თეგი: რუსეთის ელჩი

ჩრდილოეთ მაკედონიამ ხუთი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ჩრდილოეთ მაკედონიამ ხუთი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც ცნობილია, დიპლომატებმა ქვეყანა 5 დღეში უნდა დატოვონ. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ჩრდილოეთ მაკედონიაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და განუცხადეს, რომ 5 რუსმა დიპლომატმა ჩაიდინა ქმედებები, რომლებიც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ნორმებს ეწინააღმდეგება.  ასევე წაიკითხეთ: საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა რუსეთის ფედერაციის სუვერენული რეიტინგი გააუქმა

რუსეთის ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით, თურქეთში კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს - მედია

თურქეთმა 2016 წელს  მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ Hurriyet თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემას თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ დაკავებული ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია - FETO-ს მხარდამჭერია. თურქეთში ეს ორგანიზაცია ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. ეჭვმიტანილის ვინაობა არ სახელდება. ცნობილია, რომ ის სტამბოლში დააკავეს. თურქეთში რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, ანდრეი კარლოვი ანკარაში 2016 წლის დეკემბერში, გამოფენის - „რუსეთი თურქების თვალით“ გახსნაზე გამოსვლისას მოკლეს. კარლოვის მკვლელობის განაჩენი 2021 წლის მარტში გამოცხადდა. სასამართლომ ხუთ ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. რვა მსჯავრდებულს 5-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ექვსი ბრალდებული გამართლდა. დანარჩენი ეჭვმიტანილების საქმეები ცალკე წარმოებად გამოიყო.