თეგი: საარტილერიო ჭურვები
ლიეტუვამ უკრაინას საარტილერიო ჭურვების პარტია გადასცა
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინაში 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების პარტია გაიგზავნა. მანამდე, 3 დეკემბერს ლიეტუვამ უკრაინას კიდევ ორი შეკეთებული PzH2000 ტიპის ჰაუბიცა გადასცა, რომლებიც ლიეტუვამ გერმანიისგან რუსეთის სამხედრო აგრესიის დასაძლევად, დახმარების ფარგლებში მიიღო. ლიეტუვამ უკვე შეაკეთა და უკრაინას გადასცა ექვსი გერმანული ჰაუბიცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
აშშ უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების წარმოებას 6-ჯერ ზრდის - NYT
შეერთებული შტატები უკრაინისთვის 155 მმ-იანი ჭურვების წარმოებას ზრდის. ჭურვების წარმოება, რომლებიც კიევს ძალიან სჭირდება თვეში 90 000-მდე გაიზრდება. ამის შესახებ The New York Times-ი წერს. პენტაგონი ადასტურებს, რომ ვაშინგტონი უკრაინისთვის „აბრამსის“ ტიპის ტანკების გაგზავნას განიხილავს - მედია „პენტაგონის მიზანია, საარტილერიო ჭურვების წარმოება ორი წლის განმავლობაში 500 პროცენტით გაზარდოს“, - ნათქვამია სტატიაში. არმიის ანგარიშის თანახმად, მიმდინარეობს ქარხნების გაფართოება და ახალი მწარმოებლების შემოყვანა, რაც ბოლო 40 წლის განმავლობაში აშშ-ს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის "ყველაზე აგრესიული" განახლების ნაწილია. 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, აშშ-ს არმია აწარმოებდა თვეში 14 400 უმართავ რაკეტას, მაგრამ კიევის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდების გამო, პენტაგონმა სექტემბერში წარმოების სამიზნეები სამჯერ გაზარდა, ხოლო 2023 წლის იანვარში გააორმაგა, რათა საბოლოოდ თვეში 90 000 ან მეტი ჭურვი დაემზადებინათ. „არმიის გადაწყვეტილება საარტილერიო წარმოების გაფართოებაზე,აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ შეერთებული შტატები გეგმავს უკრაინის მხარდაჭერას ხანგრძლივი ომის შემთხვევაში“,- წერს The New York Times.