თეგი: რუსული ნავთობი
Bloomberg : რუსული ნავთობის ექსპორტი დღეში 26%-ით ეცემა
17-დან 23 მარტის ჩათვლით, რუსული ნავთობის ექსპორტი გასულ კვირასთან შედარებით მეოთხედით შემცირდა. ამის შესახებ Bloomberg წერს. გამოცემის ცნობით, 24 საათში საშუალო მიწოდებამ 495 300 ტონა შეადგინა, რაც 26,4%-ით ნაკლებია, გასული კვირის მონაცემებთან შედარებით. ეს ციფრი დღეშუ 3,63 ბარელის ექვივალენტია. „რუსული ნავთობის ექსპორტის მკვეთრი დაცემა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ ნედლეულის მომხმარებლებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ალტერნატიული წყაროების მოძიება დაიწყეს“, - წერს გამოცემა. შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა რუსულ ნავთობზე შეზღუდვა დააწესეს. ამასთან მსხვილმა კომპანიებმა Shell Plc-მა, TotalEnergies SE-მ რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარი განაცხადეს. ასევე წაიკითხეთ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავენ ნავთობის სექტორის გიგანტი Baker Hughes რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს
Reuters: მსხვილი მოვაჭრეები 15 მაისიდან რუსული ნავთობის შესყიდვას შეაჩერებენ
ევროკავშირის სანქციებიდან თავდაცვის მიზნით, მსხვილი გლობალური მოვაჭრეები, გეგმავენ რუსეთის სახელმწიფო კომპანიებისგან ნავთობისა და საწვავის შესყიდვა 15 მაისიდან შეაჩერონ. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს წყაროების ცნობით, სავაჭრო კომპანიები წყვეტენ შესყიდვებს რუსული Rosneft-ისგან. ევროკავშირის სანქციების ფორმულირება გამორიცხავს სანქციებს ნავთობის შესყიდვებზე Rosneft-ისგან ან Gazprom Neft-ისგან, რომლებიც მიჩნეულია “მკაცრად აუცილებლად” ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ისინი ამცირებენ შესყიდვებს, რათა უზრუნველყონ შესაბამისობა 15 მაისამდე, როდესაც ძალაში შევა ევროკავშირის შეზღუდვები. რუსეთის სახელმწიფო კომპანია Transneft-ის სანქციებში ჩართვა, რომელსაც საკვანძო პორტები და მილსადენები ეკუთვნის, სამომავლოდ გაყიდვებს კიდევ უფრო გაართულებს. Trafigura, რომელიც რუსული ნავთობის მსხვილი შემსყიდველია, აცხადებს, რომ არ არღვევს სანქციებით დაწესებულ შეზღუდვებს და აქვს მოლოდინი, რომ 15 მაისიდან ვაჭრობა კიდევ უფრო შემცირდება. კიდევ ერთი მსხვილი შემსყიდველი Vitol ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. თუმცა მანამდე განაცხადა, რომ „რუსული ნავთობით ვაჭრობის მაჩვენებელი მეორე კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდა და 2022 წლისთვის ამ ნედლეულით ვაჭრობას შეაჩერებს. საგულისხმოა, რომ ევროკავშირს რუსული ნავთობის იმპორტზე შეზღუდვა არ დაუწესებია, რადგან ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის გერმანია, დიდწილადაა დამოკიდებული რუსულ ნავთობზე და ალტერნატივისთვის ინფრასტრუქტურა არ აქვს. ევროპაში ნავთობგადამამუშავებლებს, სულ უფრო ნაკლებად სურთ რუსული ნედლეულის გადამუშავება, რამაც უკვე დააზიანა რუსული ექსპორტი, თუმცა ინდოეთისა და თურქეთის მიერ განხორციელებული შესყიდვებით ამ დანაკლისის კომპენსირება ხდება. რუსული ნავთობის ყიდვას განაგრძობს ჩინეთიც. გადაზიდვების გეგმის მიხედვით, Rosneft-ისა და Gazprom Neft-ის ბრუნვამ აპრილში 29 მილიონი ბარელი შეადგინა, თითქმის 1 მილიონი ბარელი 24 საათში, რაც აპრილში რუსეთის დასავლეთის პორტებიდან Urals მარკის ნავთობის მთლიანი ექსპორტის 40% -ია. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ რუსეთის ნავთობის მიწოდება მაისიდან შესაძლოა დღეში 3 მილიონი ბარელით შემცირდეს. ცნობისთვის, ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. BBC წერს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობაში მზარდი იმედგაცრუება ჩნდება ბერლინის მიმართ, რომელიც მხარს უჭერდა რუსეთის წინააღმდეგ ზოგიერთ სანქციას, მაგრამ ჯერჯერობით წინააღმდეგობას უწევს უფრო მკაცრი ქმედებების მხარდაჭერას. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს DW: გერმანია აცხადებს, რომ პუტინი გაზის საფასურის ევროში გადახდას დათანხმდა ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად თქვა უარი იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა რატომ დაამტკიცა პუტინმა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლში გადახდის ახალი სქემა
ევროპელი კანონმდებლები გერმანიას მოუწოდებენ, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაეთანხმოს
ევროპარლამენტში ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა მოუწოდა გერმანიას, რუსული ენერგიის იმპორტზე ემბარგო დააწესოს. ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იუწყება. წერილში, რომელიც 24 თებერვლით თარიღდება, ევროპარლამენტის 50 წევრმა მოუწოდა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, ევროკავშირის მცდელობებს ხელი შეუწყოს. „გერმანიამ და ევროკავშირმა არ უნდა დაამტკიცონ, რომ დაუცველნი არიან პუტინის შანტაჟის მიმართ. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ გერმანიის მთავრობას, დაიკავოს პოზიცია ისტორიის სწორ მხარეს", - განაცხადეს ხელმომწერებმა, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებს და მთელ პოლიტიკურ სპექტრს ევროპარლამენტში. მათი განცხადებით, ბლოკი ყოველდღიურად ავსებს 800 მილიონ ევროთი (857 მილიონ დოლარზე მეტი) რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ჯიბეებს და ეხმარება მას ომის მანქანის დაფინანსებაში“. აქვე აღნიშნავენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, ევროკავშირს წლის ბოლომდე 200 მილიარდ ევროზე მეტი ექნება გადახდილი. „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ გერმანიას შეუძლია, უხელმძღვანელოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ დაძლიონ არსებული პოლიტიკური ჩიხი და დაუყონებლივ განახორციელონ რუსული ენერგეტიკული ემბარგო“, - წერენ წერილში დეპუტატები. ნედიის ცნობით, ბლოკი ამ კვირაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს მიიღებს, თუმცა ის არ შეეხება ნავთობისა და გაზის ემბარგოს. ევროკავშირმა 1,5 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინას სამხედრო მხარდაჭერისთვის და 24 თებერვალს ომის დაწყებიდან სანქციების ხუთი პაკეტი მიიღო. პაკეტები მოიცავს შემაკავებელ ზომებს, რომელთა სამიზნე სხვა პირებთან ერთად არიან პრეზიდენტი პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ოლიგარქები და სამხედრო ოფიცრები. ევროკავშირმა ასევე აკრძალა ქვანახშირის იმპორტი და ძვირადღირებული საქონლის ექსპორტი რუსეთში. ასევე გარიცხა რუსული და ბელორუსული ბანკები საერთაშორისო გადახდის სისტემა SWIFT-დან. „ამ დროისთვის ჩვენ ევროკავშირში არ გვაქვს ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ნავთობისა და გაზის ემბარგოს შესახებ საბოლოო წინადადება ჯერ არ განიხილება. ევროკავშირის ყველა ქვეყანა მუშაობს რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ევროკავშირი შეძლებს საბოლოოდ შეამციროს თავისი დამოკიდებულება. რაღაც მომენტში ეს მოხდება და მაშინ რუსეთი მტკივნეულად იგრძნობს, რომ ნავთობისა და გაზის ბიზნესიდან შემოსავალი იკარგება“, - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა 25 აპრილს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი, იგივე შეეხება გაზსაც. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
რობერტ ჰაბეკი: ვიმედოვნებთ, რომ რუსული ნავთობის ალტერნატიულ წყაროებს უახლოეს დღეებში ვიპოვით
გერმანია იმედოვნებს, რომ რუსული ნავთობის ჩასანაცვლებლად ალტერნატიულ წყაროებს უახლოეს დღეებში იპოვის. გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის თქმით, სწორედ ამის შემდეგ შეძლებს გერმანია ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს გამკლავებას. ოფიციალური ბერლინი ამ დრომდე აცხადებდა, რომ რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე სრულად შეწყვეტდა. „დღეს შემიძლია ვთქვა, რომ [რუსულ ნავთობზე] ემბარგოს გერმანია გაუმკლავდება“, - თქვა ჰაბეკმა პოლონელ კოლეგასთან, ანნა მოსკვასთან ვარშავაში გამართული შეხვედრის შემდეგ. უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსულ ნავთობს გერმანიაში იმპორტის თითქმის მესამედი ეკავა. 1 თვის წინ ჰაბეკმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წილი 25%-მდე შეამცირეს. დღეს კი აღნიშნა, რომ რუსული ნავთობის წილი 12%-მდეა შემცირებული. ევროკავშირში რუსული ნავთობის სრული ემბარგოს საკითხზე დაწესების შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, – ამის შესახებ განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ ევროპელი კანონმდებლები გერმანიას მოუწოდებენ, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაეთანხმოს
სლოვაკეთი რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ნებისმიერი ემბარგოსგან გათავისუფლებას მოითხოვს - Reuters
რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ემბარგოს შემთხვევაში სლოვაკეთი მოითხოვს, რომ მასზე გამონაკლისი გავრცელდეს. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. „რაც შეეხება რუსულ ნავთობზე ემბარგოს, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდგომი პაკეტის ნაწილს, სლოვაკეთი გამონაკლისს მოითხოვს“, - განუცხადეს Reuters-ს ეკონომიკის სამინისტროში. სამინისტროს თქმით, სხვადასხვა ტიპის ნავთობის გადამუშავება დაუყოვნებლივ შეუძლებელია, ტექნოლოგიის შეცვლა ფინანსური თვალსაზრისით რთულია და დიდ დროს მოითხოვს. შეგახსენებთ, ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს ამზადებს. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. პოლონეთი მზადაა, დაიცვას სლოვაკეთის საჰაერო სივრცე, თუ ის თვითმფრინავებს უკრაინას გადასცემს სლოვაკეთმა უკრაინას მიაწოდა იარაღი, მათ შორის S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა და სხვა სამხედრო დახმარება. პრემიერ მინისტრი ედუარდ ჰეგერი ასევე იყო იმ დასავლელ ლიდერებს შორის, რომლებიც ბოლო კვირებში კიევს ეწვივნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან პირადად განიხილავს
ევროკომისიის პრეზიდენტი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხს უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან პირადად განიხილავს. ინფორმაციას ურსულა ფონ დერ ლაიენის პრესმდივანი ავრცელებს. „ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უნგრეთში მიემგზავრება, რათა პრემიერ-მინისტრ ორბანს შეხვდეს. ისინი განიხილავენ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ენერგორესურსების მიწოდების ევროპულ უსაფრთხოებასთან“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტის პრესმიდვანი. როგორც ცნობილია, უნგრეთი არ უჭერს მხარს ევროკომისიის წინადადებას, რომ რუსულ ნავთობზე სრული ემბარგო დაწესდეს. დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია. ევროკავშირი უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ნავთობემბარგოსგან გათავისუფლებას 2024 წლამდე აპირებს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით დაწერა. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უნგრეთს მოუწოდებენ, დაეთანხმოს რუსული ნავთობის ემბარგოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უნგრეთს მოუწოდებენ, დაეთანხმოს რუსული ნავთობის ემბარგოს. საგარეო საქმეთა მინისტრმა პიერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტს არ მიუღია რაიმე სერიოზული ახალი წინადადება სანქციებთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ევროკომისიის პრეზიდენტი ამ თვის დასაწყისში უნგრეთს ეწვია. „ევროკომისიამ გამოიწვია პრობლემა წინადადებასთან დაკავშირებით, ამიტომ, უნგრეთისგან სამართლიანი მოლოდინია... რომ ევროკავშირმა შესთავაზოს გამოსავალი“, - აღნიშნავს სიიარტო.
ლიეტუვამ რუსული ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტი დღეიდან სრულად აკრძალა
ლიეტუვამ რუსული ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტი 22 მაისიდან სრულად აკრძალა. ლიეტუველი მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ლიეტუვა მიაღწევს სრულ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, როდესაც წარმატებით განახორციელებს სინქრონიზაციას, დააკმაყოფილებს ელექტროენერგიის საჭიროებებს ადგილობრივი მწვანე ენერგიის წარმოებით და გახდება ელექტროენერგიის ექსპორტიორი. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი „ეს არამხოლოდ ძალზედ მნიშვნელოვანი ეტაპია ლიეტუვისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე, არამედ არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატულება უკრაინის მიმართ. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ რუსული ომის მანქანის დაფინანსება", - ამბობს ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრი დაინიუს კრეივისი. ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესება ევროკავშირისთვის მარტივი არ იქნება სლოვაკეთი რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ნებისმიერი ემბარგოსგან გათავისუფლებას მოითხოვს - Reuters ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რეკორდული რაოდენობის რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერები სხვადასხვა ტერიტორიულ წყლებშია გაჩერებული - Reuters
რეკორდული რაოდენობის, დაახლოებით 62 მილიონი ბარელი რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერები მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორილ წყლებშია გაჩერებული. ეს მოცულობა ომამდელ პერიოდს სამჯერ აღემატება. ამის შესახებ Reuters-ი ანალიტიკურ ორგანიზაცია Vortexa-ს მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. სხვადასხვა დროშის ქვეშ მცურავი გემები რუსული ნედლი ნავთობის მყიდველების მოლოდინში არიან. ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესება ევროკავშირისთვის მარტივი არ იქნება სლოვაკეთი რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ნებისმიერი ემბარგოსგან გათავისუფლებას მოითხოვს - Reuters როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი. ევროკომისია რუსული ნავთობის ემბარგოს დაწესებას განიხილავს. შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოზე ვერ შეთანხმდა, თუმცა კონსენსუსის მიღწევას კვლავ შეეცდება - Reuters
ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოზე კვირას ვერ შეთანხმდა. დიპლომატები კონსენსუსის მიღწევა 30-31 მაისის სამიტის წინ კვლავ შეეცდებიან. ამ ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი 4 მაისს წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა 25 მაისს განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსული ნავთობის სრულ ემბარგოზე ვერ შეთანხმდა. „ამ დროისთვის ჩვენ ევროკავშირში არ გვაქვს ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ნავთობისა და გაზის ემბარგოს შესახებ საბოლოო წინადადება ჯერ არ განიხილება. ევროკავშირის ყველა ქვეყანა მუშაობს რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ევროკავშირი შეძლებს, საბოლოოდ შეამციროს თავისი დამოკიდებულება. რაღაც მომენტში ეს მოხდება და მაშინ, რუსეთი მტკივნეულად იგრძნობს, რომ ნავთობისა და გაზის ბიზნესიდან შემოსავალი იკარგება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. მეექვსე პაკეტის ამოქმედება უნგრეთმა შეაჩერა, რომელიც ამბობს, რომ ნავთობის ემბარგო იქნება დიდი დარტყმა მისი ეკონომიკისთვის, რადგან არ შეუძლია, ნავთობი სხვა რესურსებიდან მარტივად მიიღოს. მსგავსი შეშფოთება სლოვაკეთმა და ჩეხეთმაც გამოთქვეს. ცნობისთვის, მეექვსე პაკეტი ასევ მოიცავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, Sberbank-ის (SBMX.MM) გარიცხვას SWIFT-ის სისტემიდან, რუსული მაუწყებლების აკრძალვას და მეტი ადამიანის დამატებას იმ პირთა სიაში, რომელთა აქტივები გაყინულია. ნავთობის ემბარგოზე მოლაპარაკებები ერთი თვის განმავლობაში პროგრესის გარეშე მიმდინარეობდა. ლიდერები ცდილობენ, შეთანხმებას სამიტზე მიაღწიონ, რათა განხეთქილება თავიდან აიცილონ.
რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი ხდება
BBC-ის ინფორმაციით, რუსეთი გახდა ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი, რადგან ქვეყანამ პეკინს ნედლი ნავთობი სანქციების ფონზე ფასდაკლებით მიჰყიდა. წინა წელთან შედარებით, რუსული ნავთობის იმპორტი 55%-ით გაიზარდა, მაისში - რეკორდულ დონემდე, რამაც საუდის არაბეთი ჩაანაცვლა, როგორც ჩინეთისთვის უმსხვილესი მიმწოდებელი. ჩინეთმა გააძლიერა რუსული ნავთობის შესყიდვები, მიუხედავად იმისა, რომ Covid19-ის შეზღუდვის ფონზე ეკონომიკის შენელებით, მოთხოვნა შემცირდა. თებერვალში, ჩინეთმა და რუსეთმა განაცხადეს, რომ მათ მეგობრობას „საზღვრები არ აქვს“. ბრიტანული მედია წერს, რომ ჩინურმა კომპანიებმა, მათ შორის სახელმწიფო გადამამუშავებელმა გიგანტმა Sinopec-მა და სახელმწიფო Zhenhua Oil-მა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები ბოლო თვეების განმავლობაში გაზარდეს მას შემდეგ, რაც მათ დიდი ფასდაკლებები შესთავაზეს. მყიდველები ევროპასა და აშშ-ში რუსული ნავთობპროდუქტების შესყიდვას უკრაინასთან ომის გამო სანქციების შესაბამისად ერიდებოდნენ. ჩინეთის გენერალური საბაჟო ადმინისტრაციის მონაცემებით, ჩინეთში რუსული ნავთობის იმპორტმა, რომელიც აღმოსავლეთ ციმბირის წყნარი ოკეანის მილსადენით და ზღვით გადაზიდვას მოიცავს, გასულ თვეში თითქმის 8,42 მილიონი ტონა შეადგინა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უკრაინა არაბულ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსულ ნავთობზე ემბარგოს შეუერთდნენ
უკრაინის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, მაკსიმ სუბჰმა კაიროში არაბთა ლიგის საბჭოს რიგგარეშე სესიისას მოუწოდა არაბულ ქვეყნებს, შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ არაბული სამყარო უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის გამართვა მოსკოვთან მოლაპარაკებების განახლებას შეუძლებელს გახდის. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სუბჰი ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში უკრაინის სპეციალურ წარმომადგენლად 12 ივლისს დანიშნა.
G7-ის ქვეყნები რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ
G7-ის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ დეკემბრიდან რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტი შემოიღონ. დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ოფიციალურად დაუჭირეს მხარი გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე ზეწოლის შემსუბუქებას, ხოლო მოსკოვის საერთო შემოსავლების შემცირებას, იტყობინება Bloomberg. მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროპამ მილსადენებით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარი უნდა შემოიღოს. პარალელურად, რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თუ ევროპა მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებს, რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას შეუჩერებს. ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესება აუცილებელია
რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესების შესახებ, G7-ის ქვეყნების გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი მიესალმა. ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ პარტნიორებს გაზის ფასთან დაკავშირებითაც ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ასეთი ნაბიჯი შეზღუდავს შემოსავლების ნაკადს მოსკოვში და აღადგენს სამართლიანობას ყველა ევროპელისთვის, რომელთა შანტაჟს რუსეთი ხელოვნურად გაბერილი ფასებით ცდილობს. „უკრაინის დაცვა ევროპისა და მთელი დემოკრატიული სამყაროს დაცვაა. სწორედ ამ გადმოსახედიდან უნდა განვიხილოთ დღეს დიდი შვიდეულის მიერ შეთანხმებულ გადაწყვეტილებას, რუსულ ნავთობზე ფასის შეზღუდვის შესახებ. როდესაც ეს მექანიზმი ამოქმედდება, ის გახდება ცივილიზებული სახელმწიფოების, ენერგობაზრების და რუსეთის ჰიბრიდული საფრთხისგან დაცვის მნიშვნელოვანი ელემენტი. რა თქმა უნდა, აუცილებელია რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესება. მადლობელი ვარ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის, რომელმაც ეს დღეს თქვა. რუსეთს უნდა დაუწესდეს ისეთი სანქციები, რომლებიც არამხოლოდ შეზღუდავს ნავთობიდან და გაზიდან შემოსავლების მიღებას, არამედ აღადგენს სამართლიანობასაც ყველა ევროპელისთვის, რომელთა შანტაჟს რუსეთი ენერგობაზარზე ხელოვნურად გაბერილი ფასებით ცდილობს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შეგახსენებთ, G7-ის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ დეკემბრიდან რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტი შემოიღონ. დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ოფიციალურად დაუჭირეს მხარი გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე ზეწოლის შემსუბუქებას და მოსკოვის საერთო შემოსავლების შემცირებას, იტყობინება Bloomberg. მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპამ მილსადენებით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარი უნდა შემოიღოს. პარალელურად, რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა თქვა, რომ თუ ევროპა მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებს, რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას შეუჩერებს.
Bloomberg: რუსეთის შემოსავლები ნავთობისა და გაზიდან, მინიმუმამდე დაეცა
Bloomberg-ის ცნობით, ნავთობისა და გაზიდან რუსეთის შემოსავლები წლის მინიმუმზეა. გამოცემა წერს, რომ გაზისა და ნავთობის იმპორტიდან, რუსეთის ხაზინამ $11,1 მილიარდით ნაკლები შემოსავალი მიიღო. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, Bloomberg წერს, რომ ნედლეულის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები გასულ თვეზე 13%-ით ნაკლებია, ხოლო წლის მაჩვენებლებს 3,4%-ით ჩამორჩება. ეს აუცილებლად აისახება რუსეთის ბიუჯეტზე. ორშაბათს ფინანსთა სამინისტრომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს ხარჯებისა და ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ანგარიში გაავრცელა. ამ მონაცემებიდან გამომდინარეობს, რომ ბიუჯეტის ჭარბი რაოდენობა, ანუ სხვაობა შემოსავალსა და ხარჯებს შორის, წლის პირველ ცხრა თვეში მხოლოდ 137 მილიარდი რუბლი იყო. მონაცემები აჩვენებს, რომ ბიუჯეტის პროფიციტი ყოველთვიურად მცირდება. თუ იანვარ-მაისში ის თითქმის 1,5 ტრილიონ რუბლს შეადგენდა, იანვარ-ივლისში უკვე 482 მილიარდი რუბლი იყო.
ExxonMobil-მა რუსული ნავთობის ბიზნესი დატოვა
ExxonMobil-მა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ბიზნესი „უსაფრთხოდ დატოვა". კომპანია რუსეთის მთავრობას უზარმაზარ ნავთობსაბადოში მისი წილის „ექსპროპრიაციაში" ადანაშაულებს. აშშ-ის ნავთობის გიგანტმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობამ „ცალმხრივად შეწყვიტა“ ინტერესი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე სახალინ-1 ნავთობისა და გაზის საბადოზე. „ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ რუსეთის მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისთვის. ორი განკარგულებით, რუსეთის მთავრობამ ცალმხრივად შეწყვიტა ჩვენი ინტერესები Sakhalin-1-ში და პროექტი გადაეცა რუსულ ოპერატორს“, - აღნიშნა ExxonMobil-ის წარმომადგენელმა. 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ExxonMobil-მა განაცხადა, რომ Sakhalin-1 რუსული ერთობლივი საწარმოდან გასვლის პროცესს იწყებდა. მაისში კომპანია Shell-მა გამოაცხადა ბიზნესის გაყიდვის შესახებ, მაგრამ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ეტაპობრივად დატოვების პროცესშია მისი სხვა რუსული ბიზნესები. თებერვალში, BP-მ განაცხადა, რომ დატოვებს როსნეფტის 19,75%-იან წილს, მაგრამ განაცხადა, რომ ჯერ არ შეეძლო „როსნეფტის“ აქციების გაყიდვა. სექტემბერში ნორვეგიულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ Equinor-მა დაადასტურა, რომ მან სრულად დაასრულა რუსეთიდან გასვლა და განაცხადა, რომ „რუსეთში დარჩენილი აქტივები ან პროექტები არ აქვს“. მაისში, რუსეთის დატოვების შესახებ Equinor-მაც განაცხადა.
ესტონეთი რუსულ ნავთობს 5 დეკემბრიდან სრულად აკრძალავს
ესტონეთის გადაწყვეტილება, რომელიც დეკემბრის დასაწყისში რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას გულისხმობს, ევროკავშირის სანქციებით დადგენილ ვადას ორი თვით უსწრებს, განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ Postimees-თან ინტერვიუს დროს. ევროკავშირმა სანქციების მერვე პაკეტი ოფიციალურად დაამტკიცა. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი ნავთობის ფასებზე ლიმიტს, ფოლადის, ხის, ტექნიკის, ავიაციის, პლასტმასის, ქიმიკატების იმპორტისა და ექსპორტის ახალ აკრძალვას მოიცავს. საუბარია სულ 7 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტზე.
Reuters: G7-ის ქვეყნები, რუსული ნავთობის ფასის ფიქსირებულ ზღვარზე შეთანხმდნენ
G7-ის ქვეყნები და ავსტრალია, რუსული ნავთობის ფიქსირებულ ფასზე საბოლოოდ შეთანხმდნენ. ამის შესახებ Reuters-ი ინფორმირებული წყაროებზე დაყრდნობით წერს. ქვეყნები იმედოვნებენ, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად, ბაზრი უფრო სტაბილური გახდება, რაც მონაწილეებისთვის ტვირთს, მინიმუმამდე შეამცირებს. Reuters-ის ცნობით, ფიქსირებული ფასი ჯერ დადგენილი არ არის. სავარაუდოდ, ის ნოემბრის ბოლოს დამტკიცდება. რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის შემოღების სამართლებრივი საფუძველი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტში დადგინდა, რომელიც ევროკავშირმა ოქტომბრის დასაწყისში დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, მექანიზმი ნედლ ნავთობზე 5 დეკემბრიდან, ხოლო ნავთობპროდუქტებზე 5 თებერვლიდან ამოქმედდება. შეერთებული შტატები რუსეთისგან ნავთობს ფასის ზღვრის გარეშე 19 იანვრამდე შეიწყიდის, შემდეგ კი, ზღვრულ ფასს შემოიღებს. „ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს რუსული ნავთობის ფასი ბარელზე დაახლოებით, $60 დოლარამდე შეაფასოს“, - წერს Bloomberg. კრემლში განაცხადეს, რომ ენერგორესურსებს არ მიაწვდიან იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის რესურსებზე ზღვრულ ფასებს დააწესებენ.
ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობის შესყიდვის ფასის ზღვარზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის $60 შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდნენ. G7-ის ქვეყნები რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მიიღეს მკაცრი პოზიცია და დააყენეს მკაცრი ლიმიტი, რაც ბარელზე $30 გულისხმობდა, ხოლო საბერძნეთმა, კვიპროსმა და მალტამ, რომელთა შიდა გადაზიდვების ინდუსტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსული ნავთობის საერთაშორისო ტრანსპორტირებაში, $70-იანი ზღვარი მოითხოვეს. საბოლოო შეთანხმებას დღეს საღამოს, მას შემდეგ მიაღწიეს რაც პოლონეთმა შუალედურ ზღვარს მხარი დაუჭირა. მანამდე, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის შემოღებაზე G7-ის ქვეყნები შეთანხმდნენ.
მედიის ცნობით, პუტინმა რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესების საპასუხო განკარგულება გამოსცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვარის დაწესების საპასუხო განკარგულებას ხელი მოაწერა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი კრძალავს თავისი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და კომპანიებისთვის, თუ კონტრაქტები ითვალისწინებს ფიქსირებულ მაქსიმალურ ფასს. დადგენილება ამოქმედდება 2023 წლის პირველი თებერვლიდან და იმოქმედებს მომდევნო წლის პირველ ივლისამდე. ნავთობპროდუქტების მიწოდების აკრძალვის თარიღს მთავრობა დაადგენს. აშშ-მ და ევროკავშირმა ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრად 60 დოლარი დაადგინეს. რუსეთის ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ ნავთობს არ მიჰყიდის ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ შეზღუდვებს.
FT: დანიამ შესაძლოა, რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერები დაბლოკოს
ევროკავშირის ახალი გეგმების მიხედვით, დანიას დაევალება, შეამოწმოს და პოტენციურად დაბლოკოს მის წყლებში მოძრავი რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერები. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. დასავლეთი მოსკოვის ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესების სხვა გზებს იკვლევს. გამოცემის წყაროების ცნობით, დანიის სამიზნე გახდებიან ტანკერები, რომლებსაც დასავლური დაზღვევა არ აქვთ. ინსპექტირება დაეფუძნება საერთაშორისო კანონებს, რომლებიც ქვეყნებს საშუალებას აძლევს, შეამოწმონ გემები, თუ არსებობს რაიმე შეშფოთება, რომ მათ შეუძლიათ, ზიანი მიაყენონ გარემოს. დანიის გაერთიანებული სამხედრო სარდლობის სპიკერმა FT-ის განუცხადა, რომ დანიელები გარდა საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემთხვევებისა, სრუტეში გამავალ გემებს ან დოკუმენტებს არ ამოწმებენ. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ. დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთი ნავთობის უმეტეს ნაწილს დადგენილ ზღვარზე მაღალ ფასად ყიდის. რუსეთის ნავთობის საშუალო ფასი სექტემბერში, რუსეთის მთავრობის მონაცემებით, ბარელზე 83 დოლარზე მეტი იყო. სექტემბრის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები მზად არიან, სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის შესაზღუდად, წესები გაამკაცრონ. რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ფასი ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ.
აშშ-მ რუსული ნავთობით მოვაჭრე ოთხ კომპანიას სანქციები დაუწესა
აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) 8 თებერვალს, ოთხი კომპანიისა და ერთი სატვირთო გემის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. მიზეზი ფასის ლიმიტის დარღვევაა. აღნიშნული სამი კომპანია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში (UAE) დარეგისტრირებული, ერთ კი - ლიბერიაში. ბოლო კომპანია, რომელიც სანქცირებული იყო OFAC-ის მიერ 2024 წლის იანვარში, ასევე ფასის ლიმიტის დარღვევისთვის, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში იყო რეგისტრირებული. აშშ სანქციებს უწესებს კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ. შეერთებულმა შტატებმა პირველი მსგავსი სანქცია გასული წლის ოქტომბერში აამოქმედა. ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი ასევე მოიცავს ზომებს, რომლებიც მიმართულია ფასების ლიმიტზე კონტროლის გამკაცრებისთვის. რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ფასი ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ. ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიას, რომელიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდა