თეგი: რუსული ენა
ლიეტუვის მთავრობას სკოლებში რუსული ენის ჩანაცვლება სხვა უცხო ენებით სურს
ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის იურგიტა სიუგჟდინენეს განცხადებით, სკოლებში რუსულის, როგორც მეორე ენის შესწავლის გაუქმების მიზნით, გეგმავენ, რომ სხვა ენების სწავლის შესაძლებლობები გააფართოონ. ყაზახურენოვან სკოლებში პირველი კლასიდან რუსული ენის შესწავლა უქმდება - ყაზახეთის განათლების მინისტრი მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ენის მასწავლებელთა უმრავლესობა უკვე გადამზადდა. „ჩვენ ნამდვილად გვსურს, სხვა ენების შესწავლის შესაძლებლობები რაც შეიძლება მალე გავაფართოოთ, თუმცა ინტერესი ნელ-ნელა იზრდება. ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება გერმანული და ფრანგულის არჩევანი", - თქვა სიუგჟდინემ ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. ამავე დროს, ლიეტუვის განათლების მინისტრი წუხს, რომ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ირჩევენ სხვა ენებს, არ იზრდება ისე სწრაფად, როგორც ამის სურვილი აქვთ, რადგან ახლა ყველაზე ადვილია რუსული ენის მასწავლებლების დაქირავება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთში 2022 წლის სასწავლო წლიდან, სახელმწიფო სკოლებში პირველი კლასიდან რუსული ენის შესწავლა უქმდება.
ლატვიაში მართვის მოწმობის გამოცდის რუსულ ენაზე ჩაბარება აიკრძალა
ლატვიის საგზაო უსაფრთხოების დირექტორატი პირველი ოქტომბრიდან მართვის მოწმობის გამოცდის რუსულ ენაზე ჩაბარებას კრძალავს. ეროვნული ასოციაციის პოლიტიკოსმა იმანტს პარადნიეკსმა Twitter-ზე დაწერა, რომ CSDD-ის საბჭომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და პირველი ოქტომბრიდან ლატვიის მოქალაქეებისთვის (მოქალაქეებისა და არამოქალაქეების) მართვის მოწმობის ასაღებად, ყველა გამოცდა მხოლოდ სახელმწიფო ენაზე ჩატარდება. CSDD-მ ასევე განმარტა, რომ რუსული არ არის სახელმწიფო ენა და CSDD-ის თანამშრომლებს არასოდეს მოეთხოვათ მისი გამოყენება გამოცდის დროს. „ახლა, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული“, - აცხადებენ საგზაო უსაფრთხოების სამსახურში.
ლატვია სკოლებში, რუსული ენის სწავლების აკრძალვას გეგმავს
ლატვიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს, რომ 2026/2027 სასწავლო წლიდან სკოლის მოსწავლეებისთვის, მეორე უცხო ენად რუსულის არჩევა გააუქმოს. გეგმის მიხედვით, მეორე უცხო ენა ქვეყნის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ევროკავშირის მხოლოდ ერთ-ერთი ოფიციალური ენა იქნება. „გამონაკლისი დაიშვება იმ ენებისთვის, რომელთა შესწავლა რეგულირდება ცალკეული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებით. ვინაიდან რუსული არ არის ევროკავშირის ენა და არ ფიგურირებს შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებებში, ფაქტობრივად, ეს ნიშნავს სკოლებში რუსულის, როგორც მეორე უცხო ენის შესწავლის აკრძალვას. დღემდე ლატვიის სკოლებში პირველი უცხო ენა პირველი კლასიდან ისწავლება და ყველაზე ხშირად ეს ინგლისურია. მეორე უცხოური ენის სწავლება მეოთხე კლასიდან იწყება და მისი არჩევის საკითხი ჯერ კიდევ არ არის კანონით დარეგულირებული. 2021 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ლატვიის სკოლების თითქმის ნახევარს არჩევანი არ აქვს: 300-ზე მეტ სკოლაში მეორე უცხო ენად მხოლოდ რუსული სთავაზობენ. ლატვიის განათლების სამინისტრო გამომდინარეობს იქიდან, რომ დაგეგმილი ცვლილებები „ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სრულ ჩართვას ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში“, - წერს მედია ლატვიის განათლების სამინისტროზე დაყრდნობით.
ლატვია სასკოლო პროგრამიდან რუსული ენის ამოღებას გეგმავს
ლატვიის განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ ერთი თვის განმავლობაში შეიმუშავებს „საგზაო რუკას“ რუსულის, როგორც მეორე უცხო ენის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პროგრამიდან ამოსაღებად. 2023 წელს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ლატვიის სკოლები მთლიანად გადადიან ლატვიურ ენაზე სწავლებაზე. ამავე დროს, ბავშვები ისწავლიან ევროკავშირის ერთ-ერთ ენას, როგორც მეორე უცხო ენას. ახლა ლატვიაში 300-ზე მეტი სკოლა - ანუ დაახლოებით ნახევარი - მოსწავლეებს რუსულს, როგორც მეორე უცხო ენას სთავაზობს. „უკვე ძალიან რთულია მასწავლებლების პოვნა, რომლებიც ევროკავშირის რომელიმე ქვეყნების ენას ასწავლიდნენ“, - აცახდებენ ლატვიის განათლების სამინისტროში.
ყვარელში რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსების პროგრამა გაუქმდა
რუსული ენის შემსწავლელი პროგრამა, რომელიც ყვარლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მარტის დასაწყისიდან ფუნქციონირებდა, გაუქმდა. ინფორმაცია პროგრამის გაუქმების შესახებ ყვარლის "ევროკლუბის" ხელმძღვანელს ნიკა გურინს, მერიის ა(ა)იპის „კულტურის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა მაია ზარდიაშვილმა მიაწოდა. მას მიზეზები არ დაუსახელებია. პროგრამის გაუქმებას წინ უძღოდა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის და პროტესტი. "ევროკლუბის" ხელმძღვანელს, ნიკა გურინს მიაჩნია, რომ ბიუჯეტი არ უნდა აფინანსებდეს იმ ქვეყნის ენის შესწავლას, რომელსაც საქართველოს ნაწილი აქვს ოკუპირებული. თითქმის იმავეს ამბობდა ადგილობრივების ნაწილიც. რადიო თავისუფლება რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა მაია ზარდიაშვილთან დაკავშირებას. დღეს, 27 მარტს მან თქვა, რომ ამ თემაზე ლაპარაკი არ სურს. რუსული ენის შემსწავლელ უფასო კურსების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ 23 მარტს გაავრცელა. ყვარლის „კულტურის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი მაია ზარდიაშვილი ამბობდა, რომ რუსული ენის კურსზე 40 მოსწავლე ჩაირიცხა და მსურველი კიდევ უფრო მეტი იყო. წყარო - რადიო თავისუფლება