თეგი: სავალდებულო სამხედრო სამსახური
მინისტრი: ყველაზე დიდი ნაწილი სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებს ე.წ. რელიგიური თვალსაზრისით, ამის საშუალებას ჩვენ აღარ დავტოვებთ
„ყველაზე დიდი ნაწილი დღეს სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებს სწორედ ამ ეგრეთწოდებული რელიგიური თვალსაზრისით. ამის საშუალებას ჩვენ აღარ დავტოვებთ, ბუნებრივია და სწორედ ეს იწვევს ამ მღელვარებას,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თავდაცვის კოდექსზე საუბრისას. „ჩვენ საკმაოდ დიდი ჯგუფის შემადგენლობაში, საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ აღნიშნული კანონპროეტის შემუშავებას, ინიცირებას და ფაქტობრივად, საპარლამენტო განხილვები დავიწყეთ და არცერთი რელევანტური შენიშვნა და კითხვა იქ არ ყოფილა. ესეც ერთ-ერთი სპეკულირების საგანია, რომ ვთქვათ, იქნება რაღაც განსხვავებული რეჟიმი. არანაირი განსხვავებული რეჟიმი არ იქნება. პირიქით, ის ხარვეზი, რაც იყო თავის დროზე დაშვებული, ჩვენ არ შევედით კონკრეტულ შემთხვევაში შინაარსში, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამის პრიმატი და ჩვენ დავუშვით ის ხარვეზი, რაც მოხდა აქამდე“, - განაცხადა მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის კოდექსი დაარეგულირებს ყველა იმ სამართლებრივ ნორმასა და აქტს, რაც აქამდე არეგულირებდა აღნიშნულ სფეროს. „დღეს ოპონირება მიმდინარეობს და საზოგადოებას უნდათ დაანახონ ჩვენი ახალი კოდექსი, როგორც ტოტალური გაწვევა, ეს ასე არ არის. პირიქით, ეს აღმოფხვრის ხარვეზებს და დაარეგულირებს ყველა იმ საკითხს, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და შევქმნათ თავდაცვისუნარიანი რეზერვი, უფრო მდგრადი თავდაცვისუნარიანობა, - აღნიშნა ბურჭულაძემ. მისივე თქმით, ყოველ წელს დადგინდება გასაწვევი პირების სამიზნე რაოდენობა და ეს არ შეეხება ყველა სტუდენტს: „ეს შეეხება უპირველეს ყოვლისა იმ კატეგორიას, რომელსაც არ აქვს სხვა საფუძველი სავალდებულო ჯარისგან გათავისუფლების. შემდეგ გადავალთ იმ კატეგორიაზე, რომელიც შეიძლება, ასევე პოტენციურად მოიაზრებოდეს როგორც პოტენციური რეზერვი. ეს შეეხება სტუდენტთა გარკვეულ რაოდენობას, შეიძლება, საერთოდ არ შეეხოს სტუდენტებს, ან თუ შეეხება, დღევანდელი გადასახედიდან ეს იქნება ძალიან მცირე რაოდენობა სტუდენტების.“ ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებებით გამოსწორდება არსებული ხარვეზები: „შენიშვნა, რომ ჩვენ თითქოს, ვცდილობთ საზოგადოების ნაწილს ექსპლუატაცია გავუწიოთ, დღეს უფრო რელევანტური იქნებოდა. პირიქით, ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვასწოროთ ეს საკითხი და ყველა სამხედრო მოსამსახურემ სავალდებულო ჯარი მოიხადოს თავდაცვის სამინისტროში“. ასევე წაიკითხეთ თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ყველა სტუდენტი არ დაექვემდებარება გაწვევას და ისინი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევიან სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი უქმდება