თეგი: რუსთი

მაია სანდუ: საკუთარი თვალით ვნახე რუსეთის არმიის მიერ ბოროდიანკასა და ირპენში გადამწვარი სახლები

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ კიევის რეგიონის რამდენიმე ქალაქი მოინახულა, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. „დღეს მე უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის მოწვევით ვიმყოფები. ვიზიტი დავიწყეთ კიევის რეგიონში განადგურებული ქალაქების მონახულებით. საკუთარი თვალით ვნახე რუსეთის არმიის მიერ ბოროდიანკასა და ირპენში გადამწვარი სახლები, საავადმყოფოები, მაღაზიები, საბავშვო ბაღები. ვნახეთ მასობრივი სამარხები ბუჩაში. ეს ტრაგედიაა, რომლის სიტყვებით გადმოცემაც ძალიან რთულია. ოთხი თვეა, უკრაინა, ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა ომში ცხოვრობს. მოლდოვის რესპუბლიკა პირველივე დღიდან გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ყველაფერი გააკეთონ, რომ აღდგეს მშვიდობა და გამოძიებული იქნას კონფლიქტში ჩადენილი გაუმართლებელი დანაშაულები. ჩვენ მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომლებიც მათი და ევროპის თავისუფლებისთვის იბრძვიან. უკრაინის მომავალი თავისუფალ მსოფლიოში, დიდ ევროპულ ოჯახშია“, – წერს მაია სანდუ. ასევე წაიკითხეთ: მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინას ეწვია  

ვოლოდიმირ ზელენსკი: 229-ე დღეა ცდილობენ ჩვენს განადგურებას. გევედრებით, არ დატოვოთ თავშესაფრები, იზრუნეთ საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ოქტომბერს დილით უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის შესახებ კომენტარი გააკეთა. სახელმწიფოს მეთაურის კომენტარი მის Telegram არხზე გამოქვეყნდა. კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა „სრულმასშტაბიანი ომის 229-ე დღე. 229-ე დღეა ცდილობენ ჩვენს განადგურებასა და მიწის წაშლას. გაანადგურეს ჩვენი ხალხი, რომელთაც ზაპოროჟიეში სახლებში ეძინათ. მოკლეს ადამიანები, დნიპროსა და კიევში, რომლებიც სამსახურში მიდიოდნენ“, - დაწერა ზელენსკიმ Telegram არხზე. უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაში გამოცხადდა. კიევში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმა უკრაინაში გრძელდება. „არის სარაკეტო დარტყმები. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაჭრილები. გევედრებით, არ დატოვოთ თავშესაფრები. იზრუნეთ საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებზე. გავმაგრდეთ და ვიყოთ ძლიერები", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 10 ოქტომბრის დილიდან, აფეთქებები ისმის ერთდროულად რამდენიმე რეგიონში: ვინიცაში, ლვოვში, კიროვოგრადში, მიკოლაევში, პოლტავაში, ტერნოპოლში, ჟიტომირში, კიევში. რუსეთის ძალები უკრაინაზე მასიურ შეტევას ახორციელებენ.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა უკრაინის საზღვართან სანგრების გათხრა დაიწყო

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან და ბელგოროდის რეგიონის სიღრმეში თავისი თავდაცვითი პოზიციების გაფართოება და სანგრების გათხრა დაიწყო. სამშაბათს, 6 დეკემბერს, ბელგოროდის გუბერნატორმა რეგიონში „თავდაცვის ნაწილების“ შექმნის შესახებ განაცხადა. ბრიტანეთის დაზვერვის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბელგოროდში თხრილების მომზადების შესახებ ცნობები, პირველად 2022 წლის აპრილში გავრცელდა.  „მაგრამ ახლა წარმოქმნილი კონსტრუქციები, სავარაუდოდ, უფრო დახვეწილი სისტემებია, რომლებიც შექმნილია მექანიზებული თავდასხმის მოსაგერიებლად“, ნათქვამია დაზვერვის მოხსენებაში. „სავარაუდოა, რომ რუსეთის ხელისუფლება, თავის ტერიტორიაზე თავდაცვითი სტრუქტურების აშენებით, პატრიოტული გრძნობების გაღვივებას ცდილობს,   რომ უკრაინული ძალების შემოჭრის რეალური საფრთხე არსებობს“, - ნათქვამია ანგარიშში.