თეგი: რუსეთის მოქალაქეობა
პუტინმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის, რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის, რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „დადგინდეს, რომ უკრაინის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკის სახლახო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ან უკრაინის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ, გააკეთონ განაცხადი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მისაღებად გამარტივებული წესით“, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში.
საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება 2022 წელს, რუსეთის 3 265-მა მოქალაქემ მოითხოვა - სააგენტო
იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა მსურველთა მიმართვიანობასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა. „პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის აუცილებელია, რომ პირი წარმოშობით იყოს საქართველოდან და აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. კერძოდ, მოქალაქეობის მიღების მსურველი უნდა იყოს - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული, ასევე სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი, რომელიც დღეისათვის სხვა ქვეყნის მოქალაქეა და სურს სამშობლოსთან კავშირის აღდგენა. სააგენტოში საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით 2022 წელს წარმოდგენილი იყო რუსეთის 3 265 მოქალაქის განცხადება. მათგან საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიენიჭა მხოლოდ 728 პირს, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან და ამასთან აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნას საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესახებ“, - აცხადებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. მანამდე IDFI-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2022 წელს, პირველი 7 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა ჯამში 1 598 ადამიანს მიენიჭა, მათგან 723 რუსეთის მოქალაქე იყო. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღეს რუსეთის 551-მა და უკრაინის 8 მოქალაქემ.
მილიარდერმა ნიკოლაი სტორონსკიმ, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა
კომპანია Revolut-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლაი სტორონსკიმ, დიდ ბრიტანეთში საბანკო ლიცენზიის მიღების მიზნით, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა, – იუწყება The Telegraph. მილიარდერმა იური მილნერმა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა შეგახსენებთ, რომ სტორონსკი უმცროსი, ომის დაწყებისთანავე უკრაინაში რუსეთის შეჭრას საჯაროდ აკრიტიკებდა, მამის ნიკოლაი სტორონსკის უფროსისგან განსხვავებით, რომელიც „გაზპრომგაზის“აღმასრულებელი დირექტორია და ახლა სანქცირებულთა სიაშია. Revolut ლონდონში 2015 წელს რუსმა სტორონსკიმ და უკრაინელმა ვლად იაცენკომ დააარსეს. 2021 წლის ივლისში კომპანია 33 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. Revolut საერთაშორისო საბანკო სერვისია, რომელიც მომხმარებელს მრავალვალუტიან ბარათებს სტავაზობს.
ოლიგარქმა ოლეგ ტინკოვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა
რუსმა ოლიგარქმა და ბიზნესმენმა ოლეგ ტინკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს და თავის Instagram-ზე შესაბამისი დოკუმენტი გამოაქვეყნა. ოლეგ ტინკოვი: ქვეყნიდან მიმაქვს ბრენდები Tinkoff და La Datcha. არ მინდა, ისინი „გავსვარო“ რუსი ჯარისკაცებისა და უკრაინელების სისხლით „მივიღე გადაწყვეტილება, უარი ვთქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. არ შემიძლია და არ მინდა, ვიყო ასოცირებული ფაშისტურ ქვეყანასთან, რომელმაც დაიწყო ომი მშვიდობიან მეზობელთან და ყოველდღე კლავს უდანაშაულო ადამიანებს. სირცხვილია, რომ მქონდეს ამ ქვეყნის პასპორტი. მილიარდერმა ნიკოლაი სტორონსკიმ, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა იმედი მაქვს, რომ მეტი ცნობილი რუსი ბიზნესმენი დამიჭერს მხარს, რათა პუტინის რეჟიმი და მისი ეკონომიკა დაასუსტონ და საბოლოოდ დამარცხებამდე მივიყვანოთ. მე მძულს პუტინის რუსეთი, მაგრამ მიყვარს ყველა რუსი, ვინც ცალსახად ეწინააღმდეგება ამ გიჟურ ომს!” - წერს ტინკოვი. მილიარდერმა იური მილნერმა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა ტინკოვი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იყო ერთ-ერთი პირველი, იმ მცირერიცხოვან რუს ბიზნესმენებს შორის, რომელიც ომს ღიად დაუპირისპირდა.