თეგი: საკონტეინერო მატარებელი
ოკუპირებულ სოხუმში პირველმა საკონტეინერო მატარებელმა გაიარა - მედია
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე პირველად ჩავიდა საკონტეინერო მატარებელი 62 კონტეინერითა და 2700 ტონა ტვირთით. შესაბამის ინფორმაციას sova.news-ი ავრცელებს. სავარაუდოდ, თურქეთში რუსული ან ჩინური ტვირთი იგზავნება. მედია წერს, რომ აფხაზურ ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებული ვიდეოდან ჩანს, რომ კონტეინერები Smartlog-ს ეკუთვნის. ეს არის რუსული კომპანია, რომელიც საკონტეინერო მატარებლების ორგანიზებას უზრუნველყოფს. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია ტვირთის გადაზიდვას შემდეგ მარშრუტებზე უზრუნველყოფს: ჩინეთი - ყაზახეთი / თურქეთი - ჩინეთი რუსეთი – ცენტრალური აზია/აზია-წყნარი ოკეანე – რუსეთი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი ჩრდილოეთი - სამხრეთი ჩინეთი - ევროპა - ჩინეთი ჩინეთი - უზბეკეთი - ჩინეთი