თეგი: სადაზვერვო ობიექტი
WSJ: ჩინეთი კუბაზე ჯაშუშების ბაზას შექმნის
ამერიკული მედიის თანახმად, ჩინეთმა კუბასთან საიდუმლო შეთანხმებას მიაღწია და ფლორიდადან დაახლოებით 100 მილის (160 კმ) დაშორებით, კუნძულზე ელექტრონული მოსმენის ობიექტის განთავსებას გეგმავს. იტყობინება Wall Street Journal-ი, თუმცა აშშ-ისა და კუბის მთავრობებმა ამ ცნობების ავთენტურობაში ეჭვი შეიტანეს. როგორც გამოცემა წერს, ოფიციალური პირების თქმით, ქვეყნებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას ჩინეთთან, რომ გადაუხადონ კუბას „რამდენიმე მილიარდი დოლარი“, რომ ადგილზე სადგურის განთავსება დაუშვას. „ჩვენ გავეცანით ამ ცნობებს და ეს არ არის ზუსტი", - განუცხადა Reuters-ს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ და მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, შეერთებულ შტატებს აქვს "რეალური შეშფოთება" ჩინეთის კუბასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით და ყურადღებით აკვირდება მას. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა კი, შემდეგი განაცხადა: „ჩვენ არ ვიცით ჩინეთისა და კუბის ახალი ტიპის ჯაშუშური სადგურის შემუშავების შესახებ“. კუბის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა კარლოს ფერნანდეს დე კოსიომ უარყო ხსენებული ინფორმაცია და მას „სრულიად მცდარი, უსაფუძვლო და აშშ-ის ფაბრიკაცია უწოდა, რომელიც მისი თქმით, მიზნად ისახავს გაამართლოს ვაშინგტონის ათწლეულის განმავლობაში არსებული ეკონომიკური ემბარგო კუნძულზე. მანვე გაუსვა ხაზი, რომ კუბა ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში უცხო ქვეყნების სამხედრო ყოფნას უარყოფს. „ჩვენ არ ვიცით საქმის შესახებ და შედეგად, ახლა კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა თავის მხრივ ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა.