თეგი: რუსეთ-უკრაინის ომი
უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 376 ბავშვი დაიღუპა
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, 376 ბავშვი დაიღუპა, 733-ზე მეტი კი დაშავდა. უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყების დღიდან უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 45 850 ჯარისკაცია ლიკვიდირებული "მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან ინციდენტების დადასტურება აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რთულია", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანული წარმოების Leopard 2 ტიპის 18 ტანკი უკრაინაშია - Der Spiegel
უკრაინამ გერმანიის მიერ დაპირებული სამხედრო დახმარება მიიღო. უკრაინული მედიის ცნობით, Der Spiegel-ი წერს, რომ გერმანული წარმოების Leopard 2 ტიპის 18 ტანკი უკრაინაშია. როგორც გერმანული გამოცემა იუწყება, ბოლო ტანკები გერმანიიდან უკრაინაში გასული კვირის ბოლოს გაიგზავნა. მათ უკვე გადაკვეთეს საზღვარი და უკრაინის ტერიტორიაზე განლაგდნენ.
რუსეთში მობილიზებულმა ჯარისკაცმა სამხედროები მძევლად აიყვანა - მედია
რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქში მობილიზებულმა რუსებმა შეიტყვეს უკრაინის წინააღმდეგ ომში მათი ნათესავების დაღუპვის შესახებ და სამხედროები მძევლად აიყვანეს. რუსული მედიის ცნობით, ინციდენტი ბრიანსკის რაიონის სოფელ პლავნაში მოხდა. ცნობილია, რომ სამარის რეგიონიდან მობილიზებულმა 35 წლის კაცმა, უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ძმისშვილების დაღუპვის შესახებ შეიტყო, რის შემდეგაც მძევლები აიყვანა. ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ გამტაცებელი სამართალდამცველებს ჩაბარდა, მძევლები უვნებლად გაათავისუფლეს. კაცი, რომელიც ავტომატით იყო შეიარაღებული, ყუმბარების გამოყენებით იმუქრებოდა. მას მოთხოვნები არ ჰქონია. რუსეთის ოფიციალურ წყაროებს მძევლების აყვანის შესახებ ცნობევი არ დაუდასტურებიათ.
საფრანგეთი უკრაინას რეკონსტრუქციისთვის დამატებით, 40 მილიონ ევროს გამოუყოფს
საფრანგეთი უკრაინას რეკონსტრუქციისთვის დამატებით, 40 მილიონ ევროს გამოუყოფს. საფრანგეთი 2023 წლისთვის უკრაინას დამატებით 40 მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. „ეს მხარდაჭერა ძირითადად გამოყენებული იქნება კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის აღჭურვილობის გადაუდებელი რეკონსტრუქციისთვის და საჭიროების შემთხვევაში, მომავალი ზამთრისთვის“, - განაცხადა საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე. კოლონას თქმით, საფრანგეთი ამზადებს მრავალწლიან სამოქალაქო დახმარების პაკეტს უკრაინაში, რომელიც მოიცავს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. ლონდონი უკრაინის აღდგენის შესახებ ორდღიანი კონფერენცია მიმდინარეობს. დღის განმავლობაში, უკრაინის პარტნიორებმა არარერთი დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადეს.
გერმანია უკრაინას წლის ბოლომდე, Gepard-ის ტიპის 45 თვითმავალ საზენიტო დანადგარს და დამატებით, IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს
გერმანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით, უკრაინას წლის ბოლომდე Gepard-ის ტიპის კიდევ 45 თვითმავალ საზენიტო დანადგარს გაუგზავნის. ბერლინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წელს კიდევ ორ IRIS-T SLM-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემას გადასცემს, 2024 წელს კი - კიდევ ოთხს. ფროიდინგის თქმით, Gepard-ები უნდა იყოს უზრუნველყოფილი აშშ-სთან თანამშრომლობით. მის მიწოდებას კოორდინაციას უწევს ფლორიდაში დაფუძნებული კომპანია Global Military Products-ი. პენტაგონმა ივნისის დასაწყისში გამოაცხადა, რომ გერმანული წარმოების იარაღის შესაძენად და მიწოდების მიზნით, Global Military Products-მა 118,3 მილიონი დოლარის კონტრაქტი მიიღო. გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული უკრაინის საკითხებზე მომუშავე ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალმა კრისტიან ფროიდინგმა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელ კონტრშეტევაში მთავარ სუსტ წერტილად საჰაერო თავდაცვა მიაჩნია. „გვსურს, რომ უკრაინას, აშშ-სთან თანამშრომლობით, წლის ბოლომდე Gepard-ის კიდევ 30-მდე ერთეული მივაწოდოთ“. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ამის მიუხედავად, აქვს თუ არა უკრაინას საკმარისი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა? ნამდვილად არა!" - აღნიშნა გენერალმა.
ზურაბიშვილი უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ „მორიგ სამხედრო დანაშაულს“ „უმკაცრესად გმობს“
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოდესაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გმობს. „უმკაცრესად ვგმობ თავდასხმებს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე - ოდესასა და მის მშვიდობიან მოსახლეობაზე, ვგმობ საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეშ დარღვევას,“ - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე. ოდესაზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიჭრა 19 და დაიღუპა ერთი ადამიანი. განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი და ორი არქიტექტურული ძეგლი, დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი. ასევე დაზიანდა ათობით მანქანა. მრავალი შენობის სახურავი და ფასადი, ჩაიმსხვრა ფანჯრები.
დანილოვი: კიევი არ აპირებს, მტრის სამხედრო სამიზნეების განადგურების ნებართვა ვინმეს სთხოვოს
კიევი არ აპირებს, ვინმეს სთხოვოს მტრის სამხედრო სამიზნების განადგურების ნებართვა. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა უკრაინულ რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. „ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ჩავთვლით საჭიროდ, რომ პირველ რიგში, საკვები პროდუქტები მივაწოდოთ მსოფლიოს და მეორეც, უზრუნველვყოთ ჩვენი ეკონომიკური კომპონენტი ჩვენი სოფლის მეურნეობის მწარმოებლებისთვის,“ - განაცხადა ოლექსი დანილოვმა. ცნობისთვის, „უკრაინსკა პრავდა“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო. წყაროებისვე ცნობით, შავ ზღვაში, ნოვოროსიისკის უბეში, სპეცოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჩაატარეს. მისივე ცნობით, 450 კილოგრამი ტროტილით დატვირთული წყალზედა დრონით დააზიანეს რუსეთის დიდი სადესანტო გემი - „ოლენოგორსკი გორნიაკი“, რომელზეც ეკიპაჟის 100-მდე წევრი იმყოფებოდა. წყარო ამბობს, რომ დაზიანების გამო, გემი საბრძოლო ამოცანების შესრულებას ვეღარ შეძლებს. 4 აგვისტოს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წინა ღამით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორი უეკიპაჟო კატერით (საზღვაო დრონი) ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე შეტევა სცადეს. რუსეთი ამტკიცებდა, რომ კატერები ბაზის დამცველმა სამხედრო გემებმა გაანადგურეს. „უკრაინსკა პრავდას“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში წყარომ განუმარტა, რომ რუსეთის განცხადება შეტევის მოგერიების შესახებ, სიყალბეა.
Bloomberg: ევროკავშირმა უკრაინაში ომის მხარდაჭერის გამო, ჩინურ კომპანიებს შესაძლოა, პირველი სანქციები დაუწესოს
ევროკომისია ახალ სავაჭრ შეზღუდვებზე მსჯელობს დაახლოებით 20 კომპანიის მიმართ, მათ შორის, არის სამი ჩინეთში დაფუძნებული კომპანია, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერაში არიან ბრალდებულნი. ამის შესახებ Bloomberg სანქციების პროექტზე დაყრდნობით იტყობინება. ევროკავშირის მიერ განხილული სანქციების სიას დაემატა კომპანიები ჰონგ-კონგიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, სერბეთიდან და თურქეთიდან. დამტკიცების შემთხვევაში, ჩინეთის იურიდიული პირები პირველად დაექვემდებარებიან ევროკავშირის სანქციებს უკრაინაში რუსული აგრესიის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. გამოცემის ცნობით, სანქციების წინადადებას ჯერ კიდევ სჭირდება ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ დამტკიცება და, შესაბამისად, ის ცვლილებას ექვემდებარება. რას მოიცავს ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი
კანადა უკრაინაში SkyRanger-ის ტიპის მრავალფუნქციური უპილოტო საფრენი აპარატების გაგზავნას იწყებს
კანადა 450ერთეული SkyRanger-ის ტიპის მრავალფუნქციური უპილოტო საფრენი აპარატის უკრაინაში გადაცემას უკვე ამ ზაფხულს დაიწყებს, ხოლო ლიეტუვა FPV თვითმფრინავებისთვის 3 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავების კოალიციის ლიდერთა ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე უკრაინამ თავის პარტნიორებს გააცნო ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები და მტრის თავდასხმების მოგერიების გადაუდებელი აუცილებლობა. გადაწყდა, რომ კანადა ამ ზაფხულს დაიწყებდა 450 SkyRanger-ის მრავალფუნქციური საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას, ხოლო ლიეტუვა თავის მხრივ, 3 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის FPV-ის თვითმფრინავების წარმოებისთვის. გერმანია ასევე გადასცემს უკრაინას VECTOR 211-ის სადაზვერვო თვითმფრინავებს.
რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გიორგი როინიშვილი დაიღუპა. ინფორმაციას სპეციალური დანაყოფი "თბილისი" სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როინიშვილი "თბილისის" მეთაურის მოადგილე იყო, ის კურსკის ოლქში ბრძოლაში დაიღუპა. დანაყოფის ინფორმაციით, ამავე ბრძოლაში კიდევ სამი მებრძოლო დაიჭრა. უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 1500-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 70-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. ფრონტის ხაზი დღეისთვის 1000 კილომეტრზე მეტია. 2024 წლის აგვისტოს დასაწყისში უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში შეიჭრა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აქვს რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების გეგმა და კურსკის ოპერაცია ამ გეგმის ერთ-ერთი პუნქტია.