თეგი: რუსეთის საელჩო

„აზოვის“ სამხედროების მკვლელობაზე რუსეთის საელჩოს განცხადების შემდეგ, ბრიტანელმა დეპუტატმა რუსი დიპლომატების გაძევება მოითხოვა

ბრიტანეთის „ლეიბორისტული“ პარტიის დეპუტატი კრის ბრაიტენი მიიჩნევს, რომ „აზოვის“ სამხედროების მკვლელობაზე რუსეთის საელჩოს განცხადების შემდეგ, ბრიტანეთმა რუსი დიპლომატები ქვეყნიდან უნდა გააძევოს.  „ეს განცხადება უკანონოა და არის სამხედრო დანაშაულისკენ მოწოდება. დროა, ბრიტანეთმა რუსეთის საელჩოს ყველა თანამშრომელი მოსკოვში დააბრუნოს. ლიზ ტრას, რის გაკეთებას აპირებთ?“- დაწერა ბრიტანეთის „ლეიბორისტული“ პარტიის დეპუტატმა Twitter-ზე.   აზოვი პუტინს: სიკვდილით თავად დაისჯებით, საკუთარ აფთრებთან ერთად მანამდე, ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ „აზოვის“ მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებდნენ.  „აზოვის მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებენ, არა ათეულის ცეცხლით სიკვდილს, არამედ ჩამოხრჩობით, რადგან ისინი ნამდვილი ჯარისკაცები არ არიან. ისინი დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ,“ – დაწერა რუსეთის საელჩომ. 29 ივლისს რუსული მედია წერდა, რომ ელენოვკაში, სადაც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, უკრაინის ჯარმა კოლონა დაცხრილა და სულ ცოტა 53 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის გენშტაბმა ეს ბრალდება უარყო. თავის მხრივ უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთმა ამ აქტით ტყვეების წამებისა და გარდაცვალების ფაქტები დამალეს.  უკრაინის დაზვერვა თვლის, რომ დონეცკის ოლქში, ელენოვკაში უკრაინელი პატიმრების მკვლელობა „ვაგნერის“ დაქირავებულებმა ევგენი პრიგოჟინის პირადი ბრძანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან კოორდინაციის გარეშე მოაწყვეს. უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ „ჩაჭრეს“ სატელეფონო საუბრები, რომლებშიც დამპყრობლები ადასტურებენ, რომ სწორედ რუსი ჯარები იყვნენ პასუხისმგებელი ოკუპირებული ელენოვკას კოლონიაში მომხდარ აფეთქებაზე, სადაც სულ მცირე 53 უკრაინელი პატიმარი დაიღუპა.  

რუმინეთმა რუსეთის საელჩოს თანამშრომელი გააძევა

ბუქარესტში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი, რუმინეთში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ განაცხადა, რომ დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილების შესახებ, რუსეთის საელჩო ინფორმირებულია.  „რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება, ვენის 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციის დებულებებთან გამომდინარე მივიღეთ. რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა, რუმინეთის ტერიტორია ამ კვირის განმავლობაში უნდა დატოვოს", - განაცხადეს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

მედია: ქაბულში რუსეთის საელჩოსთან, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. არის მსხვერპლი

რუსული მედიის ცნობით, 5 სექტემბერს, დილით, ქაბულში რუსეთის საელჩოს შესასვლელთან აფეთქება მოხდა. მედიის ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ამ დროს შენობის წინ ვიზების ასაღებად მოქალაქეები იყვნენ შეკრებილნი.  „რია ნოვოსტის“ წყარო იუწყება, რომ აფეთქების მომენტში რუსი დიპლომატი ქუჩაში გამოვიდა და ვიზის მსურველების ვინაობა დაასახელა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ან დაშავდა 15-დან 20-მდე ადამიანი. ადგილობრივი მედია ირწმუნება, რომ აფეთქებისას სულ მცირე ორი რუსი დიპლომატია დაღუპული.   

ჩეხეთში, რუსეთის საელჩოსთვის ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის გამორთვა სურთ

ჩეხეთში, რუსეთის ფედერაციის საელჩოსთვის გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.  პეტიცია petice.com-ზე გამოქვეყნდა. პროექტმა Dárek pro Putina Twitter-ზე რუსეთის საელჩოს პრაღაში „საკუთარი სუპის დაგემოვნება“ შესთავაზა. „ჩვენ გვინდა, რომ ელექტროენერგია და წყალი მომწოდებლებმა პრაღაში ყველა შენობას გაუთიშონ, რომელიც ეკუთვნის რუსეთის ფედერაციას. დაე, ისინიც გაიყინონ ისე, როგორც მაგალითად კიევის მოსახლეობა იყინება", - ნათქვამია შეტყობინებაში.  

პოლონეთის პროკურატურამ რუსეთის საელჩოს ანგარიშებიდან თანხების კონფისკაცია მოახდინა

პოლონეთის პროკურატურამ რუსეთის საელჩოსა და სავაჭრო წარმომადგენლობის ანგარიშებზე არსებული თანხების კონფისკაცია მოახდინა. ამის შესახებ რუსეთის ელჩმა პოლონეთში, სერგეი ანდრეევმა განაცხადა. საელჩოსა და სავაჭრო წარმომადგენლობის ანგარიშებზე ბანკ Santander-ში არსებული ანგარიშებიდან ამოღებული თანხები პოლონეთის პროკურატურის ანგარიშებზე გადაირიცხა. საუბარია დიდ თანხაზე, როგორც პოლონურ ზლოტებში, ისე ამერიკულ დოლარებში. შესაბამისი შეტყობინება რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას უკვე გადაეცა. ელჩის თქმით, ბანკმა Santander-მა განაცხადა, რომ შეწყვიტა თანამშრომლობა საელჩოსთან და დახურა ანგარიშები. ელჩმა მომხდარი დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის უხეშ დარღვევად შეაფასა. პოლონეთში რუსეთის საელჩოს ანგარიშები 2022 წლის მარტში გაყინეს, მალევე მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. პოლონეთმა ასევე მოახდინა დიპლომატიური წარმომადგენლობის უძრავი ქონების რამდენიმე ობიექტის, დიპლომატების საცხოვრებლების და ვარშავასთან მდებარე დასასვენებელი ცენტრის კონფისკაცია.  

ავსტრალიის მთავრობა კანბერაში რუსეთის საელჩოს ახალი შენობის მშენებლობის აკრძალვას ითხოვს - მედია

რუსეთის საელჩოს ახალი შენობის მშენებლობის თაობაზე, მოსკოვთან იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ კანონპროექტი მთავრობამ ავსტრალიის პარლამენტს წარუდგინა. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ხუთშაბათს განმარტა, რომ საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პარლამენტს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე წარედგინება. აღსანიშნავია, რომ წინა დღით, ავსტრალიის ფედერალურ სასამართლოში დასრულდა ხანგრძლივი სასამართლო პროცესი რუსეთის მიერ იჯარით გაცემული მიწის თაობაზე. ფედერალურმა სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება, რომელიც ავსტრალიის დედაქალაქში შენობის განთავსების მიზნით, დაგეგმვის პროცედურებს გულისხმობდა. იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს კანბერაში არსებული რუსეთის საელჩოს მუშაობაზე. რუსეთმა იჯარა 2008 წელს გააფორმა და შენობის აშენების გეგმები 2011 წელს დაამტკიცა, მაგრამ ავსტრალიური მედიის ცნობით, დიპლომატიური მისია დაადანაშაულეს ადგილის გამოუყენებლობაში. შინაგან საქმეთა მინისტრმა კლერ ო'ნილმა განაცხადა, რომ რუსეთის მეორე საელჩოს შემოთავაზებული შენობის "პირველადი პრობლემა" მისი მდებარეობაა, რადგან ადგილი პარლამენტის შენობასთან ახლოსაა. ავსტრალია გახდა ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა მსოფლიოში, NATO-ს ბლოკის მიღმა, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადა. კანბერა მნიშვნელოვან დახმარებას უწევს კიევს, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას.  

სეულში, რუსეთის საელჩოსთან ავტომობილი დაცვის პუნქტს შეეჯახა

სეულში, რუსეთის საელჩოს წინ, ჯიპის მარკის ავტომობილი დაცვის პუნქტს შეეჯახა, რის შედეგადაც მორიგე პოლიციელი მძიმედ დაშავდა. ოფიციალური პირების თქმით, ოფიცერი კისრისა და მხრების სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პოლიცია ავარიის ზუსტ მიზეზს იძიებს. როგორც ცნობილია, 24 იანვარს კორეაში, სეულში რუსეთის დიპლომატიური მისიის მახლობლად, უკრაინული თემის აქტივისტებმა უკრაინაში რუსული შეიარაღებული აგრესიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.  

„კმარა პუტინი“ - თბილისში მცხოვრებმა რუსებმა აქცია გამართეს

თბილისში, რუსეთის საელჩოს წინ გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის ორგანიზატორებიც არიან ფონდი „თავისუფალი რუსეთი“ და საქართველოში მცხოვრები რუსი აქტივისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი ქუჩაში გამოვიდნენ „ტყუილის, ომის და რეპრესიების წინააღმდეგ." ამ აქციით ისინი უერთდებიან კამპანიას „შუადღე პუტინი წინაარმდეგ“, რომელიც რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთც იმართება. „არ მგონია, რომ ყველაფერი ძალიან მალე გამოსწორდება. ეს მძიმე და ხანგრძლვი ბრძოლაა, მაგრამ ჩვენ, რუსები, ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, აქედანაც უნდა ვეცადოთ როგორმე ამის გამოსწორებას,“ - აცხადებდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გადაინაცვლეს თავისუფლების მოედნისკენ, სადაც კიდევ ერთ ხანმოკლე აქციას გამართავენ, რომლის მთავარი სათქმელი ის არის, რომ ისინი არ აღიარებენ პუტინის პრეზიდენტობას. დღეს რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო, მესამე დღეა.  

ვილნიუსში რუსეთის საელჩოს ორჯერ ესროლეს ბოთლები აალებადი სითხით

ვილნიუსში რუსეთის საელჩოს ორჯერ ესროლეს ბოთლები აალებადი სითხით. Delfi ლიეტუვის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმები უკვე ზედიზედ მეორე ღამეა, ხდება. დაზიანდა შენობის კედელი. ვინ მოაწყო თავდასხმა, უცნობია. პოლიციამ გამოძიება დაიწყო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის რამდენიმე საელჩოს სხვადასხვა ქვეყანაში დაესხნენ თავს. ტალინში დიპლომატიურ წარმომადგენლობას კვერცხები დაუშინეს. ბუქარესტში რუსეთის საელჩოს ჭიშკარს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც, მას ცეცხლი მოედო. კიშინიოვში რუსეთის საელჩოს ორჯერ დაესხნენ თავს: 2022 წლის ოქტომბერში მას პეტარდები ესროლეს და ღობეზე შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს, 2023 წლის აგვისტოში კი, წარმომადგენლობის ჭიშკარი ავტომობილმა გაანგრია.