თეგი: საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 23 664 ადამიანს დაუდასტურდა, 42 პაციენტი კოვიდპაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში კოვიდნფიცირების 23 664 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 326 ადამიანი, 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 250 108-ს ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 038 391-მდე. სულ 15 102 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 77 584 კვლევა ტესტით, მათ შორის 47 972 კვლევა ანტიგენის ტესტით და 29 612 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.05%, ბოლო 14 დღის - 24.27%, ხოლო 7 დღის - 27.36%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 23 664 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია - 11 543, აჭარა - 2 334, იმერეთი - 3 413, ქვემო ქართლი - 1 296, შიდა ქართლი - 1 115, გურია - 537, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 554, კახეთი - 851, მცხეთა-მთიანეთი - 472, სამცხე-ჯავახეთი - 462, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 87. აქტიური შემთხვევა - 196 589, საიდანაც: 5 723 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 375, აჭარაში - 786, იმერეთში - 1 167. მძიმე პაციენტი - 1 139, მათ შორის, თბილისში - 451, აჭარაში - 144, იმერეთში - 350. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 262 ადამიანი, მათგან თბილისში - 145, აჭარაში - 46, იმერეთში - 23. 1 969 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 181 - თბილისში, 560 - აჭარაში. 188 897 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - ერთი.
საქართველომ COVID19-ის სამკურნალო მედიკამენტ „პაქსლოვიდის“ პირველი პარტია მიიღო
ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID19-ის სამკურნალო მედიკამენტი ხელმისაწვდომი ხდება და ის პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ. „პაქსლოვიდი“ COVID19-ის წინააღმდეგ შექმნილი პირველი ყველაზე ეფექტური წამალია. მედიკამენტი ვირუსის გამრავლების უნარის შეზღუდვას ახდენს. „პაქსლოვიდის“ ინფიცირების დადასტურებისთანავე გამოყენების შემთხვევაში, დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მედიკამენტი 90%-მდე იცავს დაავადების გართულებისგან. „პაქსლოვიდით“ მკურნალობა ვირუსის დადასტურების ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს. მკურნალობის კურსი ხუთ დღეს მოიცავს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, კლინიკური ჯგუფის ექსპერტებთან ერთად, უკვე შემუშავებულია შესაბამისი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ის პრიორიტეტული პაციენტები განისაზღვრა, ვისთვისაც მედიკამენტებია განკუთვნილი. პრეპარატის გამოყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იმ პაციენტებში მოხდება, ვისაც პროგნოზულად დამძიმების მაღალი რისკი აქვთ, როგორიცაა ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ხანდაზმულები და ა.შ. პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას პაციენტის ოჯახის ექიმი მიიღებს და მისი მიწოდება ბინაზე მოხდება“, – აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში. მათივე ცნობით, „კოვიდ-19“-ის სამკურნალო მედიკამენტი კომპანია Pfizer-მა შექმნა. „პაქსლოვიდი“ აღიარებულია, როგორც აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ. პრეპარატი უკვე ფართოდ გამოიყენება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის ქვეყნებში. ასევე წაიკითხეთ ზურაბ აზარაშვილის თქმით, COVID19 დასასრულს უახლოვდება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება
ზურაბიშვილი: შეიძლება, პარტიებმა კერ კიდევ ვერ გაითავისეს, რომ საზოგადოების დაკვეთა ერთიანობაა
იმისთვის, რომ საქართველო თავის ადგილზე დადგეს, ერთიანობაა აუცილებელი, ესაა დაკვეთა საზოგადოების, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“ განაცხადა. „იმისთვის, რომ საქართველო თავის ადგილზე დადგეს, ერთიანობა არის აუცილებელი. ეს არის დაკვეთა საზოგადოების - შეიძლება, პოლიტიკურმა ძალებმა ჯერ კიდევ ვერ გაითავისეს ის, რომ ასეთი დაკვეთა არსებობს, რამეთუ საზოგადოებას შეიძლება არ აქვს საშუალებები, რომ თავისი დაკვეთა პოლიტიკურ პარტიამდე მიიტანოს და გააგებინოს თავისი ხმა. ვიტყოდი, რომ ეს დაკვეთა კიდევ უფრო გაძლიერდა ამ პერიოდში. როგორც კი ხედავ, რომ მსოფლიო შენს ირგვლივ იცვლება, ჩნდება ახალი გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები, ახალი არქიტექტურა იქმნება, თუმცა არავინ იცის, როგორი იქნება და ამ შემთხვევაში, მით უმეტეს პატარა ქვეყანაში, რომელიც თავს ისე დაცულად ვერ გრძნობს, კიდევ უფრო მეტი მოთხოვნაა, რომ იყოს გაერთიანებული და მას ვთავაზობდეთ ერთიან ხედვას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ჯანდაცვის სამინისტრომ ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების სტანდარტები დაამტკიცა
ჯანდაცვის სამინისტრომ ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების (კორონარული სტენტი, ბროლი, ორთოპედიული ენდოპროთეზი) მინიმალური მოთხოვნები და მახასიათებლები დაამტკიცა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების, FDA, MDR ან CE სერტიფიკატის მქონე მასალები გამოიყენოს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სიახლე პირველი მაისიდან ჩატარებულ ქირურგიულ მომსახურებებზე გავრცელდება. სახარჯი მასალებისთვის ევროპული და ამერიკული სტანდარტების განსაზღვრით, სამინისტრო, მოქალაქეებისთვის, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს. სახარჯი მასალების გარდა, 2023 წელს განისაზღვრება სამედიცინო აღჭურვილობის საერთაშორისო სტანდარტები და რეგულირების საკითხები. 2025 წლიდან კი, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის სავალდებულო იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეფორმების მიზანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმების შექმნაა.