თეგი: რუსული რუბლი
რუსული რუბლი ბოლო შვიდთვიან მინიმუმამდე დაეცა
რუსული რუბლი ორშაბათს, ბოლო შვიდი თვის მინიმუმამდე დაეცა, იმის შიშის ფონზე, რომ რუსულ ნავთობზე შემოღებულმა სანქციებმა შესაძლოა, ქვეყნის საექსპორტო შემოსავალს ზიანი მიაყენოს. GMT 15:15 საათისთვის რუბლი დოლართან მიმართებაში 4.3%-ით დაეცა და 68.4800-ს ნიშნულს მიაღწია, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 11 მაისის შემდეგ. ვალუტა ასევე დაეცა 3.8%-ით ევროსთან მიმართებაში და 71.71 ნიშნულს მიაღწია, რაც ასევე შვიდი თვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. „დეკემბერში რუბლი თითქმის 10%-ით დაეცა, რაც გამოწვეულია იმის შიშით, რომ ნავთობის ემბარგო და ფასების ლიმიტი შეამცირებს რუსეთის ნავთობის ექსპორტის შემოსავალს, გაზრდის ბიუჯეტის დეფიციტს, რადგან იმპორტი თანდათან აღდგება“, - აცხადებენ ანალიტიკოსები. გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე, შავ სიაში კიდევ 200-მდე ადამიანის შეყვანისა და სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის სამთო ინდუსტრიაში ინვესტიციები აიკრძალა.
რუსული რუბლი, აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით ვარდნას განაგრძობს
ოთხშაბათს მოსკოვის ბირჟაზე მთავარი სესიის გახსნამდე, აშშ დოლარის კურსმა დილის ვაჭრობისას 70 რუბლს გადააჭარბა. რუბლის კურსის ასეთი ვარდნა 11 მაისის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. 21 დეკემბერს მოსკოვის დროით 8:40 საათისთვის აშშ დოლარის კურსმა 70,6 რუბლი შეადგინა, რაც 1,73 რუბლით აღემატება წინა ვაჭრობის დახურვის დონეს. ოთხშაბათს ევროს კურსმა 75 რუბლს გადააჭარბა, ფასი კი 1,51 რუბლით გაიზარდა. ეს პირველად მოხდა 29 აპრილის შემდეგ. რუსული რუბლი, დასავლურ ვალუტებთან მიმართებაში უკვე დაახლოებით ერთი კვირაა უფასურდება. ანალიტიკოსების შეფასებით, რუბლის მკვეთრი ვარდნა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის და ნავთობისა და გაზის ფასებზე ჭერის შემოღების ფონზე მიდინარეობს.