თეგი: სამედიცინო ცენტრის დირექტორი

საგარეჯოში დაჭრილი 2 პირი კლინიკას უახლოეს დღეებში დატოვებს

"ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, თავდასხმისას დაჭრილი ორი პირი ბინაზე უახლოეს დღეებში გაეწერება.“საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ სამი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. აქედან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დღეებში ბინაზე გაწერა იგეგმება. ერთი პაციენტი, რომელიც კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში აგრძელებს მკურნალობას, მართვით სუნთქვაზე რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დადებითი დინამიკით", - აცხადებს ოთიაშვილი. საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა. რა არის ცნობილი საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ ცნობისთვის, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.