეთს, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის სამმხრივ სამიტზე და ახსენა თურქეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებები. „ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს (რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. იმედია, ჯერ ცეცხლის შეწყვეტას, შემდეგ კი გრძელვადიან მშვიდობას მივაღწევთ ჩვენს რეგიონში. სამართლიანი მშვიდობა შეიძლება, დამყარდეს მხოლოდ დიალოგის გზით. პირველივე დღიდან ჩვენ გულწრფელი ძალისხმევა გამოვიყენეთ ორმხრივ და სხვა დონეზე, რათა შეჩერებულიყო სისხლისღვრა“, - განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქმენეთის ლიდერი სერდარ ბერდიმუჰამედოვი დასავლეთ თურქმენეთის ქალაქ ავაზაში შეხვდნენ. მათ სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების ნაბიჯები განიხილეს, განსაკუთრებით ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით. თურქეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ სამეულმა უნდა დაიწყოს მუშაობა თურქმენული ბუნებრივი აირის დასავლეთის ბაზრებზე ტრანსპორტირების მიმართულებით.„ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ჩვენს თურქმენ და აზერბაიჯანელ ძმებთან. გარდა ამისა, ჩვენ ვანიჭებთ მნიშვნელობას ჩვენს რეგიონში ჩვენს ქვეყნებს შორის ელექტროენერგიით ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას. ამ კონტექსტში ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ელექტროენერგიის გადაცემაზე თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქმენეთის სრული წევრობა თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში, გააძლიერებს ჯგუფს. 2021 წლიდან თურქმენეთს ჯგუფში დამკვირვებლის სტატუსი აქვს.
ერდოღანი აზერბაიჯანელ და თურქმენ კოლეგებს: თურქმენული ბუნებრივი აირის დასავლეთის ბაზრებზე ტრანსპორტირების მიზნით უნდა ვიმუშაოთ
თურქეთს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის აზერბაიჯანელ და თურქმენ კოლეგებს განუცხადა, რომ მუნდა „დაიწყონ მუშაობა თურქმენული ბუნებრივი აირის დასავლურ ბაზრებზე გასატანად. ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქმენეთის ლიდერი სერდარ ბერდიმუჰამედოვი დასავლეთ თურქმენეთის ქალაქ ავაზაში შეხვდნენ. მხარეებმა სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების ნაბიჯები, განსაკუთრებით ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებები განიხილეს. „ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ჩვენს თურქმენ და აზერბაიჯანელ ძმებთან. გარდა ამისა, ჩვენ ვანიჭებთ მნიშვნელობას ჩვენს რეგიონში ჩვენს ქვეყნებს შორის ელექტროენერგიით ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას. ამ კონტექსტში ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ელექტროენერგიის გადაცემაზე თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქმენეთის სრული წევრობა თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში, გააძლიერებს ჯგუფს. 2021 წლიდან თურქმენეთს ჯგუფში დამკვირვებლის სტატუსი აქვს.
ერდოღანმა, TANAP-ით, ევროპის ბაზრისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა დაასახელა
ამ დროისთვის, ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) მეშვეობით ევროპის ბაზრებზე მიწოდებულია 18,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სილივრის მიწისქვეშა გაზის საცავის გაფართოების პროექტის მეორე ეტაპის დაწყების ცერემონიაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა და ეს პროცესი გაგრძელდება ენერგეტიკის სფეროში. გარდა ამისა, ერდოღანის თქმით, „თურქული ნაკადის“ პროექტის წყალობით, თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის „ლურჯი საწვავით“ მომარაგებაში.
ერდოღანი რონალდუზე: სამწუხაროდ, ის „პოლიტიკური განწყობების“ გამო, აკრძალვის ქვეშ მოექცა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კატარში ახლახან დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებზე კომენტარი გააკეთა. ერდოღანის თქმით, არგენტინელი ლიონელ მესის და პორტუგალიელი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს შედარება არასწორია. მისივე თქმით, ეს უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატზე „პოლიტიკური აკრძალვის“ ქვეშ მოექცა. მათ რონალდუ შესაძლებლობები ფუჭად „გაფლანგეს". სამწუხაროდ, ის „პოლიტიკური განწყობების“ გამო, აკრძალვის ქვეშ მოექცა. მატჩის დასრულებამდე 30 წუთით ადრე მოედანიდან ისეთი ფეხბურთელის გაშვებამ, როგორიც რონალდუა, მისი ფსიქოლოგია დაანგრია და ენერგია წაართვა“, - განაცხადა ერდოღანმა. „რონალდუ არის ადამიანი, რომელიც იცავს პალესტინელების სამართლიან საქმიანობას“, - აღნიშნა ერდოღანმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი აზერბაიჯანთან ერთად აყალიბებს ახალ ეტაპს რეგიონის განვითარებაში
„თურქეთი აზერბაიჯანთან ერთად აყალიბებს ახალ ეტაპს რეგიონის განვითარებაში. სომხეთის მიერ მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ნაბიჯებით ეს პროცესი დაჩქარდება“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „ყოველ ჯერზე, როცა თურქეთი ნახტომებს აკეთებდა თავის განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის ოპონენტები ცდილობდნენ ჩვენს შეჩერებას - გადატრიალების, ტერორისტული ორგანიზაციების ან ეკონომიკის დაზიანების გზით“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ამასთან, ერდოღანმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის საბადოს განვითარებას ენერგეტიკის სექტორში ახალი „პოზიტიური ამბები“ მოჰყვება.
ერდოღანი: თურქეთი, მსოფლიო ეკონომიკების TOP 10 -ში შესასვლელად, მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება
თურქეთი ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება მიზანს, გახდეს მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის ქვეყნების ათეულში ერთ-ერთი. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათს ანკარაში, სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TÜBİTAK) და თურქეთის მეცნიერებათა აკადემიის (TÜBA) დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ნებისმიერი ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია კადრების შევსების ფორმირება და სპეციალისტების საზღვარგარეთ გაჟონვის პრევენცია. „მხოლოდ გასულ წელს თურქეთის მთავრობამ 1,5 მილიარდ თურქულ ლირაზე მეტი გამოყო ქვეყნის 174 უნივერსიტეტის კვლევებისა და პროექტებისთვის. სამშობლოში დაბრუნებული მეცნიერების წყალობით, თურქეთში ძლიერი სამეცნიერო ეკოსისტემა ყალიბდება. ასეთი ნაბიჯები საშუალებას იძლევა შეცვალოს ქვეყნიდან ტვინების გადინება“, - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მხარდაჭერის კურსის შედეგები ვლინდება თურქეთის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. „თურქეთი მიიწევს ახალი მიღწევებისკენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში. ჩვენი ქვეყანა კვლავ გახდება მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცენტრი. ჩვენ ვენდობით ახალგაზრდობას - Teknofest-ის თაობას თურქეთის ხელისუფლება არა მხოლოდ წაახალისებს ახალგაზრდებს უცხოური გამოცდილების შესწავლაში, არამედ ცდილობს გაზარდოს ქვეყნის მიმზიდველობა საზღვარგარეთიდან ჩამოსული მეცნიერებისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნობელის პრემიაზე წარადგინეს
თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მუსტაფა შენთოფის განცახდებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ამის მიზეზი ერდოღანის მიერ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისას გაწეული ძალისხმევაა.„რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დასამყარებლად გაწეული ძალისხმევის გამო, მე წარვადგინე პრეზიდენტი ერდოღანი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე “, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ერდოღანმა თურქეთში მინიმალური საპენსიო ასაკი გააუქმა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპენსიო ასაკის მინიმალური ასაკი გააუქმა. ხსენებულმა გადაწყვეტილებამ პენსიაზე გასვლის საშუალება ორ მილიონზე მეტ მუშაკს მისცა. იტყობინება გაზეთი Hürriyet. ახალი გადაწყვეტილებით ისარგებლებენ ადამიანები, რომლებმაც მუშაობა 1999 წლის სექტემბრამდე დაიწყეს და რომლებსაც 20-დან 25 წლამდე სამუშაო სტაჟი აქვთ. აქამდე საპენსიო ასაკი ქალებისთვის 58, ხოლო მამაკაცებისთვის 60 წელი იყო დადგენილი. 2023 წლიდან თურქეთში მინიმალური ხელფასი თვეში 8500 ლირამდე უნდა გაიზარდოს. 2022 წელს მინიმალური ხელფასი 4253 ლირა იყო. მედია წერს, რომ მინიმალური საპენსიო ასაკის გაუქმების გადაწყვეტილება შესაძლოა, თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მზადების ნაწილი იყოს. არჩევნები იმავე დღეს - 2023 წლის 18 ივნისს ჩატარდება, როცა კანონი ამოქმედდება.
თურქეთში არჩევნების წინა დღეს, ერდოღანის მუზეუმს გახსნიან
არჩევნების წინა დღეს თურქეთში, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი მიძღვნილი მუზეუმი გაიხსნება. ამის შესახებ თურქმა ჟურნალისტმა მურატ საბუნჯუმ განაცხადა, წერს European Truth. მისი თქმით, მუზეუმი სტამბულში, ქასიმფაშას რაიონში გაიხსნება, სადაც თურქი ლიდერის ცხოვრების პირველი წლები გავიდა. გეგმის მიხედვით, მუზეუმის შენობას ექნება სელჩუკ-ოსმალეთის არქიტექტურის თავისებურებები, ექნება დიდი ბაღი და წყალთან ახლოს იქნება განთავსებული. მუზეუმის ექსპოზიცია შედგება ფოტოებისა და ვიდეო ინსტალაციებისგან თურქეთის სახელმწიფოს მეთაურის ბიოგრაფიის კადრებით. ასევე ვიზიტორებს აჩვენებენ ერდოღანის ოჯახის გენეალოგიურ ხეს და მოუყვებიან, რომ უნივერსიტეტში სწავლის დროს ერდოღანი თამაშობდა ფეხბურთს სტამბულის სხვადასხვა ახალგაზრდულ კლუბებში და რამდენიმე თვე ციხეშიც კი გაატარა. თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 18 ივნისს გაიმართება.
ერდოღანმა თურქეთში არჩევების ახალი თარიღი ოფიცილაურად დაასახელა
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წლის 14 მაისს გაიმართება. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ ბურსაში ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, დაგეგმილზე ადრე, 14 მაისს გაიმართოს - Reuters ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გააგრძელოს წარმატებები და წინსვლა. შეგახსენებთ, რომ არჩევნების გამართვის ოფიციალურ თარიღად მანამდე 18 ივნისი იყო გამოცხადებული.
თურქეთმა შესაძლოა, ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას შვედეთზე ადრე დაუჭიროს მხარი - ერდოღანი
თურქეთმა შვედეთზე ადრე, შესაძლოა, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას დაუჭიროს მხარი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. შვედეთი იმედოვნებს, რომ თურქეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტის მიუხედავად ზაფხულში NATO-ში გაწევრიანდება - ტობიას ბილსტრომი უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ ერთდროულად განაცხადეს. NATO-მ ამ ქვეყნების ალიანსში მიღებაზე მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ თურქეთი რამდენიმე თვეა ბლოკავს შვედეთის შესვლას ალიანსში და ქვეყნის ხელისუფლებას 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილებისთის თავშესაფარის მიცემაში ადანაშაულებს. რამდენიმე დღის წინ ანკარამ ოფიციალურად შეაჩერა მოლაპარაკებები შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მას შემდეგ, რაც სტოკჰოლმმა უარი თქვა თურქეთისთვის რამდენიმე ადამიანის ექსტრადირებაზე, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ ქურთ ბოევიკებთან კავშირში. ამ ვითარებასთან დაკავშირებით ერდოღანმა განაცხადა, რომ „თუ საჭიროება იქნება, ჩვენ შეგვიძლია სრულიად განსხვავებული პასუხი გავცეთ ფინეთთან დაკავშირებით და როცა ფინეთზე განსხვავებულ პასუხს გავცემთ, შვედეთი შოკირებული იქნება. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფინეთი იგივე შეცდომას არ დაუშვებს“. უცხოური მედია: თურქეთმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა ფინეთი აღარ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, NATO-ში შვედეთისგან დამოუკიდებლად გაწევრიანდეს თურქული მედიის ცნობით, შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოაწყო. შვედეთის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ანკარამ შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის თურქეთში ვიზიტი გააუქმა. შვედეთის ელჩი ანკარაში, სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის დაშვების ფაქტი დაგმეს. სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი
ერდოღანმა NATO-ში შვედეთის განაცხადის მხარდაჭერის პირობა დაასახელა
ანკარაში, თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა განაცხადა, რომ „ვიდრე შვედეთში ჩვენთვის წმინდა წიგნის, ყურანის დაწვის მსგავსი ქმედებები სანქცირებულია, ჩვენ არ ვიტყვით „დიახს“ სტოკჰოლმის განცხადებზე ალიანსში გაწევრიანების შესახებ”. შვედეთი იმედოვნებს, რომ თურქეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტის მიუხედავად ზაფხულში NATO-ში გაწევრიანდება - ტობიას ბილსტრომი რეჯეფ თაიფ ერდორანის თქმით, შვედეთისგან განსხვავებით, ანკარას დამოკიდებულება ფინეთის განაცხადის მიმართ დადებითია. ფინეთი აღარ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, NATO-ში შვედეთისგან დამოუკიდებლად გაწევრიანდეს „ჩვენი დამოკიდებულება ჰელსინკის წინადადების მიმართ დადებითია, მაგრამ შვედეთის მიმართვა უარყოფითია. ამიტომ, სტოკჰოლმმა არ უნდა გამოიჩინოს ცარიელი ძალისხმევა [ნატოსკენ მიმავალ გზაზე]“, - განაცხადა ერდოღანმა. თურქული მედიის ცნობით, შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოაწყო. შვედეთის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ანკარამ შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის თურქეთში ვიზიტი გააუქმა. შვედეთის ელჩი ანკარაში, სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის დაშვების ფაქტი დაგმეს. სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი
ერდოღანი: 6 თებერვლის მიწისძვრები თურქეთში 3-ჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე 1999 წლის
ორშაბათის მიწისძვრები თურქეთში 3-ჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე 1999 წლის ძლიერი მიწისძვრა, ამბობს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მადლობას უხდის ყველა მეგობრულ ქვეყანას, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ თურქეთს. „ამჟამად 10 პროვინციაში 160 000 თანამშრომელი მუშაობს საზღვარგარეთიდან ჩამოსული გუნდების ჩათვლით“, - განაცხადა ერდოღანმა, რომელიც ასევე შეხვდა დიარბაქირსა და შანლიურფაში მიწისძვრით დაზარალებულებს. სულ მცირე 24,617 ადამიანი დაიღუპა ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომელიც სამხრეთ თურქეთში ამ კვირის დასაწყისში მოხდა. მიწისძვრა ქალაქ იზმითში, თურქეთში 1999 წლის 17 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 03:01 საათზე (UTC+03:00) მოხდა. შედეგად, დაახლოებით 18 000 ადამიანი დაიღუპა.
ერდოღანი: თურქეთმა სოლიდარობის გზავნილები 100-ზე მეტი ქვეყნიდან მიიღო, არასოდეს დავივიწყებთ ამ მეგობრობას
პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთმა სოლიდარობის გზავნილები 100-ზე მეტი ქვეყნიდან მიიღო. დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მსოფლიო მთავრობის სამიტზე ვიდეომიმართვისას თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მაშველთა ჯგუფებმა მიწისძვრის ნანგრევებიდან 8000-ზე მეტი ცოცხალი ადამიანი გამოიყვანეს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. მისი თქმით, მიწისძვრის შედეგად დაშავებული 81 000-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოდან გაწერეს. „თურქეთი ერთ-ერთი უდიდესი სტიქიური უბედურების წინაშეა არამხოლოდ თავის ისტორიაში, არამედ კაცობრიობის ისტორიაში. არასოდეს დავივიწყებთ მეგობრობას, რომელიც თქვენ აჩვენეთ ამ ბნელ დღეს", - განაცხადა ერდოღანმა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში 31600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 3600-ს მიაღწია.
ერდოღანმა და ალიევმა სტამბოლში დახურული შეხვდრა გამართეს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს უმასპინძლა. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, ერდოღანმა და ალიევმა ვაჰდეტინის სასახლეში დახურული შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა. თურქეთი 6 თებერვლის მიწისძვრის შედეგებს ებრძვის. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში 44,210-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აზერბაიჯანმა თურქეთს დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ სამაშველო ჯგუფები და დახმარება გაუგზავნა.
თურქეთი ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას შვედეთისგან დამოუკიდებლად მოახდენს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთისგან ცალკე მოახდენს ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას. ფინეთის პრეზდენტ საული ნიინისტოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ „თურქეთი იწყებს ფინეთის განაცხადის დამტკიცების პროცესს. მისივე თქმით, შვედეთთან მოლაპარაკებები გრძელდება და თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს.
ერდოღანი: თურქეთი „აკუიუს“ ობიექტს ატომური ელექტროსადგურის სტატუსს ოფიციალურად მიანიჭებს
თურქეთი 27 აპრილს ოფიციალურად მისცემს აკუიუს ატომურ ელექტროსადგურს ატომური ობიექტის სტატუსს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანმა ასევე პირობა დადო, რომ „სასიხარულო ამბებს“ გამოაცხადებს 20 აპრილს, „შავი ზღვაში გაზის ტრანსპორტირების ცერემონიაზე“. „მომავალ თვეში ჩვენს მოსახლეობას გავუზიარებთ ჩვენი მრავალი შესანიშნავი თავდაცვის ინდუსტრიის პროექტების შესახებ სასიხარულო ცნობებს“, - აღნიშნა ერდოღანმა.
ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივ რეფორმირებას მოითხოვს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო „ინკლუზიურ და ყოვლისმომცველი“ რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ მან ანკარაში უცხოელ ელჩებთან და დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიო წესრიგი, რომლის მიხედვითაც მხოლოდ 5 ქვეყანას აქვს დიდი გავლენა, ქმედუუნაროა. ამიტომ მან გაეროს უშიშროების საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმისკენ მოუწოდა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის კონტექსტში, ერდოღანმა სამართლიანი მშვიდობის" დამყარების იმედი გამოთქვა.
ერდოღანმა და პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების საკითხების სამმართველოზე დაყრდნობით იტყობინება. საუბრისას ერდოღანმა თურქულ ქალაქ მერსინში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში რუსეთის წვლილისთვის პუტინს მადლობა გადაუხადა. განიხილეს თურქულ-რუსული ურთიერთობები და რეგიონული საკითხები. „ერდოღანმა საუბრისას ასევე განიხილა რუსეთ-უკრაინის ომი და მარცვლეულის შეთანხმება. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული სამუშაო ჯგუფის მეშვეობით შესაძლოა, ახალი ინიციატივები რეალიზდეს. პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ ერდოღანს მალე გამოჯანმრთელების სურვილები გადასცა სატელეფონო საუბრის დროს, რომელშიც ასევე სირიაში მიმდინარე მოვლენები განიხილებოდა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ატომურ ელექტროსადგურ „აკუიუს“ გახსნის ცერემონიაში პუტინმა და ერდოღანმა ონლაინ ფორმატში მიიღეს მონაწილეობა
თურქეთმა „აკუიუს“ ობიექტს ატომური ელექტროსადგურის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და პუტინმა მერსინში, „აკაუს“ ატომური ელექტროსადგურისთვის პირველი ბირთვული საწვავის მიწოდების ცერემონიაში მონაწილეობა ვიდეო ბმულით მიიღეს. დღეს ერდოღანს პირადად უნდა მიეღო მონაწილეობა ქვეყნის პირველი ატომური ელექტროსადგურ „აკაუს“ გახსნის ცერემონიაში, მაგრამ შემდეგ გადაწყდა, რომ ის ღონისძიებას ონლაინ ფორმატში ჩაერთვებოდა. უფრო ადრე, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა „შიდა და გარე მტრები" ტყუილში დაადანაშაულა. მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, ერდღოანს გულის შეტევა ჰქონდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. უწყებაშიი ასევე განმარტეს, რომ პრეზიდენტი ატომური ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაში მიიღებდა მონაწილეობას. თავის მხრივ, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი „მსუბუქი სურდო" აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „ძალიან კარგია“. 26 აპრილის საღამოს ერდოღანი პირდაპირ ეთერში გახდა ცუდად. ინფორმაციისთვის, „აკუიუს“ სადგური ყოველწლიურად 35 მილიარდ კილოვატ საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც თურქეთის ენერგომოხმარების დაახლოებით 10 პროცენტი იქნება.
ერდოღანი: KAAN-ი - მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავი თურქულ არმიაში F-16-ებს ნაწილობრივ ჩაანაცვლებს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის მეხუთე თაობის თვითმფრინავის სახელი გამოაცხადა. თურქეთის ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავის სახელი ცნობილია, როგორც TF-X, KAAN. „მომავლის საუკუნე" - ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც თურქეთის აეროკოსმოსური ინდუსტრიის მიერ იყო ორგანიზებული. „„თუკი დღეს თურქეთის საუკუნეზე ვსაუბრობთ, ამაში დიდი წილი აქვს იმ წარმატებას, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ თავდაცვის ინდუსტრიაში, რომელიც არის როგორც ჩვენი უსაფრთხოების დამზღვევი, ასევე ტექნოლოგიური პროგრესის ლოკომოტივი“, - განაცხადა ერდოღანმა. 21 მეტრიანი, ორმაგი ძრავის მქონე KAAN-ი ტესტირების პროცესს რამდენიმე წელიწადში დაასრულებს და თურქეთის არმიის ინვენტარში იქნება წარმოდგენილი. მეხუთე თაობის თვითმფრინავი TAI-ის მიერ შეიქმნა იმ მიზნით, რომ თურქული არმიის მოძველებული F-16 ფლოტი შეცვალოს. ერდოღანის თქმით, ამ თვითმფრინავით თურქეთი გახდება ერთ-ერთი იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომელსაც მსგავსი ტექნოლოგიები აქვს. თვითმფრინავი, რომლის განვითარებისთვის პროექტი 2016 წელს დაიწყო, მარტში ამოქმედდა. ერდოღანის თქმით, თურქული გამანადგურებელი აღიჭურვება შიდა იარაღით და შეძლებს, ნაწილობრივ შეცვალოს F-16-ის ტიპის თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო ძალებში. ჰულუსი აკარი: თურქეთის გარეშე შავ ზღვაში ვერანაირი პროცესი ვერ განვითარდება
ერდოღანის მთავარი კონკურენტი აცხადებს, რომ „ავტორიტარიზმს“ დაასრულებს
„თქვენ ავტორიტარულ ადმინისტრაციას შეცვლით დემოკრატიული საშუალებებით“, - ეს განცხადება ოპოზიციის ერთობლივმა კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ სტამბოლის მალტეპეს უბანში, 6 მაისს შეკრებილ ათიათასობით მომხრეს მიმართა. მან პირობა დადო, რომ დააბრუნებს მმართველობის საპარლამენტო სისტემას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. Reuters-ი წერს, რომ საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვების თანახმად, 74 წლის ქილიჩდაროღლუს უპირატესობა აქვს და შესაძლოა, კენჭისყრის მეორე ტურში გაიმარჯვოს. ოპოზიციის ეგმა მიზნად ისახავს ინფლაციის შემცირებას, რომელმაც შარშან 85%-ს მიაღწია.
ერდოღანმა არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე, მისი კონკურენტის განცხადებებს სამარცხვინო უწოდა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „სამარცხვინო“ უწოდა მისი კონკურენტის, ქემალ ქილიჩდაროღლუს განცხადებებს, რომ რუსეთი საარჩევნო პროცესში ერევა. ერდოღანის განცხადებას Anadolu ავრცელებს. ერდოღანის მთავარი კონკურენტი რუსეთს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს მისი შეფასებით, ქილიშჩადოღლუს განცხადებების ავტორები არიან ის ძალები, რომლებიც ცდილობენ, შეაჩერონ ქვეყნის განვითარება და ხელი შეუშალონ „თურქული საუკუნის“ კონცეფციის მიზნების მიღწევას. ერდოღანი მის კონკურენტს, მტკიცებულებების გარეშე სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. ერდოღანის მთავარი კონკურენტი აცხადებს, რომ „ავტორიტარიზმს“ დაასრულებს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს არის დაგეგმილი. მთავარი მეტოქეები არიან ერდოღანი და ქილიჩდაროღლუ. გამოკითხვების უმეტესობის მიხედვით, ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს მცირე უპირატესობით, მაგრამ სავარაუდოა, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური იქნება საჭირო.
ერდოღანი ხმის მიცემის შემდეგ: კარგ მომავალს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, თურქულ დემოკრატიას
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა დაფიქსირა. მისი თქმით, კენჭისყრის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით უპრობლემოდ გრძელდება. ერდოღანმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია თურქული დემოკრატიის სიძლიერის დემონსტრირების თვალსაზრისით“. „კარგ მომავალს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, თურქულ დემოკრატიას“, - აღნიშნა თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა. მთავარმა ოპოზიციურმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმა დედაქალაქ ანკარაში მისცა. „ჩვენ ყველას ძალიან გვენატრებოდა დემოკრატია. ყველას ძალიან გვენატრებოდა ერთად ყოფნა...იმედი მაქვს, რომ გაზაფხული მოვა ამ ქვეყანაში და გაზაფხული ყოველთვის გაგრძელდება“, - განუცხადა 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატმა მედიას. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში
რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში
არჩევნები, რომელიც შესაძლოა, გადამწყვეტი გახდეს თურქეთის თანამედროვე ისტორიაში - ასე აღწერს CNN 14 მაისს დაგეგმილ კენჭისყრას თურქეთში, სადაც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას, რამაც შესაძლოა, მისი 20-წლიანი მმართველობა დაასრულოს. ამომრჩევლები თურქეთის დემოკრატიის ბედს, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრიდან სამი თვის შემდეგ გადაწყვეტენ - ტრაგედიას 50 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა დ 5,9 მილიონზე მეტი ადამიანი სამხრეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში იძულებით გადაადგილდა. არჩევნები სერიოზული ეკონომიკური კრიზისის ფონზე იმართება, რასაც ანალიტიკოსთა ნაწილი ერდოღანის მთავრობის ეროზიას უწოდებს. ანალიტიკოსები ამომრჩეველთა რეკორდულ აქტივობას პროგნოზირებენ. მოელიან „მჭიდრო რბოლას“ ერდოღანსა და მის მთავარ კონკურენტ, 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის. ზოგიერთი ანალიტიკოსი იმასაც ამბობს, რომ ერდოღანმა წაგების შემთხვევაში, შესაძლოა, ძალაუფლება თავის მემკვიდრეს ბრძოლის გარეშე არ დაუთმოს. რა განსხვავებები არსებობს ერდოღანისა და ქილიჩდაროღლუს საგარეო პოლიტიკურ ხედვებში და რას ნიშნავს ეს არჩევნები დასავლეთისთვის? რას გადაწყვეტს 14 მაისის არჩევნები და რა დევს სასწორზე თურქეთისთვის? ამ საკითხებზე Europetime თურქეთში ატლანტიკური საბჭოს ყოფილ უფროს თანამშრომელს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილ მოადგილეს, მეთიუ ბრაიზას ესაუბრა. ბრაიზა მიიჩნევს, რომ ერდოღანის გამარჯვების შემთხვევაში, ლოგიკურად, თურქეთი იგივე საგარეო პოლიტიკას გააგრძელებს, და კონცერტრირდება ურთიერთობების ნორმალიზებაზე ბევრ სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ეგვიპტე-ისრაელთან და სომხეთთან. იქედან გამომდინარე, რომ ისრაელთან და სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზება თურქეთში ერთობ პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხად მიიჩნევა, ამერიკელი დიპლომატის მოლოდინია, რომ ერდოღანი ამ მიმართულებით, ძალისხმევას გააძლიერებს. რას ნიშნავს თურქეთის ხელმძღვანელობის ცვლილება რუსეთთან ანკარის კავშირებისთვის? ერდოღანის მთავარმა კონკურენტმა რუსეთი არჩევნებში ჩარევაში დაადანაშულა. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ „თუ ვინმემ ბატონ ქილიჩდაროღლუს ასეთი ინფორმაცია მიაწოდა, ისინი მატყუარები არიან". ერდოღანმა არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე, მისი კონკურენტის განცხადებებს სამარცხვინო უწოდა. NATO-ს წევრმა თურქეთმა, რომელსაც ალიანსში სიდიდით მეორე არმია ჰყავს, ბოლო წლებში რუსეთთან კავშირები გააძლიერა. როდესაც აშშ-ის ელჩი ანკარაში, ჯეფ ფლეიკი ქილიჩდაროღლუს ეწვია, ერდოღანი კრიტიკით გამოვიდა და ამერიკელი დიპლომატის ვიზიტს „სირცხვილი" უწოდა. ერდოღანი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თურქეთმა აშშ-ს ამ არჩევნებით გაკვეთილი უნდა ასწავლოს. ურთიერთობა აშშ-სთან შეერთებულ შტატებთან ერდოღანს უსიამოვნება აქვს მოიერიშე თვითმფრინავების შესყიდვის საკითხის გარშემო. თურქეთი გაბრაზდა იმის გამო, რომ F35 ვერ შეიძინა, F-35-ის პროგრამაში დაბრუნების შესახებ კითხვასთან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარას არ სურს პროგრამაში დაბრუნება, არამედ, მას სურს, დაიბრუნოს ის თანხა, რომელიც გადაიხადა მოიერიშე თვითმფრინავებისთვის. „ანკარა ახლა აწარმოებს საკუთარ ეროვნულ საბრძოლო თვითმფრინავს. თურქეთს ასევე სურს, გააუმჯობესოს კავშირები აშშ-სთან და ამ მიზნით შეიქმნა საჭირო მექანიზმები“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ. „ვფიქრობ, როგორც კი დასრულდება ეს არჩევნები, ჩვენ დავინახავთ, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის F16-ებზე გარიგება დასრულებულია, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. ასევე ვფიქრობ, რომ თურქეთი გააგრძელებს რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლის შესრულების მცდელობას“. თუმცა ამერიკელი დიპლომატი ქილიჩდაროღლუსგან არ ელის აშშ-სთან ურთიერთობების დათბობას. „არ მგონია, რომ ქემალ ქილიჩდაროღლუმ გააგრძელოს ძალიან თბილი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, რადგან ათწლეულების განმავლობაში მისი პარტია ხმების მოსაპოვებლად ანტიამერიკანიზმს იყენებდა“, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე. თურქული სახელმწიფოები „ჩვენ ასევე დავინახავთ, რომ ამ შემთხვევაში, თურქეთის საგარეო პოლიტიკა გააგრძელებს თურქული სახელმწიფოების მნიშვნელობაზე ხაზგასმას, რაც ანკარას აძლევს კოლექტიური კულტურული და ეკონომიკური ინტერესების განხორციელების საშუალებას თურქეთის აღმოსავლეთში, დიდწილად, აქ მოიაზრებიან აზერბაიჯანი და ცენტრალური აზიის ქვეყნები, თუმცა არამხოლოდ ისინი. ერდოღანის მმართველობის დროს თურქეთი რჩება ხიდად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ახლა უფრო მეტად არის ორიენტირებული აღმოსავლეთზე, მაგრამ, ასევე მზად არის, შეინარჩუნოს დასავლეთიც. ყველა ამ პოლიტიკის გაგრძელებას ველოდები, მაგრამ ერთი ცვლილება იქნება - როგორც კი ეს არჩევნები დასრულდება, ვფიქრობ, ვაშინგტონი და პრეზიდენტი ბაიდენი „F16-ის გარიგებას“ დაასრულებენ“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან. ურთიერთობა ევროკავშირთან და დაძაბულობა საბერძნეთთან პრეზიდენტი ერდოღანი განსაკუთრებით მტკიცე და მკაცრი იყო საბერძნეთის მიმართ ბოლო წლების განმავლობაში, ის თითქოს იმუქრებოდა კიდეც სამხედრო ძალის გამოყენებით საბერძნეთის წინააღმდეგ. „ვფიქრობ, ეს არ მოხდება, თუ ქილიჩოღლუ გაიმარჯვებს“, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი. თუ ქილიჩდაროღლუ გაიმარჯვებს ბრაიზა ელის, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკა ნაკლებად კონფრონტაციული იქნება ევროკავშირის წევრების, განსაკუთრებით კი, საბერძნეთის მიმართ. ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში გაგრძელდება ყველა ის საგარეო პოლიტიკური მიმართულება, რომელიც ზემოთ აღვნიშნე - ისრაელთან, სომხეთთან, ეგვიპტესთან, და არაბეთი გაერთიანებულ საამიროებთან და ასევე, საუდის არაბეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, რაზეც პრეზიდენტი ერდოღანი ორიენტირებულია. მთავარი ცვლილება კი იქნება რიტორიკის შეცვლა საბერძნეთისა და ევროკავშირის მიმართ“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. რა დევს სასწორზე? აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე დასავლეთისთვის თურქეთის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „სასწორზე დევს თურქეთის ევოლუცია - საკითხავია, დაუბრუნდება თუ არა თურქეთი ეკონომიკურ პოლიტიკას დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკით და მონეტარული პოლიტიკით. ქილიჩდაროღლუმ გასცა დაპირება, რომ თურქეთს უფრო დემოკრატიულს გახდის. აღადგენს საპარლამენტო პოლიტიკურ სისტემას, სადაც ამდენი ძალაუფლება აღარ ექნება პრეზიდენტს. ეს იქნება უზარმაზარი ცვლილება დემოკრატიის ევოლუციისა და თურქეთის ევოლუციისთვის. და ეს მართლაც მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპისთვის, რადგან თურქეთი მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პარტნიორია, მიუხედავად ყველა დაძაბულობისა, რომელიც შეიძლება, ორმხრივ ურთიერთობებში შეიმჩნეოდეს“. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რომელსაც Reuters-ი ეყრდნობა, არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლები უფრო მეტად უჭერენ მხარს ქილიჩდაროღლუს, ერდოღანი მეორე ადგილზეა. საპარლამენტო ხმებში კი, ერდოღანის პარტია ლიდერობს. მეთიუ ბრაიზას შეფასებთ, არჩევნები თურქეთში ნამდვილად კონკურენტულია, შედეგის პროგნოზირება კი, რთული. „ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით კი, ჩემი მეგობრები, რომლებსაც კარგად ესმით საერთაშორისო ურთიერთობები, მიიჩნევს, რომ არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია და რომ მაგალითად, ყველა აკონტროლებს ყველაფერს, არ არის დემოკრატია და არის ავტოკრატია. ეს სრულიად არასწორია, თურქეთი ძლიერი დემოკრატიაა, ამიტომ, ეს არჩევნები იქნება თავისუფალი, ალბათ, არ იქნება სამართლიანი, რადგან მთავრობას და პრეზიდენტ ერდოღანის პარტიას აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი, ასევე, სახელმწიფო კონტროლირებადი მედია დებატების ფორმირებისთვის“, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი Europetime-თან. ანალიტიკოსთა შეფასებით, საგარეო პოლიტიკის მიმართულება ამ არჩევნებზე არ არის მთავარი მამოძრავებელი ძალა თურქი ამომრჩევლისთვის. მათ ეკონომიკური საკითხები აღელვებთ. და ის, ფაქტი, რომ თურქეთს აქვს კონფლიქტი ზოგიერთ ახლომდებარე ქვეყანასთან ან ევროპაში, ნამდვილად არ არის მათთვის დიდი პრობლემა. საშუალო თურქი ამომრჩევლისთვის გამოწვევაა ეკონომიკური საკითხები.
დათვლილია ხმების 47%-ზე მეტი - თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს პირველი კომენტარი
BBC-ის ცნობით, თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელმა, აჰმედ იენერმა ჟურნალისტებთან მოკლე განცხადება გააკეთა და ბოლო ოფიციალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი ინფორმაციით, თურქეთში ამ დროისთვის დათვლილია ხმების 47,08% და საზღვარგარეთ ხმების 12,60%. აჰმედ იენერმა უარყო ბრალდებები, რომ საბჭო ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებას აგვიანებს. არ უპასუხა შეკითხვებს, თუ რომელი კანდიდატი ლიდერობდა. მანამდე ოპოზიციის ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ საბჭო გააკრიტიკა შედეგების მიწოდების დაგვიანების გამო. შედეგებთან დაკავშირებით, პერიოდულად სხვადასხვა წინასწარი მონაცემი ვრცელდება. თურქეთში ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ თავის პირველ საჯარო კომენტარში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადებისას სიჩქარე, ვიდრე დათვლა გრძელდება, ნიშნავს „ხალხის ნების“ უზურპაციას.
თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ ხმის დათვლის შედეგები გამოაქვეყნა
პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მთავარ ოპონენტს შორის მეორე ტურის გამართვა სულ უფრო სავარაუდოა, მას შემდეგ რაც თურქეთში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაძაბული არჩევნები გაიმართა. წერს BBC. თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ განაცხადა, რომ ერდოღანმა ხმების 49,49% მიიღო, მისმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ - 44,79%, თითქმის ყველა ხმა დათვლილია. 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. ერდოღანმა განუცხადა თავის AK-პარტიის მხარდამჭერებს ანკარაში, რომ ის მზად არის არჩევნების მეორე ტურისთვის, საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ ჯერ თვლის, რომ მაინც შეუძლია, გაიმარჯვოს. ქილიჩდაროღლუმ პირობა დადო, რომ არჩევნებს მეორე ტურში მოიგებს და რომ მისმა კონკურენტმა ხალხისგან ნდობა ვერ მიიღო. არჩევნები მზარდი ინფლაციის ფონზე და დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ ტარდება. საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.
ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არჩევნების წარმატებით ჩატარება, პირველ ტურში მიღწეული წარმატება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება მიულოცა. „პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ერდოღანის პერსონალურ როლს როგორც თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, ასევე, რეგიონის მდგრად და სტაბილურ განვითარებაში იმ ერთობლივი, საერთაშორისო ხასიათის პროექტების მხარდაჭერით, რომელშიც თურქეთი და საქართველო არიან ჩართულნი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში თურქეთში არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მის მთავარმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე, თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა
ზელენსკიმ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების იმედი გამოთქვა. შესაბამისი განცხადება უკრაინის ზელენსკიმ Twitter-ის საშუალებით გააკეთა. „ვულოცავ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ჩვენ ველით სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ და ასევე, თანამშრომლობის გაძლიერებას ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, - წერს ზელენსკი. ერდოღანმა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა 52, 41%-ს მხარდაჭერა მიიღო. თურქეთის უზენაესი საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარემ, აჰმეთ იერენმა 28 მაისს განაცხადა, რომ ბიულეტენების 99,43 %-ის დათვლის შედეგად, ერდოღანის მეტოქემ, ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმების 47.86% მოაგროვა. არჩევნების პირველი ტური 14 მაისს გაიმართა და გამარჯვებისთვის საჭირო 50 % ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა.
ჯო ბაიდენი: ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას, მოუთმენლად ველი ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. შესაბამისი პოსტი ბაიდენის Twitter გვერდზე განთავსდა. „ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას. „როგორც NATO-ს მოკავშირეები, მოუთმენლად ველით, რომ გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა ორმხრივ საკითხებსა და საერთო გლობალურ გამოწვევებზე“, - წერს ჯო ბაიდენი. ერდოღანს გამარჯვება მიულოცა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში თურქეთი არის NATO-ს ღირებული მოკავშირე და პარტნიორი. მე მოუთმენლად ველი ჩვენს მუშაობას თურქეთის არჩეულ მთავრობასთან ერთად“, - დაწერა ბლინკენმა Twitter-ზე. ოფიციალური ცნობებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად. ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მოაგროვა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავთ - „ქართული ოცნება“
„ქართული ოცნება” რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას და „სახალხო ალიანსს” საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას ულოცავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ჯო ბაიდენი: ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას, მოუთმენლად ველი ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას „საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას, როგორც თურქეთის, ისე რეგიონის წინსვლისთვის. გვჯერა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის შემდეგ ეტაპზე, ორ მეგობარ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობა, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო გაღრმავდება და გამტკიცდება,“ - აღნიშნულია განცხადებაში. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში ოფიციალური ცნობებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად. ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მოაგროვა.
სალომე ზურაბიშვილი ერდოღანს: მოუთმენლად ველი შემდგომ თანამშრომლობას საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს. „ვულოცავ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას! საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან. მათ ძლიერი ურთიერთობები აკავშირებთ, რომელიც აგრძელებს განვითარებას და მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას საქართველოსა და თურქეთს შორის ამ პარტნიორობის გასაძლიერებლად“, - დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ზე. ოფიციალური ცნობებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად. ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მოაგროვა.
ზელენსკი ერდოღანთან საუბრის შემდეგ: ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას რეგიონის, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერს და სატელეფონო საუბრის მთავარ მიმართულელებს გაუსვა ხაზი. „მე ხაზი გავსვი თურქეთის პრეზიდენტის პირად როლს მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებაში, რომელიც გლობალური სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია. უკრაინისა და თურქეთის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ეფექტიანად უწყობს ხელს ჩვენი ხალხების კეთილდღეობას და საერთაშორისო სტაბილურობას. ჩვენ გავაგრძელებთ მის შემდგომ განვითარებას და ერთობლივ მუშაობას რეგიონის, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად!“ - წერს ზელენსკი Twitter-ზე. ოფიციალური ცნობებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად. ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მოაგროვა.
ნიკოლ ფაშინიანი თურქეთში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩავიდა
15-წლიანი პაუზის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი თურქეთს სამუშაო ვიზიტით პირველად ეწვია. პრემიერ-მინისტრს თან ახლავს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ერევნის სპეციალური წარმომადგენელი ანკარასთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში, რუბენ რუბინიანი.მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს აეროპორტში სომხეთთან დიალოგში თურქეთის სპეციალური წარმომადგენელი სერდარ კილიჩი დახვდა. სომხეთის ლიდერი თურქეთში თითქმის 15 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა.
ერდოღანი: "თურქეთის საუკუნე" დაიწყო
"თურქეთის საუკუნის“ დაწყებით, თურქეთის აღმავლობის გზა ახლა ჩვენს წინაშეა, განაცხადა შაბათს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. "თურქეთის საუკუნე დაიწყო და ჩვენი ქვეყნის ზრდის კარი გაიხსნა", - განაცხადა ერდოღანმა საპრეზიდენტო კომპლექსში ინაუგურაციის ცერემონიაზე, რომელსაც 81 ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებიან. "გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მუსტაფა ქემალის პრინციპი – „მშვიდობა სახლში, მშვიდობა მსოფლიოში“, პრაქტიკაში განვახორციელოთ, ამას გავაკეთებთ ჰუმანიტარული დიპლომატიის გავლენის სფეროს გაფართოებით. „ჩვენ ჩავეხუტებით 85 მილიონი ადამიანს განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებების, წარმომავლობის, აღმსარებლობისა თუ სექტისა. არ დავკარგავთ ჩვენი საყვარელი ერის ნდობას საკუთარი თავის, პარტიისა და ალიანსის მიმართ. გავაგრძელებთ მუშაობას და მსახურებას თურქეთისთვის. როგორც არასდროს, თურქეთს სჭირდება, 85 მილიონი ადამიანი იყოს ერთიანი და დაკავშირებული, როგორც კედლის აგურები. გვჯერა, რომ რესპუბლიკის 100 წლისთავზე თურქეთს დიდი ჩახუტება სჭირდება. გეპატიჟებით, რომ დაიწყოთ ძმობის მობილიზაცია ჩვენს 81 პროვინციაში. დღეს არის დღე, ვიყოთ ერთი, ერთად და გავამყაროთ ჩვენი ათასწლოვანი ძმობა. დღეს ჩვენი შვილების ნათელი მომავლის დაცვის დღეა. გვერდზე გადავდოთ საარჩევნო პერიოდის წყენა. თუ წყენაა, მოდით, ვიპოვოთ შერიგების გზა. ყველამ ვიკისროთ თურქული საუკუნის მშენებლობის ტვირთი. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს დემოკრატიას ლიბერტარიანული, სამოქალაქო და ყოვლისმომცველი კონსტიტუციით, მისი ამჟამინდელი კონსტიტუციისგან გადარჩენით, რომელიც გადატრიალების შედეგი იყო. გპირდებით, ხუთი წლის განმავლობაში მთელი ძალით ვიმუშავებთ თურქეთის რესპუბლიკის დიდებისა და ღირსების დასაცავად, რეპუტაციის ასამაღლებლად და მისი სახელის მსოფლიოში განდიდებისთვის“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
პრემიერი: მოუთმენლად ველი, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "ერდოღანის ძლიერი ლიდერობის" პირობებში, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას ელის. შესაბამისი პოსტი ღარიბაშვილის Twitter-ზე გავრცელდა მას შემდეგ, რაც ის ხელახლა არჩეული პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო. "თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვულოცავ და გულითადად ვუსურვებ მშვიდობიან, სტაბილურ და წარმატებულ საპრეზიდენტო ვადას ჩვენი მეგობრული ერის ლიდერის რანგში. მისი ძლიერი ლიდერობის ქვეშ მოუთმენლად ველი, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - აღნიშნავს პრემიერი. ცნობისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო. ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიტყვით მიმართა. ინაუგურაციის შემდეგ, მაღალი დონის სტუმრებს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩანქაიას სასახლეში სადილზე უმასპინძლა. ინაუგურაციის ცერემონიას 100 მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ სახელმწიფოს ლიდერები, პრემიერ-მინისტრები, ასევე მაღალი დონის დელეგაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თურქეთის საგარეო უწყებას დაზვერვის ყოფილი უფროსი ჩაიბარებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობის ახალ კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ჰაკან ფიდანი დაიკავებს. ჰაკან ფიდანი თურქეთის დაზვერვის სამსახურს 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა. მ ჰაკან ფიდანი ყოფილი სამხედროა და ფლობს დოქტორის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში. შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომელიც პოზიციაზე 2014 წლიდან მუშაობდა. გარდა ამისა, თურქეთის თავდაცვის უწყება გენშტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა იასარ გულერმა ჩაიბარა, რომელმაც ჰულუსი აკარი შეცვალა. იასარ გულერი ხელმძღვანელობდა თურქეთის ოპერაციას სირიაში და აკონტროლებდა შემდგომ სამხედრო ოპერაციას ერაყში. ერდოღანმა ახალი კაბინეტის წარდგენისას საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილი ყოფილი ბანკირი, მეჰმეთ სიმსეკი ხაზინისა და ფინანსთა მინისტრად დაასახელა. მეჰემეთ სიმსეკი ფინანსთა მინისტრად 2009-2015 წლებშიც მუშაობდა. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი პგანვითარების ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი, ჯევდეთ ილმაზი იქნება. ილმაზი 2020 წლის ნოემბრიდან თურქეთის პარლამენტის დაგეგმვისა და ბიუჯეტის კომისიის თავმჯდომარეა.
ერდოღანი პუტინს კახოვკის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების მნიშვნელობაზე ესაუბრა - Anadolu
თურქეთის პრეზიდენტმაm რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. Anadolu-ს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტყობინება, რომ ერდოღანმა ხაზი გაუსვა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე აფეთქების ობიექტური გამოძიების მნიშვნელობას. ერდოღანის თქმით, ანკარა მზადაა, შესაძლო წვლილი შეიტანოს კომისიის ფორმირებაში, რომელშიც შეიძლება, ექსპერტები შევიდნენ როგორც რუსეთის ფედერაციიდან და უკრაინიდან, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობიდან, მათ შორის გაეროდან და თურქეთიდან. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მთელი მსოფლიო საზოგადოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელების საკითხს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური სასურსათო კრიზისის მოგვარებაში. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა მზადაა, გააგრძელოს ძალისხმევა რეგიონში სამართლიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ერდოღანმა ზელენსკის კახოვკის ჰესთან დაკავშირებით, საერთაშორისო კომისიის შექმნა შესთავაზა თურქეთის ხმა მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას - ზელენსკი ინფორმაციისთვის, დღესვე ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება
თურქეთის ხმა მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ თურქ კოლეგა, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო კომუნიკაციისას, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე რუსული ტერორისტული აქტის ჰუმანიტარულ და ეკოლოგიურ შედეგებზე, მათ შორის ზაპოროჟიესთვის შექმნილ რისკებზე გაამახვილა ყურადღება. თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს სატელეფონო საუბარი 7 ივნისს გამართეს. ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების სიაზე, რომელიც კატასტროფის აღმოსაფხვრელად არის აუცილებელი. ერდოღანმა ზელენსკის კახოვკის ჰესთან დაკავშირებით, საერთაშორისო კომისიის შექმნა შესთავაზა „თურქეთის ხმა მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას. ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების, კერძოდ ყირიმელი თათრების დაბრუნებას და მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებასა და გაფართოებას“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ლიდერებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით არსებული ვითარება განიხილეს. ერდოღანმა გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველყოს ყველა შესაძლო დახმარება და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კომისიის შექმნაში თურქი ექსპერტების მონაწილეობით. კომისიაში შეიძლება, შევიდნენ სპეციალისტები როგორც კონფლიქტის მხარეებიდან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობიდან, მათ შორის გაეროდან.ერდოღანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხში შეიძლება, დაცული იყოს დიალოგის ისეთი ფორმატი, როგორიცაა, მაგალითად, „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება აღსანიშნავია,რომ ხსენებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, ზელენსკის განცხადებაში არაფერია ნათქვამი.
ერდოღანმა ზელენსკის კახოვკის ჰესთან დაკავშირებით, საერთაშორისო კომისიის შექმნა შესთავაზა
თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს სატელეფონო საუბარი გამართეს, იუწყება სააგენტო Anadolu. ორივე ლიდერმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით არსებული ვითარება განიხილა. ერდოღანმა გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველყოს ყველა შესაძლო დახმარება და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კომისიის შექმნაში თურქი ექსპერტების მონაწილეობით. კომისიაში შეიძლება, შევიდნენ სპეციალისტები როგორც კონფლიქტის მხარეებიდან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობიდან, მათ შორის გაეროდან. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება ერდოღანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხში შეიძლება, დაცული იყოს დიალოგის ისეთი ფორმატი, როგორიცაა, მაგალითად, „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით.თურქეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე შეუძლებელია ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილება, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების პროცესის განახლების საკითხზე კონცენტრირება. მან დაარწმუნა კიევი, რომ ანკარა გააგრძელებს მტკიცე ძალისხმევას სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად. თავის მხრივ, ზელენსკიმ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ხაზი გაუსვა, რომ ერდოღანთან კომუნიკაციისას, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე რუსული ტერორისტული აქტის ჰუმანიტარულ და ეკოლოგიურ შედეგებზე, მათ შორის ზპოროჟიესთვის შექმნილ რისკებზე გაამახვილა ყურადღება. ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების სიაზე, რომელიც კატასტროფის აღმოსაფხვრელად არის აუცილებელი. „თურქეთის ხმა მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას. ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების, კერძოდ ყირიმელი თათრების დაბრუნებას და მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებასა და გაფართოებას“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. აღსანიშნავია,რომ ერდოღანის ინიციატივასთან დაკავშირებით, ზელენსკის განცხადებაში არაფერია ნათქვამი.
Anadolu: ერდოღანი პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტით, ჩრდილოეთ კვიპროსში ჩადის
თურქეთის პრეზიდენტი ხელახალი არჩევის შემდეგ, პირველი საგარეო ვიზიტით, ჩრდილოეთ კვიპროსს და აზერბაიჯანს ეწვევა. Anadolu-ს ცნობით, თურქი ლიდერების დიდი ხნის ტრადიციის დაცვა, ერდოღანი ორშაბათს, 12 ივნისს გაემგზავრება ჩრდილოეთ კვიპროსში, სადაც პრეზიდენტ ერსინ თათარს და პრემიერ-მინისტრ უნალ უსტუნელს შეხვდება. თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით, „მხარეები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განვითარებულ მოვლენებს და კვიპროსის საკითხზე შესაძლო სამომავლო ნაბიჯებს განიხილავენ“. შეხვედრების შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია. ინფორმაციისთვის, კვიპროსი 1974 წელს გაიყო. მას შემდეგ კვიპროსს სამხრეთ კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაცია მართავს, რომელსაც ანკარა არ ცნობს. ჩრდილოეთ მხარეს მხოლოდ ანკარა აღიარებს. ერდოღანი საგარეო მოგზაურობის მეორე დღეს, აზერბაიჯანს ეწვევა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. ერდოღანი და ალიევი ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საკითხებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებს განიხილავენ. ოფიციალური შედეგების მიხედვით. 28 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ერდოღანმა გაიმარჯვა და ხმების 52,18% მიიღო, ოპოზიციის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი, 47,82% მოაგროვა. დედაქალაქ ანკარაში ფიცის დადებისა და ინაუგურაციის ცერემონიალებზე დასწრების შემდეგ, ერდოღანმა თავისი ახალი მინისტრთა კაბინეტი 3 ივნისს წარადგინა. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში
ერდოღანი აზერბაიჯანში ჩავიდა
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიწვევით აზერბაიჯანში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. AZERTAC-ის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მეუღლეს ემინე ერდოღანს დახვდნენ აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ ეიუბოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი და სხვა ოფიციალური პირები. Anadoluს-ს ცნობით, ერდოღანი პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტით, ჩრდილოეთ კვიპროსში იმყოფებოდა. ერდოღანი და ალიევი ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საკითხებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებს განიხილავენ. ოფიციალური შედეგების მიხედვით. 28 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ერდოღანმა გაიმარჯვა და ხმების 52,18% მიიღო, ოპოზიციის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი, 47,82% მოაგროვა. დედაქალაქ ანკარაში ფიცის დადებისა და ინაუგურაციის ცერემონიალებზე დასწრების შემდეგ, ერდოღანმა თავისი ახალი მინისტრთა კაბინეტი 3 ივნისს წარადგინა. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში
ერდოღანი ალიევთან შეხვედრაზე: შუშაში ჩვენი გენერალური საკონსულოს გახსნა იქნება ცალკე გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით სომხეთისთვის
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბაქოში, აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ შუშაში გენერალური საკონსულოს გახსნა იქნება ცალკე გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით სომხეთისთვის. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ყველა სფეროში განვავითაროთ ურთიერთობები, რომელიც „შუშის დეკლარაციით“ ალიანსის დონეზე ავიყვანეთ. მზად ვართ, გავხსნათ ჩვენი გენერალური საკონსულო შუშაში. თუ შუშაში ჩვენი გენერალური საკონსულო გაიხსნება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ცალკე გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით სომხეთისთვის“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. ერდოღანმა და ილჰამ ალიევმა 2021 წელს გააფორმეს თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება, “შუშის დეკლარაცია”, რომელიც აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთთანამშრომლობასა და მხარდაჭერას გულისხმობს.
ალიევი ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ: დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოში შუა დერეფნის მნიშვნელობა იზრდება
დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში შუა დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. აზერბაიჯანის გავლით, კერძოდ, კასპიის ზღვის გავლით ტვირთების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება და კიდე უფრო გაიზრდება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გაფართოებული შეხვედრის შემდეგ. „ამიტომ, აზერბაიჯანში სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები გაფართოვდა. ჩვენ ვამატებთ ბაქოს პორტის გამტარუნარიანობას 25 მილიონ ტონამდე. რკინიგზა, გემთმშენებლობა და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ყველაზე თანამედროვე დონეზეა აყვანილი“, - აღნიშნა ალიევმა. (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
ზელენსკი სლოვაკეთიდან თურქეთში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. „დატვირთულ დღეს თურქეთში ვასრულებთ. მოლაპარაკებები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. პოზიციების კოორდინაცია მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით, NATO-ს სამიტზე, უსაფრთხოების გარანტიებსა და მარცვლეულის ინიციატივის შესახებ. უკრაინის რეკონსტრუქცია, თავდაცვის კონტრაქტები ჩვენს საწარმოებს შორის,“ - ასე აღწერს ზელენსკი დაგეგმილ შეხვედრებს. ზელენსკი თურქეთში სლოვაკეთიდან ჩაავიდა. მანამდე ის ჩეხეთსა და ბულგარეთს ეწვია.
ერდოღანის თქმით, უკრაინა NATO-ს წევრობას იმსახურებს
უკრაინა იმსახურებს NATO-ში გაწევრიანებას, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც სტამბოლში გაიმართა. ამის შესახებ CNN წერს. უკრაინა ”უდავოდ იმსახურებს NATO-ში ყოფნას”, - განაცხადა ერდოღანმა, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლი იკისრა. ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. უკრაინა იმედოვნებს, რომ მიიღებს "მკაფიო სიგნალს" მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ. თურქეთის პრეზიდენტთან საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „შავი ზღვა უსაფრთხოების ზონა უნდა იყოს და არა - ე.წ. გაყინული კონფლიქტების“. პრეზიდენტი ზელენსკი თურქეთში ჩასვლამდე ბულგარეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში იმყოფებოდა. NATO-ს ღია კარის პოლიტიკა აქვს, თუმცა გაწევრიანების წესების მიხედვით, ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს შეუძლია, ვეტო დაადოს ახალი ქვეყნის მიღებას. სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტზე კიევისთვის „3-ნაწილიანი, „ძლიერი“ პაკეტის გადაცემა დააანონსა. 7 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ალიანსის გენმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ვილნიუსის სამიტი უკრაინას გააძლიერებს. NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. „NATO ამჟამად ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას ცივი ომის შემდეგ. ივლისში NATO-ს ლიდერები შეიკრიბებიან ალიანსისთვის ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით“, - აღნიშნულია სამიტის დღის წესრიგში.
ერდოღანი: მოდით, თურქეთს გზა გავუხსნათ ევროკავშირში და შემდეგ გავუხსნით გზას შვედეთს NATO-ში
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა NATO-ში შვედეთის წევრობას, ევროკავშირში თურქეთის შესვლა დაუკავშირა. „პირველ რიგში, მოდით, თურქეთს ევროკავშირში გზა გავუხსნათ, შემდეგ კი გზას გავუხსნით შვედეთს ისევე, როგორც ეს ფინეთთან მიმართებით გავაკეთეთ“, - ამის შესახებ ერდოღანმა სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვიდრე ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე დასასწრებად გაემგზავრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს. ერდოღანმა მიმართა იმ ქვეყნებს, რომლებიც მისი თქმით, „50 წელზე მეტია, თურქეთს ალოდინებენ ევროკავშირის კართან“ ერდოღანმა ასევე გაიმეორა, რომ შვედეთის გაწევრიანება დამოკიდებულია შარშანდელ სამმხრივ შეთანხმებაში ასახული საკითხების შესრულებაზე, რომელიც მადრიდში, NATO-ს სამიტის დროს გაფორმდა. ვილნიუსში ორდღიანი სამიტის დროს ლიდერები განიხილავენ რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომს, უკრაინის ალიანსთან დაახლოებას, NATO-ს წინაშე გამოწვევებს და ნაბიჯებს სამხედრო ალიანსის თავდაცვისა და შეკავების გასაძლიერებლად. დღის წესრიგში იქნება შვედეთის წინადადება NATO-ში გაწევრიანების შესახებ. ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანებაზე მას შემდეგ განაცხადეს, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინასთან ომი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ფინეთის გაწევრიანება დაამტკიცა, შვედეთის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ელოდება. მანამდე ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთს გაწევრიანების იმედი არ უნდა ჰქონდეს, ვიდრე „მწვანე შუქს უნთებს ტერორისტებსა და ტერორისტების მხარდამჭერებს“. NATO-ში გასაწევრიანებლად ყველა წევრის თანხმობაა საჭირო, მათ შორის თურქეთის, რომელიც 70 წელზე მეტია, ალიანსშია და რომელსაც სიდიდით მეორე არმია ჰყავს.
ერდოღანს ევროკომისიიდან უპასუხეს, რომ NATO-სა და ევროკავშირის გაფართოება ორი განცალკევებული პროცესია
ევროკომისიამ ერდოღანის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება ერთმანეთთან გადაჯაჭვული არ არის და ეს პროცესი ერთმანეთისგან განცალკევებით, პარალელურად მიმდინარეობს. „ევროკავშირს აქვს გაფართოების ძალიან სტრუქტურირებული პროცესი და ძალიან, ძალიან მკაფიო ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას ყველა კანდიდატმა ქვეყანამ და მასაც კი, ვისაც სურს, გახდეს კანდიდატი. თქვენ არ შეგიძლიათ, დააკავშიროთ ეს ორი პროცესი. თითოეული კანდიდატი ქვეყნის გაწევრიანების პროცესი ეფუძნება თითოეული ქვეყნის დამსახურებას და შემდგომი ნაბიჯების რიტმი, რომელსაც გადადგამს თითოეული კანდიდატი ქვეყანა, განისაზღვრება კანდიდატი ქვეყნების პროგრესითა და სამუშაოთი, რათა მიაღწიოს მიზნებს ან ნაბიჯებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა. იგივე პოზიცაი გაიმეორა გერმანიის კანცლერმა და აღნიშნა, რომ ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება ვერ განიხილება. NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას 10 ივლისს უპასუხა, რომლის თანახმად, ერდოღანმა NATO-ში შვედეთის წევრობას, ევროკავშირში თურქეთის შესვლა დაუკავშირა. ერდოღანი: მოდით, თურქეთს გზა გავუხსნათ ევროკავშირში და შემდეგ გავუხსნით გზას შვედეთს NATO-ში ერდოღანმა ერთგვარი პირობა წამოაყენა, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების სანაცვლოდ, ის მზადაა, შვედეთის გზას NATO-სკენ, გზა გაუხსნას. „მე მხარს ვუჭერ თურქეთის სწრაფვას, გახდეს ევროკავშირის წევრი. ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაზეც მადრიდში შევთანხმდით, იყო პირობების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელიც შვედეთმა უნდა დააკმაყოფილოს ალიანსში გასაწევრიანებლად. შვედეთმა დააკმაყოფილა ეს პირობები და ეს ეხება იარაღის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნას. ეს მოხდა. შემდეგ საუბარია თურქეთსა და შვედეთს შორის ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ესეც ხორციელდება. შვედეთმა ასევე შეცვალა კონსტიტუცია და გააძლიერა კონტრტერორისტული კანონები და შვედეთი თვალყურს ადევნებს თურქეთის უსაფრთხოების ლეგიტიმურ შეშფოთებას. და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვიდგეთ ტერორიზმთან ბრძოლაში. მაგრამ ამავე დროს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღმოფხვრათ ყველა მოკავშირის ლეგიტიმური შეშფოთება უსაფრთხოების შესახებ, რომლებსაც სურთ, შვედეთი ნახონ ალიანსში რაც შეიძლება მალე, რადგან ეს გააძლიერებს NATO-ს და გააძლიერებს ჩვენს უნარს, დავიცვათ ბალტიისპირეთის რეგიონი. თუ უბრალოდ დააკვირდებით რუკას, შვედეთის სრულუფლებიან წევრად ყოფნა, ფინეთის გარდა, ნამდვილად ცვლის გეოგრაფიას, NATO-ს ყოფნას ამ რეგიონში. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შვედეთი რაც შეიძლება მალე გახდეს წევრი. ჯერ კიდევ შესაძლებელია შვედეთის წევრობის შესახებ პოზიტიური გადაწყვეტილება აქ, ვილნიუსში. არანაირი გარანტია არ გვაქვს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ გვაქვს სამიტის იმპულსი აქ ლიდერებთან და ჩვენ გამოვიყენებთ ამ იმპულსს, რაც შეიძლება მეტი პროგრესის უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 11-12 ივლისს, ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართება.
სტოლტენბერგი: მხარს ვუჭერ თურქეთის ამბიციებს, გახდეს ევროკავშირის წევრი, შვედეთის NATO-ში ყოფნა გეოგრაფიას ცვლის
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმად, ერდოღანმა NATO-ში შვედეთის წევრობას, ევროკავშირში თურქეთის შესვლა დაუკავშირა. ერდოღანმა ერთგვარი პირობა წამოაყენა, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების სანაცვლოდ, ის მზადაა, შვედეთის გზას NATO-სკენ, გზა გაუხსნას. „მე მხარს ვუჭერ თურქეთის სწრაფვას, გახდეს ევროკავშირის წევრი. ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაზეც მადრიდში შევთანხმდით, იყო პირობების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელიც შვედეთმა უნდა დააკმაყოფილოს ალიანსში გასაწევრიანებლად. ერდოღანი: მოდით, თურქეთს გზა გავუხსნათ ევროკავშირში და შემდეგ გავუხსნით გზას შვედეთს NATO-ში შვედეთმა დააკმაყოფილა ეს პირობები და ეს ეხება იარაღის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნას. ეს მოხდა. შემდეგ საუბარია თურქეთსა და შვედეთს შორის ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ესეც ხორციელდება. შვედეთმა ასევე შეცვალა კონსტიტუცია და გააძლიერა კონტრტერორისტული კანონები და შვედეთი თვალყურს ადევნებს თურქეთის უსაფრთხოების ლეგიტიმურ შეშფოთებას. და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვიდგეთ ტერორიზმთან ბრძოლაში. მაგრამ ამავე დროს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღმოფხვრათ ყველა მოკავშირის ლეგიტიმური შეშფოთება უსაფრთხოების შესახებ, რომლებსაც სურთ, შვედეთი ნახონ ალიანსში რაც შეიძლება მალე, რადგან ეს გააძლიერებს NATO-ს და გააძლიერებს ჩვენს უნარს, დავიცვათ ბალტიისპირეთის რეგიონი. თუ უბრალოდ დააკვირდებით რუკას, შვედეთის სრულუფლებიან წევრად ყოფნა, ფინეთის გარდა, ნამდვილად ცვლის გეოგრაფიას, NATO-ს ყოფნას ამ რეგიონში. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შვედეთი რაც შეიძლება მალე გახდეს წევრი. ჯერ კიდევ შესაძლებელია შვედეთის წევრობის შესახებ პოზიტიური გადაწყვეტილება აქ, ვილნიუსში. არანაირი გარანტია არ გვაქვს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ გვაქვს სამიტის იმპულსი აქ ლიდერებთან და ჩვენ გამოვიყენებთ ამ იმპულსს, რაც შეიძლება მეტი პროგრესის უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 11-12 ივლისს, ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართება.
სტოლტენბერგი: შვედეთის წევრობა, ფინეთის გარდა, ნამდვილად ცვლის გეოგრაფიას, NATO-ს ყოფნას ამ რეგიონში
„თუ უბრალოდ დააკვირდებით რუკას, შვედეთის სრულუფლებიან წევრად ყოფნა, ფინეთის გარდა, ნამდვილად ცვლის გეოგრაფიას, NATO-ს ყოფნას ამ რეგიონში“, - NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმად, ერდოღანმა NATO-ში შვედეთის წევრობას, ევროკავშირში თურქეთის შესვლა დაუკავშირა. ერდოღანმა ერთგვარი პირობა წამოაყენა, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების სანაცვლოდ, ის მზადაა, შვედეთის გზას NATO-სკენ, გზა გაუხსნას. „მე მხარს ვუჭერ თურქეთის სწრაფვას, გახდეს ევროკავშირის წევრი. ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაზეც მადრიდში შევთანხმდით, იყო პირობების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელიც შვედეთმა უნდა დააკმაყოფილოს ალიანსში გასაწევრიანებლად. შვედეთმა დააკმაყოფილა ეს პირობები და ეს ეხება იარაღის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნას. ეს მოხდა. შემდეგ საუბარია თურქეთსა და შვედეთს შორის ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ესეც ხორციელდება. ერდოღანი: მოდით, თურქეთს გზა გავუხსნათ ევროკავშირში და შემდეგ გავუხსნით გზას შვედეთს NATO-ში შვედეთმა ასევე შეცვალა კონსტიტუცია და გააძლიერა კონტრტერორისტული კანონები და შვედეთი თვალყურს ადევნებს თურქეთის უსაფრთხოების ლეგიტიმურ შეშფოთებას. და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვიდგეთ ტერორიზმთან ბრძოლაში. მაგრამ ამავე დროს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღმოფხვრათ ყველა მოკავშირის ლეგიტიმური შეშფოთება უსაფრთხოების შესახებ, რომლებსაც სურთ, შვედეთი ნახონ ალიანსში რაც შეიძლება მალე, რადგან ეს გააძლიერებს NATO-ს და გააძლიერებს ჩვენს უნარს, დავიცვათ ბალტიისპირეთის რეგიონი. თუ უბრალოდ დააკვირდებით რუკას, შვედეთის სრულუფლებიან წევრად ყოფნა, ფინეთის გარდა, ნამდვილად ცვლის გეოგრაფიას, NATO-ს ყოფნას ამ რეგიონში. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შვედეთი რაც შეიძლება მალე გახდეს წევრი. ჯერ კიდევ შესაძლებელია შვედეთის წევრობის შესახებ პოზიტიური გადაწყვეტილება აქ, ვილნიუსში. არანაირი გარანტია არ გვაქვს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ გვაქვს სამიტის იმპულსი აქ ლიდერებთან და ჩვენ გამოვიყენებთ ამ იმპულსს, რაც შეიძლება მეტი პროგრესის უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 11-12 ივლისს, ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართება.
სტოლტენბერგის თქმით, ერდოღანი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს
ალიანსის ლიდერმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი თანახმაა მხარი დაუჭიროს შვედეთის წინადადებას NATO-ში გაწევრიანების შესახებ. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სამმხრივი შეხვედრა ვილნიუსში გაიმართა. „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ვმასპინძლობდი, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და შვედეთის პრემიერს შორის, პრეზიდენტი ერდოღანი დაეთანხმა, რომ შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების პროცესი თურქეთის დიდ ასამბლეაში წინ წაიწევს და უზრუნველყოფილი იქნება რატიფიცირება. ეს არის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც NATO-ს ყველა მოკავშირეს უფრო ძლიერს და დაცულს ხდის“, - წერს თავის მხრივ, იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე. NATO-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შვედეთი და თურქეთი დღეს შეთანხმდნენ, რომ გააგრძელონ თანამშრომლობა, როგორც სამმხრივი მუდმივი ერთობლივი მექანიზმის ფარგლებში, რომელიც მადრიდის სამიტზე შეიქმნა, ასევე, უსაფრთხოების ახალი ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად, მინისტრთა დონეზე შეიკრიბება.
ერდოღანის თქმით, რუსი სამხედროები ყარაბაღს 2025 წლისთვის დატოვებენ
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „რუსული სამშვიდობო კონტინგენტი“ ყარაბაღს 2025 წლისთვის დატოვებს. ერდოღანს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ჰკითხა „რუსი სამშვიდობოების“ განლაგების შესახებ, რაზეც ერდოღანმა უპასუხა, რომ შეთანხმების თანახმად, „რუსი სამშვიდობოები“ „ყარაბაღში განსაზღვრულ ტერიტორიაზე 2025 წლამდე დარჩებიან, ხოლო 2025 წლისთვის რუსეთი დატოვებს ამ ადგილებს.“ „მჯერა, რომ მოსკოვი დაიცავს შეთანხმებას. ჩემი ძმა ილჰამ ალიევიც ყურადღებით ადევნებს თვალს რეგიონში არსებულ ვითარებას“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანმა განმარტა, რატომ დააბრუნეს „აზოვსტალის" დამცველები უკრაინაში
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ დამცველების უკრაინაში დაბრუნების გადაწყვეტილებას, რუსეთთან თურქეთის ურთიერთობა არ დაუზარალებია. ერდოღანი მიიჩნევს, რომ „აზოვსტალის“ დამცველების უკრაინაში დაბრუნება საბოლოოდ „პოზიტიური გარემოება აღმოჩნდა“ რუსეთთან ურთიერთობაში. „აზოვსტალის“ დამცველები ფრონტზე ბრუნდებიან ერდოღანმა ამ საკითხზე 12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თურქეთი უკრაინელი მებრძოლების დაბრუნებას ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით დათანხმდა. „თავიდან რუსეთი აღშფოთებული იყო, შემდეგ კი, ეს დადებით გარემოებად გადაიქცა“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს. თურქეთის პრეზიდენტი ხსენებული საკითხის განხილვას აგვისტოში გეგმავს, როდესაც პუტინი ანკარაში ჩავა. პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ გასულ შაბათს გამოაცხადა, რომ სამხედრო მეთაურები, რომლებიც იცავდნენ აზოვსტალის რკინისა და ფოლადის საწარმოს და თურქეთში დარჩნენ რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, თურქეთიდან უკრაინაში ბრუნდებიან. პრეზიდენტის პრესსამსახურმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ „აზოვსტალის“ ხუთი მეთაური თურქეთთან მოლაპარაკებების შემდეგ შაბათს უკრაინაში დააბრუნეს. პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინა და თურქეთი შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ხუთი მეთაური, რომლებიც აზოვსტალის ფოლადის ქარხანას იცავდნენ, სამშობლოში დააბრუნეს. შაბათს საღამოს, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეთაურებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასული წლის 20 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, საუბარია 200 ადამიანზე. შედეგად, „აზოვის“ პოლკის მეთაური და მისი მოადგილე რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ. პროკოპენკოსა და პალამარის გარდა, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან გაათავისუფლეს 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაშინ განაცხადა, რომ ტყვეთა გაცვლის შედეგად გათავისუფლებული 5 უკრაინელი მეთაური ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებოდა. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ისინი თურქეთში „სრული უსაფრთხოების, კომფორტული პირობებით და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მფარველობის ქვეშ, თურქეთში იმყოფებოდნენ.
ერდოღანი ახლო აღმოსავლეთში ტურნეს იწყებს
Anadolu-ს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 17-20 ივლისს საუდის არაბეთს, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს (UAE) და ჩრდილოეთ კვიპროსს ეწვევა. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, საუდის არაბეთში, კატარსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაგეგმილ შეხვედრებზე, ორმხრივ ურთიერთობებზე, გლობალურ და რეგიონულ საკითხებზე ისაუბრებენ. ასევე განიხილავენ თანამშრომლობის შესაძლო სფეროებს, განსაკუთრებით, ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროებს. თურქული მედიის ცნობით, 20 ივლისს ერდოღანი ჩრდილოეთ კვიპროსში „მშვიდობისა და თავისუფლების დღის აღნიშვნას დაესწრება.“ ასევე შეხვდება პრეზიდენტს და განიხილავს კვიპროსის საკითხზე უახლეს მოვლენებს, ასევე, ორმხრივ ურთიერთობებს. ერდოღანი ახალი ტერმინალის შენობას, ერკანის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ბილიკს გახსნის. თურქეთის პრეზიდენტი ხელახალი არჩევის შემდეგ, პირველი საგარეო ვიზიტით, ჩრდილოეთ კვიპროსს და აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ცნობისთვის, კვიპროსი 1974 წელს გაიყო. მას შემდეგ კვიპროსს სამხრეთ კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაცია მართავს, რომელსაც ანკარა არ ცნობს. ჩრდილოეთ მხარეს მხოლოდ ანკარა აღიარებს. ასევე წაიკითხეთ: ფუმიო კიშიდამ ახლო აღმოსავლეთში ტურნე საუდის არაბეთში ვიზიტით დაიწყო
ერდოღანის თქმით, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავენ
„ჩვენ განვიხილავთ „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებას რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას. მე ვიცი, რომ პუტინს სურს, გაახანგრძლივოს შეთანხმება", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტის წინ განაცხადა. „ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებს გამართავს რუს კოლეგასთან. მე თვითონ, როგორც კი [სპარსეთის ყურის ქვეყნებში] ვიზიტიდან დავბრუნდები, გავმართავ მოლაპარაკებებს ბატონ პუტინთან. როცა აგვისტოში პირადად შევხვდებით, ასევე განვიხილავთ ამ თემას. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ მოვიქცეთ რუსული სურსათის ექსპორტისთვის დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა ერდოღანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტის წინ გამართულ ბრიფინგზე. ერდოღანის მიერ დაანონსებული შესაძლოა „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლი აცხადებს, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია
ერდოღანი ამბობს, რომ „მარცვლეულის ინიციატივის“ გაგრძელებაზე პუტინთან შეთანხმდა
თურქული მედია წერს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებაზე შეთანხმება მიღწეულია. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „პუტინთან შეთანხმება“ მიღწეულია. „მოგეხსენებათ, აგვისტოში პუტინის მასპინძლობისთვის ვემზადებით თურქეთში. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის გაფართოებაზე", - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა პუტინს წერილი გაუგზავნა შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ შენარჩუნების წინადადებით. რუსული მხარე იმუქრებოდა, რომ 17 ივლისის შემდეგ შეწყვეტდა მონაწილეობას „მარცვლეულის შეთანხმებაში“, რომელიც საომარ პირობებში უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის საშუალებას იძლევა. იმავდროულად, Financial Times იტყობინებოდა, რომ ევროკავშირი სანქცირების კუთხით განიხილავს გარკვეულ დათმობებს, რათა შეინარჩუნოს ეს შეთანხმება, რაც უკრაინული მხარისთვის მიუღებელია. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.
ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩადის
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრება, სადაც მომავალ კვირას თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღან შეხვდება. ნათქვამია ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში. პრემიერ-მინისტრის ოფისში ამბობენ, რომ ნეთანიაჰუ თურქეთში 28 ივლისს გაემგზავრება. 25 ივლისს ერდოღანი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს უმასპინძლებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი თურქეთში არ ყოფილა ბოლო 15 წლის განმავლობაში, 2008 წლის შემდეგ, თუმცა პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი შარშან ეწვია თურქეთს, ხოლო მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, იაირ ლაპიდი ნიუ იორკში შეხვდა ერდოღანს.
ერდოღანი მარცვლეულის შეთანხმებაზე: ვიცით, რომ პუტინს დასავლეთის ქვეყნებისგანაც აქვს გარკვეული მოლოდინები, მათაც უნდა მიიღონ ზომები
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთი, შესაძლოა, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს, თუ დასავლეთის ქვეყნები შესაბამის ზომებს მიიღებენ. ერდოღანი იმედოვნებს, რომ ამ საკითხს პუტინთან უახლოეს მომავალში განიხილავს სატელეფონო კომუნიკაციისას, ან თურქეთში ვიზიტის დროს. „რუსეთსაც აქვს გარკვეული მოლოდინები. თუ ისინი გადაილახება, მაშინ რუსეთი მხარს დაუჭერს ამ მარცვლეულის დერეფნის აქტიურ ფუნქციონირებას," - განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანის განმარტებით, მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტა გამოიწვევს სურსათზე ფასების ზრდას, შიმშილს ზოგიერთ რეგიონში და მიგრაციის ახალ ტალღებს. „ვფიქრობ, ამ საკითხს დეტალურად განვიხილავთ ბატონ პუტინთან და უზრუნველვყოფთ, რომ ეს ჰუმანიტარული მოძრაობა გაგრძელდეს. ვიცით, რომ მას დასავლეთის ქვეყნებისგანაც აქვს გარკვეული მოლოდინები, დასავლეთის ქვეყნებმაც უნდა მიიღონ ზომები ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ზალუჟნის და სხვა ლიდერებს დაავალა, „მარცვლეულის ინიციატივის“ გასაგრძელებლად მოემზადონ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის შეგახსენებთ, რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“
ზელენსკიმ და ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართეს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ერდოღანს 7 ივლისს სტამბოლში „ნაყოფიერი მასპინძლობისთვის და ასევე, NATO-ში გაწევრიანებაზე პრინციპული პოზიციისთვის. გარდა ამისა, განიხილა უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელება. „პრეზიდენტ ერდოღანის დახმარება ვთხოვეთ უკრაინელი ტყვეების, კერძოდ, ყირიმელი თათრების დაბრუნებაში,“ - წერს ზელენსკი. „ჩვენ ძალისხმევის კოორდინირება მოვახდინეთ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფუნქციონირების აღდგენისთვის. რუსეთის ქმედებების გამო, მსოფლიო კვლავ სასურსათო კრიზისის ზღვარზეა. აფრიკისა და აზიის ბევრ ქვეყანაში სულ 400 მილიონ ადამიანს შიმშილის საფრთხე ემუქრება. ჩვენ ერთად უნდა ავიცილოთ გლობალური სასურსათო კრიზისი,“ - წერს ზელენსკი. ზელენსკიმ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი დააანონსა
თურქეთის მიერ წარმოებული საბრძოლო თვითმფრინავი - Hurjet-ი ექსპლუატაციაში სავარაუდოდ, 2025 წელს შევა
თურქეთის მიერ წარმოებული ზებგერითი საბრძოლო თვითმფრინავი, ექსპლუატაციაში სავარაუდოდ, 2025 წელს შევა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა IDEF-2023 გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, თურქეთის წარმატება თავდაცვის ინდუსტრიაში დღითი დღე იზრდება: „2002 წელს ამ სფეროში სულ 57 კომპანია გვყავდა მომუშავე. დღეს კომპანიების რაოდენობამ 2500-ს მიაღწია.“ თურქეთი მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავის მასობრივ წარმოებას გეგმავს
ერდოღანი პუტინს: „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერება სარგებელს არავის მოუტანს
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართეს. თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ორი ლიდერი პუტინის თურქეთში ვიზიტზე შეთანხმდა. თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ერდოღანმა პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ არ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს. ერდოღანი ხაზს უსვამს „მარცვლეულის შეთანხმების“ მნიშვნელობას, რომელსაც მან „მშვიდობის ხიდი“ უწოდა პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ მარცვლეულის ინიციატივის დიდი ხნით შეჩერება სარგებელს არავის მოუტანს და რომ დაბალი შემოსავლის მქონე და მარცვლეულის საჭიროების მქონე ქვეყნები ყველაზე მეტად დაზარალდებიან. ერდოღანმა განაცხადა, რომ მარცვლეულის ფასები ბოლო ორ კვირაში 15 პროცენტით გაიზარდა. მისივე თქმით, თურქეთი შავი ზღვის ინიციატივის გასაგრძელებლად, მუშაობას განაგრძობს. ინფორმაციისთვის, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთს ვიზიტით აგვისტოში ეწვევა. ამის შესახებ ერდოღანმა 8 ივლისს, ანკარაში განაცხადა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა. შეგახსენებთ, თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმებულმა შეთანხმებამ უკრაინას შავი ზღვის პორტებით მარცვლეულის ექსპორტის საშუალება მისცა. კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის
ერდოღანი უნგრეთს ეწვევა
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აგვისტოს ბოლოს უნგრეთს ეწვევა, იუწყება CNN Turk-ი. ტელეარხის ინფორმაციით, პრეზიდენტი ერდოღანი, ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს სავარაუდოდ, 20 აგვისტოს ეწვევა. მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვდება.
ერდოღანი შოვის სტიქიის გამო საქართველოს უსამძიმრებს
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შოვის სტიქიისას ადამიანების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს. „დიდი მწუხარებით შევიტყვე საქართველოში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ბევრი ადამიანის გარდაცვალებისა და დაშავების შესახებ. ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ თქვენს აღმატებულებას, მეგობარ და მეზობელ ქართველ ხალხსა და გარდაცვლილთა ახლობლებს,” - აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაღუპულია 22 მოქალაქე. ამ დროისთვის 9 ადამიანს ეძებენ.
თურქეთი რუსეთს მოუწოდებს, შავ ზღვაში ესკალაციის გამოწვევას თავი აარიდოს
თურქეთმა ტვირთის გადამზიდ გემ Sukra Okan-თან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის შემდეგ რუსეთს მოუწოდა, თავი აარიდოს ისეთ ქმედებებს, რომლებიც შავ ზღვაში ესკალაციას იწვევს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგობის ცენტრის (DMM) განცხადებაშია ნათქვამი. „რუსული მხარე სათანადოდ იყო გაფრთხილებული მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების აუცილებლობის შესახებ, რამაც შეიძლება, გაზარდოს დაძაბულობა შავ ზღვაში,“ - ნათქვამია განცხადებაში. ამავე დროს, ცენტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გემის მფლობელი და ეკიპაჟი თურქები იყვნენ, Sukra Okan-ი ამ ქვეყნის დროშით არ მიცურავდა. გარდა ამისა, ინციდენტი საერთაშორისო წყლებში მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თურქული მხარის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 13 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა ხომალდმა შავ ზღვაში უკრაინის პორტისკენ მიმავალ სატვირთო გემს „გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა“ - ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა უკრაინის მიღმა გაუხსნა „გამაფრთხილებელი“ ცეცხლი სავაჭრო გემებს მას შემდეგ, რაც მოსკოვი გაეროს შუამავლობით დადებული „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. ამის შესახებ Alarabiya წერს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა „საპატრულო გემმა „ვასილი ბიკოვმა“ ავტომატური იარაღიდან გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, მას შემდეგ, რაც პალაუს დროშის ქვეშ მცურავი (Sukru Okan) ხომალდის კაპიტანმა შემოწმების მიზნით შეჩერების მოთხოვნას არ უპასუხა.“ გემი შეამოწმეს, რის შემდეგაც მან გზა განაგრძო. უილიამ კორტნი: აშშ აცნობიერებს, რომ ომის შედეგი შეიძლება, თვალსაჩინო გახდეს უკრაინის მიღმაც, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში - ექსკლუზიური ინტერვიუ რუსეთმა განაცხადა, რომ გემი უკრაინის პორტ იზმაილისკენ მიემართებოდა. Alarabiya-ს ცნობით, ბოლო მონაცემებით, გემი ბულგარეთის სანაპიროსთან იყო და რუმინეთის პორტ სულინასკენ მიემართება. უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში მთავარი მოთამაშეები არიან ხორბლის, ქერის, სიმინდის, რაფსის, რაფსის ზეთის, მზესუმზირის თესლისა და მზესუმზირის ზეთის ბაზრებზე. რუსეთი ასევე დომინანტია სასუქების ბაზარზე. მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ „უკრაინა და დასავლეთი აცხადებენ, რომ რუსეთის ნაბიჯები უკრაინის პორტების დე-ფაქტო ბლოკადას უტოლდება, რაც უკრაინიდან მსოფლიო ბაზრებზე ხორბლისა და მზესუმზირის გატანას შეწყვეტით ემუქრება. რუსეთი კი ამბობს, რომ დასავლეთმა ვერ შეასრულა პარალელური შეთანხმება, რომელიც მისი სურსათისა და სასუქის ექსპორტისთვის წესებს ამსუბუქებს,“ წერს Alarabiya სტატიაში ქვესათაურით: შავი ზღვა ომის ზღვარზე? ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის
ერდოღანის უნგრეთში ვიზიტის დეტალები ხდება ცნობილი
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი კვირას, 20 აგვისტოს უნგრეთში ვიზიტისას, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან განიხილავს რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ თურქული გაზეთი Yeni Şafak-ი. ერდოღანის უნგრეთში ვიზიტის შესახებ ადრეც იყო ცნობილი, ახლა კი, თურქეთის პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მოლაპარაკების დეტალები გახდა ცნობილი. კერძოდ, მხარეები ორმხრივი ურთიერთობების გარდა, თურქეთისა და უნგრეთის საერთო ინტერესებზე რუსეთ-უკრაინის ომის ზეგავლენას განიხილავენ. „განისაზღვრება საგზაო რუკა, რათა არ მოხდეს დაძაბულობის ესკალაცია შავ ზღვაში," წერს მედია დეტალების დაკონკრეტების გარეშე. ამასთან, თურქული და უნგრული მხარე NATO-ს გაფართოების პოლიტიკასა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე იმსჯელებენ, რაც ალიანსში შვედეთის გაწევრიანებასთან და ევროკავშირთან თურქეთის დაახლოების მისწრაფებებთან არის დაკავშირებული. გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, თურქეთის ლიდერი უნგრეთში შესაძლოა, პუტინის წარმომადგენელს, თათარსტანის პრეზიდენტს რუსლან მინნიხანოვს შეხვდეს და, სავარაუდოდ, მხარეები „მარცვლეულის გარიგებაში" მოსკოვის დაბრუნების სანაცვლოდ, რუსული მარცვლეულის ტრანზიტზე შეთანხმდებიან. მედია: რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ „მარცვლეულის შეთანხმებას” ამზადებენ
ერდოღანი იმედოვნებს, რომ პუტინს სექტემბერში შეხვდება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი ვიზიტი ანკარაში, სავარაუდოდ, გაურკვეველი ვადით, სულ მცირე სექტემბრამდე გადაიდება. ამის შესახებ მედია თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. „პუტინთან სატელეფონო საუბრების მიზანს „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით რუსეთის დადებითი დამოკიდებულება წარმოადგენს. სექტემბერში ინდოეთში G20-ის შეხვედრა გაიმართება, შემდეგ კი, გაეროს გენერალური ასამბლეა - აშშ-ში. თუ ამ დაძაბულ გრაფიკში გამოვნახავთ შესაძლებლობას, პუტინს აუცილებლად პირისპირ შევხვდები,” - განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანის განცხადებით, თურქეთი „მარცვლეულის დერეფნის“ განახლებაზე ისევ მუშაობს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში რუსეთში, შესაძლოა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, ამის შემდეგ კი - თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა გაიმართოს. ერდოღანი პუტინს: „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერება სარგებელს არავის მოუტანს უფრო ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინი და ერდოღანი შეთანხმდნენ, რომ ზუსტად განსაზღვრონ შეხვედრის ადგილი და დრო რაც შეიძლება მალე. მან აღნიშნა, რომ ორი ლიდერის მოლაპარაკებების დღის წესრიგში შედის ორმხრივი ურთიერთობები, „უკრაინის კრიზისი“ და „მარცვლეულის შეთანხმება.“ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთს ვიზიტით აგვისტოში ეწვეოდა. ამის შესახებ ერდოღანმა ანკარაში, ივლისში განაცხადა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა.
მედია: ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთში ვიზიტს გეგმავს
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთში ვიზიტს გეგმავს, რომლის დროსაც მარცვლეულის შეთანხმების საკითხები განიხილება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Yeni Şafak-ი ერდოღანის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. თანამოსაუბრეების თქმით, ანკარა იცავს თავის პოზიციას, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე მარცვლეულის საზღვაო ექსპორტისთვის ახალი მარშრუტის შექმნა არ არის კარგი იდეა. ანკარის შეფასებით, ალტერნატიული მარშრუტები შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივას“ ვერ ჩაანაცვლებს ვიზიტის ზუსტი თარიღები ჯერჯერობით არ სახელდება. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი ვიზიტი ანკარაში, სავარაუდოდ, გაურკვეველი ვადით, სულ მცირე სექტემბრამდე გადაიდება. ამის შესახებ მედია თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებაზე დაყრდნობით 21 აგვისტოს წერდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას შესაძლოა, მომავალ კვირას ეწვიოს ერდოღანის განცხადებით, თურქეთი „მარცვლეულის დერეფნის“ განახლებაზე ისევ მუშაობს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში რუსეთში, შესაძლოა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, ამის შემდეგ კი - თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა გაიმართოს. ერდოღანი პუტინს: „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერება სარგებელს არავის მოუტანს უფრო ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინი და ერდოღანი შეთანხმდნენ, რომ ზუსტად განსაზღვრონ შეხვედრის ადგილი და დრო რაც შეიძლება მალე. მან აღნიშნა, რომ ორი ლიდერის მოლაპარაკებების დღის წესრიგში შედის ორმხრივი ურთიერთობები, „უკრაინის კრიზისი“ და „მარცვლეულის შეთანხმება.“ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთს ვიზიტით აგვისტოში ეწვეოდა. ამის შესახებ ერდოღანმა ანკარაში, ივლისში განაცხადა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა.
ერდოღანი აშშ-ს ეწვევა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე დასასწრებად შეერთებულ შტატებს ეწვევა, იტყობინება გაზეთი Star-ი. ვიზიტი 17-21 სექტემბერს იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღანი გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს. „მოსალოდნელია, რომ თურქეთის ლიდერი გამოვა მნიშვნელოვანი გზავნილებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ისლამოფობია, ლტოლვილები, კლიმატის ცვლილება, კვიპროსის პრობლემა, რუსეთ-უკრაინის ომის უახლესი მოვლენები და მარცვლეულის ტრანსპორტირება,“ - წერს მედია. გაზეთი Milliyet-ი 26 აგვისტოს წერდა, რომ ერდოღანი ჩინეთს ეწვევა, თუმცა ვიზიტის თარიღი ინფორმაციაში მითითებული არ იყო.
ერდოღანი ჩინეთს ეწვევა - მედია
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოქტომბერში ჩინეთს ეწვევა, იტყობინება გაზეთი Milliyet-ი. ვიზიტის დროს განსახილველ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს. „ჩინელები დაინტერესებულნი არიან, დააფინანსონ ან დააარსონ ერთობლივი საწარმოები კონიაში, აქსარაისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში,“ - წერს მედია. ერდოღანის ბოლო ვიზიტი ჩინეთში 2017 წლის მაისში შედგა. ვიზიტის თარიღი ინფორმაციაში მითითებული არ არის.
ერდოღანი პუტინთან შეხვედრას მომავალ კვირაში გეგმავს
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომდევნო კვირაში მოსკოვში შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რათა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მომავალი განიხილონ. წერს Bloomberg თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. წყაროების ცნობით, ერდოღანი შესაძლოა, რუსეთში 8 სექტემბერს გაემგზავროს. თურქეთის პრეზიდენტი რუსეთში ვიზიტს, დელიში G20-ის სამიტამდე გეგმავს, რომელიც 9-10 სექტემბერს გაიმართება. მანამდე კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი საერთაშორისო ვიზიტებს შემოდგომაზე გეგმავს და ერდოღანთან შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. შეგახსენებთ, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი უნდა ჩასულიყო თურქეთში, სავარაუდო პერიოდად აგვისტოც დასახელდა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი გაურკვეველი ვადით გადაიდო. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მისი თურქი კოლეგა ჰაკან ფიდანი "უახლოეს მომავალში" მოლაპარაკებებს მოსკოვში გამართავენ. 25 აგვისტოს, ფიდანი უკრაინაში იმყოფებოდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას, რუსეთის მიერ მარცვლეულის დერეფნის ბლოკირება და უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელების საკითხები განიხილა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინამ შავ ზღვაში ალტერნატიული „მარცვლეულის დერეფანი“ შექმნა, თუმცა მას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. მოგვიანებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რისკებს გათვალისწინებით, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივის“ ალტერნატივა სხვა ვარიანტი ვერ გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისთვის ძალისხმევას განაგრძობს. „ჩვენ ვიცით, რომ ამჟამად ეძებენ ალტერნატიულ გზებს მარცვლეულის ექსპორტისთვის. თუმცა ასევე ვხედავთ, რომ ეს გზები არ შეიძლება, ალტერნატივად განიხილებოდეს, რადგან ეს რისკებს შეიცავს,“ - განაცხადა ფიდანმა კიევში, უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მჯერა, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია ზელენსკი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა.
ცნობილია, სად და როდის გაიმართება პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შორის 4 სექტემბერს, სოჭში გაიმართება. იუწყება რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის ინფომაციაზე დაყრდნობით. „ნამდვილად, მოლაპარაკებები ორშაბათს სოჭში გაიმართება. ეს იქნება შუადღე,“ - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. მანამდე, რუსეთში ვიზიტით იმყოფება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი. ის ვიზიტს დღეს ასრულებს.
ერდოღანი სოჭში პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა, იუწყება TRT Haber-ი. ვიზიტის ფარგლებში თურქეთის ლიდერი მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან. მანამდე, რუსეთში ვიზიტით იმყოფება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი. თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ვიზიტი ლიდერების შეხვედრის მოსამზადებლად გაიმართა. ფიდანის ვიზიტის დროს გახდა ცნობილი, რომ გაერომ რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღსადგენად კონკრეტული წინადადებები წარუდგინა. მანამდე, ახალი წინადადებების შეახებ გუშინ, 31 აგვისტოს მოსკოვში საუბრობდა ფიდანი, რომელმაც სერგეი ლავროვთან შეხვედრა გამართა. ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა. 2 სექტემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარცვლეულის დროებითი დერეფანი კიდევ ორმა გემმა წარმატებით გაიარა.
სოჭში პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა იმართება
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები სოჭში შეხვდნენ. შეხვედრაზე უკრაინასთან ომი და მარცვლეულის გარიგება განიხილება. „ჩვენ უყურადღებოდ არ დავტოვებთ „უკრაინის კრიზისთან დაკავშირებულ საკითხებს“. ვიცი, რომ თქვენ აპირებთ „მარცვლეულის შეთანხმების“ საკითხის წამოწევას. ჩვენ ღია ვართ ამ საკითხზე მოლაპარაკებებისთვის," - განაცხადა პუტინმა რუსული მედიის ცნობით. „მე მჯერა, რომ გზავნილი, რომელიც ჩვენი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე გამჟღავნდება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით განუვითარებელი აფრიკის ქვეყნებისთვის,“ - განაცხადა ერდოღანმა პუტინთან შეხვედრის გახსნისას. მანამდე, რუსეთში ვიზიტით იმყოფება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი. თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ვიზიტი ლიდერების შეხვედრის მოსამზადებლად გაიმართა. ფიდანის ვიზიტის დროს გახდა ცნობილი, რომ გაერომ რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღსადგენად კონკრეტული წინადადებები წარუდგინა. მანამდე, ახალი წინადადებების შეახებ გუშინ, 31 აგვისტოს მოსკოვში საუბრობდა ფიდანი, რომელმაც სერგეი ლავროვთან შეხვედრა გამართა. ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა. 2 სექტემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარცვლეულის დროებითი დერეფანი კიდევ ორმა გემმა წარმატებით გაიარა.
ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, პუტინი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენისთვის ისევ თავის პირობებს იმეორებს
თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ისევ გაიმეორა, რომ რუსეთი მზადაა, დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ხელშეკრულებას, როცა ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა შეთანხმება დაცული იქნება. ამის მიუხედავად, პუტინთან სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ერდოღანს „აქვს რწმენა, რომ მარცვლეულის ინიციატივასთან დაკავშირებით შეთანხმება „მალე შედგება.“ უკრაინული მედია წერს, რომ ერდოღანი ვერ „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენის თაობაზე პუტინი „ვერ დაარწმუნა“. „რუსეთი მზად იქნება განაახლოს მარცვლეულის შეთანხმება და გააკეთებს ამას, როგორც კი ყველა შეთანხმებული ვალდებულება შესრულდება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სოჭში. პუტინმა აღნიშნა, რომ ის ელოდება ევროპის ბაზრისთვის რუსულ მარცვლეულთან და სასუქებთან დაკავშირებული სანქციების მოხსნას. ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა. 2 სექტემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარცვლეულის დროებითი დერეფანი კიდევ ორმა გემმა წარმატებით გაიარა.
თურქეთის პარლამენტი ახალ კონსტიტუციაზე მუშაობას იწყებს
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის პარლამენტი ახალ კონსტიტუციაზე მუშაობას ოქტომბერში დაიწყებს. 1982 წლიდან სამხედრო გადატრიალების შემდეგ შემუშავებულ კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. „ჩვენ მთლიანად გავათავისუფლებთ თურქეთს სახელმწიფო გადატრიალების ეპოქის კონსტიტუციისგან და განვაახლებთ ძალისხმევას ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ მივიღოთ სამოქალაქო კონსტიტუცია, რომელიც შეეფერება ჩვენს დემოკრატიას,. ეს მოხდება მაშინ, როდესაც ჩვენი პარლამენტი განაახლებს მუშაობას,“ - განაცხადა ერდოღანმა პრესკონფერენციაზე.
ერდოღანი G-20-ის ლიდერებს მოუწოდებს, „მარცვლეულის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით რუსეთის მოთხოვნები დააკმაყოფილონ - Bloomberg
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც ნიუ-დელიში მიმდინარე G-20-ის სამიტში მონაწილეობს, ჯგუფის ლიდერებს რუსეთის ფედერაციის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Bloomberg-ი სამიტის მონაწილე თურქ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ერდოღანი მსოფლიო ლიდერებს სურსათისა და სასუქის რუსული ექსპორტის დაზღვევის შემსუბუქებასა და საერთაშორისო გადახდების განსახორციელებლად SWIFT-ის სისტემაში მოსკოვის ხელახალი ჩართვისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ აშშ და მისი მოკავშირეები სანქციების შერბილების შესახებ რუსეთის ფედერაციის მოთხოვნას არ განიხილავენ. უკრაინული მედია წერს, რომ ერდოღანმა „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენის თაობაზე პუტინი „ვერ დაარწმუნა“. ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა. 2 სექტემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარცვლეულის დროებითი დერეფანი კიდევ ორმა გემმა წარმატებით გაიარა.
ერდოღანმა პუტინი თურქეთში ვიზიტით მიიწვია
რუსული მედიის ცნობით. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი თურქეთში ვიზიტით მიიწვია. ერდოღანისა და პუტინის მოლაპარაკებები დღეს სოჭში გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ისევ გაიმეორა, რომ რუსეთი მზადაა, დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ხელშეკრულებას, როცა ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა შეთანხმება დაცული იქნება. ამის მიუხედავად, პუტინთან სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ერდოღანს „აქვს რწმენა, რომ მარცვლეულის ინიციატივასთან დაკავშირებით შეთანხმება „მალე შედგება.“ უკრაინული მედია წერს, რომ ერდოღანმა „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენის თაობაზე პუტინი „ვერ დაარწმუნა“. „რუსეთი მზად იქნება, განაახლოს მარცვლეულის შეთანხმება და გააკეთებს ამას, როგორც კი ყველა შეთანხმებული ვალდებულება შესრულდება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სოჭში. პუტინმა აღნიშნა, რომ ის ელოდება ევროპის ბაზრისთვის რუსულ მარცვლეულთან და სასუქებთან დაკავშირებული სანქციების მოხსნას. ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა. 2 სექტემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარცვლეულის დროებითი დერეფანი კიდევ ორმა გემმა წარმატებით გაიარა.
ერდოღანი: მექნება საუბარი ნიკოლ ფაშინიანთან და განვუცხადებ, რომ ყარაბაღში ჩატარებული „არჩევნები" მიუღებელია
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ხვალ, 11 სექტემბერს პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარს გეგმავს. ერდოღანი ამბობს, რომ ყარაბაღში არსებული ვითარების განხილვას გეგმავს. „ორშაბათს, დიდი ალბათობით, მექნება საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან ყარაბაღში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მე მას ვეტყვი, რომ ყარაბაღში ჩატარებული არჩევნები ჩვენთვის მიუღებელია, რაც უკვე არაერთმა დასავლურმა ქვეყანამ განაცხადა,“ - აღნიშნა ერდოღანმა. ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს უკვე ესაუბრა. ევროკავშირი მთიან ყარაბაღში გუშინ ჩატარებულ ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს. "2023 წლის 9 სექტემბერს ხანკენდში/სტეფანაკერტში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარებასთან დაკავშირებით, ევროკავშირი იმეორებს, რომ არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ის ჩატარდა", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის, ნაბილა მასრალის განცხადებაში. მისი თქმით, ამასთან მნიშვნელოვანია ყარაბაღელი სომხები გაერთიანდნენ დე-ფაქტო ლიდერების გარშემო, რომლებსაც შეუძლიათ და სურთ, ბაქოსთან შედეგზე ორიენტირებულ დისკუსიებში ჩაერთონ. ცნობისათვის, არაღიარებულ მთიან ყარაბაღში, 9 სექტემბერს ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნები" ჩატარდა და "პრეზიდენტად" სამველ შაჰრამანიანი აირჩიეს.
ერდოღანი: საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია, ევროკავშირს დავშორდეთ
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარას შეუძლია, ევროკავშირის გზას დაშორდეს, თუ ეს საჭირო იქნება. ერდოღანი გამოეხმაურა ევროპარლამენტის მოხსენებას, რომელშიც ნათქვამია, რომ დღევანდელ მდგომარეობაში ევროკავშირში თურქეთის შესვლის პროცესი ვერ განახლდება. ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირს, გამოიკვლიოს „პარალელური და რეალისტური ჩარჩო“ ანკარასთან კავშირებისთვის. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ევროკავშირი თურქეთისგან დისტანცირებას ცდილობს. ჩვენ ამ მოვლენებს შევაფასებთ, და, საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია, ევროკავშირს დავშორდეთ,“ - განუცხადა მედიას ერდოღანმა აშშ-ში გამგზავრების წინ. „თურქეთს უკვე 24 წელია, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს მიღებული, თუმცა ბოლო წლებში მოლაპარაკებები ამ საკითხზე ჩიხშია შესული, რადგან ევროკავშირს ამ ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებების დარღვევასა და სამართლის უზენაესობის პატივისცემისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება აშფოთებს,“ - წერს Reuters-ი.
თურქეთი რუსეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს მთიანი ყარაბაღის საკითხზე ოთხმხრივი შეხვედრის ჩატარებას სთავაზობს
თურქეთი რუსეთს, აზერბაიჯანს და სომხეთის რესპუბლიკას მთიანი ყარაბაღის საკითხზე ოთხმხრივი შეხვედრის ჩატარებას სთავაზობს, რაზეც ჯერჯერობით არც ნეგატიური და არც პოზიტიური პასუხი თურქულ მხარეს არ მიუღია. შესაბამისი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა. „ჩვენს პრიორიტეტებშია მოლაპარაკებების ჩატარება სამმხრივ ფორმატში, როგორც ეს ადრე იგეგმებოდა. მაგრამ ჩვენ ასევე ოთხმხრივ ფორმატში შეხვედრაც შევთავაზეთ. ეს წინადადება მხარეებს გადავეცით. ანუ, შეხვედრაზე ვიქნები მე, პუტინი, ილჰამ ალიევი და ფაშინიანი. მე ვთქვი, მოდით, შევხვდეთ, განვიხილოთ გადასადგმელი ნაბიჯები," - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოთხმხრივი შეხვედრის ინიციატივის მიზანი ის არის, რომ მოლაპარაკებები პრობლემასთან დაკავშირებული ქვეყნების ლიდერებმა ჩაატარონ და არა ყარაბაღის თემასთან არადაკავშირებულმა მხარეებმა. „კიდევ ერთხელ განვიხილავ ამ საკითხს ალიევთან. ჩვენ ვიმუშავებთ კონკრეტიზაციაზე და თვალს ვადევნებთ [მოვლენების] განვითარებას," - განაცხადა ერდოღანმა.
ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს, ასევე, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგები მიმოიხილეს და სამომავლოდ თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები დასახეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველომ და თურქეთმა თანამშრომლობის მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, რაც აისახა როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ განზომილებაში. მისი თქმით, არსებული რეგიონული პროექტები ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის, მდგრადი განვითარებისა და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია საქართველოსა და თურქეთს შორის, რაც მეტ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებასა და მედეგობას მოუტანს ორივე ქვეყანას. „მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საკითხების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით დარეგულირების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე – ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა,“ - ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქეთის პრეზიდენტმა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების გზები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. „გაეროს გენერალური ასამბლეის ფორმატში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. შეხვედრაზე განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისა და ორმხრივი, რეგიონული და მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის განმტკიცების გზები,” - აღნიშნავს პრემიერი.
ერდოღანმა მასკს თურქეთში Tesla-ს ქარხნის აშენება სთხოვა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს, სთხოვა, თურქეთში Tesla-ს ქარხანა ააშენოს. Reuters-ი თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით წერს, რომ მასკის თქმით, Tesla-სთან უკვე ბევრი თურქი მომწოდებელი მუშაობს და თურქეთი მისი შემდეგი ქარხნის ასაშენებლად ყველაზე მნიშვნელოვანი კანდიდატია. ერდოღანმა მასკი სექტემბრის ბოლოს იზმირში დაგეგმილ კოსმოსურ და ტექნოლოგიების ფესტივალ Teknofest-ზე დასასწრებად მიიწვია და Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეს მიწვევა მიიღო. ცნობისთვის, ილონ მასკმა მაისში განაცხადა, რომ კომპანია ახალი ქარხნისთვის ადგილს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე შეარჩევს. Tesla-ს ამჟამად ექვსი ქარხანა აქვს და მეშვიდეს მექსიკაში აშენებს.
ერდოღანი: რუსეთს ისევე ვენდობი, როგორც დასავლეთს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მომხრეა. ერდოღანის თქმით, მას პუტინის სიტყვების სჯერა. „ბატონი პუტინი რეალურად არის ამ ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მომხრე. მე მხოლოდ ლიდერის სიტყვებიდან გამომდინარე ვამბობ ამას. ბატონი პუტინი ამ ომის რაც შეიძლება მალე დამთავრების მომხრეა. მას ასე თქვა და მე მჯერა მისი სიტყვების", - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაზე საუბრისას კი, ერდოღანმა განაცხადა, რომ პუტინს დასავლეთზე არანაკლებ ენდობა. „არ მაქვს მიზეზი, რომ არ ვენდო მათ. რუსეთი იმდენად სანდოა, რამდენადაც დასავლეთი. ბოლო 50 წელია, ევროკავშირის კართან ვიცდით და ამ მომენტში რუსეთს ისევე ვენდობი, როგორც დასავლეთს," - განაცხადა ერდოღანმა ნიუ-იორკში ყოფნისას, ამერიკულ მაუწყებელ PBS-თან ინტერვიუში. რას ფიქრობს მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლება და რომ ის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებას უკრაინასთან ომში უპირატესობის მოსაპოვებლად იყენებს, თურქეთის პრეზიდენტმა ამ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ აზრს არ ეთანხმება.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნახიჩევანში ილჰამ ალიევს შეხვდება
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 25 სექტემბერს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ვიზიტის ფაგრლებში, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს შეხვდება და ლიდერები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებს განიხილავენ. შეხვედრის დროს ასევე ისაუბრებენ აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში გატარებულ ზომებზე ყარაბაღში და მოწინააღმდეგე მხარის ჯარისკაცების განიარაღების პროცესზე. ლიდერები ასევე განიხილავენ ზანგეზურის დერეფნის საკითხსაც, რომელმაც აზერბაიჯანი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან უნდა დააკავშიროს.
რა დოკუმენტი გაფორმდა ნახიჩევანში ერდოღანის ვიზიტის დროს - ალიევის შეფასებით, „ისტორიული ოქმი“ შუა დერეფნის ქვეყნების ინტერესებსაც მოემსახურება
იღდირი-ნახიჩევანის გაზსადენისთვის საძირკვლის ჩაყრის შესახებ ცერემონიის შემდეგ, აზერბაიჯასა და თურქეთს შორის დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. როგორც ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნახიჩევანში, 25 სექტემბერს ჩავიდა. „წარსულში მე და ჩავუყარეთ საფუძველი TANAP-ის პროექტს და გავხსენით TANAP მილსადენი. დღეს ჩვენ ვიწყებთ გაზსადენის მშენებლობას თურქეთიდან ნახიჩევანში, აზერბაიჯანის ნაწილამდე,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. „ისტორიული მოვლენაა ასევე ყარსი-ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობის განზრახვის შესახებ ოქმის ხელმოწერა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება და მოემსახურება აზერბაიჯანის, თურქეთის და სხვა ქვეყნების, როგორც შუა დერეფნის ნაწილის ინტერესებს,“ - აღნიშნა ილჰამ ალიევმა. ალიევის თქმით, ნახიჩევანში ერდოღანის ვიზიტისას ხელმოწერილი დოკუმენტები ემსახურება თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარებას. „იღდირ-ნახჩევანის გაზსადენის მშენებლობა მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ძმური ურთიერთობების ისტორიაში. ის ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ურთიერთობებს და დიდწილად უზრუნველყოფს ნახიჩევანის ენერგეტიკულს უსაფრთხოებას,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ისრაელსა და „ჰამასს" შორის კონფლიქტის შეჩერებაში დასახმარებლად მზად არის
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ისრაელსა და „ჰამასს" შორის კონფლიქტის შეჩერებასა და დაძაბულობის შემცირებაში დახმარებისთვის მზად არის. „მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ყოველთვის სოლიდარულია ჩვენი პალესტინელი ძმების მიმართ, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ თავიდან უნდა იყოს აცილებული ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გამოიწვევს დაძაბულობის ესკალაციას რეგიონში, გამოიწვევს სისხლისღვრას და გააღრმავებს პრობლემებს." „ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურება სიმშვიდის აღსადგენად. ჩვენ ვიწვევთ ყველა მონაწილეს, ვისაც აქვს თავისი პოზიცია რეგიონში, გულწრფელი წვლილი შეიტანონ მშვიდობისთვის,“ - აღნიშნა ერდოღანმა. ერდოღანმა 7 ოქტომბერსა გააკეთა კომენტარი და ისრაელს და პალესტინას თავშეკავებისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია
ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი განიხილეს
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი განიხილეს. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა და პუტინმა განიხილეს ზომები დაძაბულობის ზრდის თავიდან ასაცილებლად და ასევე ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ინიციატივები. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ანკარა გააგრძელებს ძალისხმევას რეგიონში სიმშვიდის უზრუნველსაყოფად. კრემლის ინფორმაციით, ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობაზე. კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონფლიქტი შეიძლება, მოგვარდეს მხოლოდ „ორი სახელმწიფოს“ გეგმის საფუძველზე, პალესტინის სახელმწიფოს შექმნით, რომლის დედაქალაქი იქნება აღმოსავლეთ იერუსალიმი.
თურქეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა პალესტინელების პატივსაცემად, რომლებიც „ღაზის სექტორში ბოლო თავდასხმის დროს დაიღუპნენ.“ „როგორც თურქეთი, ჩვენ ვგრძნობთ იმ დიდ ტკივილს, რომელსაც განიცდიან ჩვენი პალესტინელი ძმები. ჩვენი პატივისცემის ნიშნად, ათასობით მოწამის მიმართ, რომელთა უმეტესობა ბავშვები და უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, ჩვენს ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული,“ - წერს ერდოღანი Twitter-ზე. აშშ: ისრაელი არ არის პასუხისმგებელი ღაზის სექტორში, საავადმყოფოში აფეთქებაზე შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. ისრაელის თავდაცვის ძალები: მტკიცებულება ადასტურებს, რომ ღაზის სექტორში, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების უკან ისრაელი არ დგას ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
ერდოღანმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოქმს ხელი მოაწერა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინადადებას ხელი მოაწერა და რატიფიცირებისთვის პარლამენტს გადასცა. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ერდოღანი სტოკჰოლმის წინადადებას, შვედეთის ქურთი ჯგუფების მიმართ დამოკიდებულების გამო ეწინააღმდეგებოდა, რომლებსაც თურქეთი საფრთხედ მიიჩნევს. იმისთვის, რომ შვედეთი NATO-ს წევრი გახდეს, ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა მოახდინოს შვედეთის წინადადების რატიფიცირება.
ერდოღანმა „ჰამასის“ ლიდერთან სატელეფონო საუბარი გამართა
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ჰამასის“ “პოლიტბიუროს“ ხელმძღვანელს, ისმაილ ჰანიეს ტელეფონით ესაუბრა. თურქული მედიის ცნობით, ერდოღანი ღაზის სექტორში არსებული ვითარებით დაინტერესდა. „როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, ანკარა მუშაობს იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორამდე მივიდეს და რომ იქ დაშავებულები საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანონ,“ წერია თურქეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, ქვეყანა ასევე ცდილობს, რაც შეიძლება მალე შეწყდეს ცეცხლი მხარეებს შორის. „პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელ-პალესტინის საკითხის გრძელვადიანი გადაწყვეტა შეუძლებელია 1967 წლის საზღვრებში დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბების გარეშე. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს მცდელობებს საერთაშორისო ასპარეზზე ხანგრძლივი მშვიდობისთვის,“ - აცხადებს ანკარა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
„ჰამასი“ ISIS-ს უდრის - ისრაელის პასუხი თურქეთის პრეზიდენტს
„თურქეთის პრეზიდენტის მცდელობებიც კი დაიცვას ტერორისტული ორგანიზაცია, ვერ შეცვლის იმ საშინელებას, რაც მთელმა მსოფლიომ ნახა და ვერც იმ ფაქტს, რომ „ჰამასი“ „ისლამურ სახელმწიფოს“ უდრის,“ - ასე უპასუხა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელმაც განაცხადა, რომ „ჰამასი“ არა ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ, “მოჯაჰედების განმათავისუფლებელი ჯგუფია“, რომელიც თავის მიწას იცავს. მისი თქმით, „ისრაელი მთელი გულით უარყოფს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ შესახებ თურქეთის პრეზიდენტის უკმეხ სიტყვებს.“ „ჰამასი“ „ისლამურ სახელმწიფოზე“ უარესი საზიზღარი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც განზრახ და სასტიკად კლავს ჩვილებს, ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს, სამოქალაქო პირები აჰყავს ტყვედ და საკუთარ ხალხს ცოცხალ ფარად იყენებს. თურქეთის პრეზიდენტის მცდელობები დაიცვას ტერორისტული ორგანიზაცია და მისი წამახალისებელი სიტყვებიც კი ვერ შეცვლის საშინელებებს, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა, და იმ ცალსახა ფაქტს, რომ „ჰამასი“ „ისლამურ სახელმწიფოს“ უდრის,“ - განაცხადა ჰაიატმა.
ერდოღანი: კასპიის ზღვიდან ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება ხელს შეუწყობს ამ კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას
„კასპიის ზღვიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება ხელს შეუწყობს ამ კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,“ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის (OTS) მე-10 სამიტზე, რომელიც ასტანაში მიმდინარეობს. ერდოღანის თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი უნდა განვითარდეს, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის განვითარებას.“ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობაც უნდა განვითარდეს.„ჩვენ გავაგრძელებთ ნაბიჯების გადადგმას მთელი თურქული სამყაროს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ, რომ შემდგომი პერიოდი თურქულ ეპოქად ვაქციოთ,“ - აღნიშნა ერდოღანმა.
შოლცი ფაშიზმზე, ისრაელის მიმართ ერდოღანის ბრალდებას აბსურდს უწოდებს
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ისრაელის ლეგიტიმურობა „ეჭვქვეშ მისივე ფაშიზმის გამო დგება“, აბსურდული უწოდა. „ისრაელი დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელიც ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის წინაშე არის ვალდებული და შესაბამისად მოქმედებს. ამიტომ, ისრაელის მიმართ მსგავსი ბრალდებები აბსურდულია,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა. ოლაფ შოლცი ერდოღანის კომენტარზე საუბრობს, რომლის თანახმად, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელის ლეგიტიმურობა „ეჭვქვეშ მისივე ფაშიზმის გამო დგება.“ რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ოლაფ შოლცი პარასკევს ბერლინში ერთმანეთს შეხვდებიან. ისრაელს, როელიც „ჰამასთან“ ომშია, ერდოღანი მწვავედ აკრიტიკებს.
ერდოღანმა შოლცთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლეთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს ისრაელი გააკრიტიკა. მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთმა და გერმანიამ ერთობლივად უნდა მიაღწიონ ჰუმანიტარული მოსაზრებებით ცეცხლის შეწყვეტას ღაზის სექტორში. ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა აღნიშნა, რომ 13000 პალესტინელი, მათ შორის ბავშვები, ქალები და მოხუცები დაიღუპნენ ომის დროს და ისრაელის თავდასხმების გამო, თითქმის მთელი ღაზის სექტორი განადგურდა. „მძევლები და ტყვეები უკვე მრავალი წელია, ისრაელის ხელში არიან. ეს ჩვენც უნდა დავინახოთ. უსამართლობა იქნება, თუ ამას არ შევამჩნევთ,“ - განაცხადა ერდოღანმა. ღაზის სექტორში თურქეთის მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების შესახებ საუბრისას, ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ ეგვიპტეში ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, 10 თვითმფრინავი გაგზავნა. შოლცისა და ერდოღანის შეხვედრებზე საუბარი ახლო აღმოსავლეთში ომსა და მიგრაციის საკითხს. პრესკონფერენციის დროს, შოლცმა ერდოღანთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს, ისრაელისა და "ჰამასის" შესახებ უთანხმოებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, გერმანია ღაზის სექტორში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი უდიდესი დამფინანსებელია. „მე და პრეზიდენტ ერდოღანს ძალიან განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ არის პირდაპირი საუბარი ასე მნიშვნელოვანი. გარკვევით ვამბობ - ისრაელის არსებობის უფლება გერმანიისთვის უდავოა. ჩვენს ქვეყანაში ანტისემიტიზმის ადგილი არ არის. ამავე დროს, ჩვენ ვამბობთ: ყოველი სიცოცხლე ერთნაირად ფასეულია - ღაზის სექტორში მყოფი პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვაც გვთრგუნავს. გერმანია ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია - ახლა ჩვენ კვლავ გავზარდეთ დახმარება,“ წერს შოლცი Twitter-ზე. შოლცის მიერ თურქეთის პრეზიდენტის განცხადების აბსურდად მოხსენიების ფონზე, ერდოღანი გერმანიაში ჩავიდა
ერდოღანი: თურქეთი ღაზის სექტორში გენოციდთან დაკავშირებით სარჩელს შეიტანს
თურქეთი ღაზის სექტორში გენოციდთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებში სარჩელს შეიტანს, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „2000-ზე მეტ ადვოკატთან ერთად მივმართავთ შესაბამის ორგანოებს გენოციდის შესახებ საჩივრით. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და არ დავტოვებთ მას შუა გზაზე. ფასი გადახდილი იქნება," - განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, ანკარა ეცდება გაათავისუფლოს „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლები, თუ ბერლინი გადადგამს ნაბიჯს ისრაელის ხელში მყოფი 10 000 მძევლის გასათავისუფლებლად. სააგენტო DPA აღნიშნავს, რომ სრულიად გაუგებარია, რა იგულისხმა ერდოღანმა რიცხვ 10 000-ში. გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით, ისრაელის ციხეებში 1 500 პალესტინელი იმყოფებოდა. წერს სააგენტო. ერდოღანმა შოლცთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა
ორბანმა და ერდოღანმა საჩუქრები - ცხენი და თურქული წარმოების ელექტრომობილი გაცვალეს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანსა და თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უნგრეთში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავის აღსანიშნავად ჩავიდა. როგორც ანკარაში განაცხადეს, ვიზიტის მიზანს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში მხარეები მოლაპარაკებებს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ გამართავენ, რომელიც ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, თავდაცვისა და კულტურის საკითხებს მოიცავს. მოსალოდნელია რამდენიმე ხელშეკრულების გაფორმებაც. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, საჩუქრები - ცხენი და თურქული წარმოების ელექტრომობილი გაცვალეს. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრების დღის წესრიგში შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების საკითხიც დგას.
ზელენსკი ერდოღანის „უშედეგო ძალისხმევაზე“ საუბრობს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სიტუაცია რუსეთის ტყვეობაში მყოფი ყირიმელების, მათ შორის, რადიო თავისუფლების პროექტ კრიმ.რეალიის ჟურნალისტ, ვლადისლავ ესიპენკოს გათავისუფლებასთან დაკავშირებით, კვლავ „რთულია“. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლების ჟურნალისტის როქსოლანა ბიჩაის კითხვის პასუხად განაცხადა. „რაც შეეხება ყირიმელებს, სიტუაცია რთულია. საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი სამადლობელი არაფერია. ვერაფერი გააკეთეს. ამ საკითხზე ერდოღანთან ძალიან ბევრი ვიმუშავე. ჯერჯერობით, პატივცემულმა პრეზიდენტმა ერდოღანმა შედეგი ვერ აჩვენა ყველა პატიმართან მიმართებით, რომლებიც იმყოფებოდნენ ყირიმის ტერიტორიაზე,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მანამდე, ადამიანის უფლებათა აქტივისტებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ყირიმის პლატფორმის სამიტში, აღნიშნეს, რომ სამოქალაქო პირების, მათ შორის ანექსირებული ყირიმში პატიმრების გაცვლის ალბათობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სამხედრო ტყვეების. უკრაინის პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში თამილა ტაშევამ განაცხადა, რომ 2023 წლის დეკემბრის ბოლოსთვის 191 მცხოვრები აღმოჩნდა პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაში, ყირიმის, მათგან 123, ყირიმელი თათარი იყო.
ერდოღანმა ნეთანიაჰუ ჰიტლერს შეადარა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ადოლფ ჰიტლერის ქმედებებს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერდოღანმა ისრაელი ნაცისტურ გერმანიას ადარებს. 2014 წლის ივლისში თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელი ღაზის სექტორთან ომის დროს „ჰიტლერის სულისკვეთების შენარჩუნებაში“ დაადანაშაულა. ერდოღანმა ისრაელის კრიტიკა მიმდინარე ომის დროს გააძლიერა. ერდოღანმა ისრაელი ომის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გაიწვია. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია. „ღაზის სექტორში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნეთანიაჰუს ქმედებებსა და ჰიტლერის ქმედებებს შორის აშკარა პარალელი არსებობს,“ - განაცხადა ერდოღანმა. საჯარო გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭო და ევროკავშირი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ჩუმად რჩებიან მაშინ, როცა “ისრაელის სისასტიკის შეჩერებაა საჭირო.“ ევროკავშირი, აშშ და ისრაელი „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებენ.
ნეთანიაჰუ ერდოღანს მწვავედ აკრიტიკებს
ისრაელის პრემიერმა თურქეთის ლიდერის განცხადებას უპასუხა. „ერდოღანი, რომელიც ქურთების წინააღმდეგ გენოციდს ახორციელებს და მისი მმართველობის მოწინააღმდეგე ჟურნალისტების დაპატიმრებაში, მსოფლიო რეკორდს ამყარებს, უკანასკნელია, ვინც ზნეობას უნდა გვასწავლიდეს. ერდოღანმა ნეთანიაჰუ ჰიტლერს შეადარა ისრაელის თავდაცვის ძალები მსოფლიოში ყველაზე ზნეობრივი არმიაა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე საზიზღარ და სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციას ებრძვის და ანადგურებს, „ჰამას“-„დაეშს“, რომელმაც ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინა, ერდოღანი კი, მას ადიდებს და მის უფროს ხელმძღვანელობას სტუმრობს,” - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ერდოღანმა ბლინკენს სტამბოლის საპრეზიდენტო კომპლექსში უმასპინძლა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სტამბოლის საპრეზიდენტო კომპლექსში მიიღო. დახურული შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა. რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრამდე ენტონი ბლინკენმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან გამართა მოლაპარაკებები. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იბრაჰიმ კალინი და ანკარაში აშშ-ის ელჩი, ჯეფრი ფლეიკი ესწრებოდნენ. „შეხვედრაზე მინისტრებმა ღაზის სექტოში მიმდინარე ომი და ჰუმანიტარული კრიზისი, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესი, ორმხრივი და რეგიონული საკითხები განიხილეს,“ - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. თურქეთის შემდეგ ბლინკენი იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს, ეგვიპტესა და საბერძნეთს ეწვევა. „ჰამასის" 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, რეგიონში ეს ბლინკენის მეოთხე ვიზიტია. თურქეთის როლი გადამწყვეტია რეგიონული უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაში - სახელმწიფო დეპარტამენტი ბლინკენის ვიზიტზე
ერდოღანმა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა
ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ღაზაში მიმდინარე კონფლიქტისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხების განსახილველად ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ერდოღანის თქმით, თურქეთი და ირანი შეთანხმდნენ იმ ნაბიჯების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე, რომლებიც შემდგომ საფრთხეს შეუქმნის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. „ჩვენ განვიხილეთ ღაზაზე ისრაელის არაადამიანური თავდასხმების შეწყვეტის აუცილებლობა და გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმა სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად,“ - განაცხადა ერდოღანმა ირანელ კოლეგასთან ებრაჰიმ რაისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ანკარაში შეხვედრის შემდეგ. თურქული მედიის ცნობით, შეხვედრაზე ორივე პრეზიდენტმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები პალესტინაში, სირიაში, ერაყში, ავღანეთსა და სამხრეთ კავკასიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. „პალესტინის საკითხი თურქეთისა და ირანის ყურადღების ცენტრშია,“ - დასძინა ერდოღანმა. თავის მხრივ, რაისმა ორ ქვეყანას შორის „კარგ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.“ „ჩვენ გვსურს ამ ურთიერთობების აყვანა უფრო მაღალ დონეზე,“ - აღნიშნა რაისმა. ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რეისიმ განაცხადა, რომ თურქეთი და ირანი შეთანხმდნენ, მხარი დაუჭირონ პალესტინას და მისი ხალხის უფლებების დაცვას. მან აღნიშნა, რომ თურქეთსა და ირანს საერთო შეხედულებები აქვთ პალესტინაზე. ირანის პრეზიდენტის თქმით, თურქეთის ხალხისა და მთავრობის დამოკიდებულება ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმების მიმართ აღფრთოვანებას იწვევს. რაისი თურქეთში თავდაპირველად ნოემბერში უნდა ჩასულიყო, თუმცა მან ირანში განვითარებული მოვლენებისა და გარკვეული პრობლემების გამო ვიზიტი ორჯერ გადადო. მანამდე თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ლიდერები უხელმძღვანელებენ თურქეთ-ირანის ბიზნესსაბჭოსაც და, შესაძლოა, ხელი მოაწერონ გარკვეულ შეთანხმებებსაც. „შეხვედრების დროს, ორმხრივი კავშირების გარდა, მხარეები გაცვლიან აზრებს მიმდინარე რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე. კერძოდ, ღაზასა და ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიაზე ისრაელის თავდასხმებზე,“ – განაცხადეს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. თურქეთი, რომელიც მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის ათწლეულის კონფლიქტის ორ სახელმწიფოს პრინციპზე გადაწყვეტას, მკაცრად აკრიტიკებს ისრაელს ღაზის სექტორში წარმოებული თავდასხმების გამო. მან მოუწოდა ისრაელს, რომელსაც ომის დანაშაულში ადანაშაულებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი. მკაცრი რიტორიკის მიუხედავად, ანკარა ინარჩუნებს კომერციულ კავშირებს ისრაელთან, რამაც გამოიწვია კრიტიკა ქვეყნის შიგნით და ირანში. მისი დასავლელი მოკავშირეებისა და ზოგიერთი არაბული ქვეყნისგან განსხვავებით, NATO-ს წევრი თურქეთი „ჰამასს,“ რომელიც 7 ოქტომბერს ისრაელს დაესხა თავს, ტერორისტულ დაჯგუფებად არ მიიჩნევს. თავის მხრივ, ირანმა „ჰამასს“ მხარდაჭერა გამოუცხადა. იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“ შესაძლოა, შემდგომი თავდასხმების სამიზნე გახდნენ. შეგახსენებთ, დღეს, 23 იანვარს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ახალი სერია განახორციელეს.
ერდოღანმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას ხელი მოაწერა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას ხელი მოაწერა. თურქეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი 25 იანვარს დაუჭირა. შვედეთის განაცხადის რატიფიცირება კიდევ ერთმა ქვეყანამ, უნგრეთმა უნდა მოახდინოს, რის შემდეგაც შვედეთი NATO-ს ოფიციალურად შეუერთდება. 32 ქვეყნის ძლიერი ალიანსი მრავალი პარტნიორით - NATO-ს ვაშინგტონის სამიტის მოლოდინები შვედეთმა და ფინეთმა 2022 წლის გაზაფხულზე, NATO-ში წევრობის განაცხადი მას შემდეგ შეიტანეს, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს.
ერდოღანი იმედოვნებს, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რწმენას გამოთქვამს, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ყველა სფეროში. „თურქი ხალხისა და ჩემი სახელით მინდა, გულწრფელად მივულოცო თქვენს აღმატებულებას ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იმედისმომცემი მოვლენები ვითარდება ჩვენს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მინდა, გამოვთქვა რწმენა, რომ თქვენი ძალისხმევის შედეგად, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ყველა სფეროში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს - კეთილდღეობას და ბედნიერება,“ - აღნიშნულია ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
ერდოღანი ეგვიპტეში 12 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეში ჩავიდა, იუწყება თურქული მედია. ერდოღანს კაიროს საერთაშორისო აეროპორტში ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ ფატაჰ ელ-სისი და თურქეთის ელჩი სალიჰ მუტლუ სენი დახვდნენ. ერდოღანს თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი მეჰმედ შიმშეკი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი იასარ გიულერი და სხვა პირები. ორშაბათს ერდოღანმა განაცხადა, რომ ეგვიპტელ კოლეგასთან შეხვედრაზე განიხილავენ „ყველა ძალისხმევას“ ღაზას სექტორში „სისხლისღვრის“ შესაჩერებლად, ხოლო თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-მ დაწერა, რომ შეხვედრები ასევე ეხება ეკონომიკურ, სავაჭრო, ტურიზმის, ენერგეტიკისა და თავდაცვის საკითხებს. ეს არის თურქეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ეგვიპტეში, 2012 წლის შემდეგ. როგორც ცნობილია, ერდოღანი ისრაელს მწვავედ აკრიტიკებს და ღაზის სექტორში ომის დანაშაულებში სდებს ბრალს. მისი ეს პოზიცია ისრაელის მოწინააღმდეგე ირანის პრეზიდენტმა მოიწონა, როდესაც ებრაჰიმ რაისი ანკარაში ვიზიტით იმყოფებოდა.
კრემლში ამბობენ, რომ თურქეთში პუტინი მარტის არჩევნების შემდეგ გაემგზავრება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთს ეწვევა მარტში რუსეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან - ამის შესახებ კრემლმა 26 თებერვალს განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ორივე ლიდერის განრიგი "საკმარისად დატვირთულია" იმისთვის, რომ ერთმანეთს პირისპირ არჩევნებამდე შეხვდნენ.პესკოვმა დასძინა, რომ ვიზიტისთვის მზადება გრძელდება, მაგრამ შესაძლო შეხვედრის თარიღი არ დაუზუსტებია. თუ პუტინის ვიზიტი შედგა, თურქეთი გახდება NATO-ს წევრი პირველი ქვეყანა, რომელსაც რუსეთის ლიდერი ეწვევა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. 2022 წლის თებერვლის შემდეგ ერდოანი და პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ ეს არ მომხდარა თურქეთის ტერიტორიაზე. ორ ლიდერს შორის ასეთი შეხვედრა რუსეთის ქალაქ სოჭში გაიმართა, გასული წლის სექტემბერში. პუტინის შესაძლო ვიზიტზე ინფორმაცია ამ დრომდე არაერთხელ გავრცელდა და რამდენჯერმე თარიღიც დასახელდა.
ერდოღანმა უკრაინასა და რუსეთს სტამბოლში მოლაპარაკება კვლავ შესთავაზა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ალბანეთში გამართული უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, კიდევ ერთხელ უზრუნველყოს პლატფორმა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისთვის. ვიდეომიმართვა თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციამ გაავრცელა. „ჩვენ ფუნდამენტურად ვუჭერთ მხარს [უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ] ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმას. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში სამშვიდობო ინიციატივების წარმატების აუცილებელი პირობაა მოლაპარაკებებში ორივე მხარის [რუსეთისა და უკრაინის] მონაწილეობა. ჩვენ მზად ვართ, კვლავ შევთავაზოთ მაგიდა მოლაპარაკებებისთვის, - განაცხადა ერდოღანმა. კრემლმა განაცხადა, რომ პუტინის თურქეთში ვიზიტი მარტის შუა რიცხვებში, რუსეთში საპრეზიდენტო "არჩევნების" შემდეგ შედგება. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ეფუძნება უკრაინიდან რუსეთის ჯარის სრულ გაყვანას, სამხედრო დამნაშავეების რეპარაციას და დასჯას, ასევე უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებას და მათ დაბრუნებას. უკრაინა ორ წელზე მეტია, თავს იცავს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისგან. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
ერდოღანი: 31 მარტის არჩევნები ჩემთვის ბოლო კენჭისყრა იქნება
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ 31 მარტისთვის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები მისი ბოლო კენჭისყრა იქნება. „ეს ჩემთვის ფინალია, კანონით მონიჭებული მანდატის თანახმად, ეს ჩემი ბოლო არჩევნებია," განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. „ის შედეგი, რომელიც იქნება, მემკვიდრეობით გადავა ჩემს დებსა და ძმებზე, რომლებიც მოვლენ ჩემ შემდეგ," - აღნიშნავს ერდოღანი. 70 წლის ერდოღანი ორ ათწლეულზე მეტია, რაც ქვეყანას მართავს. 2002 წლის შემდეგ ათზე მეტი არჩევნების გამარჯვებული ერდოღანი, 2023 წლის მაისში ხუთი წლის ვადით ხელახლა აირჩეს.
ზელენსკი ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ: თავდაცვის სფეროში ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებით შეთანხმებებს მივაღწიეთ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქ კოლეგას შეხვდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებების შემდეგ, ზელენსკი ამბობს, რომ თავდაცვის სფეროში ერთობლივი პროექტების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. უკრაინასა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები ყოველთვის გულწრფელი და ნაყოფიერია. დღეს ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებებს თავდაცვის სფეროში ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებით, როგორც სამთავრობო დონეზე, ასევე, კომპანიებს შორის. შევხვდი თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ჩვენ მზად ვართ, სწრაფად ვიმოქმედოთ, რათა ყველაფერი, რაც განვიხილეთ, ამოქმედდეს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ დისკუსიებით და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგები ძლიერი იქნება. ჩვენ ასევე მზად ვართ, სწრაფად გადავწყვიტოთ ყველა საკითხი, რომელიც ეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, მათ შორის, რეკონსტრუქციას და ჩვენი ხალხებისთვის აუცილებელი ორმხრივი შეთანხმებების წინსვლას. დღეს უკრაინამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ვაჭრობის გამარტივებისა და ბიზნესისთვის ბარიერების მოხსნის შესახებ. რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტსაც მოეწერა ხელი თავდაცვის სამინისტროების დონეზე. უკრაინა და თურქეთი აძლიერებენ ერთმანეთს, ისევე როგორც მთელ ჩვენს რეგიონს,“ წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ზელენსკი თურქეთშია
თურქეთს რუსეთის მონაწილეობით სამშვიდობო სამიტის მასპინძლობა სურს, რასაც ზელენსკი შეუძლებლად მიიჩნევს
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა და პარტნიორები მშვიდობის საინაუგურაციო სამიტზე რუსეთის წარმომადგენლების დასწრების შესაძლებლობას არ განიხილავენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტამბოლში თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბევრი ისაუბრეს მშვიდობის ფორმულაზე. „მადლობელი ვარ ბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის. ბატონ პრეზიდენტს ლიდერების დონეზე მშვიდობის სამიტის მომზადების შესახებ შევატყობინე, რომელიც შვეიცარიაში ორგანიზდება - მშვიდობის საინაუგურაციო სამიტი… რაც შეეხება თავად საინაუგურაციო სამიტის ფორმატს: ამ სამიტზე რუსეთის წარმომადგენლებს ვერ ვხედავთ. ვერ ვხედავთ, როგორ შეიძლება იმ ხალხის დაპატიჟება, რომლებიც ყველაფერს ბლოკავენ, ანადგურებენ და კლავენ. შედეგის მიღება გვსურს. სამართლიანი მშვიდობის შედეგის და სამართლიანის სწორედ უკრაინისთვის,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მანვე აღნიშნა, რომ „თავდაპირველად მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნები დეტალურ გეგმას შეიმუშავებენ და შედეგი ექნებათ [მშვიდობის პირველი სამიტის შედეგად]“. „მხოლოდ მერე ჩართავენ რუსეთის წარმომადგენლებს - სწორედ მათ, ვინც მზად იქნება სამართლიანი მშვიდობისთვის,” - განაცხადა ზელენსკიმ. იმავე პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის მშვიდობის სამიტს უმასპინძლოს რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით. მისი თქმით, „უკრაინასა და რუსეთს შორის ომი უნდა დასრულდეს სამშვიდობო მოლაპარაკებით. „სულ დასაწყისიდან წვლილი შეგვაქვს მოლაპარაკებების საფუძველზე ომის დასრულებაში. მზად ვართ, ვუმასპინძლოთ სამშვიდობო სამიტს, რომელში ჩართული რუსეთიც იქნება,“ - განაცხადა ერდოღანმა. „მხარს ვუჭერთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - უკრაინის - ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას,“ აღნიშნა ერდოღანმა. „სამწუხაროდ, ომი მზარდ ნეგატიურ გავლენას ახდენს რეგიონული და გლობალური კუთხით და პირველ რიგში, უკრაინაზე. არ გადადგმულა დიპლომატიური ნაბიჯები მოლაპარაკებების მაგიდის გამოყენებაზე, რომელიც 2022 წლის მარტში სტამბოლში შევქმენით მშვიდობის დასამყარებლად… მომავალში ჩვენ, ერთი მხრივ, სოლიდარულები ვიქნებით უკრაინასთან, მეორე მხრივ - გავაგრძელებთ მოლაპარაკებების საფუძველზე სამართლიანი მშვიდობით ომის დასრულებაზე ჩვენს მუშაობას,“ - განაცხადა ერდოღანმა. უკრაინის ფორმულა გულისხმობს უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის მთლიანად გაყვანას, პოსტსაბჭოთა, 1991 წლის საზღვრების აღდგენას და რუსეთზე მისი მოქმედებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. NATO-ს წევრი თურქეთი ორივე თავის მეზობელთან შავ ზღვაში, ომის მონაწილე მხარეებთან, კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს. ის გაეროსთან ერთად გამოვიდა ინიციატივით, შუამავლობა გაეწია თავისი ნავსადგურებიდან უკრაინული წარმოების ხორბლის გატანაში. ამ ინიციტივიდან რუსეთი ცალმხრივად გავიდა. როგორც ერდოღანმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მოლაპარალებების დროს ასევე განიხილეს შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოება და ხორბლის ტრანსპორტირება. ზელენსკი ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ: მივაღწიეთ შეთანხმებებს თავდაცვის სფეროში ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებით
ერდოღანმა პუტინს მიულოცა და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ესაუბრა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ თურქეთი მზად არის, შუამავლის როლი შეასრულოს უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაბრუნებლად. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა. იტყობინება Ukrinform-ი. „თურქეთი მზადაა, ფასილიტატორის როლი შეასრულოს უკრაინასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასაბრუნებლად," - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, თურქული მხარის ცნობით, ერდოღანმა პუტინს „არჩევნებში გამარჯვება“ მიულოცა. ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თურქეთში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ურყევად უჭერს მხარს უკრაინის, მათ შორის, ყირიმის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ერდოღანი პერიოდულად იმეორებს პოზიციას, რომ ანკარა მოლაპარაკებების გზით ომის დასრულების მომხრეა და მზად არის, მხარეებს შესთავაზოს პლატფორმა შესაბამისი „მოლაპარაკებებისთვის.“ ერდოღანი ამბობს, რომ სამშვიდობო გეგმები, რომლებიც გამორიცხავს რუსეთის მონაწილეობას, „არანაირ შედეგს არ გამოიღებს.“
WSJ: "ბაირაქტარების" შემქმნელი შესაძლოა, ერდოღანის მემკვიდრე გახდეს
სელჩუკ ბაირაქტარი შესაძლოა, თურქეთის პრეზიდენტის პოსტზე, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთ-ერთი შესაძლო მემკვიდრე გახდეს, წერს The Wall Street Journal. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ გამოკითხვის თანახმად, სელჩუკ ბაირაქტარი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საზოგადო მოღვაწეა. „სელჩუკ ბაირაქტარი არ გამორიცხავს, რომ ერდოღანმა მას მომავალ, 2028 წლის არჩევნებში მონაწილეობა სთხოვოს. „შეიძლება, მე ვიტყოდი დიახ, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება გარემოებებზე," - აღნიშნა მან The Wall Street Journal-თან ინტერვიუში. თურქეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს შეუძლია, ზედიზედ არაუმეტეს ორი ვადით იყაროს კენჭი. 2023 წლის მაისში ერდოღანი ხელახლა მეორე ვადით ხუთწლიანი აირჩიეს. ცნობისთვის, Bayraktar არის თვითმფრინავების მწარმოებელი, რომელსაც უკრაინა თავდაცვისთვის, აქტიურად იყენებდა რუსული შეჭრის დასაწყისში. აზერბაიჯანმა ისინი სომხური ძალების წინააღმდეგ 2020 წელს გამოიყენა. Bayraktar-ის დრონები ლიბიაშიც გამოიყენებოდა და ცოტა ხნის წინ ისინი რუმინეთმა და პოლონეთმაც შეისყიდეს.
ერდოღანი: მზად ვართ, საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა, აეროპორტის, პორტების მშენებლობაში
დღეს, 16 მაისს, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დოკუმენტი, რომელსაც ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი, ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული პარტნიორობის გაძლიერებასა და გაღრმავებას. „მემორანდუმი ორ ქვეყანას მისცემს საშუალებას, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: განახლებადი ენერგიები, ენერგოეფექტურობა, ინფრასტრუქტურის გაციფრულება, ნახშირბადის ემისიების შემცირება და ა.შ. ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქთარმა მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრნენ,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. დღესვე, როგორც მთავრობა აცხადებს, ერდოღანის და კობახიძის პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და გამოითქვა მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებასა და სატრანზიტო ფუნქციაზე, დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე. შეხვედრისას აღინიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი ვაჭრობის კიდევ უფრო განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე. ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. მხარეებმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები. აღინიშნა, რომ საქართველო ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას, რაც შესაძლებელია მიღწეულ იქნას მოლაპარაკებების საშუალებით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და მზადაა რეგიონში მშვიდობის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი მხარდაჭერა დაადასტურა,“ აცხადებს ქართული მხარე. მოგვიანებით, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ მხარეებმა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე იმსჯელეს. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „ჩვენი შეფასებები გავუზიარეთ ერთმანეთს ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებზე და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის როლზე. მთელი კაცობრიობა უნდა უჭერდეს მხარს პალესტინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამისთვის დიდი ფასის გადახდა მოუწიათ და მთელი კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს კანონის და დიპლომატიის ფარგლებში. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია აჩვენებს, სად დგას საერთაშორისო თანამეგობრობა და მეც მიმაჩნია, რომ მხარდამჭერი მექანიზმები აუცილებელია პალესტინის გასამხნევებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საკვანძოა ამ ეტაპზე. ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, ვისაც არ უღიარებია პალესტინის სახელმწიფოებრიობა, ასე მოიქცეს. ჩვენი საუბრის დროს, გავუცვალეთ ერთმანეთს მოსაზრებები უკრაინა-რუსეთის ომის თაობაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ხაზი გავუსვით მშვიდობის მნიშვნელობას, მათ შორის კავკასიაში. აღვუთქვით ერთმანეთს სურვილი, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ჩემი მოსაზრებაა, რომ სამშვიდობო შეთანხმება სომხეთს და აზერბაიჯანს შორის არის ისტორიული შესაძლებლობა მთელი რეგიონისთვის,“ - აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. ამავე პრესკონფერენციის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, საქართველოში უმსხვილეს პროექტებში მიიღოს მონაწილეობა. „გასულ წელს ჩვენი სამი მილიარდი დოლარის მაჩვენებელს მივაღწიეთ ორმხრივი ვაჭრობის კონტექსტში, ჩვენ დავუთქვით ერთმანეთს, რომ ახალი სამიზნე ორიენტირი 5 მილიარდი იქნება. მიმაჩნია, რომ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ძალიან მალე ამ ნიშნულს მივუახლოვდეთ და ჩვენი ბიზნეს შესაძლებლობები ავითვისოთ სრულად. რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში და განვაგრძობთ ძალისხმევის განხორციელებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ამოქმედებაში, რომელიც არის შუა დერეფნის ხერხემალი და ისტორიული აბრეშუმის გზის გამოცოცხლება. იმედი მაქვს, ძალიან მალე ფუნქციონირებადი გახდება, ამ შემთხვევას ვიყენებთ და ერთმანეთს ვუდასტურებთ მზაობას, რომ სხვა სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზეც ვიმუშავებთ იგივე წარმატებით. პრემიერ-მინისტრს განვუცხადე, რომ მზად ვართ, საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა, აეროპორტის, პორტების მშენებლობაში, ენერგეტიკის მიმართულებით, გადამცემი ხაზების მშენებლობაში, უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხითაც აღვუთქვით ერთმანეთს თანამშრომლობის სურვილი და დაპირება. ასევე ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორისტული ორგანიზაციების, განსაკუთრებით „ფეტას“ და „პეკაკას“ მიმართულებით დავპირდით ერთმანეთს, რომ ვითანამშრომლებთ, რათა ამ უკანონო თურქულ ორგანიზაციებს ვებრძოლოთ, რაც ჩვენს მოქალაქეებს უქმნის საფრთხეს. მზად ვართ, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ვითანამშრომლოთ და ძალისხმევა არ დავაკლოთ ამ მიმართულებას. ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს ტერორისტების დევნას და დასჯას,“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ: ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, ვისაც არ უღიარებია პალესტინის სახელმწიფოებრიობა, ასე მოიქცეს.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ მხარეებმა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე იმსჯელეს. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „ჩვენი შეფასებები გავუზიარეთ ერთმანეთს ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებზე და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის როლზე. მთელი კაცობრიობა უნდა უჭერდეს მხარს პალესტინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამისთვის დიდი ფასის გადახდა მოუწიათ და მთელი კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს კანონის და დიპლომატიის ფარგლებში. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია აჩვენებს, სად დგას საერთაშორისო თანამეგობრობა და მეც მიმაჩნია, რომ მხარდამჭერი მექანიზმები აუცილებელია პალესტინის გასამხნევებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საკვანძოა ამ ეტაპზე. ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, ვისაც არ უღიარებია პალესტინის სახელმწიფოებრიობა, ასე მოიქცეს,“აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. თურქეთი, რომელიც მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის ათწლეულის კონფლიქტის ორ სახელმწიფოს პრინციპზე გადაწყვეტას, მკაცრად აკრიტიკებს ისრაელს ღაზის სექტორში წარმოებული თავდასხმების გამო. მან მოუწოდა ისრაელს, რომელსაც ომის დანაშაულში ადანაშაულებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი. მისი დასავლელი მოკავშირეებისა და ზოგიერთი არაბული ქვეყნისგან განსხვავებით, NATO-ს წევრი თურქეთი „ჰამასს,“ რომელიც 7 ოქტომბერს ისრაელს დაესხა თავს, ტერორისტულ დაჯგუფებად არ მიიჩნევს. ერდოღანმა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა სამ მაისს თურქეთმა ისრაელთან ვაჭრობა სრულად შეწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზად ღაზის სექტორში "გაუარესებული ჰუმანიტარული ტრაგედია" სახელდება. "ისრაელთან დაკავშირებული ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციები შეჩერებულია და ის ყველა პროდუქტს ეხება. თურქეთი მკაცრად და მტკიცედ მიიღებს ამ ახალ ზომებს მანამ, სანამ ისრაელის ხელისუფლება საშუალებას მისცემს ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკმარისად და ხელის შეშლის გარეშე მიწოდებას," – ნათქვამია თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში. 2023 წელს, თურქეთსა და ისრაელს შორის ვაჭრობამ $6.8 მილიარდი შეადგინა. თურქეთის გადაწყვეტილებაზე საუბრისას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი ამბობდა, რომ თურქეთი პორტების ბლოკირებით არღვევს შეთანხმებებს ისრაელის იმპორტისა და ექსპორტისთვის. „ასე დიქტატორები იქცევიან, თურქეთის მოსახლეობისა და ბიზნესმენების ინტერესების უგულებელყოფითა და საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებების იგნორირებით," – წერდა კაცი. მან საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, თურქეთთან ვაჭრობის ალტერნატივებზე იმუშაოს ადგილობრივ წარმოებასა და სხვა ქვეყნებიდან იმპორტზე ფოკუსირებით.
ერდოღანი: მიგვაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის ინტერესებით გადაწყდება. ანკარაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მას დამატებით არ უსაუბრია კონრეტულად, ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე, თუმცა აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენების შესახებ ირაკლი კობახიძემ გაუზიარა თავისი მოსაზრებები. „ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ პრემიერ-მინისტრმა მოსაზრებები გამაცნო საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, თურქეთში მიგვაჩნია, რომ ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება,“ განაცხადა ერდოღანმა საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით. მისივე თანახმად, ერდოღანმა „ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერის საუბარს ძალიან ნაყოფიერი უწოდა.“
ირაკლი კობახიძე: თურქეთი საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა
„თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ხედავს დიდ პოტენციალს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით. რა თქმა უნდა, ბატონ პრეზიდენტს მივაწოდე ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართება ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა თვალსაზრისით. ჩვენ ასევე განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები. აღინიშნა, რომ საქართველო ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას, რაც შესაძლებელია მიღწეულ იქნას მოლაპარაკებების საშუალებით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა სატრანზიტო ფუნქციის, დაკავშირებადობის მნიშვნელობა. თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა. რა თქმა უნდა, ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით. ასევე ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველოდან ექსპორტის და ზოგადად, ორმხრივი ვაჭრობის მნიშვნელობაზე,“ - განაცხადა პრემიერმა. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის თქმით, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ერთმანეთის ეროვნულ ინტერესებს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი განვითარება ყველა მიმართულებით. „ვთვლით, რომ რეგიონული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ის მიზნად უნდა ისახავდეს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნების განვითარებას. ამ მხრივ, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ერთმანეთის ეროვნულ ინტერესებს და როგორ შეიძლება, ასეთი თანამშრომლობით განხორციელდეს რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები. სევე ჩვენ გვქონდა საუბარი სხვადასხვა სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებიც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი განვითარება. ასევე გვქონდა საუბარი თანამშრომლობის სხვა განზომილებებზე, როგორიც არის თანამშრომლობა განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. რა თქმა უნდა, თანამშრომლობის თითოეულ ასპექტს ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ბატონო პრეზიდენტო, ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო საერთო ინტერესი, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ხალხების ინტერესების რეალიზებისთვის,“განაცხადა ირაკლი კობახიძემ. დღესვე საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ერდოღანი: მზად ვართ, საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა, აეროპორტის, პორტების მშენებლობაში
ერდოღანის თქმით, თურქეთი, შესაძლებელია, პალესტინელების დახმარების მიზნით, ისრაელში შევიდეს
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანის განცხადებას პალესტინელების დასახმარებლად ისრაელში შესაძლო შეჭრის შესახებ, ისრაელის მთავრობისგან მკაცრი რეაქცია მოჰყვა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა 28 ივლისს, ღამით, სოციალურ ქსელ Х-ში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერდოღანმა, რომელიც სადამ ჰუსეინის კვალს მისდევს და ისრაელზე თავდასხმით იმუქრება, უნდა გაიხსენოს, რა მოხდა ერაყში და რით დასრულდა ყველაფერი. საპასუხოდ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა პრეზიდენტ ერდოღანს „კაცობრიობის სინდისის ხმა“ უწოდა და განაცხადა, რომ ვინც ამ სამართლიანი ხმის ჩახშობას ცდილობს, მათ შორის, ისრაელი, ღრმა პანიკაშია. Reuters-ის ცნობით, 28 ივლისს პრეზიდენტმა ერდოღანმა ქალაქ რიზეში, მმართველი პარტიის შეკრებაზე გამოსვლისას, კიდევ ერთხელ დაგმო ისრაელის ომი პალესტინის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ თურქეთი ძალიან ძლიერი უნდა იყოს, რათა ისრაელს მსგავსი მოქმედების საშუალება არ ჰქონდეს. მისი თქმით, თურქეთს შეუძლია, ისრაელშიც შევიდეს, ისევე როგორც ყარაბაღსა და ლიბიაში შევიდა, თუმცა ერდოღანმა არ დააკონკრეტა, რა სახის ინტერვენციას ვარაუდობდა. დღეს, 29 ივლისს, განცხადება გამოაქვეყნა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. მისი მიხედვით, „ნეთანიაჰუს გენოციდსაც" ჰიტლერის გენოციდის მსგავსი დასასრული ელის, რადგან ვინც პალესტინელების განადგურებას ცდილობს, ზუსტად ისევე აგებს პასუხს, როგორც გენოციდის ჩამდენმა ნაცისტებმა აგეს. უფრო ადრე, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ჰამასს „გამათავისუფლებელი" უწოდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ კი, ჰიტლერს შეადარა. ცნობისთვის, 2020 წელს თურქეთმა ლიბიაში სამხედროები გაგზავნა გაეროს მიერ აღიარებული ეროვნული თანხმობის მთავრობის მხარდასაჭერად. რაც შეეხება მთიან ყარაბაღს, ანკარა აზერბაიჯანის მხარდასაჭერად „სამხედრო ოპერაციაში“ პირდაპირ მონაწილეობას უარყოფდა, თუმცა აცხადებდა, რომ ყველა საშუალებას იყენებდა მოკავშირე აზერბაიჯანის დასახმარებლად. ერდოღანმა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა
„ჩვენ გვსურს პროგრესი თურქეთსა და ევროკავშირს შორის“ - შოლცი სტამბოლში ერდოღანს შეხვდა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შაბათს, 19 ოქტომბერს, სტამბოლში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიღო. ლიდერებმა დოლმაბაჰჩეს სასახლეში დახურული შეხვედრა გამართა. შოლცი სტამბულში პარასკევს გვიან ჩავიდა ერდოღანთან შესახვედრად. მანამდე, შოლცი გერმანიაში შეხვდა საფრანგეთის, გერმანიისა და აშშ-ის ლიდერებს. შოლცთან შეხვედრის შემდეგ, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის კარი ლიბანიდან ლტოლვილებისთვის ღიაა. Euronews-ის ცნობით, ორმა ლიდერმა განიხილა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია და თავდაცვის ინდუსტრიის თანამშრომლობა, მათ შორის - პოტენციური შეთანხმება თურქეთისთვის Eurofighter Typhoon-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების შესახებ. ეს ორივე ქვეყანა NATO-ს წევრია. შოლცმა განაცხადა, რომ თურქეთი მნიშვნელოვან ძალისხმევას ახორციელებს მიგრაციასთან და ლტოლვილებთან დაკავშირებით. „ჩვენ მხარს დავუჭერთ თურქეთს სირიაში ომის შედეგებთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა პროგრესი თურქეთსა და ევროკავშირს შორის,“ აღნიშნა შოლცმა.
ერდოღანი ირაკლი კობახიძეს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძემ არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღნიშნავს, რომ არჩევნებმა, რომელმაც ქართველი ხალხის ნება გამოკვეთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. „გულწრფელად გილოცავთ 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში თქვენი ლიდერობით პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებასა და პირველი ადგილის მოპოვებას. ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შედეგები წარმატების მომტანი იქნება საქართველოს ხალხისა და ჩვენი რეგიონისათვის. სასიხარულოა, რომ არჩევნებმა, რომელმაც ქართველი ხალხის ნება გამოკვეთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს - კეთილდღეობა და ბედნიერება,” - აღნიშნავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი. „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს უნგრეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა. ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
ერდოღანი: ჩვენ გავწყვიტეთ კავშირები ისრაელთან
თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი თავისი ვადის განმავლობაში, ახლო აღმოსავლეთის მიმართ განსხვავებულ მიდგომას გამოიყენებს, მაგრამ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეფასებით, დონალდ ტრამპის მხრიდან წამოსული ზოგიერთი გზავნილი შემაშფოთებელია. ისრაელთან ვაჭრობის შეწყვეტაზე თურქეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ერდოღანმა განმარტა, რომ ანკარას არ აქვს სავაჭრო კავშირები ისრაელთან ამ მომენტში და არ სურს მათი განვითარება. „თურქეთის რესპუბლიკა, რომელსაც ერდოღანი ხელმძღვანელობს, ვერ განაგრძობს ურთიერთობას ისრაელთან. ჩვენ ასეთი განზრახვა არ გვაქვს. ჩვენ გავწყვიტეთ ვაჭრობა და კავშირები ისრაელთან,“ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, თურქეთმა ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, ისრაელიდან თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია, მაგრამ ოფიციალურად არ გაწყვეტილა კავშირები ისრაელთან და მისი საელჩო კვლავ ღიაა და ფუნქციონირებს. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ინიციატივას, რომელიც თურქეთმა გაეროში წამოიწყო, ისრაელისთვის იარაღზე ემბარგოს დაწესების მიზნით. შეგახსენებთ, ერდოღანი ისრაელს ღაზის სექტორში „გენოციდში“ სდებს ბრალს, „ჰამასს“კი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, მან „გამათავისუფლებელი“ ორგანიზაცია უწოდა. თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელი "ტერორისტულ სახელმწიფოდ“ მოიხსენია. ერდოღანმა შოლცთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისთვის, ახლო აღმოსავლეთისთვის და ჩინეთისთვის