თეგი: რუსული სამხედრო თვითმფრინავი
ციმბირში, ქალაქ ირკუტსკში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ორსართულიან სახლს შეეჯახა
რუსული მოიერიშე თვითმფრინავი კვირას ციმბირის ქალაქ ირკუტსკში საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა და ორი პილოტი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ირკუტსკის გუბერნატორმა იგორ კობზევმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი ქალაქში ორსართულიან სახლს შეეჯახა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, პილოტები დაიღუპნენ, თუმცა სხვა მსხვერპლი არ ყოფილა. ექვს დღეში ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევა იყო. გასულ ორშაბათს, რუსული მოიერიშე თვითმფრინავი სამხრეთ უკრაინის მახლობლად, ქალაქ იეისკში საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა და სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა. მაშინ პილოტი გადარჩა.