თეგი: რუსეთისა და საბჭოთა კავშირის დროშები
ბერლინმა 9 მაისს, რუსეთისა და საბჭოთა კავშირის დროშები აკრძალა
ბერლინში, 9 მაისს, რუსეთის, სსრკ-ს დროშებისა და ე.წ. გეორგიევსკის ლენტების ჩვენება აიკრძალა. BBC-ს ცნობით, გადაწყვეტილება ბერლინ-ბრანდენბურგის უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიღო. „ამჟამინდელ კონტექსტში, ეს შეიძლება განიმარტოს, როგორც ომის მიმართ სიმპათიის გამოხატულება“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. 9 მაისს, ბერლინში რუსები ან საბჭოთა მოქალაქეების შთამომავლები ტრადიციულად იკრიბებიან მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ საბჭოთა ძეგლებთან. ასე იყო გასულ წელსაც, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 9 მაისის წინა დღეს, მაინის ფრანკფურტში რუსეთიდან ემიგრანტების აქცია - „უკვდავი პოლკი" უკვე გაიმართა. მონაწილეებს ჰქონდათ როგორც საბჭოთა, ასევე, რუსეთის დროშები.