თეგი: სავალუტო ფონდი
სავალუტო ფონდთან $289 მილიონიანი პროგრამა შეთანხმდა
საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის სამწლიან 289 მლნ დოლარის (210 მლნ SDR) მოცულობის მხარდამჭერ პროგრამაზე შეთანხმება მიიღწა. აღნიშნული თანხა საქართველოს ქვოტის 100%-იან ოდენობას ითვალისწინებს. ხელისუფლების ეს პროგრამა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში და განმტკიცებაში დაეხმარება, ერთმანეთის მომყოლი შოკების ფონზე. იგი ასევე ხელს შეუწყობს ძლიერ და მეტად ინკლუზიურ ზრდას. ეკონომიკური რეფორმის პროგრამა ე.წ სთენდ ბაი ეგრიმენთის (SBA) ინსტრუმენტითაა მხარდაჭერილი. სსფ-ს მხარდაჭერილი პროგრამა ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს. განხილვა კი მაისშია დაგეგმილი. ფონდი ომისა და სანქციების უარყოფით გადმოცემას საქართველოს ეკონომიკაზეც ელის და 2022 ელის ეკონომიკური ზრდის პროგრამას 3%-მდე ამცირებს. “მოსალოდნელი ინფლაცია მცირდება და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ღრმავდება”, - აცხადებს სსფ. მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში კი ფონდი 2023 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპისა და სხვა ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ელის. პანდემიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯების დაფინანსების შემდეგ, ფისკალური პოლიტიკა საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებაზე უნდა იყოს მიმართული, რომ 2023 წელს ფისკალური წესის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოხდეს ფისკალურო ბუფერების აღდგენა და შეიქმნას შემდგომი პრიორიტეტების - ინფრასტრუქტურის და განათლების დაფინანსების საშუალება. პროგრამა ასევე მიზნას ისახავს სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას და ფისკალური რისკების შეზღუდვას სახელმწიფო საწარმოების მართვის სტრატეგიის დასრულებით და განხორციელებით.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022 წელს მსოფლიო ეკონომიკა კიდევ უფრო შემცირდება
საერთაშორის სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა აცხადებს, რომ 2022-2023 წლებში მსოფლიო ეკონომიკა კიდევ უფრო შემცირდება, ვიდრე ეს მანამდე იყო პროგნოზირებული. მისი თქმით, ეკონომიკის შემცირება შეეხება 143 ქვეყანას, რას მსოფლიო შიდა პროდუქტის 86%-ია. „მსოფლიო ეკონომიკის შემცირების მთავარი ფაქტორია რუსეთ-უკრაინის ომი, ინფლაცია, ფინანსური შეზღუდვები, ჩინეთში კარანტინის ხელმეორედ შემოღება და შეფერხება პროდუქტების გლობალურ მოწოდებაში“, - აღნიშნა გეორგიევამ. მისი თქმით 2022 წლის იანვარში სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4,4%-მდე შეამცირა. „მას შემდეგ პერსპექტივები კიდევ უფრო გაუარესდა, ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომის გამო“, - აცხადებს გეორგიევა. სავალუტო ფონდის დირექტორის ინფორმაციით, სსფ-ს პროგნოზით, ქვეყნების უმეტესობაში ეკონომიკის ზრდის დადებითი დინამიკა შენარჩუნდება. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ Moody's: რუსეთს მაისის დასაწყისში დეფოლტი ემუქრება
IMF: უკრაინის ეკონომიკა 35%-ით შემცირდება, რუსეთის - 8.5%-ით
IMF-ის შეფასებით საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის ფედერაციაზე უმძიმესი გავლენა ექნება და 2022 წლის ბოლოს რუსეთის ეკონომიკა, სავარაუდოდ, 8.5%-ით შემცირდება. ორგანიზაცია ომით დაზარალებული უკრაინის ეკონომიკის 35%-ით შემცირებას ვარაუდობს. სავალუტო ფონდს უკრაინის შესახებ მშპ-ის ვარდნის პროგნოზის გარდა, სხვა ეკონომიკური პარამეტრების პროგნოზირება უჭირს, რის გამოც ცხრილში ეკონომიკური პარამეტრების უმეტესობაზე საკუთარ პროგნოზს არ წერს, მათ შორისაა მშპ ერთ მოსახლეზე, ინფლაცია და სხვა პარამეტრები. უმუშევრობა რუსეთში 9,3%-მდე გაიზრდება. 2021 წელს უმუშევრობის დონე 4,8%-ს შეადგენდა. რუსეთის ეკონომიკა 2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოსა და მესამე კვარტალში სტრუქტურული ტრანსფორმაციის აუცილებლობის წინაშე დადგება. მოსალოდნელია ფასების ზრდა გარკვეულ პროდუქტებზე და მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ 18 აპრილს, სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას განაცხდა. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ რუსეთში სამომხმარებლო ფასები მკვეთრად, 17.5%-ით გაიზარდა და რუსი ხალხის შემოსავლებზე ინფლაციის გავლენის შემსუბუქების მიზნით, მთავრობას გადასახადების ინდექსირებისკენ მოუწოდა. თუმცა, მისი მტკიცებით, დასავლეთმა ეკონომიკური სანქციების დაწესებით თავის გეგმას მაინც ვერ მიაღწია. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 18 აპრილს საკუთარ ბლოგში დაწერა, რომ დედაქალაქის 200 000 მცხოვრები სამუშაოს დაკარგვის საფრთხის წინაშეა, იმ ფონზე, როცა დასავლეთის კომპანიებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში ქვეყანა დატოვეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ მოსკოვის მერი: ადგილობრივი ბაზრიდან დასავლეთის კომპანიების გასვლის შემდეგ, საფრთხეშია 200 000 სამუშაო ადგილი
IMF: მშპ-ს მოცულობით საქართველო რეგიონში მეხუთეა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 3.2%-ით გაიზრდება და მიმდინარე ფასებში $20.9 მილიარდს მიაღწევს. ამასთან, IMF-ის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე კიდევ $603 გაიზრდება და $5,618 გაუტოლდება. 191 ქვეყანას შორის საქართველოს 2022 წლის მშპ ერთ მოსახლეზე რიგით 105-ე ადგილზეა პარაგვაისა და მოლდოვას შორის. რეგიონის ქვეყნების მშპ ერთ მოსახლეზე ასე ნაწილდება: რუსეთი - $12,575, 69-ე ადგილი; თურქეთი - $8,081, 87-ე ადგილი; აზერბაიჯანი - $7,165, 91-ე ადგილი; საქართველო - $5,608, 105-ე ადგილი; სომხეთი - $4,741, 114-ე ადგილი; უკრაინა - IMF პროგნოზს ვერ აკეთებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის 280 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პროგრამა დაამტკიცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის ახალი, 280 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პროგრამა დაამტკიცა. მათივე ცნობით, ეს არის საფინანსო ინსტრუმენტი (Stand-By Arrangement) ე.წ. ბუფერული თანხა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში (მიმდინარე მდგომარეობით ჩამორიცხვა არ იგეგმება), იქნება ათვისებული და წარმოადგენს დაზღვევის მექანიზმს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ახალი პროგრამის დამტკიცებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში ხაზგასმულია, რომ პროგრამის მიზანია ფისკალური ბუფერების აღდგენა, ფისკალური ჩარჩოს გაძლიერება, გარე საფრთხეებისადმი მოწყვლადობისა და ინფლაციის შემცირება, ფინანსური სექტორის მდგრადობის შენარჩუნება, ისევე, როგორც უფრო ძლიერი და მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე. „ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყებაზე შეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მისიასთან მიღწეულ იქნა მიმდინარე წლის აპრილში მაკროეკონომიკური პარამეტრების იმ პერიოდისათვის არსებული მონაცემებისა და დაშვებების გათვალისწინებით. ახალ პროგრამაში ასახულია ყველა ის სტრუქტურული რეფორმა, რომელიც საქართველომ წარადგინა, მათ შორის, სახელმწიფო საწარმოების მართვის, განათლების, შრომის ბაზრის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
2023 წელს მსოფლიო ეკონომიკის მესამედი რეცესიაში იქნება - სავალუტო ფონდი
გლობალური ეკონომიკის მესამედი წელს რეცესიაში იქნება, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა. მისივე თქმით, 2023 წელი „უფრო რთული“ იქნება, რადგან აშშ-ის, ევროკავშირის და ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ნელდება. IMF-ის ხელმძღვანელის პროგნოზით, ევროპისთვის რეცესია გარდაუვალია, აშშ კი მის ზღვარზეა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბაზისო მაჩვენებელი თავიდან აიცილებს გლობალურ რეცესიას მომდევნო წლის განმავლობაში, ამის შანსები არასასიამოვნოდ მაღალია. ევროპა ვერ გადაურჩება რეცესიას და აშშ ზღვარზეა", - განაცხადა გრეგორევამ. საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანებულია მსოფლიოს 190 ქვეყანა. გეორგიევას კომენტარები საგანგაშო იქნება მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით აზიაში, რომელმაც მძიმე წელი გადაიტანა 2022 წელს. ინფლაცია სტაბილურად იზრდება მთელ რეგიონში, ძირითადად უკრაინის ომის გამო, ხოლო მაღალი საპროცენტო განაკვეთებით ასევე დაზარალდება შინამეურნეობები და ბიზნესი.
2023 წელი მსოფლიო ეკონომიკისთვის რთული იქნება - სავალუტო ფონდი
2023 წელი რთული იქნება, მაგრამ სანამ ადამიანებს სამუშაოები ექნებათ, ეკონომიკა შენარჩუნდება, - ამბობს სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტალინა გეორგიევა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2023 წელს გლობალური ეკონომიკა 1.7%-ით გაიზრდება მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ეკონომიკაში რთული პერიოდი გრძელდება, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) არ გეგმავს 2023 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზის კიდევ ერთხელ შემცირებას, რომელიც ამჟამად 2,7 პროცენტია. ამის შესახებ დღეს, ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა. მისი თქმით, 2023 წელი გლობალური ეკონომიკისთვის კიდევ ერთი რთული წელი იქნება და ინფლაციის დამარცხება ვერ მოხერხდება, თუმცა თუ გაუთვალისწინებელი მოვლენები არ მოხდება, პროგნოზების გაუარესება აღარ იქნება საჭირო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი მსოფლიო უფრო მეტადაა მიდრეკილი კრიზისისკენ და მსოფლიო საზოგადოება მზად უნდა იყოს ყველაზე მოულოდნელი რისკებისთვის, კერძოდ კლიმატის კატასტროფებისთვის, ძლიერი კიბერშეტევებისთვის ან რუსეთის ომის ესკალაციისთვის უკრაინაში, მაგალითად, არის ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების რისკიც.
IMF განმარტავს, რატომ შეჩერდა ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოში
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ პრესსპიკერმა განმარტა, რომ ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოში არ შეწყვეტილა. მხარდაჭერის პროგრამის მეორე განხილვა ივნისში შეჩერდა, გადაიდო მას შემდეგ, რაც პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ ცვლილებები დაამტკიცა, “რამაც ბანკის დამოუკიდებლობა და სანდოობა რისკის ქვეშ დაააყენა და ეწინააღმდეგებოდა „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ გუნდის რეკომენდაციებს”, - ამბობს ფონდის პრესსპიკერი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში. ის აღნიშნავს, რომ პრობლემური იყო სულ ბოლოდროინდელი ცვლილებაც სანქციებთან დაკავშირებით: „უფრო ახლახან, ბოლოდოინდელი ცვლილება ბანკის რეგულაციებთან დაკავშირებით, იმის თაობაზე, თუ როგორ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს ბანკი, ასევე აჩენს შეშფოთებას ფინანსური სტაბილურობის თაობაზე, რომელიც ამ პროგრამის უმთავრესი მიზანია. იმ ახალი პროცესების გათვალისწინებით, რაც პროგრამის პირველი განხილვის შემდეგ განვითარდა, გუნდი და მმართველი პირები იღებენ დამატებით დროს იმისთვის, რომ მოძებნონ გზა საიმისოდ, რომ მაინც უზრუნველყოფილი იყოს პროგრამის მიზნების მიღწევა“, - განმარტავენ „საერთაშორისო სავალუტო ფონდში.“