თეგი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი მაღალია
მომავალი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. "გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
თბილისში, ვარკეთილში ხანძარი ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ვარკეთილში ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი მაღალია არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ღია ტერიტორიაზე, ბალახს გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ.
წავკისში, წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მიმდებარედ, ტყის მასივებში გავრცელებული ხანძრები ლიკვიდირებულია. წავკისში ხანძარი ლიკვიდირებულია როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამივე ლოკაციაზე ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გუშინ შემოსული შეტყობინებების თანახმად, თბილისის მახლობლად, ტყის მასივებში: ნაფეტვრების დასახლებასთან, წავკისის მიმდებარედ და თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელ გზასთან ხანძრები გაჩნდა. სამივე ლოკაციაზე ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უმოკლეს დროში მოახდინა ხანძარზე მორეაგირე ძალების მობილიზება. თავდაპირველად, საფრთხის მაღალი ხარისხის გამო, ნაფეტვრების დასახლების მიმდებარედ არსებული ცეცხლის კერის ლოკალიზება მოხდა. პარალელურად მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის ღონისძიებები წყნეთსა და წავკისთან. მეხანძრე-მაშველთა სწრაფი და ეფექტიანი მოქმედების შედეგად, დროულად მოხდა ხანძრების ლოკალიზება და შემდეგ – ლიკვიდაცია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. თბილისის შემოგარენში, ერთდროულად რამდენიმე ადგილას ხანძარია
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავ-მაშველებს სპეციალური აღჭურვილობა გადაეცათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავ-მაშველებს სპეციალური აღჭურვილობა გადაეცათ. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამთო და მყვინთავი მაშველების სპეციალური აღჭურვილობა სრულიად განახლდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მყვინთავ-მაშველებს მყვინთავის უახლესი მოდელის სპეციალური აღჭურვილობა გადაეცათ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, სამსახურის მიერ შეძენილი სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერეს და მის მახასიათებლებს პირადად გაეცნენ. ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - როინ ვარშანიძე და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი დაესწრნენ. გასულ წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ შეძენილ იქნა 8 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სპეცფორმა და სხვადასხვა სახის აღჭურვილობა. შესაბამისად, სრულიად განახლდა სამთო და მყვინთავი მაშველების სპეციალური აღჭურვილობა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პირადი შემადგენლობის ახალი აღჭურვილობით, სპეცფორმითა და ავტოტექნიკით მომარაგებას მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მაშველი ძაღლი „ტინტო“ სამსახურებრივი ჟეტონით დაჯილდოვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველი ძაღლი „ტინტო“დაჯილდოვდა სპეციალური ჟეტონით – „სიცოცხლის გადარჩენისთვის“. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მამუკა სეფიაშვილმა მაშველ ძაღლს ჟეტონი თურქეთში, სამაშველო ოპერაციის დროს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის გადასცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს კინოლოგიურმა სამსახურმა და მაშველმა ძაღლებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო მისიის დროს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ხანძრების პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება, რომლის დროსაც განსაკუთრებით იზრდება ტყის ხანძრების რისკი. უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, ხანძრის კერის ან დაკვამლიანების შემჩნევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ში. „ინფორმაციის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინება მოქალაქეებს დაეგზავნებათ,“ აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და რეკომენდაციებსა ავრცელებს. რეკომენდაციები ტყის ხანძრების პრევენციისთვის: • ნუ დაწვავთ ნარჩენებს, მცენარეებს ან სხვა მასალებს ტყეში• ნუ გადააგდებთ ანთებულ სიგარეტს ტყეში• ნუ დაანთებთ ცეცხლს ტყეში, გამხმარი მცენარეებით მოფენილ ნიადაგზე• თვითაალების საშიშროებიდან გამომდინარე, მოერიდეთ ტყეში ან მის სიახლოვეს ნარჩენების დაყრას• ყურადღება მიაქციეთ ტყის მიმდებარედ ამკრძალავ ნიშნებს დაიცავი ტყეში ქცევის წესები, გაუფრთხილდი გარემოს. მიმდინარე კვირაში საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 41 გრადუსს მიაღწიოს
თემურ მღებრიშვილი: არ არსებობდა გარისკვის არცერთი შანსი, თუნდაც მცირედიც, რომელიც არ გამოგვიყენებია
საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, 3 აგვისტოს 112-ში ზარი 15:10 საათზე დაფიქსირდა. იტყობინებოდნენ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ. თემურ მღებრიშვილის თქმით, გამოცხადდა მობილიზაცია, მათ შორის ვერტმფრენების როგორც თბილისში, ისე კოპიტნარის აეროპორტში. მისივე თქმით, ვერტმფრენი სამ საათზე ნაკლებ დროში ჩაერთო ევაკუაციაში, თუმცა მღებრიშვილის განმარტებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოპიტნარიდან ვერტმფრენმა აფრენა ვერ შეძლო. რაც შეეხება თბილისიდან ჩასულ ვერტმფრენს, თემურ მღებრიშვილის თქმით, ვარტმფრენმა სტიქიის ზონაში, „სანსეტ შოვის“ მიმდებარე მოედანზე, საკმაოდ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში იფრინა და უშუალოდ დამეწყრილი ტერიტორიიდან 70 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.“ ის აცხადებს, რომ სტიქიის პირველივე ღამესვე, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები, ხოლო სამძებრო ღონისძიებებში ავიაციის ჩართულობა, რელიეფიდან და სტიქიის არეალში განლაგებული საკომუნიკაციო ანძების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო. საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, პირველ ეტაპზე დაკარგულად 175 ადამიანი ითვლებოდა და ციფრები სისტემატურად იცვლებოდა. დაკარგულთა შორის იყვნენ უკრაინის ორი და რუსეთის ერთი მოქალაქე. მღებრიშვილის თქმით, დაკარგულ პირთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა 47 შეტყობინება - 136 პირის დაკარგვის შესახებ, სპეციალურ ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 15 შეტყობინება 40 პირთან დაკავშირებით, მან ასევე უპასუხა შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია, რომ დაკარგულთა რაოდენობა თუნდაც ტურისტების, უფრო მეტი იყოს, საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ გადაჭრით ვერაფერს გამორიცხავს და ვერც დაამტკიცებს, თუმცა აღნიშნა: „გონივრული ვადაა ერთი კვირა, რომ ადამიანმა თავისი ოჯახის წევრი მოიკითხოს.“ რატომ არ მოითხოვეს დახმარება უცხო ქვეყნებისგან „პირველი ვერტმფრენი რომ ჩამოფრინდა, დაახლოებით 2 ტონა სპეციალური აღჭურვილობა ჩამოვიტანეთ, რომელიც მსგავსი ინციდენტების შემთხვევაშია აუცილებელი. არაფერი დაგვიკლია. რატომ არ მოვითხოვეთ დახმარება? - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რესურსი, როგორც ადამიანური, ისე სპეციალური აღჭურვილობის, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური სატრანსპორტო ტექნიკის, იმაზე მეტია მობილიზებული, ვიდრე გონივრული შეიძლება, იყოს,“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენებს და არა მათ, რომლებიც ღამით ვერ დაფრინავენ „ვთანხმდებით, რომ ღამე ვერ დაფრინავენ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვერტმფრენი რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო, ამის აუცილებლობა არ იყო. რომც ყოფილიყო აუცილებლობა, მაღალი რისკი იყო, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ალბათ მაინც გავრისკავდით და ვიმოქმედებდით. მაგრამ, რატომ არ გავრისკეთ - მობილიზებული გვყავდა სითბური დრონები, რომლებიც აფიქსირებდა დატბორილ არეალს. ურთულესი რელიეფია, პარალელურად იყო მაღალი ძაბვის სადენები, ასე რომ, არ არსებობდა გარისკვის არცერთი შანსი, თუნდაც მცირედიც, რომელიც არ გამოგვეყენებინა, გამოვიყენეთ. სითბური დრონების საშუალებით აღმოვაჩინეთ ლოკაციები, სადაც ადამიანები იყვნენ გახიზნულები. იმის შემდეგ რაც დაფიქსირდა, რომ ადამიანები გარდაიცვალნენ, ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდნია არავის, არ დაგვმატებია დაღუპული და დაშავებულიც არ გვყოლია არავინ,“ - უპასუხა მრებრიშვილმა ჟურნალისტებს 10 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე. რა დრომდე შეიძლება, რომ გაგრძელდეს დაკარგულთა ძებნა „ზოგადად, რა თქმა უნდა, არსებობს გონივრული ვადები იმ ანალიზებზე დაყრდნობით, რომლებიც შეიძლება, კეთდებოდეს კონკრეტულ სტიქიური უბედურების ზონებში, თუმცა პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, გადაწყვეტილებით სამძებრო სამუშაო გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი, რომ გარდაცვლილი ვიპოვოთ.“ შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 9 აგვისტოს 21-მდე გაიზარდა. გუშინ ორი ცხედარი იპოვეს, მათგან ერთი, მოზარდია. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს. სტიქია შოვში - განახლებადი
თბილისში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
თბილისში, სულხანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურში განაცხადეს, რომ შემთხვევა ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟი.
კაცი, რომელიც ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა - საგანგებო
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. ამ სახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის თანამშრომლებმა, დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ, პატრულირების დროს, დააფიქსირეს ხანძრის კერა. ტერიტორიის დათვალიერებისას სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წევრებმა შენიშნეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც მიზანმიმართულად ახდენდა ცეცხლის წაკიდებას. ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად - 500 ლარით დაჯარიმდა. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები,“ - ნათქვამია განცხადებაში.