თეგი: სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი პარტიას - „ლელო საქართველოსთვის“ შეუერთდა
ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარტიას -„ლელო საქართველოსთვის“ შეუერთდა. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, სალომე სამადაშვილი პარტიის პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა. “პოლიტსაბჭომ დაამტკიცა ჩვენი ახალი წევრის, სალომე სამადაშვილი შემოერთება პარტია “ლელოში”. ასევე ჩემი წარდგინებით, სალომე სამადაშვილი დანიშნული იქნა პარტიის პოლიტიკურ მდივნად, რაც დაამტკიცა პოლიტსაბჭომ. მინდა მადლობა გადავუხადო სალომეს. მგონი, სალომე სამადაშვილს დიდი წარდგენა არ სჭირდება, ყველა იცნობს მას, მისი პოზიციის, პოლიტიკური მოღვაწეობის, დიპლომატიური კარიერიდან გამომდინარე. ბედნიერები ვართ, რომ ასეთი სერიოზული ძალა შემოემატა “ლელოს”. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება, ყველა ძალის შეკრება საქართველოში, რადგან არის გამოწვევები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, ასევე ჩვენს მოძმე ქვეყანა უკრაინას. რაც რეგიონში ხდება, ამას საქართველო მომზადებული და გაძლიერებული უნდა დახვდეს. პირველ რიგში, გაძლიერებაში ვგულისხმობ ყველა იმ ძალის გაერთიანებას, რომელიც ფიქრობს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე და იმაზე, როგორ გადავლახოთ სირთულეები და გავიყვანოთ საქართველო გამარჯვების გზაზე”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 2020 წელს, სალომე სამადაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრად, ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ აირჩიეს. 2021 წელს სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და უპარტიო წევრად ფრაქციას, „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ შეუერთდა. სალომე სამადაშვილი 2005 – 2013 წლებში იყო ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი.
სალომე სამადაშვილი: მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადება კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ ცვლილებებზე ევროკავშირსაც სერიოზული პრეტენზიები ჰქონდა
სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადება კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ვიცით, რომ ამ ცვლილებების თაობაზე სერიოზული პრეტენზიები ევროკავშირსაც ჰქონდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო „მოვისმინეთ, რომ „ქართული ოცნება“ გეგმავს, უმრავლესობა გამოიყენოს ვეტოს დაძლევისთვის, რაც იქნება პრემიერის დღევანდელი გამაოგნებელი გამოსვლის შემდეგ მორიგი ნაბიჯი, რომელმაც ფაქტობრივად, ნათლად თქვა, რომ მისი გუნდის დღის წესრიგში არ შედის არანაირი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. ეს იქნება იმის კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ გამიზნული საბოტაჟია „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩვენი ევროპული არჩევანის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის
„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს. „ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ, დამიკავშირდა სხვადასხვა საელჩო და მკითხეს, უსაფრთხოდ ვგრძნობ თუ არა თავს. თვლიან, რომ ვინმეს გამოცხადება ქვეყნის მოღალატედ, არის ძალადობის წახალისება. მირჩიეს, რომ შევიტანო სარჩელი. დღეს კობახიძემ გაიმეორა იგივე. მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს. არ ვიცი, რომელ სოროებში იქნებიან იმ დროისთვის, როდესაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, ივანიშვილის სასამართლო, ცხადია, სარჩელს თაროზე შემოდებს, მაგრამ მიაკითხავს სამართალი, ადრე თუ გვიან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. „იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი, აღნიშნა, რომ სალომე სამადაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვები აწარმოებდნენ აგიტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. „მე ვსაუბრობ მოღალატეობაზე, მე ვსაუბრობ ღალატზე, როცა საქართველოს მოქალაქე მოუწოდებს ევროკავშირს, რომ საქართველოს არ მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი“, - აღნიშნა კობახიძემ 24 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
51-მა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ინიციატივა დაარეგისტრირა
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა 51 დეპუტატებმა, საორგანიზაციო დეპარტამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ინიციატივა დაარეგისტრირა. პარტია "ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მათ პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ჯგუფის მხარდაჭერა აქვთ და აუცილებელია, საგამოძიებო კომისიამ უნდა გაარკვიოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სხვა თანამდებობის პირების თანამშრომლობა რუსეთის სპეცსამსახურებთან. "ვარეგისტრირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ინიციატივას, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის და სხვა თანამდებობის პირების თანამშრომლობას რუსეთის სპეცსამსახურებთან. ჩვენს მოთხოვნას მხარს უჭერს პარლამენტში არსებული ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ სწრაფად დაიწყება განხილვა და სწრაფად დადგება კენჭისყრაზე - საზოგადოება ელოდება პასუხს", - თქვა სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, 12 სექტემბერს სოსო გოგაშვილმა განცხადება გაავრცეკა, სადაც წერს რომ წლებია, არსებობს „დაცული სისტემა“, რომლის ფარგლებშიც ქართული და რუსული სპეცსამსახურების კოორდინაციით, სანქციების გვერდის ავლით, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება ხდება.
შალვა პაპუაშვილის მითითებით, მანდატურმა სალომე სამადაშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შლვა პაპუაშვილის მითითებით მანდატურმა ოპოზიციონერ დეპუტატს სალომე სამადაშვილს პლენარულ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარული სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს სალომე სამდაშვილმა გააპროტესტა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზიდან წაეკითხა ერთ-ერთი მსჯავრდებულის საქმიდან ამონარიდი, რომელიც წამებასა და გაუპატიურებას ასახავს. ცნობისთვის, დეპუტატები დღეს იუსტიციის მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.