თეგი: რისი სუნაკი

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას დაჰპირდა

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. რისი სინაკმა საუბრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა, რომ დიდი ბრიტანეთი ყოველთვის უკრაინის გვერდით იქნება.  რიში სუნაკის თქმით, ზელენკისაც და უკრაინელ ხალხსაც შეუძლიათ, დიდი ბრიტანეთის მუდმივი სოლიდარობისა და მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. „ჩვენ ყოველთვის ვიქნებით უკრაინის გვერდით“, - აღნიშნავს სუნაკი. დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთანაც გამართა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა, ხაზგასმით აღნიშნეს მათი სურვილი, გააძლიერონ თანამშრომლობა გლობალური უსაფრთხოებასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ კრიტიკულ საკითხებზე. ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე, რუსეთის აგრესიაზე პასუხისმგებლობის დაკისრების, ჩინეთის მიერ წამოჭრილი გამოწვევებისა და მდგრადი და ხელმისაწვდომი ენერგორესურსების უზრუნველყოფის მიმართულებით.