თეგი: საბჭოთა კავშირი
აშშ-ის საელჩო: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში პოტენციურად სახიფათო ბირთვული მასალა დარჩა, ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა უფრო უსაფრთხო იყოს
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო დარჩა პოტენციურად სახიფათო ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური მასალების მარაგის პირისპირ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავეხმაროთ საქართველოს იყოს უფრო უსაფრთხო და დაცული, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ კვირაში მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის განსახილველად DTRA-ს გუნდი საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდება. "საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბევრი ყოფილი წევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო დარჩა პოტენციურად სახიფათო ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური მასალების მარაგის პირისპირ. 1992 წლიდან შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA) საქართველოს მთავრობაში თავის პარტნიორებთან ერთად მუშაობს ამ მასალების უსაფრთხო შენახვის, დამუშავების, ტრანსპორტირებისა და განადგურების გაძლიერებული შესაძლებლობების დასანერგად. ამ კვირაში მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის განსახილველად DTRA-ს გუნდი საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავეხმაროთ საქართველოს იყოს უფრო უსაფრთხო და დაცული", - ნათქვამია ინფორმაციაში.