თეგი: რუსი მილიარდერი
გიბრალტარის მთავრობას, სანქცირებული რუსი მილიარდერის სუპერიახტა აუქციონზე გამოაქვს
გიბრალტარის ხელისუფლებას, 65 მილიონ ფუნტად შეფასებული, სანქცირებული რუსი მილიარდერის იახტა აუქციონზე გააქვს. სუპერიახტის მფლობელია რუსი ოლიგარქი დიმიტრი პუმპიანსკი. 72,5 მეტრიანი Axioma საინვესტიციო ბანკის JP Morgan-ის სასარგებლოდ იყიდება. ბანკი ამტკიცებს, რომ იახტის მილიარდერ მფლობელ დიმიტრი პუმპიანსკის დავალიანება, საფინანსო ინსტიტუტის წინაშე $20 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. დიმიტრი პუმპიანსკი სააქციო საზოგადოება TMK-ს მმართველი დირექტორია. საწარმო ნავთობ-გაზის სექტორში საქმიანობს და „გაზპრომის“ დაკვეთით მილებს ამზადებს. რუს მილიარდერს, როგორც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირს, ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და აშშ-მ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სანქციები დაუწესა. ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მილიარდერი, რომლის ქონება დაახლოებით 1,84 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, პუტინის ერთ-ერთი „უახლოესი“ ოლიგარქია.