თეგი: რისეთი
მედია: ევროკავშირმა შესაძლოა რუსული ბანკებისა და ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვოს
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ამ ქვეყნისთვის დაწესებული სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას გეგმავენ. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. გამოცემის ინფორმაციით იგეგმება სანქციების გამკაცრები ბანკებისთვის და რუსი ოლიგარქების ოჯახების წევრებისთვის. ასევე იგეგმება მათთვის კრიპტოვალუტაზე წვდომის შეზღუდვა, რასაც სანქციებისთვის თავის ასარიდებლად იყენებენ. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი სანქციების გამკაცრებას იმ ოთხი ბანკისთვის გეგმავს, რომლებიც SWIFT სისტემიდან ამოიღეს. სანქციები გავრცელდება „ვითიბი“ ბანკზე, რომლის აქტივებიც აშშ-სა და ბრიტანეთში გაყინეს, ხოლო ევროკავშირმა ამ ბანკთან მიმართებით სანქციებისგან თავი შეიკავა. ჯერ-ჯერობით სანქციერებულთა სიაში არაა „სბერბანკი“, რომელიც ევროპული კომპანიების ენერგოდანახარჯების გადახდებს ემსახურება. ამასთან, გამოცემის ცნობით, უკვე არსებობს რუსი ოლიგარქების „შავი სია“. The Wall Street Journal წერს, რომ ახალი სანქციების შესახებ მომავალ კვირას გახდება ცნობილი, რადგან ეს საკითხი ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანას შორის უნდა შეტანხმდეს. ცნობილია, რომ აშშ-ის წარმომადგენლები ბრიუსელში იმყოფებიან და ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტზე მსჯელობა მიმდინარეობს. აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ, რომლებიც კრიტიკულია უკრაინაში განგრძობითი შეჭრისთვის, მათ შორის მიწოდების ჯაჭვებზე,- განცხადება აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილემ, უოლი ადეეომ 30 მარტს გააკეთა. შეგახსენებთ, რომ აშშ-მა სანქციები ამ დრომდე მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო დუმის 12 დეპუტატს დაუწესა. ახლა კი სანქცირებულთა სიაში 328 პოლიტიკოსია. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს
უკრაინის პროკურატურა: ბუჩაში აღმოაჩინეს სარდაფი, სადაც ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს აწამებდნენ და კლავდნენ
ერთ-ერთი საბავშვო სანატორიუმის სარდაფში სამართალდამცავებმა ხუთი მამაკაცის ცხედარი ხელებშებმული იპოვეს. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აწამებდნენ უიარაღო მოქალაქეებს და შემდეგ ხოცავდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავცელებს. „დანაშაულის ადგილზე პროკურორები და პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. ყველაფერი კეთდება, რათა დადგინდეს თითოეული სამხედრო დანაშაულისა და რუსეთის აგრესიაში ჩართული პირების ვინაობა და გარემოებები, რათა ისინი დაისაჯონ“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. დღეს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვეედიქტოვამ განაცხადა, რომ ბოროდიანკაში უფრო რთული ვითარებაა ვიდრე ბუჩაში. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო „ფეიკური თავდასხმა". ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენერალური პროკურორი: ბოროდიანკაში უფრო საშინელი ვითარებაა, ვიდრე ბუჩაში სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
მედია: ამერიკის კონგრესი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებას გენოციდად შეფასებას აპირებს
Foreign Policy-ის ცობით, ამერიკელი კონგრესმენების ორპარტიულმა ჯგუფმა წარმოადგინა რეზოლუცია, რომელიც სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს რუსეთის ქმედებას უკრაინაში გენოციდად აფასებს. რეზოლუციაში უკრაინის ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცების ქმედებებზეა საუბარი. კერძოდ აღწერილია მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, სამშობიარო სახლებსა და სამედიცინო დაწესებულებებზე მიტანილი პირდაპირი იერიშები და ასევე იძულებითი დეპორტაცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიასა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რეზოლუციის თანახმად, ეს მოქმედებები შეესაბამება გენოციდის კრიტერიუმებს. ცნობისთვის, ამ დრომდე რუსეთის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად 7-მა სახელმწიფომ აღიარა, მათ შორისაა ესტონეთი, ლატვია, კანადა, პოლონეთი, ლიეტუვა და ჩეხეთი და ირლანდია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რუსეთი აცხადებს, რომ გამოხატა „კეთილი ნება“ და კუნძულ ზმეინიდან ჯარი გაიყვანა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კუნძულ ზმეინიდან, „კეთილი ნების ნიშნად“ რუსული ჯარი გაიყვანეს. რუსი ოკუპანტები კუნძულ ზმეინიდან გაიქცნენ - უკრაინა რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უკრაინის შეიარაღებული ძალები კუნძულ ზმეინზე რუსული გარნიზონის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა - ოპერატიული სარდლობა უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინზე რუსული გარნიზონის წინააღმდეგ იერიში მიიტანეს „ამით, მსოფლიო საზოგადოების წინაშე მოხდა იმის დემონსტრირება, რომ რუსეთის ფედერაცია არ უშლის გაეროს ძალისხმევას, რომ ორგანიზება გაუკეთოს ჰუმანიტარულ დერეფანს, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების გატანის მიზნით“, - ამტკიცებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახლა ხორბლისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდების აღსადგენად, უკრაინულმა მხარემ შავი ზღვის პორტებთან, სანაპირო და აკვატორია უნდა განაღმოს. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ 27 ივნისს, უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინზე რუსული გარნიზონის წინააღმდეგ იერიში მიიტანეს 10-ზე მეტი ზუსტი დარტყმა განახორციელეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.