თეგი: რუსეთის ელექტრო ქსელი
ისტორიაში პირველად, ლიეტუვის ელექტრო ქსელი რუსეთის მიერ კონტროლირებადი სისტემიდან გაითიშება
ლიეტუვის ელექტრო ქსელი იზოლირებულად, სატესტო რეჟიმში 22 აპრილს იმუშავებს. ამის შესახებ ლიტვის ელექტრო ქსელის ოპერატორმა Litgrid-მა განაცხადა. შაბათს 11:00-დან 21:00 საათამდე ქსელი პირველად გაითიშება რუსეთის მიერ კონტროლირებადი IPS/UES სისტემიდან (IPS/UPS) და იმუშავებს ავტონომიურად. ელექტროენერგიას ამ პერიოდში ლიეტუვა შიდა წყაროებითა და შვედეთიდან და პოლონეთიდან იმპორტის შედეგად მიიღებს. ტესტირება შეთანხმებულია ლატვიის, ესტონეთის და რუსეთის ელექტრო ქსელის ოპერატორებთან. ლიეტუვა გეგმავს თავისი ელექტრო ქსელის გათიშვას რუსეთისგან, რადგან ბალტიისპირეთის ქვეყნის შესაძლებლობა შეაფასოს და გაწყვიტოს ბოლო დარჩენილი ენერგეტიკული კავშირი მოსკოვთან. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ლიუტუვა ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად, ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის ალტერნატიული მიწოდების მოძიებით, მოსკოვზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებაზეა ფოკუსირებული. „პირველად ისტორიაში, ლიეტუვის ელექტროსისტემა სრულად დამოუკიდებლად იმუშავებს, ამიტომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ტესტირებაზე და მზად ვიქნებით ყველა სცენარისთვის. ტესტირება მომხმარებლებზე არ იმოქმედებს“, - განაცხადა Litgrid-ის ოფისის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, როკას მასიულისმა. „ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის ერთ მილიარდ ევროზე მეტი (1,1 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტიციით ისარგებლებენ. ისინი რუსული ქსელის დატოვებას 2025 წლისთვის გეგმავდნენ, მაგრამ ეს შეიძლება უკვე მომავალ წელსაც მოხდეს, თუ ტესტირება კარგად ჩაივლის“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა დაინიუს კრეივისმა. ხაზების სრულად გათიშვის მიზნით, კონტინენტურ ევროპასთან სინქრონიზაცია ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად უნდა განხორციელდეს, თუმცა ორივე ამბობს, რომ გადართვისთვის მოსამზადებლად მეტი დრო სჭირდებათ. ლიეტუვის მეირ დაგეგმილი ტესტირება ასევე შეეხება კალინინგრადის რეგიონს, რუსეთის ექსკლავას ბალტიის ზღვაზე.