თეგი: საზოგადოებრივი მაუწყებელი
ცნობილია ვინ შეარჩევს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 წევრს
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა პარლამენტმა 89 ხმით მხარი დაუჭირა პარლამენტის დადგენილების პროექტს „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ დეპუტატებს მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის წევრების შემადგენლობა გააცნო: მაკო ჯაოშვილი − მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი; ბაკურ ბაკურაძე − რეჟისორი; მიხეილ ჯავახიშვილი − მუსიკოსი, თბილისის ახალგაზრდული კაპელის ხელმძღვანელი; ეკა მელქაძე − ჟურნალისტი; ნინო მეუნარგია − ჟურნალისტი, რადიო „იმედის“ წამყვანი; ერმილე მესხია − ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი; გიორგი იმედაშვილი − საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი; გიორგი დავითური − ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი; მარიამ გოგოსაშვილი − საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი. პირველი ვიცესპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით დადგენილება მიღებისთანავე ამოქმედდება. ცნობილია, რომ საზოგადოებრი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო შედგება 9 წევრისგან (მეურვისგან). საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით, ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა-ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში. მეურვის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს 6 წლისა.
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ლიკა ბასილაია-შავგულიძე აირჩია
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად, პროფესიით ჟურნალისტის, ლიკა ბასილაია-შავგულიძის კანდიდატურას 52-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 13 აპრილს გამართულ კენჭისყრაზე ლიკა ბასილაია-შავგულიძემ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვა. მას მხარი 31-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორი წინააღმდეგი იყო. ლიკა ბასილაია-შავგულიძის კანდიდატურა ფრაქციამ, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", წარადგინა. 13 აპრილს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, მაუწყებლის მეურვეები საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და თსუ-ის პროფესორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში გახდნენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლევად გთავაზობთ. „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს მოგეხსენებათ, 2023 წლის 9 მაისს ათონელის ქუჩაზე გაიმართა ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელიც გაიხსნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ქართველი ხალხისადმი მიმართვით და ევროპის დღის მილოცვით. საზეიმო კონცერტის დაწყებამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სთხოვა საზოგადოებრივ მაუწყებელს ღონისძიების დასაწყისის (რამდენიმე წუთი) პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია. თხოვნის მიუხედავად, ღონისძიების შესახებ რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებლზე არა პირდაპირ ეთერში (21:00 საათზე), არამედ, საინფორმაციო პროგრამა ,,მოამბის“ ერთ-ერთ ბოლო სიუჟეტში 21:27 საათზე, მათ შორის ,,რეგულაციები პარაპლანით ფრენაზე“ სიუჟეტის შემდეგ გაკეთდა. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არაჯეროვნად შეასრულა ეს ვალდებულება, რადგან არ მიანიჭა სათანადო მნიშვნელობა ევროკავშირიდან საქართველოს და ქართველი ხალხისადმი მხარდამჭერ უმაღლესი დონის განცხადებას, რაც განსაკუთრებული დატვირთვის მქონეა დღეს, როცა საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელის“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
სლოვაკეთის მთავრობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩანაცვლება გადაწყვიტა, რასაც პროტესტი მოჰყვა
სლოვაკეთის მთავრობამ დაამტკიცა წინადადება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმებასა და მისი ახალი სტრუქტურით ჩანაცვლებას გულისხმობს. მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა კულტურის სამინისტროს წინადადება არსებული რადიოსა და ტელევიზიის (RTVS) გაუქმების შესახებ. მას ახალი სტრუქტურა - სლოვაკეთის ტელევიზია და რადიო (STVR) ჩაანაცვლებს. საბჭო წევრებს მინისტრები და პრემიერ რობერტ ფიცოს მიერ კონტროლირებადი პარლამენტი დანიშნავენ. „ჩვენ ვაბრუნებთ სახელს - „Slovak“ ("სლოვაკების" და არა "სლოვაკეთის" საზოგადოებრივი მაუწყებელი, რედ.), რაც ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცალსახად ეროვნული და სახელმწიფოს მაფორმირებელი ბუნების გამოხატულებაა,“ - განაცხადა კულტურის მინისტრმა მარტინა სმიკოვცოვამ. თავად ყოფილმა ტელეჟურნალისტმა განმარტა, რომ RTVS-ს ბრალი ედებოდა „პოლიტიკურ აქტივიზმში“ და რომ ცვლილებები ხორციელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების გაშუქების ობიექტურობიდან გამომდინარე. როგორც BBC წერს, მთავრობის გეგმებმა ათასობით სლოვაკის, ასევე, ჟურნალისტების, ოპოზიციური პარტიებისა და ევროკავშირის მხრიდან პროტესტი გამოიწვია. პროტესტის ნიშნად, ჟურნალისტები შავებში გამოეწყვნენ. გასულ თვეში ევროპის მაუწყებელთა კავშირმა წინადადების ავტორები, სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის „სახელმწიფო კონტროლირებად მედიად“ გადაქცევის საფრთხის შესახებ გააფრთხილა. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ევროკავშირის განყოფილების ხელმძღვანელმა პავოლ სალაიმ განაცხადა, რომ ფიცომ გადაწყვიტა, ომი გამოუცხადოს დამოუკიდებელ მედიას. როგორც მისი მისაბაძი მაგალითი, უნგრელი ვიქტორ ორბანი, რობერტ ფიცო კრიტიკულ კერძო მედიას, მტრულად განწყობილს უწოდებს. „ასე რომ მას აქვს დამატებითი საბაბი მედიის პოლიტიკური კონტროლისთვის,“ ციტირებს Guardian-ი მის სიტყვებს. ცვლილებები პარლამენტს წარედგინება, სადაც რობერტ ფიცოს მთავრობას უმრავლესობა აქვს. ცვლილებები სავარაუდოდ, ივნისში შევა ძალაში. სლოვაკეთის პრემიერი პრორუსული პოზიციებით გამოირჩევა. მისმა მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტა. სლოვაკეთის პრეზიდენტი პრორუსი პრემიერის მოკავშირე გახდა