თეგი: რუსული აქტივები
ევროკავშირმა ჯამში $13,83 მილიარდის რუსული აქტივები გაყინა
ევროკავშირმა რუს ოლიგარქებს, სხვა ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს ჯამში, $13,83 მილიარდის აქტივები გაუყინა. ოფიციალური პირის თქმით, აღნიშნული ფაქტი ევროკავშირის 27 ქვეყნიდან მხოლო 5-ში მოხდა და დანარჩენ სახელმწიფოებს გააქტიურებისკენ მოუწოდა. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო, ევროკავშირმა ამ დროისთვის 98 კომპანიას და 1 160-მდე პირს დაუწესა სანქციები. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სხვების დარწმუნება, რომ იგივე გააკეთონ”, - განაცხადა ევროკომისარმა დიდიე რეინდერსმა. შვეიცარიამ $6,8 მილიარდზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები გაყინა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
უკრაინამ რუსულ კომპანიას $54 მილიონის ქონება ჩამოართვა
უკრაინა რუსი ოლიგარქების კომპანიას 2 მილიარდ გრივნაზე (უკრაინული ვალუტა) მეტი ოდენობის აქტივს ართმევს. პროკურატურამ რუსული მწარმოებლის კუთვნილი $54 მილიონის ქონება დააყადაღა. ამის შესახებ გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა. მისივე ცნობით, ვინიცის ოლქში არსებული აქტივები დაუდგენელ რუსულ კომპანიას ეკუთვნოდა, რომელიც საყოფაცხოვრებო ქიმიურ პროდუქტებს აწარმოებს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საწარმოს ბოლო ბენეფიციარი ერთ-ერთი ცნობილი რუსი ოლიგარქია, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ახლო გარემოცვას წარმოადგენს. საწარმოში ჩატარდა არაერთი ჩხრეკა, ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა, სერვერის აღჭურვილობა და სხვა დოკუმენტები. დალუქულია თითქმის 5 ათასი ტონა ტვირთი.
ლუქსემბურგმა 5,5 მილიარდი ევროს რუსული აქტივები გაყინა
ლუქსემბურგმა რუსი ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი 5,5 მილიარდი ევრო გაყინა, რაც ევროკავშირის ტერიტორიაზე დაბლოკილი რუსული აქტივების დაახლოებით მესამედს შეადგენს. ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა სამშაბათს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ასელბორნმა ასევე განაცხადა, რომ თუ რუსეთის ქცევა არ შეიცვლება, შემდგომი სანქციები კი, გარდაუვალია. მინისტრის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით „არ შეიძლება, ნეიტრალიტეტი არსებობდეს“. ევროკავშირმა 17,5 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა ლუქსემბურგმა უკრაინას 72 მილიონ ევროზე მეტი იარაღი, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები მიაწოდა, რაც ქვეყნის მთლიანი თავდაცვის ბიუჯეტის 16%-ს შეადგენს. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკვე გაყინეს დაახლოებით 17,5 მილიარდი ევრო, რომელიც რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკუთვნის. ასევე, ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და სხვა მოკავშირეებმა გაყინეს რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი დოლარის რეზერვები.
რას გულისხმობს ევროკომისიის ახალი გეგმა, რომლის სამიზნეც რუსეთია
ევროკომისიამ წარადგინა გეგმა, რომელიც დაყადაღებული რუსული აქტივების კონფისკაციას გულისხმობს. - ინფორმაციას Reuters-ი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ევროკავშირი გამოდის ინიციატივით, გაეროს მხარდაჭერით შეიქმნას სპეციალიზირებული სასამართლო რუსეთის დანაშაულისა და აგრესიის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით. Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს ლაიენის თქმით, ამ დროისთვის დაბლოკილია რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი ევროს რეზერვები. ამასთან, რუს ოლიგარქებს 19 მილიარდი ევრო გაუყინეს. ევროკავშირი და მისი პარტნიორები ახლა მუშაობენ იმაზე, რომ თანხების ინვესტირება შეძლონ. კერძოდ, შესული თანხა უკრაინას მოხმარდება, რათა ქვეყნისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდეს. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანია უკრაინის აღდგენის მიზნით, რუსული აქტივების კონფისკაციისთვის მზადაა - Bloomberg
გერმანია მზადაა, გამოიყენოს მილიარდობით ევროს მოცულობის გაყინული რუსული აქტივები, რათა უკრაინას აღდგენაში დაეხმაროს. გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა მხარს უჭერს ხსენებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ რუსეთის სახელმწიფოსგან აქტივების ჩამორთმევის შესახებ პოზიცია ოფიციალურად ჯერ არ დაუფიქსირებია. „საკითხი კომპლექსურია და მმართველი კოალიციის წევრები სხვებთან შედარებით უფრო მტკიცენი არიან. მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბურბოკი მტკიცედ მოითხოვს, რომ რუსეთმა აანაზღაუროს უკრაინისთვის მიყენებული ზიანი. მისი აზრით, გაყინული ქონების კონფისკაცია, ამ გეგმის მხოლოდ ნაწილად უნდა განიხილებოდეს. თუმცა ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი უფრო ფრთხილია და შიშობს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაცია სახიფათო პრეცედენტს შექმნის“, - წერს Bloomberg. საერთო ჯამში, ევროკავშირსა და G7-ის ქვეყნებში დაახლოებით 311 მილიარდი დოლარია გაყინული (რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები). გერმანია კიევის სიდიდით მეორე ფინანსური მხარდამჭერია. პირველ ადგილზეა აშშ, მესამეზე - საფრანგეთი, მეოთხეზე - დიდი ბრიტანეთი.
მედია: საბერძნეთმა და მალტამ ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ყველაზე ნაკლები რუსული აქტივები გაყინეს
საბერძნეთი და მალტა, „გაყინული“ რუსული აქტივების მოცულობით ევროკავშირის სხვა ქვეყნებს ჩამორჩებიან. ლიეტუვამ, რუსეთისა და ბელორუსის სანქცირებული მოქალაქეების 85 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების აქტივები გაყინა ამის შესახებ Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირსა და შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით წერს. ევროკავშირის 27 ქვეყანამ სანქციების შემოღების შემდეგ დაახლოებით 20,3 მილიარდი ევროს მოცულობის რუსული აქტივები გაყინეს. ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 18,9 მილიარდი ევრო გაყინა იტალია, ირლანდია, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, ბელგია, ლუქსემბურგი და ავსტრია აცხადებენ, რომ მათ ქვეყნებში სანქცირებას მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის რუსული აქტივები დაექვემდებარა. ევროკომისიის დოკუმენტის თანახმად, საბერძნეთმა 212 ათასი ევროს, ხოლო მალტამ - 147 ათასი ევროს რუსული აქტივები გაყინა. „რაც ცოტა გასაკვირია”, - თქვა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც Reuters ანონიმურობის პირობით ისაუბრა. „ან აქტივების მოცულობა მცირეა, ან არ აკეთებენ თავის საქმეს“, - აღნიშნა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ავსტრიელი მინისტრი: მხარს ვუჭერთ სანქციებს აგრესორის წინააღმდეგ, ომის დაწყებიდან თითქმის ორი მილიარდი ევროს აქტივები გავყინეთ
ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, რომ ქვეყანამ გააყინა თითქმის ორი მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები, რომლებიც დაკავშირებულია სანქცირებულ რუსებთან. „რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეფექტიანად გამოყენება ავსტრიის, ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესებში შედის. ჩვენ მხარს ვუჭერთ დასავლეთის სანქციებს აგრესორის წინააღმდეგ და ომის დაწყებიდან თითქმის ორი მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური აქტივები გავყინეთ", - განაცხადა ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა. ბრუნერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ფონზე ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. 2022 წლის მაისის მდგომარეობით, ავსტრიის ხელისუფლებამ სანქცირებული რუსების კუთვნილი 254 მილიონი ევროს აქტივებს მიაკვლია.
ცნობილია პირველი რუსი ოლიგარქი, რომლის ჩამორთმეულ აქტივებს აშშ უკრაინას გადასცემს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩამორთმეული რუსული ქონების უკრაინისთვის გადაცემა დაიწყო. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ უკრაინის საჭიროებებს, რუსი ოლიგარქის, კონსტანტინ მალოფეევის აქტივები მოხმარდება. გადაწყვეტილება შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელმა მერიკ გარლანდმა მიიღო. აშშ-ში კონსტანტინ მალოფეევის აქტივები კონფისკაციას დაექვემდებარა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების დარღვევის გამო. შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ მალოფეევი 2022 წელს დაადანაშაულა ყირიმში სეპარატისტული განწყობების გამღვივებელი რუსების ფინანსურ მხარდაჭერაში. კონფისკაცია შეეხო მილიონობით დოლარს, რომელიც მალოფეევს ერთ-ერთ ამერიკულ ბანკში ჰქონდა. კონსტანტინ მალოფეევი „როსტელეკომის“ აქციების და ტელეკომპანია „ცარიგრადის“ მფლობელია. რუსეთის ეკლესიასთან დაახლოებული მალოფეევი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც „რუსული სამყაროს“ კონცეფციის მიმდევრებს აფინანსებს.
პოლონეთის სეიმი რუსული აქტივების კონფისკაციის მიზნით, საკოსტიტუციო ცვლილებას განიხილავს
პოლონეთის სეიმი ხუთშაბათს, 25 მაისს, ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებებს განიხილავს. ცვლილებები მას საშუალებას მისცემს, გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია მოახდინოს. პოლონეთის მთავრობას სურს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, კონსტიტუცია შეცვალოს - ზომებს შორის, რომლებსაც ის დანერგავს, ასევე შედის გადასახადის დაწესება იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ბიზნესს რუსეთში აწარმოებენ. საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარტიამ - კანონი და სამართლიანობა (PiS) წარადგინა. ცვლილებების პროექტი ასევე ეხება პოლონეთის არმიის დაფინანსებას. პოლონეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ დისკუსია მარტიდან მიმდინარეობს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა, მათეუშ მორავეცკიმ ოპოზიციას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ოპოზიციის აზრით, რუსული ქონების ჩამორთმევისთვის საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებელი არ არის. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსული აქტივების წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება შესაძლებელია. პარტიამ „კანონმა და სამართლიანობამ“ კონსტიტუციაში ცვლილების პროექტი ოფიციალურად 7 აპრილს წარადგინა. მთავრობა აპირებს, რომ ჩამორთმეული ქონების გამოყენება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად გამოიყენოს.
იტალიის ცენტრალურმა ბანკმა რუსი ოლიგარქების $2.5 მილიარდის ღირებულების აქტივები გაყინა
უკრაინაში რუსეთიშ შეჭრის შემდეგ, იტალიის ცენტრალურმა ბანკმა რუსი ოლიგარქების $2.5 მილიარდის ღირებულების აქტივები გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. იტალიის ცენტრალური ბანკის ფულის გათეთრებასთან ბრძოლის განყოფილების ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, განახლებული მონაცემებით, რუსი ოლიგარქების აქტივები საბანკო ანგარიშებს, ძვირადღირებულ იახტებს და ავტომობილს მოიცავს. „ასევე კრემლის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში იყო მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის 80 პირთან დაკავშირებული დაახლოებით 330 მლნ. ევროს ღირებულების საფინანსო აქტივების გაყინვის შესახებ“, - განაცხადა განყოფილების უფროსმა ენცო სერატამ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი $1 მილიარდის ღირებულების ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადასაცემად, კონგრესისგან ნებართვას ითხოვს
სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, აშშ-მ საზღვარგარეთ ერთ მილიარდ დოლარზე მეტი რუსული აქტივების კონფისკაცია მოახდინა. იუწყება CBS News-ი. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ერთი მილიარდის ღირებულების ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადასაცემად კონგრესისგან ნებართვას ითხოვს. „2022 წლის თებერვლის ბოლოდან შეერთებულმა შტატებმა ჩამოართვა ან ხელი შეუწყო რუსეთის აქტივების (ერთი მილიარდის ღირებულების) ჩამორთმევას მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვითხოვთ კონგრესისგან ნებართვას, რომ მიღებული თანხები გამოვიყენოთ უკრაინელი ხალხის სასარგებლოდ,“ - განაცხადა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ ლიზა მონაკომ. ცნობისთვის, ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ ევროკავშირმაც გამოაცხადა. რუსეთის მიერ წარმოებული ონის ფონზე, მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშაა.
აშშ-მ 8 მილიარდი დოლარის მოცულობის რუსული სუვერენული აქტივები გაყინა
უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, პენი პრიცკერის განცხადებით, დასავლეთის მიერ გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივები უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე უნდა იყოს გამოყენებული. Financial Times-ის ცნობით, შესაბამისი იურიდიული გუნდები ამ საკითხზე საგანგებოდ მუშაობენ. გამოცემის თანახმად, აშშ-მ 8 მილიარდის ოდენობისრუსული სუვერენული აქტივები გაყინა, რომელთა უდიდესი ნაწილი ევროკავშირსა და იაპონიაში იყო განთავსებული. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი $1 მილიარდის ღირებულების ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადასაცემად, კონგრესისგან ნებართვას ითხოვს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები გაყინეს.
შვეიცარიამ $8,8 მილიარდის რუსული აქტივები გაყინა
შვეიცარიამ 8,8 მლრდ დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნო (SECO) აცხადებს, ეს მაჩვენებელი 2024 წლის მეორე კვარტლის ბოლოს სავარაუდოდ, კიდევ შეიცვლება და კიდევ უფრო დაზუსტდება სიაში სანქცირებული პირების დამატების, ან ამოღების შემთხვევაში. უფრო ზუსტი მაჩვენებლის გამოქვეყნება 2024 წლის მეორე კვარტლის ბოლოს არის მოსალოდნელი. Reuters-ი წერს, რომ ბერნმა ასევე დაბლოკა რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი 7,4 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის კუთვნილი უცხოური ვალუტის აქტივების გადარიცხვა. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა, რასაც დასავლეთის მძიმე სანქციები მოჰყვა. აშშ-ის სენატში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც რუსი ოლიგარქებისთვის აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებს
ქემერონი აშშ-ში: გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა აშშ-ში ვიზიტის დროს განაცხადა, გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს. მისი თქმით, საჭიროა არამხოლოდ რუსული აქტივების გაყინვა დასავლურ ქვეყნებში, არამედ, მათი უკრაინის აღდგენისთვის გამოყენება. “ეს იქნება, თუ გსურთ, ავანსური გადასახადი, რომელთა გადახდაც რუსეთს ოდესმე მოუწევს უკანონო შეჭრისთვის, რომელიც მან განახორციელა. ყველა არგუმენტი განვიხილე და ჯერ ვერ აღმოვაჩინე ვერაფერი, რაც დამარწმუნებდა იმაში, რომ ეს ცუდი იდეაა,” - განაცხადა ქემერონმა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე, მოუწოდა აშშ-ის პოლიტიკოსებს მხრი დაუჭირონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებმა ის სენატში დაბლოკეს. „ეს ფული უკრაინელებს უნდა გადავცეთ. მხარი უნდა დავუჭიროთ მათ და დავრწმუნდეთ, რომ სწორედ პუტინი წააგებს, ვინაიდან, თუ ეს ფული დამტკიცებული არ იქნება, არსებობს მხოლოდ ორი ადამიანი, რომელიც გაიღიმებს: ერთ-ერთი მათგანი ვლადიმირ პუტინია რუსეთში, ხოლო მეორე სი ძინპინია პეკინში,” - განაცხადა ქემერონმა.
გერმანიას 720 მილიონი ევროს ღირებულების რუსული აქტივების კონფისკაცია სურს
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ 720 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების რუსული სახსრების კონფისკაციაზე სარჩელი შეიტანა. მას საფუძვლად დაედო საგარეო ვაჭრობისა და გადახდების აქტის სავარაუდო დარღვევა. პროკურატურის განცხადებით, შუამდგომლობა ფრანკფურტის უმაღლესი რეგიონული სასამართლოს სახელმწიფო უსაფრთხოების პალატაში შევიდა. გამოცემა Spiegel-ის ცნობით, ფედერალურ პროკურატურას სურს, რომ გაყინული თანხები სახელმწიფო ხაზინაში გადავიდეს. საუბარია მოსკოვის ბირჟის ეროვნული საანგარიშსწორებო დეპოზიტარის ფულზე, რომელიც 2022 წლის ზაფხულში გაიყინა. Spiegel-ის ცნობით, როგორც კი დადასტურდა ამ აქტივების ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანა, JP Morgan-მა მიიღო მოთხოვნა მოსკოვის ბირჟის კიდევ ერთი შვილობილი კომპანიის, National Clearing Corporation-ის Commerzbank-ის ანგარიშზე 720 მილიონ ევროზე მეტი გადარიცხვის შესახებ. სანქციების გამო ბანკებმა ოპერაციის განხორციელებაზე უარი განაცხადეს. გამოცემა წერს, რომ ვინაიდან დამრღვევთა დაკავებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შანსები თითქმის ნულის ტოლია, მთავრობამ შესაძლოა, თანხების კონფისკაცია სასამართლოს გადაწყვეტილებით სცადოს.
ჯეიმს ო'ბრაიენი რუსეთისთვის აქტივების კონფისკაციაზე: დაპირებას ვასრულებთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 11 იანვარს საერთშორისო მედიის შეკითხვებს უპასუხა, რომლის დროსაც ასევე ისაუბრა რუსეთისთვის აქტივების კონფისკაციაზე. უფრო კონრეტულად, მას ჰკითხეს Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაციამ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას მხარი დაუჭირა. კერძოდ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას ითვალისწინებს. „ჩვენ უბრალოდ ვასრულებთ დაპირებას, რომელიც G7-მ უკვე დადო და ვემზადებით ამ დისკუსიაში ჩვენი როლის შესასრულებლად,“ - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ. როგორც მან განმარტა, ადმინისტრაცია განიხილავს აღნიშნულ კანონმდებლობას, როგორც დამხმარე ინსტრუმენტს, რომ შეერთებულმა შტატებმა პრაქტიკული გზით წინსვლა შეძლოს.
ამერიკელი სენატორი: რუსეთის აქტივების კონფისკაციის შესახებ კანონს სრული მხარდაჭერა აქვს
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 24 იანვარს თითქმის ერთხმად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ვაშინგტონს რუსული აქტივების ჩამორთმევისა და ამ აქტივების უკრაინისთვის გადაცემისკენ გზას გაუხსნის. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლი მხარს უჭერს რუსული აქტივების კონფისკაციას, მაგრამ ცდილობს, თავისი პოზიცია გაათანაბროს დიდი შვიდეულის (G7) სხვა მოკავშირეებთან, კერძოდ ევროკავშირთან, სადაც რუსული გაყინული აქტივების დაახლოებით ორი მესამედია. სენატორმა ბენ კარდინმა, დემოკრატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კანონპროექტს აქვს ფართო მხარდაჭერა როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელებისგან სენატში და პალატაში, ასევე, ბაიდენის ადმინისტრაციისგან. „გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევის გადაწყვეტილება კოლექტიურად უნდა იყოს მიღებული და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს სწრაფად მოხდეს,“ განაცხადა უკრაინაში ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა პენი პრიცკერმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს, 15 იანვარს. კარდინის თქმით, აშშ-ში გაყინული რუსული აქტივების ღირებულება 5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მთელ მსოფლიოში კი, გაყინულია 300 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები. ამასთან, ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა ამ კვირაში განაცხადეს, რომ ბლოკი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხრუსული ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების კონფისკაცია მოახდინოს, იტყობინება Reuters. ამის ნაცვლად, ევროკავშირი სხვა გზებს განიხილავს. მსოფლიო ბანკმა 2023 წლის დასაწყისში განაცხადა, რომ უკრაინის რეკონსტრუქციის მთლიანი ღირებულება 411 მილიარდ დოლარს შეადგენდა. კანონი ისტორიაში პირველად მისცემს უფლებას აშშ-ის ხელისუფლებას, რომ მოახდინოს იმ ქვეყნის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაცია, რომელთანაც აშშ ომში არ არის ჩართული.
ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების სამართლებრივი საფუძველი შექმნა
ევროკავშირმა რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების სამართლებრივ საფუძველს ქმნის. საბჭომ გადაწყვიტა, რომ ცენტრალურმა დეპოზიტარებმა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის 1 მილიონ ევროზე მეტ აქტივებს ფლობენ, ევროკავშირის შემზღუდავი ზომების შედეგად დაგროვილი გადაუდებელი ფულადი სახსრები ცალ-ცალკე უნდა აღრიცხონ და ასევე, შესაბამისი მიღებული შემოსავალი ცალ-ცალკე შეინახონ. „ეს გადაწყვეტილება საბჭოს საშუალებას აძლევს, რომ ამ წმინდა მოგებიდან ევროკავშირის ბიუჯეტში ფინანსური შენატანის შესაძლო დაწესების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება, რათა უკრაინას და შემდგომში მის აღდგენასა და რეკონსტრუქციას მხარი დაუჭიროს,“ - აცხადებს ევროკავშირის საბჭო. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად ევროკავშირში, ავსტრალიასა და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებში, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 260 მილიარდი ევროს აქტივებია გაყინული. რას მოიცავს ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი
ლაიენი: დროა, გაყინული რუსული აქტივები უკრაინისთვის გამოვიყენოთ
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებით უკრაინისთვის სამხედრო მარაგების შეძენა.მან მოუწოდა ევროკავშირს, თავდაცვის პოლიტიკის გასაუმჯობესებლად მეტი გააკეთოს. „დროა დავიწყოთ საუბარი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული გაუთვალისწინებელი შემოსავლის გამოყენებაზე უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის ერთობლივად შესაძენად. ვერ იქნება უფრო ძლიერი სიმბოლო და ვერ გამოვიყენებთ ამ ფულს უფრო დიდი მიზნებისთვის, ვიდრე უკრაინისა და მთელი ევროპის საცხოვრებლად უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევაა," - განაცხადა ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.