თეგი: სავალუტო აუქციონი
ეროვნულმა ბანკმა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა
2022 წლის 24 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8689 შეადგინა. 2022 წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ ორი აუქციონი ჩაატარა. პირველად 9 მარტს, რა დროსაც 39.6 მილიონი დოლარი გაყიდა, ხოლო მეორედ დღეს, 24 მაისს, რომლითაც 10 მილიონი დოლარი შეისყიდა.
ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 10 000 000 დოლარი შეისყიდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 დოლარი შეისყიდა. „პირველ აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7514 შეადგინა“,- ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში. ამასთან, ეს არ არის პირველი შემთხვევა წელს, როდესაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დოლარი შეისყიდა. წინა სავალუტო აუქციონი 24 მაისს გაიმართა და მაშინაც სებ-მა ბაზრიდან 10 მილიონი დოლარი ამოიღო.
ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 დოლარი შეისყიდა
ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგი ცნობილია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 5 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. ამასთან, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7186 შეადგინა.
ეროვნული ბანკი: ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა
ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში. „10 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7096 შეადგინა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გამოტანილი 40 მლნ დოლარიდან 17.1 მლნ დოლარი გაყიდა
საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე გასაყიდად სებ-მა 40 მლნ. აშშ დოლარი გამოიტანა. საქართველოს ეროვნულმა ბანკის ინფორმაციით, აუქციონზე გაიყიდა 17 100 000 აშშ დოლარი. სებ-ი აღნიშნავს, რომ საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6330 შეადგინა.