თეგი: რუსეთის მოქალაქე
თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქუჩაში, ქართველებს და საქართველოს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა
არსებული ინფორმაციით, თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქუჩაში ქართველების მისამართით უწმაწურ სიტყვებს იყენებდა. კაცი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების მიხედვით არის დაკავებული. „არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა შეეწყვიტა ზემოთ აღნიშნული ქმედება, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ ქმედებას“, - განაცხადეს შსს-ში. საქმე ეხება სოციალკურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც მარჯანიშვილის მოედანზეა გადაღებული. კადრებში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელიც საქართველოსა და ქართველების მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს იმეორებს.
რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქართველების შეურაცხყოფის შემდეგ იყო დაკავებული, მიმართვას ავრცელებს
რამდენიმე დღის წინ ქუჩაში გამოვედი და ქართველების და ქვეყნის ლანძღვა დავიწყე. იმედი მაქვს, ქართველები მაპატიებენ - ქვეყნიდან მივდივარ, - ამის შესახებ რუსეთის მოქალაქემ, პაველ კოპილკოვიმ განაცხადა, რომელმაც აღმაშენებლის განზირზე ქართველებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. „რამდენიმე დღის წინ ქუჩაში გამოვედი და ქართველების და ქვეყნის ლანძღვა დავიწყე. იმედი მაქვს, ქართველები მაპატიებენ. ქვეყნიდან მივდივარ, მკურნალობის დაწყება მიწევს. თუ ქართველები გამიგებენ და თუ ამ ქვეყანაში დაბრუნებას შევძლებ, მსურს, როგორმე გამოვისყიდო ჩემი დანაშაული ქართველების წინაშე. სულ ეს არის, კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას", - განაცხადა კოპილკოვიმ. შეგახსენებთ, რომ შსს-მ კოპილკოვი 6 ნოემბერს დააკავა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 161-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
თბილისში ქალზე ძალადობის ბრალდებით, რუსეთის მოქალაქე დააკავეს
არსებული ინფორმაციით, თბილისში, ქალზე ძალადობის ბრალდებით, რუსეთის მოქალაქე დააკავეს. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ 12 ნოემბერს „ფაბრიკის“ ტერიტორიაზე ქალზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ ძალადობის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე ამხილა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ამხილა. აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 9 ნოემბერს, ქ. თბილისში, ალ. პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი რ.წ. და ამავე ტელეკომპანიის ოპერატორი დ.ქ, რა დროსაც ისინი ცდილობდნენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ე.კ-ს ჩაწერას. ბრალდებული ე.კ. ჩაჯდა მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, დაძრა იგი და განზრახ დააჯახა მის წინ მდგომ ჟურნალისტ რ.წ-ს ფეხების არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა მსუბუქი სახის დაზიანება მიიღო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა და მოიპოვა დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც, 2022 წლის 20 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მიმართ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაიწყო. ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა ამ ტიპის საქმეების გამოძიება სწრაფი და ეფექტიანი იყოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.