თეგი: საავტომობილო ხიდი
ნორვეგიაში საავტომობილო ხიდი ჩამოინგრა
ნორვეგიაში საავტომობილო ხიდი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს მასზე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი გადაადგილდებოდა. ამასთან, მაშველებმა ორივე მძღოლის გადარჩენა შეძლეს. ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია 150 მეტრის სიგრძის ხიდის ჩამონგრევა.
ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელ ახალ საავტომობილო ხიდზე ავტომობილების გადაადგილება უკვე შესაძლებელია. ახლად დასრულებული პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნეს. „მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „კონსტრაქშენ სერვისს“, რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა. ეს არის ქართული კომპანია და ყველა დეტალი, რომელიც გამოყენებულია ხიდისთვის, წარმოებულია საქართველოში. მინდა თითოეულ თქვენგანს, დედაქალაქის მერიის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ზრუნავენ ამ ქალაქზე, ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებზე. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრ, მნიშვნელოვან და სასიხარულო პროექტს განვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ, თბილისის მოსახლეობა კიდევ უფრო კომფორტულად იცხოვრებს ჩვენს დედაქალაქში,“ განაცხადა კახა კალაძემ. ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო სახიდე გადასასვლელი, რომელიც უკვე არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ აშენდა, 260 მეტრი სიგრძისაა და ოთხი სამოძრაო ზოლისგან შედგება, ხოლო მანძილი წყნეთის გზატკეცილიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე 532 მეტრია. პროექტის ფარგლებში მოეწყო ტროტუარები, გარე განათების ქსელი და LED სანათები, დამონტაჟდა მოაჯირები, ხიდის სავალ ნაწილზე ჩატარდა საიზოლაციო სამუშაო, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და დაიგო ასფალტის რამდენიმეფენიანი საფარი. გარდა ამისა, მოეწყო ხიდთან მისასვლელი გზები და სატრანსპორტო კვანძები, როგორც უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან, ასევე ბაგების დასახლების მხარეს, თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან. ხიდის სამშენებლო სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა. მშენებლობა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო და 2024 წლის მაისის ბოლოს დასრულდა. პროექტის ღირებულება ჯამში 36 400 000 ლარს შეადგენს. მდინარე ვერეზე საავტომობილო ხიდის მშენებლობის დაპირება კახა კალაძემ გასცა ჯერ კიდევ 2017 წელს, თბილისის მერად პირველი ვადით არჩევამდე. მოგვიანებით, მან დაპირების შეუსრულებლობა ახსნა პანდემიით გამოწვეული შეფერხებით, რომელიც 2020 წელს დაიწყო. ხიდის მშენებლობა კალაძის მერობის მეორე ვადაში დასრულდა.