თეგი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემა და ახალი სამგზავრო ტარიფები ამოქმედა
დღეიდან, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემა და ახალი სამგზავრო ტარიფები ამოქმედა. კერძოდ, 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ღირს, 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი, 1-კვირიანი - 20 ლარი, 1-თვიანი - 40 ლარი, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათი - 250 ლარი. მოქალაქეებს ახალი სამგზავრო ბარათების გამოყენება მეტროთი, ავტობუსით, საბაგიროთი და ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობისას შეუძლიათ. ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ, საბანკო ბარათებიც გამოიყენონ. ასევე, მერიის ცნობით, ყველა საშეღავათო ბარათი რჩება ძალაში და 16 ჯგუფის ადამიანები, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ, შეუნარჩუნდებათ. გარდა ამისა, მეტრომანები არ უქმდება და კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერთჯერადი გადახდის საშუალებად, სამგზავრო აბონემენტების პარალელურად.
თბილისის მერი: 40 000 სამგზავრო აბონემენტია გაყიდული, ერთი მგზავრობის ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 32 თეთრი გამოდის
"დღეის მდგომარეობით, უკვე გაყიდულია 40 000 სამგზავრო აბონემენტი, რომელთა დიდი ნაწილი ერთთვიანი და ერთწლიანია", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „დღეის მდგომარეობით უკვე გაყიდულია 40 000 აბონემენტი. მათი დიდი ნაწილი მოდის ერთთვიან და ერთწლიან აბონემენტებზე, რაც ძალიან კარგია. რაც შეეხება ტარიფს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდილი მთლიანი საფასურისა და მგზავრობის რაოდენობის შეფარდებით, ერთი მგზავრობის ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 32 თეთრი გამოდის. ჩვენ ვისმენთ ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრ არასწორ განცხადებას ამასთან დაკავშირებით. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. საჭიროებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ, შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის პაკეტები. დავტოვეთ ერთჯერადი გადახდაც. მოქალაქეს შეუძლია, გადაიხადოს „მეტრომანის“ საშუალებით. ინტეგრირებულ ტარიფში შემოვიყვანეთ მიკროავტობუსიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი ერთიან სისტემაში მოვაქციეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თბილისის მერია მომავალშიც არაერთ სასარგებლო პროექტს განახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით. „ვერანაირი თქვენი კრიტიკა ვერ შეაჩერებს ამ ყველაფერს. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ყველაზე დიდი ბოროტება ჩაიდინეთ ამ ქალაქისთვის – ქალაქს წაართვით ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსპორტი – ტრამვაი, აყარეთ ლიანდაგები, გაყიდეთ, ჯართში ჩააბარეთ. თქვენ არანაირი უფლება არ გაქვთ, ისაუბროთ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე. თქვენ ისტორიას დარჩებით, როგორც ადამიანები, რომლებმაც დედაქალაქს მოჰპარეს ყველაზე ღირებული, ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ტრამვაი. ეს არის ძალიან დიდი უბედურება, რაც თქვენ გააკეთეთ ამ ქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 მაისს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რ. მ.-მ მეუღლეს ს. კ.-ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ს.კ. ადგილზე გარდაიცვალა. შსს: საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქმარმა ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა „სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - იტყობინება პროკურატურა.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღინისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა. თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მკვლელობა მოხდა პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი, ბრალდების მხარის პოზიციას დაეთანხმა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა ადვოკატმა სულხან კომახიძემ განმარტა, როინ მებონიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ უარყოგს, მაგრამ მისი ფისიქიკური/ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ფაქტებს ვერ იხსენებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსაკვლევია. პროკურორის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქმრის მიერ მოკლულ ქალს კისრის არეში დაახლოებით 10 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, „სასამართლომ გაითვალისწინ დანაშაულის ხასიათის მაღალი საზოგადოებრივი საშიშროება, შემაკავებელი ფაქტორების არარსებობა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეების და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
ესპანეთში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მატარებლით მგზავრობა უფასო იქნება
ინფლაციის სწრაფად მზარდი მაჩვენებლების საპასუხოდ, ესპანეთის მასშტაბით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასები უკვე განახევრდა, ახლა მთავრობამ კიდევ 100%-იანი ფასდაკლება გამოაცხადა. შედეგად, სექტემბრიდან, მგზავრებს, მათ შორის ტურისტებს, Renfe-ის საზოგადოებრივი მატარებლის ქსელით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ. ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მატარებლების მრავალმხრივი ბილეთები, რომლებსაც მართავენ ქსელის საჯარო სერვისები - Cercanías, Rodalies და Media Distance, პირველი სექტემბრიდან წლის ბოლომდე იქნება უფასო. CNN ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ზომა გამორიცხავს ერთჯერადი მგზავრობის ბილეთებს ან შორ მანძილზე მგზავრობას. მრავალმხრივი ბილეთები მოიცავს სულ მცირე 10 მოგზაურობას (return trips). ესპანეთი არ არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელმაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარჯების შესამცირებლად ზომები მიიღო. გასულ თვეს გერმანიაში 9 ევროდ (9,50 აშშ დოლარი), შეუზღუდავი ყოველთვიური საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთის შეძენა გახდა შესაძლებელი, რომლის გამოყენებაც ადგილობრივ და რეგიონულ ტრანსპორტში ქვეყნის მასშტაბით არის შესაძლებელი. ეს პროგრამა აგვისტოს ბოლომდე მოქმედებს. თავის მხრივ, 2021 წლის ბოლოს, ავსტრიამ შემოიღო - „კლიმატის ბილეთი", რომელიც ქვეყნის ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოქმედებს და რომლის მიზანია, წაახალისოს მოსახლეობა, რათა ავტომობილები სახლში დატოვონ.
1-ელ და 7 იანვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 03:00 საათამდე იმუშავებს და გახანგრძლივებულ საათებში მგზავრობა უფასო იქნება
ახალი წლისა და შობის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გახანგრძლივებულ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება. „შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამეს - პირველ და 7 იანვარს, მგზავრებს 03:00 საათამდე მოემსახურება. გახანგრძლივებულ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო სატრანსპორტო კომპანიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ახალი წლის საათებში განაგრძობენ მუშაობას და ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს მოემსახურებიან“, - განცხადა კახა კალაძემ.