თეგი: რუსეთ-უკრაიინის ომი

იტალია უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას მიაწვდის

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა იტალიას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა. „როდესაც ჩვენ ვართ ერთიანები, ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ! მინდა, მადლობა გადავუხადო იტალიის მთავრობას და პირადად ჩემს მეგობარს [იტალიის თავდაცვის მინისტრს] გუერინი ლორენცოს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის. უკრაინელ ხალხს ყოველთვის ემახსოვრება იტალიის ურყევი მხარდაჭერა“, - წერს რეზნიკოვი. იტალიური მედიის ცნობით, ახალი დახმარება მოიცავს სამხედრო მანქანებს, სხვადასხვა მარაგს და აღჭურვილობას. ცნობისათვის, იტალია კიევის, ოდესისა და ჟიტომირის რეგიონებში ომის შედეგად განადგურებული დასახლებების აღდგენაში ჩართვის საკითხს განიხილავს. მაისში იტალიამ უკრაინას 155 მმ-იანი FH70 ტიპის ბუქსირებადი ჰაუბიცები გადასცა.

„ჩვენი მებრძოლები მტერს გეგმების განხორციელებაში ხელს უშლიან“ - სირსკიმ რუსული სამხედრო ტექნიკის განადგურების ვიდეო გამოაქვეყნა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც მისი თქმით, რუსული სამხედრო ტექნიკის განადგურება ჩანს. „მტრის აღჭურვილობისა და იარაღის განადგურების მკაფიო კადრები. ჩვენი მებრძოლები ხელს უშლიან მტერს გეგმების განხორციელებაში,“ - წერს მთავარსარდალი ვიდეოს აღწერაში. სირსკი: მტერზე უპირატესობის მოსაპოვებლად, ასიმეტრიულ გადაწყვეტილებებს ვეძებთ