თეგი: სამიტი
იენს სტოლტენბერგი NATO-ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ლიდერების მიწვევას მხარს უჭერს
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ალიანსის სამიტზე, რომელიც მადრიდში 29-30 ივნისს გაიმართება, საქართველოსა და უკრაინის ლიდერების მიწვევის იდეას მხარს უჭერს. ის მიიჩნევს, რომ ეს კარგი ადგილის პარტნიორებთან შეხვედრისთვის, თუმცა ფიქრობს, რომ ფორმატი უნდა განისაზღვროს. 7 თებერვალს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდგომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამიტის ფარგლებში ალიანსმა უკრაინასა და საქართველოსთან შეხვედრები სახელმწიფოს მეთაურების დონეზე უნდა გამართოს.
ჯო ბაიდენი 24 მარტს, ბრიუსელში, NATO-ს საგანგებო სამიტში მიიღებს მონაწილეობას
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 24 მარტს, ბრიუსელს NATO-ს სამიტზე დასასწრებად ეწვევა. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბაიდენი განიხილავს შეკავებისა და თავდაცვის შემდგომი გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმის საპასუხოდ, ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურებს მტკიცე ერთგულებას NATO-ს მოკავშირეების მიმართ". NATO-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები 24 მარტს საგანგებო სამიტს გამართავენ. „განვიხილავთ შეკავებისა და თავდაცვის შემდგომ გაძლიერებას. ამ კრიტიკულ დროს ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ უნდა გააგრძელონ ერთად დგომა“, - წერს იენს სტოლტენბერგმა Twitter-ზე.
NATO-ს საგანგებო სამიტზე ერთობლივი კომუნიკე მიიღეს
ბრიუსელში გამართულ NATO-ს საგანგებო სამიტზე ალიანსის წევრებმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს. კომუნიკეში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის აგრესიის შეკავებასა და ალიანსის წევრების მოსახლეობის დაცვაზე, გლობალური უსაფრთხოების შენარჩუნებასა და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევაზე. „ჩვენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30 წევრი სახელმწიფოს ლიდერი, დღეს შევიკრიბეთ, რათა განვიხილოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან წარმოებული აგრესია, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი მუქარაა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ შეარყია მშვიდობა ევროპაში და შედეგად, ადამიანების განუზომელი ტანჯვა გამოიწვია. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში. მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი და გაიყვანოს სამხედრო ძალა უკრაინიდან. ასევე მოვუწოდებთ ბელორუსს, შეწყვიტოს ამ ომში მონაწილეობა და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის შესაბამისად იმოქმედოს. რუსეთმა უნდა აღასრულოს გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე. რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას და მის მიერ უგულებელყოფილი საერთაშორისო სამართლის ნორმები მსოფლიოს რისკის ქვეშ აყენებს. პუტინის მუქარისშემცველი რიტორიკა უპასუხისმგებლობაა და დესტაბილიზაციას ემსახურება. უკრაინელების მამაცი ბრძოლა რუსეთის დაუნდობელი აგრესიის წინააღმდეგ მსოფლიოსთვის შთაგონების წყაროდ იქცა. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მხრიდან მშვიდობიან მოქალაქეებზე განხორციელებულ თავდასხმას, მათ შორის ქალებზე, ბავშვებზე, მოხუცებსა და მოწყვლად ადამიანებზე. დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა რუსეთს ადამიანის უფლებების შელახვისთვის, ჰუმანიტარული და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევისთვის, სამხედრო დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს. ვაფრთხილებთ რუსეთს, სასწრაფოდ უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფნების უსაფრთხოება და ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება მარიუპოლსა და ალყაში მოქცეულ სხვა ქალაქებში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ჩვენ ვგმობთ თავდასხმას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა ბირთვული ელექტროსადგური. ჩვენ მუდამ წინ აღვუდგებით რუსეთის სიცრუეს, ფაქტების გაყალბებასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რაც რეალურად უკრაინაში ვითარების ესკალაციას ისახავს მიზნად და უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას დამატებით საფრთხეს უქმნის. ვაფრთხილებთ რუსეთს, ნებისმიერი სახის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება უკრაინაში, ყოვლად დაუშვებელია და ამას მძიმე შედეგი მოჰყვება რუსეთისთვის. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოვუწოდებთ რუსეთს, ჩაერთოს რეალურ შედეგზე ორიენტირებულ, კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში უკრაინასთან, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და გაიწვიოს ჯარი უკრაინიდან. ჩვენ მივესალმებით უკრაინის მონდომებას მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის მთავრობისა და უშიშარი უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომლებიც საკუთარ სამშობლოს იცავენ. პატივს მივაგებთ დაღუპულებს და პატივისცემას გამოვხატავთ ომში დაშავებულების, იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ, რაც რუსეთის აგრესიას მოჰყვა. ჩვენი მხარდაჭერა ძლიერია როგორც ამ ხალხის, ასევე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თავდაცვა უკრაინის ფუნდამენტური უფლებაა, რასაც გაერო-ს ქარტია განსაზღვრავს. 2014 წლიდან დღემდე ჩვენ დახმარებას ვუწევთ უკრაინას, გადავამზადეთ უკრაინის თავდაცვის ძალები, გავაძლიერეთ მათი სამხედრო შესაძლებლობები. ალიანსი ამ სახის დახმარებას მომავალშიც განაგრძობს, რათა უკრაინის თავდაცვისუნარიანობა უფრო მეტად გაძლიერდეს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას კიბერუსაფრთხოების სფეროში და გადავცემთ აღჭურვილობას, რაც უკრაინას ბიოლოგიური, ქიმიური, ბირთვული იარაღისა და რადიაციის ზემოქმედებისგან დაიცავს. ალიანსი ასევე მზადაა დაეხმაროს უკრაინას ჰუმანიტარული კრიზისის მართვაში. ჩვენ ერთიანი ვართ და ერთობლივი ძალებით ვეწინააღმდეგებით რუსეთის მცდელობას ძირი გამოუთხაროს საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. მხედველობაში გვყავს ბელორუსიც, რუსეთთან ერთად. სანქციების ძლიერი წნეხი, რომელიც რუსეთს პოლიტიკურად ძვირი დაუჯდება, ომის დასრულებას ისახავს მიზნად. საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე გაგრძელდება. მჭიდრო კავშირი გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან. ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ამ კრიზისის აღმოფხვრაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, დაიცვას საერთაშორისო წესრიგი და გაერო-ს ქარტიით გათვალისწინებულ სუვერენიტეტს ნებისმიერი ქვეყნისა, პატივი სცეს. მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს რუსეთის მხარდაჭერისგან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირობებში. ჩვენ გვაშფოთებს ჩინეთის მთავრობის ბოლოდროინდელი განცხადებები და მოვუწოდებთ, შეწყვიტონ კრემლის დეზინფორმაციული ნარატივის გავრცელება როგორც მიმდინარე ომის, ასევე NATO-ს შესახებ. მოვუწოდებთ, შეიმუშაონ სამშვიდობო რეზოლუცია კონფლიქტის დასრულების მიზნით. ვრჩებით ჩვენი პრინციპების ერთგული, რაც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების ჩარჩო, გარეშე აქტორების უხეში ჩარევისგან დამოუკიდებლად. ვრჩებით ერთგული NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ, რასაც ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლი განსაზღვრავს. ჩვენ ურყევად მხარს ვუჭერთ პარტნიორებს, რომელთაც რუსეთიდან საფრთხე ემუქრებათ. გავაძლიერებთ ამ პარტნიორების დახმარებას, რათა მათი წინააღმდეგობის უნარი რუსული მავნე გავლენისადმი ამაღლდეს. ეს დახმარება ჩვენ გრძელვადიან პარტნიორობას და ურთიერთთანამშრომლობას ეფუძნება. ჩვენ გავაგრძელებთ ალიანსის წევრი ქვეყნების მოსახლეობის დაცვას, რასაც ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი ითვალისწინებს. რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, NATO-მ თავდაცვის ახალი გეგმა შეიმუშავა. NATO-მ განათავსა 40 ათასი ჯარისკაცი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელთაც ზურგს უმაგრებს საჰაერო და საზღვაო სამხედრო ძალა. არსებულ ოთხ საბრძოლო ჯგუფს დავამატეთ ოთხი საბრძოლო ჯგუფი, რომლების ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში განთავსდება. ყველა ნაბიჯი, რაც ალიანსმა თავდაცვის მიზნით გადადგა, არის პრევენციული და ესკალაციას არ ისახავს მიზნად. არსებული სახიფათო გარემოდან გამომდინარე, რუსეთის შეკავებისა და ალიანსის თავდაცვის გრძელვადიან პროგრამაზე დავიწყეთ მუშაობა, რაც კოლექტიურ თავდაცვაზეა ორიენტირებული. ალიანსი ზრდის მის კიბერშესაძლებლობებს, რათა ჩვენი მოსახლეობა რუსეთის მავნე გავლენისგან დავიცვათ. მზად ვართ, პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც ჩვენ კიბერსივრცეში შემოიჭრება, მზად ვართ, წინ აღვუდგეთ დეზინფორმაციას. ვზრდით ჩვენ მზაობას, წინ აღვუდგეთ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოაქტიური და ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს. ზემოთხსენებულთან დაკავშირებით, დამატებით გადაწყვეტილებას ივნისში მადრიდში დაგეგმილ სამიტზე მივიღებთ. რუსეთის გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ არის დიდი გამოწვევა ჩვენი ფასეულობებისა და წესრიგისთვის, რომელმაც ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოება უზრუნველყო. პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება, იერიში მიეტანა უკრაინაზე სტრატეგიული შეცდომაა, რაც რუსეთსა და რუსეთის მოსახლეობას ძალიან ძვირი დაუჯდება. ჩვენ ვინარჩუნებთ ერთიანობას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ვინარჩუნებთ ერთიანობას უკრაინის მთავრობისა და ხალხის დახმარების პროცესში, ვინარჩუნებთ ერთიანობას ალიანსის უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნულია კომუნიკეში. ასევე წაიკითხეთ NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თავიანთი თავდაცვა აღმოსავლეთში
ზელენსკი NATO-ს სამიტის პირველ სესიაზე ვიდეოზარის საშუალებით ისაუბრებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს სამიტის პირველ სესიაზე ვიდეოზარის საშუალებით ისაუბრებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ იჰორ ჟოვკვამ განაცხადა. „პრეზიდენტი მიწვეული იყო ამ სამიტის პირველ სესიაზე, ანუ საინაუგურაციო სესიაზე, რომელსაც მოკავშირეებიდან ოცდაათივე ლიდერი დაესწრება“, - განაცხადა ჟოვკვამ. მისივე თქმით, სამიტის ფარგლებში მიიღება NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, ასევე, საბოლოო განცხადება. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის თქმით, ამ დოკუმენტებში უკრაინის საკითხები, ისევე როგორც რუსული აგრესია, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ჟოვკვამ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მომავალ კვირას შვიდეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების ხელმძღვანელთა ორდღიანი სამიტი იწყება
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების ხელმძღვანელთა ორდღიანი სამიტი იწყება. ლიდერები უკრაინის, მოლდოვის და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავენ. ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციაზე დაყრდნობით დასკვნებს 23 ივნისს, 19:00 საათისთვის დადებს. ევროკავშირის ლიდერები ასევე განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, მათ შორის მის გავლენას მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კრიზისზე. ევროპელი ლიდერები ასევე იმსჯელებენ უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერაზე, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ, სამხედრო, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის 28 თებერვალს გააკეთა. საქართველომ და მოლდოვის რესპუბლიკამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინეს. ევროკომისიამ თავისი მოსაზრება ქვეყნების განაცხადებზე 2022 წლის 17 ივნისს გამოაქვეყნა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას მხარს იმდენ ხანს დაუჭერენ, სანამ ეს საჭირო იქნება
ერთობლივ განცხადებაში G7-ის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას მხარს იმდენ ხანს დაუჭერენ, სანამ ეს საჭირო იქნება. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სურს, რომ ომი ზამთრამდე დასრულდეს და მოუწოდა G7-ის ლიდერებს, შეინარჩუნონ ზეწოლა რუსეთზე; მან ასევე მოუწოდა უკრაინისთვის მეტი მძიმე იარაღის, საზენიტო თავდაცვის სისტემების მიწოდებისა და რუსეთის წინააღდმეგ შემდგომი სანქციების შემოღებისკენ. „ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას და უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენ ხანსაც ეს მას დასჭირდება“, - ნათქვამია G7-ის განცხადებაში. ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ უკრაინის გადასაწყვეტია დიპლომატიური გზის განსაზღვრა. „მზად ვართ, მივაღწიოთ შეთანხმებებს დაინტერესებულ ქვეყნებთან და ინსტიტუტებთან და უკრაინის უსაფრთხოების მდგრადი ვალდებულებების შესახებ, რათა დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი, უზრუნველყოს მისი თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი და შეაჩეროს მომავალი რუსული აგრესია. მზად ვართ, დავეხმაროთ უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, - აღნიშნულია განცხადებაში. 27 ივნისს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, ბავარიაში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტს ვიდეოჩართვით მიმართა. „დიდი შვიდეულის“ რიგით 48-ე სამიტს გერმანია ხელმძღვანელობს. ბავარიის ალპებში, გარმიშ-პარტენკირხენის რაიონში მდებარე ელმაუს ციხესიმაგრეში მიმდინარე სამიტს გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კანადის, იტალიისა და იაპონიის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესწრებიან. სამიტის მესამე სესია უსაფრთხო პოლიტიკას ეთმობა. G7-ის წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა და ყოვეწლიურ სამიტზე ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს. „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობა გერმანიამ დიდი ბრიტანეთისგან 2022 წლის იანვარში გადაიბარა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
NATO სამიტზე ჩვენ განვაცხადებთ, რომ რუსეთი აღარ არის პარტნიორი და საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის - სტოლტენბერგი
NATO ივნისის ბოლოს, მადრიდში, სამიტზე გამოაცხადებს, რომ რუსეთი ალიანსის პარტნიორი აღარ არის და ის საფრთხეა უსაფრთხოებისთვის. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, თუ მსოფლიო შეიცვლება, NATO-ც შეიცვლება. „მსოფლიო უფრო საშიში გახდა. ჩვენ განვაცხადებთ, რომ რუსეთი აღარ არის პარტნიორი და საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ომი უკრაინაში შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს მოსალოდნელია, რომ ამ თვის ბოლოს, მადრიდში, NATO-ს სამიტზე, უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმდებიან, რომელიც ქვეყანას საბჭოთა პერიოდის ძველი იარაღიდან NATO-ს სტანდარტზე გადასვლას უზრუნველყოფს. NATO-ს სამიტს ესპანეთი, მადრიდი 2022 წლის 28, 29 და 30 ივნისს უმასპინძლებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სტოლტენბერგი: NATO-ს სამიტზე მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის
NATO მადრიდის სამიტზე საქართველოსთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვისთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა. „საქართველო და ევროკავშირი ასევე მიიღებენ მონაწილეობას ალიანსის სამიტში. ჩვენ ასევე გავაღრმავებთ თანამშრომლობას NATO-ს უახლოეს პარტნიორებთან. მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორების, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, ასევე, ტუნისისა და მავრიტანიისთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, საქართველოსთვის მოსალოდნელი მხარდამჭერი პაკეტის დამტკიცების შესახებ, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ ჯერ კიდევ 23 ივნისს განაცხადა. ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან რა სისტემა ან ინსტრუმენტი შეიძლება, დაინერგოს საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად გაძლიერებული საფრთხეების პირობებში? როგორ შეიძლება, ალიანსი გადავიდეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე, თუნდაც შესაძლოა, განიხილებოდეს რაიმე ახალი ფორმატი? ამ შეკითხვას Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერას NATO სამიტზე დაამტკიცებს. „უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ დახმარება ისეთი პარტნიორებისთვის, როგორიცაა, საქართველო, რომელიც NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მრავალი წლის განმავლობაში განიცდის რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებს და ზეწოლას. ახალი ინსტრუმენტების ან სისტემების შექმნის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ NATO-საქართველოს არსებით პაკეტს და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მედეგობისა და კიბერ სფეროებში. ჩვენ ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად განვიხილავთ, თუ რას უნდა მოიცავდეს ეს ზომები უფრო დეტალურად და ველოდებით მათ მიღებას მადრიდის სამიტზე“, - განუცხადა ხავიერ კოლომინამ Europetime-ს. NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები
არაბეთის ქვეყნების ლიდერები ჯედაში სამიტზე ჩავიდნენ
არაბეთის ქვეყნების ლიდერები, საუდის არაბეთში, ჯედაში უსაფრთხოებისა და განვითარების სამიტზე დასასწრებად ჩავიდნენ. აშშ-ისა და ეგვიპტის ლიდერებმა ჯედაში, სტრატეგიულ პარტნიორობის საკითხები განიხილეს ჯო ბაიდენი საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა საინფორმაციო სააგენტო SPA-ს ცნობით, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი სამიტის მონაწილეებს ჯედას აეროპორტში პირადად დახვდა. სტუმრებს შორის არიან ერაყის პრემიერ-მინისტრი, ეგვიპტის პრეზიდენტი, გაერთიანებული ემირატების პრეზიდენტი, იორდანიის მეფე, კატარის ემირი, ქუვეითის ტახტის მემკვიდრე, ბაჰრეინის მეფე და ამ ქვეყნის ტახტის მემკვიდრე და პრემიერ-მინისტრი. სამიტის დაწყებამდე აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი შეხვდა. სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს მონაწილეთა გარდა, სამიტზე მოწვეულნი არიან ეგვიპტის, ერაყისა და იორდანიის წარმომადგენლები, ასევე თეთრი სახლის ხელმძღვანელი ჯო ბაიდენი, რომელიც პირველად იმყოფება საუდის არაბეთში, მას შემდეგ რაც 2021 წლის 20 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. შეგახსენებთ, დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტს დაესწრება. ჯედაში პრეზიდენტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი თავის კოლეგებთან ერთად ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს.
ჯო ბაიდენი: აშშ ახლო აღმოსავლეთიდან არ წავა, რადგან რეგიონში ვაკუუმს ჩინეთი, რუსეთი ან ირანი შეავსებს
აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კვლავ აქტიური პარტნიორი იქნება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯედაში სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) სამიტზე განაცხადა, რომელშიც არაბული ქვეყნის 9 ლიდერი მონაწილეობს. აშშ-ისა და ეგვიპტის ლიდერებმა ჯედაში, სტრატეგიულ პარტნიორობის საკითხები განიხილეს ჯო ბაიდენი საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა „ჩვენ არ დავტოვებთ ახლო აღმოსავლეთს, არ დავტოვებთ ვაკუუმს რეგიონში, რომელსაც ჩინეთი, რუსეთი ან ირანი შეავსებს“, - განაცხადა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა. სამიტზე გამოსვლისას ჯო ბაიდენმა მსოფლიო ასპარეზზე მოსკოვის, პეკინისა და თეირანის ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ ვხედავთ მსოფლიოსა და ახლო აღმოსავლეთში წესრიგის დარღვევის მცდელობებს. ჩინეთმა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ზეწოლა გაზარდა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ და უსამართლო ომს განაგრძობს, ირანი კი, ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას განაგრძობს“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება იაირ ლაპიდი: ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობის გზავნილს“ გადასცემს მისი თქმით, აშშ რეგიონში აქტიური პარტნიორი დარჩება და თავის მოკავშირეებს ტერორიზმთან ბრძოლაში მხარს დაუჭერს. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების თემასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზადაა, განაგრძოს დიპლომატიური ძალისხმევა, მაგრამ არასოდეს დაუშვებს იმას, რომ თეირანმა ბირთვული იარაღი შექმნას. ამასთან, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს თანამშრომლობას და იმ ქვეყნების მხარდაჭერას, რომელთაც მსოფლიო წესრიგში თავისი წვლილი შეაქვთ. „აშშ იზრუნებს იმაზე, რომ ამ ქვეყნებმა შიდა საფრთხეებისგან თავდაცვა შეძლონ“, - აღნიშნა ბაიდენმა.
დმიტრო კულებამ NATO-ს იარაღის წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ს იარაღის წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა. „NATO-ს ქვეყნებს სასწრაფოდ სჭირდებათ იარაღის წარმოების გაზრდა“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, ბუქარესტში, ალიანსის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ბრძოლის ველზე გრძელვადიან პერსპექტივაში გამარჯვება, მეტი იარაღის წარმოებაში ინვესტიციის გარეშე შეუძლებელია. „არ არის საჭირო თვეების დახარჯვა იმ ქვეყნებთან, რომლებსაც უკრაინისთვის პოლიტიკური მიზეზების გამო იარაღის მიწოდება არ სურთ. იმის მაგივრად, რომ მათ იმედზე ვიყოთ და თვეები დავხარჯოთ მათ დასარწმუნებლად, ჩვენ უნდა დავიწყოთ წარმოება, რათა არ გავხდეთ დამოკიდებული მესამე ქვეყნების ახირებებზე, რომლებსაც მარაგი აქვთ, მაგრამ არ სურთ მისი გაზიარება", - განაცხადა კულებამ. ამასთან, კულებამ დააზუსტა, რომ უკრაინას ყველაზე მეტად საჰაერო თავდაცვის სისტემები, ტანკები და საწარმოო ხაზები სჭირდება.
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის წლისთავზე, სტამბულში სამიტი გაიმართება
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავთან დაკავშირებით, თურქეთში დიდი ღონისძიება გაიმართება. ამის შესახებ თურქეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნიკოლაუს მეიერ-ლანდრუტმა განაცხადა. მისი თქმით, განიხილება ომის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები. ღონისძიებაზე მიიწვევენ უკრაინის ოფიციალური პირებსაც. „ეს ასევე იქნება უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გამოხატვის საშუალება. გასულ წელს, 24 თებერვალს, რუსული აგრესიის დაწყება იყო გადამწყვეტი მომენტი ევროპის ისტორიაში. ჩვენ გვაქვს ომი ჩვენს კონტინენტზე, სასტიკი დიდი ომი, ომი, რომელსაც შედეგები აქვს ევროპის კონტინენტის მიღმა“, - განაცხადა მაიერ-ლანდრუტმა. უკრაინას თებერვლის ბოლოს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 10-პუნქტიანი სამშვიდობო ფორმულის შესახებ სამიტის ჩატარება სურს. სამიტი შესაძლოა, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
პუტინი სამხრეთ აფრიკაში, სამიტზე მიიწვიეს
მიუხედავად მისი დაპატიმრების საერთაშორისო ორდერისა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სამხრეთ აფრიკაში სამიტზე მიიწვიეს. მიწვევა გაეგზავნა BRICS-ის სახელით ცნობილი ჯგუფის სახელმწიფოების მეთაურებს - კერძოდ, ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერებს. BRICS-ის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას, სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნალედი პანდორმა განაცხადა, რომ სამიტი იოჰანესბურგში, 22-დან 24 აგვისტომდე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ჰააგაში, მარტში, პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. პეროდულად ვრცელდებოდა ცნობები, რომ პუტინის დაკავების თავიდან აცილების მიზნით, სამხრეთ აფრიკის ლიდერები რუსეთთან მოლაპარაკებებს მართავდნენ. ასევე გავრცელდა ცნობა, რომ სამრეთ აფრიკა აპირებდა სასამართლოს იურისდიქციიდან გასვლას, თუმცა იოჰანესბურგმა ეს ცნობა უარყო.
ზელენსკი: ევროპაში ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის საკვანძო მომენტამდე ერთი კვირა რჩება
NATO-ს სამიტზე “საერთო უსაფრთხოების” გამარჯვება პარტნიორებზეა დამოკიდებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ზუსტად ერთი კვირა რჩება ვილნიუსში NATO-ს საკვანძო სამიტამდე. შესაბამისად, კვირა საკვანძო მომენტამდე ევროპაში ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. მაქსიმალურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა ჩვენმა საერთო უსაფრთხოებამ ვილნიუსში გაიმარჯვოს. ყველაფერი პარტნიორებზეა დამოკიდებული”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება. ყველა დონეზე უკრაინულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაცემული გარანტიები იმის შესახებ, რომ „უკრაინა გახდება ალიანსის წევრი", არ არის საკმარისი. ამის ნაცვლად, უკრაინა სთხოვს მოკავშირეებს, უზრუნველყონ უსაფრთხოების გარანტიები და ალიანსის სრულუფლებიანი წევრობის მკაფიო პერსპექტივა. ასევე გაეცანით: უპრეცედენტო ფორმულირება - საფრანგეთმა NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად, დეკლარაციას მოაწერა ხელი გერმანიის განაცხადი საფრანგეთის უპრეცედენტო ნაბიჯის შემდეგ: NATO-მ უკრაინას გაწევრიანების გზაზე შესაძლოა, გარკვეული დაბრკოლებები მოუხსნას უკრაინას NATO-ში გაწევრიანებისკენ საკუთარი გზა ექნება - პენტაგონი
BRICS-ის სამიტზე პუტინის ნაცვლად ლავროვი ჩავიდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იოჰანესბურგში ჩავიდა. 22-24 აგვისტოს BRICS-ის ქვეყნების (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) სამიტი ჩატარდება. რუსული მედიის ცნობით, სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგის ძირითადი თემები ორგანიზაციის გაფართოებისა და ანგარიშსწორებაში ეროვნულ ვალუტებზე გადასვლა იქნება. სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სულ სამიტზე გლობალური სამხრეთისა და აფრიკის 67 ქვეყნის წარმომადგენლობაა მიწვეული. პუტინი BRICS-ის სამიტზე არ ჩავა იმ ფონზე, რომ ICC სამხრეთ აფრიკისგან მის დაკავებას ელოდა
ევროკავშირი და ჩინეთი სამიტს გამართავენ
ევროკავშირი და ჩინეთი სამიტის გამართვას გეგმავენ. ეს ინფორმაცია გამოცემა Bloomberg-ს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპიკერმა დაუდასტურა. გამოცემის ინფორმაციით, სამიტი 7-8 დეკემბერს ჩატარდება, თუმცა სპიკერი ამბობს, რომ კონკრეტული თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის. Bloomberg-ი წერს, რომ ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი, ჩინეთში, პეკინის ხელმძღვანელობით, ოთხი წლის განმავლობაში პირველ სამიტზე გაემგზავრებიან. ჩინეთს ჯერ საჯაროდ არ დაუდასტურებია შეხვედრის თარიღი ან მისი ჩატარების ადგილი.
სუნაკი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე: ვაშინგტონის სამიტზე უფრო ამბიციურები უნდა ვიყოთ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი მიიჩნევს, რომ NATO-ს ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებების შემდეგ, ვაშინგტონში, სამხედრო ალიანსის მომავალ სამიტზე უკრაინის წევრობისთვის უფრო ამბიციური მიზნები უნდა დაისახოს. ამის შესახებ სუნაკმა უკრაინის უმაღლეს რადაში პარასკევს, 12 იანვარს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მე მჯერა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია, მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ იმას, თუ რა სარგებელს მოუტანს NATO უკრაინას. საუბარია იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს უკრაინა NATO-ს. თქვენი გაგება თანამედროვე ომის შესახებ მოდის არა სახელმძღვანელოდან, არამედ, ბრძოლის ველიდან. თქვენი შეიარაღებული ძალები გამოცდილია. ინოვაციური და მამაცი. უკრაინა NATO-ს ეკუთვნის და NATO უფრო ძლიერი იქნება უკრაინასთან ერთად. ვილნიუსის სამიტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გაწევრიანებისკენ. და მინდა, ვიყოთ კიდევ უფრო ამბიციურები ვაშინგტონის სამიტზე, ამ ივლისში," - აღნიშნა სუნაკმა. მან ასევე გაიხსენა, რომ ვილნიუსში გამართულ სამიტზე, გაერთიანებულმა სამეფომ, 30 სხვა ქვეყანასთან ერთად, უკრაინას პირობა მისცა, რომ უზრუნველყოს ახალი, ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები. „დღეს დიდი ბრიტანეთი პირველია, ვინც შეასრულა ეს დაპირება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მე ახლახან მოვაწერეთ ხელი უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას,” - აღნიშნა სუნაკმა. რიში სუნაკი უკრაინას 12 იანვარს ეწვია და ქვეყნისთვის ახალი სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ეს ომის დაწყების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია. ზელენსკი ვაშინგტონის სამიტზე: მსურს, ვნახო სულ მცირე ერთი კონკრეტული ნაბიჯი NATO-ში წევრობისკენ
32 ქვეყნის ძლიერი ალიანსი მრავალი პარტნიორით - NATO-ს ვაშინგტონის სამიტის მოლოდინები
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა ვაშინგტონის სამიტის მოლოდინებზე ისაუბრა. ამერიკელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ეს იქნება შესაძლებლობა, განისაზღვროს, თუ როგორ იქნება NATO მზად თავისუფალი სამყაროს მომავლის დასაცავად. „ამ ზაფხულს, ივლისში, ვაშინგტონი NATO-ს 75-ე სამიტს უმასპინძლებს. ეს იქნება შესაძლებლობა, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა გააკეთა NATO-მ დაარსების დღიდან, მაგრამ რაც მთავარია, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ იქნება NATO მზად ჩვენი მომავლის დასაცავად. ჩვენ ვუყურებთ რეალურ ცვლილებებს ომების წარმოების გზებში და სახელმწიფოების როლს ამ ომებში. NATO ამისთვის მზად იქნება. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ფინეთი შემოგვიერთდა, როგორც სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ველით, რომ შვედეთი შემოგვიერთდება, როგორც სრულუფლებიანი წევრი, და ეს იქნება 32 ქვეყნის ძლიერი ალიანსი მრავალი პარტნიორით, რომლებიც მზად იქნებიან მომავალი ათწლეულების გამოწვევებისთვის გლობალურ დონეზე,“ - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი მიიჩნევს, რომ NATO-ს ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებების შემდეგ, ვაშინგტონში, სამხედრო ალიანსის მომავალ სამიტზე უკრაინის წევრობისთვის უფრო ამბიციური მიზნები უნდა დაისახოს. „მე მჯერა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია, მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ იმას, თუ რა სარგებელს მოუტანს NATO უკრაინას. საუბარია იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს უკრაინა NATO-ს. თქვენი გაგება თანამედროვე ომის შესახებ მოდის არა სახელმძღვანელოდან, არამედ, ბრძოლის ველიდან. თქვენი შეიარაღებული ძალები გამოცდილია. ინოვაციური და მამაცი. უკრაინა NATO-ს ეკუთვნის და NATO უფრო ძლიერი იქნება უკრაინასთან ერთად. ვილნიუსის სამიტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გაწევრიანებისკენ. და მინდა, ვიყოთ კიდევ უფრო ამბიციურები ვაშინგტონის სამიტზე, ამ ივლისში," - აღნიშნა სუნაკმა. 10 იანვარს, ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ელოდება სამხედრო და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს NATO-ს ვაშინგტონის სამიტიდან, მათ შორის, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ. „რაც შეეხება თავდაცვას, მთავარია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. მსურს, ვიხილო საჰაერო თავდაცვის პაკეტის გაძლიერება იმ სისტემების რაოდენობით, რაც ჩვენ გვჭირდება. ეს არის სისტემები და კონკრეტული რაკეტები, რომლებიც ებრძვიან რუსეთის ბალისტიკურ [რაკეტებს]," - განმარტა ზელენსკიმ. რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ლიეტუვის პრეზიდენტმა უკვე თქვა ყველაფერი. მე მსურს სულ მცირე ერთი კონკრეტული ნაბიჯი დავინახო NATO-ში[წევრობის]კენ," - განაცხადა ზელენსკიმ. თავის მხრივ, გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, რომ ვაშინგტონის სამიტი წარმატებული იქნება, თუ ის ვილნიუსის სამიტს დაეფუძნება და შემდეგი ნაბიჯის გადადგმას შეძლებს. მან აღნიშნა, რომ ვიდრე ვილნიუსის სამიტამდე ჯერ კიდევ არსებობდა ეჭვები გაწევრიანდებოდა თუ არა უკრაინა NATO-ში, სამიტის შემდეგ აქტუალური გახდა კითხვა, თუ როდის გახდება უკრაინა ალიანსის წევრი. ნაუსედამ ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონში სამიტამდე უკრაინამ ყურადღება უნდა გაამახვილოს წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებაზე. „მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა ANP-ის იმპლემენტაციაზე; მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამა წარმატებული იყოს და აჩვენოს უკრაინის სურვილი NATO-ში გაწევრიანების შესახებ,“ - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. მან ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკური და თავდაცვითი გადაწყვეტილებების ხილვა სურს. შეგახსენებთ, NATO-ს მომდევნო საიუბილეო სამიტი ვაშინგტონში გაიმართება.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი NATO-ს სამიტს დაესწრება
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი NATO-ს საიუბილეო სამიტს დაესწრება. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. „მინისტრი (არარატ) მირზოიანი NATO-ს პარტნიორებთან ერთად NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს. ასევე, ორგანიზაციის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სხვა ღონისძიებებში. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები,“ - ნათქვამია განცხადებაში. NATO-ს სამიტი ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება. რა ფორმატებში თანამშრომლობს სომხეთი NATO-სთან
რა აჩვენა NATO-ს მიერ სამიტის წინ ჩატარებულმა კვლევამ
2024 წლის, NATO-ს საიუბილეო სამიტის წინ, ალიანსმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა NATO-ს წევრ 32-ვე ქვეყანაში დაუკვეთა. გამოკითხვის დროს 30 000-ზე მეტ რესპონდენტს სთხოვეს, გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრებები რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, მათი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერის, მოკავშირეების კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებისა და თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, NATO-ს მხარდაჭერა რჩება ძლიერი, ასევე, მხარს უჭერენ თავდაცვის ხარჯების გაზრდასაც. რესპონდენტთა უმრავლესობა კვლავ თანხმდება იმაზე, რომ მათმა ქვეყანამ უნდა დაიცვას მოკავშირე თავდასხმის შემთხვევაში (63 პროცენტი), ხოლო 70 პროცენტი, რეფერენდუმზე დაუჭერდა მხარს მათი ქვეყნის NATO-ს წევრად დარჩენას. თავდაცვის ხარჯების შენარჩუნების ან გაზრდის მხარდაჭერა 76 პროცენტს შეადგენს. რუსეთისა და ჩინეთის მიმართ კეთილგანწყობა დაბალი რჩება, რესპონდენტთა უმეტესობა არაკეთილგანწყობილია რუსეთის მიმართ - 62 პროცენტი. ჩინეთის მიმართ - 48 პროცენტი. როგორც წინა გამოკითხვებში, ახლაც იყო კითხვები რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომთან დაკავშირებით. გამოკითხულთა დაახლოებით ორი მესამედი მიიჩნევს, რომ ომი უკრაინის წინააღმდეგ, გავლენას ახდენს მათი ქვეყნის უსაფრთხოებაზე (63%). რესპონდენტებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი უმრავლესობის თანხმობა, რომ მათმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა (61 პროცენტი). NATO გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მომავალი სამიტის გეგმებზე ისაუბრა და განმარტა, რომ უკრაინის საკითხი ალიანსის უმაღლესი დონის სამიტზე წამყვანი იქნება. NATO 75-წლიანი საქმიანობის აღსანიშნავად, საიუბილეო სამიტისთვის ემზადება, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება. სამიტის წინ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, NATO-ს მიმართ მხარდაჭერა უმაღლეს ნიშნულზეა - NATO
NATO-ს სამიტის დეკლარაცია: უკრაინა ალიანსის წევრობის შეუქცევად გზაზე დგას
NATO ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში აცხადებს, რომ უკრაინა ალიანსის წევრობის შეუქცევად გზაზე დგას. NATO-ს 75 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო სამიტი 9-11 ივლისს იმართება ვაშინგტონში. დეკლარაცია მიესალმა გენერალური მდივნის გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინაში NATO-ს უმაღლესი წარმომადგენლის დანიშვნას გულისხმობს. „სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი გარეშე ჩარევის გარეშე. უკრაინის მომავალი NATO-შია. უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებული ხდება ალიანსთან. ჩვენ მივესალმებით იმ კონკრეტულ პროგრესს, რომელსაც უკრაინამ მიაღწია ვილნიუსის სამიტის შემდეგ, საჭირო დემოკრატიული, ეკონომიკური და უსაფრთხოების რეფორმების მიმართულებით. რადგან უკრაინა აგრძელებს ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეს, ჩვენ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე, NATO-ში გაწევრიანების ჩათვლით. ვადასტურებთ, რომ NATO-ში წევრობის მიწვევას უკრაინა მიიღებს მას შემდეგ, რაც ალიანსის წევრები ამ საკითხზე შეთანხმდებიან და შესრულებულ იქნება საამისო პირობები,“ წერია დეკლარაციაში, რომელიც ოთხშაბათს, 10 ივლისის საღამოს გამოქვეყნდა. მისივე თანახმად, NATO და NATO-უკრაინის საბჭოს სამიტის გადაწყვეტილებები, მოკავშირეების მიმდინარე მუშაობასთან ერთად, წარმოადგენს ხიდს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებამდე. მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის პროგრესის მხარდაჭერას თავსებადობის სფეროში, ასევე დამატებით დემოკრატიულ და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებში, რომელთა შეფასებას NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები გააგრძელებენ ადაპტირებული წლიური ეროვნული პროგრამის მეშვეობით. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტზე განაცხადა, რომ დეკლარაცია აჩვენებს; „ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდეს.“ დეკლარაციის თანახმად, NATO-ს წევრ ქვეყნებს გადაწყვეტილი აქვთ, უკრაინას მომავალ წელს სულ მცირე 40 მილიარდი ევრო გამოუყონ. ალიანსი ასევე შექმნის მექანიზმს, რომლის მიზანია უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღებისა და წვრთნის კოორდინაცია. დეკლარაცი აღნიშნულია, რომ NATO უკრაინაში ომისთვის სრულ პასუხისმგებლობას ანიჭებს რუსეთს და მოუწოდებს მას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. ამავე დროს, დეკლარაციის თანახმად, NATO მზადაა, მოსკოვთან კავშირების არხები შეინარჩუნოს უკრაინაში ომის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. დეკლარაციაში საუბარია ასევე NATO-სთვის ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის მნიშვნელობაზე, ვინაიდან, დოკუმენტის თანახმად, იქ მიმდინარე პროცესები პირდაპირ გავლენას ახდენს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე. ალიანსი მიესალმება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის პარტნიორებთან თანამშრომლობას უკრაინის მხარდაჭერის საქმეში. NATO-ს დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ ჩინეთი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალისხმევის გადამწყვეტი მნიშვნელობის ხელშემწყობი ხდება, ასევე, ის კვლავაც სისტემურ გამოწვევებს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას. დეკლარაციაში ალიანსი შეშფოთებას გამოთქვამს ჩინეთის საქმიანობის გამო კოსმოსის ათვისების სფეროში. ის მოუწოდებს პეკინს, ჩაერთოს სტრატეგიული რისკის შემცირების თაობაზე დისკუსიაში. ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დანიშნავს NATO-ს ახალ მაღალჩინოსანს კიევში, რათა "გააღრმაოს უკრაინის ინსტიტუციური ურთიერთობა ალიანსთან. უკრაინა საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს NATO-ს წევრი ხუთი ქვეყნისგან მიიღებს
კოლომინა: NATO საქართველოსთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის ერთგულია
NATO მოუწოდებს საქართველოს, დააჩქაროს რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ერთგულია საქართველოსთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის და მოუწოდებს მთავრობას, დააჩქაროს რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ასევე, ხელი შეუწყოს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ," წერს კოლომინა. ვაშინგტონში NATO-ს 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი 9 ივლისს დაიწყო და 11 ივლისს დასრულდა. სამიტის დეკლარაციის შინაარსი ცნობილია. წლევალდელ დეკლარაციაში, ცალკე თავი დამატებით ეთმობა უკრაინას - ქვეთავი სახელწოდებით - „უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი დახმარების დაპირება“, 6 პუნქტისგან შედგება. 38-პუნქტიან დეკლარაციაში საქართველო ნახსენებია მე-17 პუნქტში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ომი უკრაინაში; მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან და რომ NATO რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის, ყირიმის უკანონო ანექსიას, არასდროს აღიარებს. „რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომზე ერთპიროვნული პასუხისმგებლობა ეკისრება, რაც საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების უხეში დარღვევაა. რუსული ძალებისა და ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, ომის დანაშაულები და საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევები არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილზე პასუხისმგებელი რუსეთია და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უზარმაზარი ზიანი მიაყენა. ჩვენ უკრაინელ ხალხზე რუსეთის საზარელ თავდასხმებს მკაცრად ვგმობთ, მათ შორის, საავადმყოფოებზე, 8 ივლისს. რუსეთმა ეს ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს და მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად. ჩვენ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის, ყირიმის უკანონო ანექსიას, არასდროს ვაღიარებთ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული,“ - ვკითხულობთ ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში. ეს ამ სამიტის დეკლარაციაში ერთადერთი წინადადებაა, რომელშიც საქართველოა ნახსენები. ამავე დეკლარაციის მეორე პუნქტში დადასტურებულია ერთგულება NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. ამავე დეკლარაციის თანახმად, დასავლეთ ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონები სტრატეგიული მნიშვნელობისაა ალიანსისთვის. 2022 წლის მადრიდის სამიტის დეკლარაციის მსგავსად და 2023 წლის ვილნიუსის სამიტის კომუნიკესგან განსხვავებით, ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია არ იმეორებს ჩანაწერს, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება. თუმცა იმავე მადრიდის სამიტზე საქართველო NATO-ს მიერ მიღებულ (დეკლარაციის ჩათვლით, რედ.) ორ დოკუმენტში იყო ნახსენები - კონკრეტულად, NATO-ს ახალი, სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტში, რომელსაც NATO ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს უწოდებს, საქართველოსთან დაკავშირებით ხაზგასმული იყო, რომ NATO ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია. მადრიდის სამიტის დეკლარაცია 2022 წლის NATO-ს სამიტის ფარგლებში, სახელმწიფოთა და მთავრობების ხელმძღვანელთა დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოზეც იყო საუბარი. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ კრიტიკული დროა ევროპის უსაფრთხოებისთვის, საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. შესაბამისად, NATO-მ გადაწყვიტა, გაეძლიერებინა პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის, ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. „ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი ზომების მიღება, რათა გავაძლიეროთ მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის, ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, რათა ავაშენოთ მათი მთლიანობა და გამძლეობა, განვავითაროთ შესაძლებლობები და დავიცვათ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას სამხრეთის პარტნიორებისთვის,“ - აღნიშნული იყო დეკლარაციაში. მე-18 პუნქტი ეთმობოდა ღია კარის პოლიტიკას. ვილნიუსის სამიტის კომუნიკე 2023 წლის ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში ნათქვამი იყო, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით. მოკავშირეებმა ასევე დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. „ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ის ძალები, რომლებიც მან ქვეყნის თანხმობის გარეშე განათავსა საქართველოში. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება; შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და გაგრძელდეს მათი იძულებით გამოყოფის მცდელობები დანარჩენი საქართველოსგან საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების აგებით; და შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა, მათ შორის თვითნებური დაკავება და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს NATO-ს ოპერაციებში, რაც ადასტურებს მის ერთგულებასა და შესაძლებლობებს, წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენ ვრჩებით მზად, სრულად გამოვიყენოთ NATO-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. „ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP), რაც პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ მივესალმებით გაუმჯობესებული NATO-საქართველოსს არსებითი პაკეტის რეალიზების პროცესში კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის, ელექტრონული კომუნიკაციების დაცვის მხრივ მიღწეულ პროგრესს, ისევე, როგორც ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული თავდაცვისა და საწვრთნელი შესაძლებლობების სფეროებში; თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გასავითარებლად საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების მხრივაც და საუკეთესოდ გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP),“ - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში. შეფასებები თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ „NATO-ს კომუნიკეში საქართველოს საკუთარი ადგილი აქვს - მისი შეფასებით, „შეიძლება, ბუქარესტის უშუალო აღნიშვნით არა, მაგრამ NATO ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს, ესეც ნახსენებია.“ „მე ვარ იმ ადამიანების რიცხვში, ვისაც სჯერა, რომ NATO გაფართოვდება და ჩანაწერი, რომელიც არის კომუნიკეში, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციაში, თავის დროზე იქნება უზრუნველყოფილი,“ ამბობს ირაკლი ჩიქოვანი. „დოკუმენტი, რომელიც 75-ე საიუბილეო სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა, თავისი ფორმატითა და შინაარსით განსხვავებულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც აქამდე NATO-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულა. დოკუმენტში საქართველოს საკუთარი ადგილი აქვს. მნიშვნელოვანია, არსებობს მკაფიო განაცხადი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და საქართველოს ტერიტორიებიდან უნდა იყოს გაყვანილ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები. რაც შეეხება გაფართოების პოლიტიკას, ამასთან დაკავშირებითაც ასევე არსებობს ჩანაწერი, შეიძლება, ბუქარესტის უშუალო აღნიშვნით არა, მაგრამ NATO აღნიშნავს იმას, რომ ყველა სახელმწიფო თავისუფალია მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელ ალიანსში უნდა გაწევრიანდეს და შესაბამისად, ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს, ესეც ნახსენებია. ასევე, კონტექსტი, რომ ალიანსის უახლოესი პარტნიორების, ისეთი როგორიც საქართველოა, როგორც ასპირანტი სახელმწიფო, ძალისხმევას აქვს მნიშვნელობა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ამისთვის ყველას ერთად ბევრი მსხვერპლი გვაქვს გაღებული,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. NATO-ში საქართველოს ელჩის ვიქტორ დოლიძის შეფასებით, „პოლიტიკური დეკლარაცია წარმოადგენს „NATO-ს ვაშინგტონის სამიტის უმთავრეს პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტს, სადაც კონკრეტიკაში არ ჩასულან ალიანსის წევრები და აქ იყო ზოგადი ხასიათის პოლიტიკური განაცხადი იმ საიუბილეო სამიტთან დაკავშირებით, რომელიც მიეძღვნა NATO-ს დაარსების 75 წლის იუბილეს.“ თუმცა, ბუნებრივია, აქაც, საქართველომ თავისი ადგილი დაიკავა და მე ვფიქრობ, არამხოლოდ პარტნიორობის, არამედ, სხვა ჭრილში, სხვა თემებთან დაკავშირებით, მათ შორის, როგორიც არის პარტნიორი ქვეყნების გაღებული წვლილი და მსხვერპლი NATO-ს საერთაშორისო ოპერაციებში, საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაში. ასევე, პირად კონტრიბუციაში ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, თუკი რომელიმე პარტნიორს და არამხოლოდ პარტნიორს, არამედ, თვითონ NATO-ს წევრ ქვეყნებს შეუტანიათ წვლილი, ყოველთვის, იცით, რომ აღიარებული არის ჩვენი ქვეყანა. ალბათ ყველაზე მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ასევე ამ კონტექსტში მე-17 მუხლს, სადაც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით, იმ ბარბაროსულ ქმედებებთან, ადამიანის უფლებების დარღვევის, ასევე, ომის დანაშაულების და ა.შ. სხვადასხვა კონტექსტში ნახსენებია საქართველო და ჩვენი მეგობარი და პარტნიორი მოლდოვა, სადაც რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანონ თავიანთი სამხედრო შენაერთები საქართველოდან და მოლდოვიდან, რომლებიც იმყოფებიან ჩვენს ტერიტორიაზე, როგორც ოკუპანტი ძალა, მომწვევი, ანუ მასპინძელი მხარის თანხმობის გარეშე. ასევე, მნიშვნელოვანია ეს პოლიტიკური დეკლარაცია იქიდან გამომდინარე, რომ ის არის საკმაოდ მრავლისმომცველი, არის დაკავშირებული ძირითადად გლობალურ საფრთხეებთან, არის დაკავშირებული იმასთან, რომ NATO მაქსიმალურად უნდა გახდეს ქმედითუნარიანი და თავსებადი საკუთარ კრიტერიუმებთან იმასთან დაკავშირებით, რომ იყოს უფრო მედეგი და პირველ რიგში, წინ აღუდგეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, ისევე როგორც დაეხმაროს უკრაინას, რათა არ დამარცხდეს რუსეთთან ომში და მესამე საკითხი არის გლობალური პარტნიორობა. ტყუილად არ იყვნენ მოწვეული ამ სამიტზე აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორები: ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა და იაპონია, რამეთუ სწორედ ამ რეგიონში NATO საჭიროებს დღეს სერიოზულ დახმარებას, მათ შორის, ისეთ საფრთხეებთან დაკავშირებით, როგორიც არის ტექნოლოგიური საფრთხეები და ამავე დროს მათთან თანამშრომლობის განვითარება ამ კუთხით,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. ოპოზიცია მმართველ გუნდს, NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლების ქმედებებმა და ანტიდასავლურმა რიტორიკამ, ალიანსთან ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთვის დახურა. ცნობისთვის, 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე ალიანსის სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დადასტურდა 2009, 2010 და 2012 წლების სამიტებზე. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წლიდან დაიწყო, 1994 წლიდან პარტნიორობა მშვიდობისათვის და 1997 წლიდან პარტნიორობის საბჭოს ფორმატში გაგრძელდა. საქართველო, როგორც პარტნიორი, მონაწილეობდა მოკავშირეების სამშვიდობო ოპერაციებში. ჯონ ბასი: საქართველო გახდება NATO-ს წევრი, როცა მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა, შეასრულოს წევრობის ვალდებულებები რა წერია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში ვილნიუსის სამიტის კომუნიკე: საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით რა წერია საქართველოს შესახებ NATO-ს ახალ, სტრატეგიულ კონცეფციაში NATO სტრატეგიულ კონცეფციას, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს უწოდებს