თეგი: რუსეთ უკრაინის ომი
უკრაინა: რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავი განადგურდა
ნოვომოსკოვსკის რაიონში ნავთობის საცავში ხანძარი, რომელიც დნიპროპეტროვსკის რეგიონზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმამ გამოიწვია, ჩააქრეს. რეგიონის გუბერნატორის, ვალენტინ რენიჩენკოს ინფორმაციით, რაკეტებმა ქალაქ ნოვომოსკოვსკის მახლობლად, ნავთობის საცავი გაანადგურეს. უკრაინული მედიის ცნობით, 18 ივნისს, რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონზე ხუთი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ორი რუსული რაკეტა ჩავარდა კრივი რიჰში და კიდევ სამი - ნოვომოსკოვსკის ოლქში. ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი საჭიროა, რაც შეიძლება მალე - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტის ამოქმედების მნიშვნელობაზე. „დღეს ძალიან აქტიური დღე იყო საგარეო მიმართულებით მუშაობის კუთხოთ. თითქმის მარათონი გვქონდა სატელეფონო მოლაპარაკებები. ჩვენ ვზრდით უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მინიჭების მომხრეთა წრეს და ვაძლიერებთ რწმენას, რომ პარასკევს ევროსაბჭოს გადაწყვეტილება დადებითი იქნება. რას შეიძლება, მოიცავდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი ყველა მოლაპარაკებისას, მე მუდმივად ხაზს ვუსვამ: ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი საჭიროა, რაც შეიძლება მალე. რუსეთმა ომს გამო, მუდმივი ზეწოლა უნდა იგრძნოს“, - ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში. დღესვე უკრაინის პრეზიდენტმა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება, ვიდრე ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე კონტროლს არ აღადგენს. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: სანქციების მეშვიდე პაკეტი რუსული გაზის იმპორტის სრულ აკრძალვას უნდა მოიცავდეს „თუ ჩვენი სახელმწიფო ვერ გაუძლებს ასეთ ზეწოლას, მაშინ შეიძლება, ჩვენ შემდეგ, ჩვენი მეზობლები, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები აღმოჩნდნენ რუსეთის ფედერაციის თავდასხმის საფრთხის ქვეშ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ნორვეგია უკრაინის აღსადგენად და ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ერთ მილიარდ ევროს გამოყოფს
ნორვეგია უკრაინისთვის ერთი მილიარდი ევროს დახმარების პაკეტს დაამტკიცებს. ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლიდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა კერძოდ, ნორვეგია გამოყოფს ერთ მილიარდ ევროს გაჭირვებულთა დასახმარებლად და უკრაინის აღდგენის ღონისძიებების მხარდასაჭერად. შტორემ განაცხადა, რომ ეს ომი საერთაშორისო სამართლისა და მისი ძირითადი პრინციპების დარღვევაა. 29 ივნისს, ნორვეგიის მთავრობამ გადაწყვიტა, უკრაინას, გაერთიანებული სამეფოს დახმარებით მიაწოდოს სამი M270 მრავალჯერადი სარაკეტო სადგური და 5000 155 მმ ჭურვი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ცხოვრება თავდასხმის ქვეშ - ქეით ბლანშეტმა ხარკოვის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო
მსახიობმა და UNHCR-ის (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი) კეთილი ნების ელჩმა, ქეით ბლანშეტმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის დროს, ქალაქ ხარკოვში განვითარებული მოვლენების შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. დოკუმენტური ფილმი თითქმის ერთ საათს გრძელდება. მისი მთავარი გმირები მეხანძრეები არიან, რომლებმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. დოკუმენტურ ფილმში ასევე მოხვდნენ პარამედიკოსები, რომლებმაც არამარტო გადაარჩინეს დაჭრილები, არამედ, ყოველდღიურად ეხმარებოდნენ მათ, ვინც მიწისქვეშეთში, რამდენიმე თვის განმავლობაში ემალებოდნენ რუსეთის იერიშებს. დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები არიან ბავშვები, რომლებიც მიწისქვეშეთში ცხოვრობენ, რათა რუსული რაკეტებით არ დაზარალდნენ. როგორც ცნობილია, ამერიკელი მსახიობი შონ პენი სრულმასშტაბიანი ომის დროს კიევში მეორედ ჩავიდა. ის ომის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ზელენსკის თქმით, აშკარა აბსურდია, როცა ტერორისტული სახელმწიფო „აზოვს“ „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აცხადებს
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვში ახალი პროპაგანდისტული აქტივობა დაიწყო, როდესაც გადაწყვიტეს „აზოვის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება, თუმცა ზელენსკის თქმით, როცა ამას ტერორისტული სახელმწიფო აკეთებს, აშკარა აბსურდთან გვაქვს საქმე“. მისივე განცხადებით, ტერორისტები იღებენ პასუხისმგებლობას ჩადენილ დანაშაულებზე, ხოლო რუსეთს ამის გასაკეთებლად გამბედაობა არ ჰყოფნის. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის დროს რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები ახალ ნორმად არ უნდა იქცეს დანარჩენი მსოფლიოსთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ სამყარო უარესობისკენ შეიცვალა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. „აუცილებელია უაღრესად მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანის გადაჭრა: უკრაინის ხმა უნდა გაიგონ მსოფლიოს იმ ნაწილებში, სადაც რუსული პროპაგანდა ჯერ კიდევ ძალიან მძლავრად მუშაობს. ეს ეხება წყნარი ოკეანის რეგიონში, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, არაბულ სამყაროში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. სწორედ ამიტომ არის საჭირო საინფორმაციო მხარდაჭერა ყველა ჩვენი ხალხისგან და ყველა მეგობრისგან საზღვარგარეთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ როგორც ცნობილია, 2 აგვისტოს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „აზოვის“ პოლკი „ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა და რუსეთის ტერიტორიაზე მისი მოქმედება აკრძალა“. თავის მხრივ, „აზოვმა“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, რუსეთი „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ გამოაცხადოს. შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა. 2 აგვისტოს ლატვიის სეიმის კომისიამ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას მხარი დაუჭირა. შეერთებული შტატები ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის გამოცხადების საკითხს განიხილავს - ბრიჯიტ ბრინკი ზელენსკის თქმით, ოლენივკაში ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებისთვის გადამწყვეტი არგუმენტი უნდა გახდეს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
კიევში, სიმამაცის ხეივანზე ბორის ჯონსონის სახელობის დაფა გაიხსნა
ქალაქ კიევში, სიმამაცის ხეივანზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის სახელობის დაფა გაიხსნა. ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ესწრებოდნენ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს უკრაინის მხარდაჭერის ხელმძღვანელობისთვის. მან ასევე მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს ხალხს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკრაინისთვის გაწეული დიდი დახმარებისთვის. ზელენსკიმ და ჯონსონმა ასევე მოიარეს ქუჩები კიევის ცენტრში და დაათვალიერეს განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის გამოფენა. სიმამაცის ხეივანი ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანდჯეი დუდამ გუშინ გახსნეს. ხეივანი უკრაინის დამოუკიდებლობის 31 წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის სახელმწიფო მეთაურის ინიციატივით გაიხსნა.
უკრაინა: საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტიანი მუშაობის შედეგად, კიევში კრიტიკული ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმის თავიდან აცილება მოხერხდა
საზენიტო თავდაცვის ქვედანაყოფების ეფექტიანი მუშაობის შედეგად, კიევში კრიტიკული ინფრასტრუქტურა ხელუხლებელი დარჩა. შესაბამისი განცხადება კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ გააკეთა. „საჰაერო თავდაცვის ეფექტიანი მუშაობის წყალობით, კიევში კრიტიკული ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმის თავიდან აცილება მოხერხდა“, - აღნიშნა კიევის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი პოპკომ. უკრაინული მედია: საჰაერო განგაშის მაუწყებელი სიგნალი უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ჩაირთო თავის მხრივ, ანდრი ერმაკი აცხადებს, რომ მტერს ჯერ კიდევ არ შეუცვლია ტაქტიკა და აგრძელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს. 14 იანვარს რუსეთის ძალებმა კიდევ ერთი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს. აფეთქებები ხმა გაისმა ქალაქ კიევსა და კიევის რეგიონში.
უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო შეტევას მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 40 დაშავდა. 23 იანვარს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასიური სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ოფიციალური პირების თქმით, რუსეთმა 23 იანვარს გამთენიისას სარაკეტო დარტყმების სერია კიევზე, კიევის ოლქზე, ხარკოვსა და პავლოჰრადზე განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქში სულ მცირე 18 ადამიანი დაშავდა. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი პოპკოს თქმით, თავდასხმას ერთი ქალის სიცოცხლე შეეწირა. კიევის სოლომენსკის და სვიატოშინსკის რაიონებში დაზიანებულია სახლები და საბავშვო ბაღის შენობა. დამწვარია ავტომობილები. შენობაში რაკეტის აუფეთქებელი ნაწილის აღმოჩენის გამო, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუაცია გახდა საჭირო. უკრაინაში საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე დაიწყო სუმის ოლქიდან და მალევე გავრცელდა სხვა ოლქებსა და დედაქალაქ კიევზე. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის კალუგის და მურმანსკის ოლქებიდან რუსული არმიის თვითმფრინავები Ту-95МС და Ту-22М3 აფრინდნენ. სარაკეტო შეტევის გამო ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა. მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.