თეგი: საკონსტიტუციო ცვლილებები

ნიკოლოზ სიმონიშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხალხის მონაწილეობის გარეშე, ევროკავშირის მოთხოვნებში არ ჯდება

"საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხალხის მონაწილეობის გარეშე არც რეგლამენტის ფარგლებში და არც ევროკავშირის მოთხოვნებში არ ჯდება", - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სიმონიშვილმა განაცხადა. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო განხილვა დაიწყო "რა თქმა უნდა, ეს არ არის იმ პროცესთან შესაბამისი, რასაც ევროკავშირი გვთხოვს. თუმცა, აქ არის მეორე ნაწილიც, რომელიც შინაარსობრივ საკითხებს უკავშირდება. იყო დისკუსია სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, იყო გარკვეული წუხილი გამოთქმული, თუმცა, აქ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, რასაც ევროკავშირი გვთხოვს, თუ უკეთესი სტანდარტის დაწესებაზე შევთანხმდებით, ეს რა თქმა უნდა, უკეთესია, მაგრამ ეს არის ის მინიმუმი სტანდარტი, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ გადავდგათ ნაბიჯები დამოუკიდებელი თანამდებობის პირის კონსენსუსით დანიშვნაზე. ჩვენ ევროკავშირი იმას კი არ გვთხოვს, რომ რაღაც პროცედურები შევცვალოთ, შევალამაზოთ ან ა.შ. იმიტომ კი არ დაგვიხარვეზეს კანდიდატის სტატუსზე ჩვენი განაცხადი, რომ გარკვეული პროცედურები არ გვივარგოდა, არამედ იმის გამო, რომ პრობლემა იყო ფუნდამენტური თვალსაზრისით, ნაბიჯები იყო გადასადგმელი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია როგორც ხელისუფლებამ ასევე ოპოზიციამ იფიქროს, რომ უფრო მეტად ფუნდამენტურ საკითხებზე იმსჯელონ, ამასთან, ეს არის ერთ-ერთი ნაწილი, რომელზეც ვფიქრობ, რომ აუცილებლად შესასრულებელია“, - განაცხადა სიმონიშვილმა.