თეგი: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
30-მდე ქართველია ახლა სუდანში - მინისტრის მოადგილე
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ დროისთვის სუდანში 30-მდე საქართველოს მოქალაქე იმყოფება. თურქეთში საქართველოს საელჩო სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტზეა - საგარეო უწყება „ჩვენ კონტაქტზე ვართ ქართველებთან. დაახლოებით 30-მდე ქართველია ახლა იქ. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს,, რომ თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან და გადაადგილებისგან. ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს, ან რამენაირად მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ იქიდან და უსაფრთხოდ დავაბრუნოთ საქართველოში. ჩვენ კონტაქტზე ვართ გაეროს ოფისთანაც და ჩვენ პარტნიორებთან ვართ მჭიდრო კონტაქტზე. სამწუხაროდ, ამ ეტაპამდე არ გაჩერებულა სროლები და შეტაკებები, რომ რომელიმე მხარემ აიღოს კონტროლის ქვეშ სიტუაცია და იმ მხარესთან მოხდეს შემდეგ დალაპარაკება. ველოდებით დამშვიდდეს, ჩაწყნარდეს, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა, ორივე მხარეს დაველაპარაკოთ. ჯერჯერობით არ გველაპარაკებიან იმის გამო, რომ შეტაკებებში არიან ჩართულები. ქართველები ყველა უსაფრთხოდ არიან, არავის არაფერი არ სჭირს, ჯანმრთელად არიან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. შეგახსენებთ, რომ ბრძოლა დაიწყო რამდენიმეთვიანი დაძაბულობის ესკალაციის შემდეგ სამხედრო მეთაურს, გენერალ ალ ბუჰრანსა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ხელმძღვანელს, მუჰამედ ჰამდან დაგალოს შორის. დაპირისპირება სამხედრო დაჯგუფების ქვეყნის არმიაში გაერთიანების საკითხზე არსებული უთანხმოების მიზეზით მოხდა.